გამოდის 1998 წლიდან
2016-11-03
ჩვენ­მა პა­ტა­რებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით უნ­და ისარ­გებ­ლონ


რა იწ­ვევს ჯგუ­ფე­ბის გა­დატ­ვირ­თ­ვას და რო­გო­რია მა­თი მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი, რა რე­ფორ­მე­ბი გა­ტარ­და და მიმ­დი­ნა­რე­ობს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მა­ში, რამ­დენ „არა“-ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­რიცხოს ბავ­შ­ვი ბა­ღი­დან, რო­გორ არის და­ცუ­ლი ბაღ­ში პა­ტა­რე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა, რო­გო­რია სა­ა­გენ­ტოს სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა, რა სა­კა­ნონ­მ­დე­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის, რო­გო­რია სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და რას გეგ­მავს სა­ა­გენ­ტო სა­მო­მა­ვ­ლოდ — სა­უბ­რობს თე­მურ თორ­დი­ნა­ვა, თბი­ლი­სის ბა­გა-ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი.
ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი
წლე­ვან­დე­ლი წე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ახა­ლი ბა­ღე­ბის გახ­ს­ნის კუთხით — 7 ახა­ლი ბა­ღი გა­იხ­ს­ნა თბი­ლის­ში, შვი­დი­ვე ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის­თ­ვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი.
გარ­და ამი­სა, მას­შ­ტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და თბი­ლი­სის 100-ზე მეტ ბა­გა-ბაღ­ში, ჩა­ტარ­და რო­გორც ში­და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ასე­ვე ეზოს კე­თილ­მოწყო­ბა, ფა­სა­დე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სხვ. 16 ბა­გა-ბაღ­ში მო­ეწყო ახა­ლი ღო­ბე (ძვე­ლი ღო­ბე­ე­ბი ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი იყო). 2014 წლის სექ­ტემ­ბე­რი­დან დღემ­დე, 80-ზე მეტ ბა­გა-ბაღ­ში გა­მო­იც­ვა­ლა ღო­ბე. ამ 80 ბა­გა-ბაღს, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ ჰქონ­და ღო­ბე ან ჰქონ­და, მაგ­რამ იმ დო­ნე­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ უსაფ­რ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ბავ­შ­ვე­ბის გა­რეთ გა­მოყ­ვა­ნა, ტე­რი­ტო­რია არ იყო და­ცუ­ლი.
ორი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის — 143-ე და 196-ე — შე­ნო­ბა მწვა­ვედ ავა­რი­უ­ლი იყო და გა­მაგ­რ­და. იქ, და­მა­ტე­ბით, 8 ახა­ლი ჯგუ­ფი გა­იხ­ს­ნა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ავა­რი­უ­ლი ფლი­გე­ლი გა­მაგ­რ­და (იქ სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო), ასე­უ­ლო­ბით აღ­საზ­რ­დე­ლის მი­ღე­ბა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.
რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­დ­ნენ ბა­ღე­ბი ნა­ად­რევ ზამ­თარს
დღეს თბი­ლი­სის ყვე­ლა ბა­გა-ბა­ღი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია გათ­ბო­ბის ცენ­ტ­რა­ლუ­რი სის­ტე­მით. დად­გა ნა­ად­რე­ვი ზამ­თა­რი, ტემ­პე­რა­ტუ­რამ საგ­რ­ძ­ნობ­ლად და­ი­წია, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ბა­გა-ბაღ­ში, ორ კვი­რა­ზე მე­ტია, ჩარ­თუ­ლია გათ­ბო­ბის სის­ტე­მა. თუ რო­მე­ლი­მე ბაღს ჰქონ­და ხარ­ვე­ზი ცენ­ტ­რა­ლურ გათ­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მყი­სი­ე­რად იქ­ნა გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი და დღეს ეს ბა­ღე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად თბე­ბა. თუ რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ ოთახ­ში არ არის ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მა ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, იქ, რა თქმა უნ­და, ელექ­ტ­რო­გა­მათ­ბო­ბე­ლია. ასე რომ, დღეს თბი­ლი­სის ყვე­ლა ბა­გა-ბა­ღი თბე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრობ­ლე­მე­ბი არ გვაქვს.
რამ­დე­ნი აღ­საზ­რ­დე­ლია თბი­ლი­სის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში. თუ არ­სე­ბობს სტან­დარ­ტი —
რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი უნ­და იყოს ერთ ჯგუფ­ში

თბი­ლი­სის სა­ბავ­შ­ვო ბა­გა-ბა­ღებ­ში რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია 58 500-მდე აღ­საზ­რ­დე­ლი. აქ­ტუ­ა­ლუ­რია ჯგუ­ფე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის სა­კითხი და ამ პრობ­ლე­მას ახა­ლი ბა­ღე­ბის მშე­ნებ­ლო­ბით, და­ხუ­რუ­ლი ბა­ღე­ბის აღ­დ­გე­ნით და მოქ­მედ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ახა­ლი ჯგუ­ფე­ბის გახ­ს­ნით, აუთ­ვი­სე­ბე­ლი ფარ­თე­ბის ათ­ვი­სე­ბით ვაგ­ვა­რებთ  (რო­გორც იმ ორი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის მა­გა­ლით­ზე მოხ­და). ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 100-მდე და­მა­ტე­ბი­თი ჯგუ­ფი შე­იქ­მ­ნა მოქ­მედ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში, რაც, სა­შუ­ა­ლოდ რომ ავი­ღოთ, 8 ახა­ლი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის გახ­ს­ნის ტოლ­ფა­სია, ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით.
„ად­რე­უ­ლი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც წელს იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი, ით­ვა­ლის­წი­ნებს, ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით, ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტის დაც­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა 2020 წლი­დან. რა თქმა უნ­და, სა­სურ­ვე­ლია, რომ ერთ ჯგუფ­ში იყოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი: 25 ბავ­შ­ვი — ბა­გა­ში და 35 — ბაღ­ში (3-დან 6 წლამ­დე ასა­კის). თუმ­ცა, დღეს, ასე არ არის, ბევ­რად მე­ტი აღ­საზ­რ­დე­ლია თი­თო ჯგუფ­ში, მაგ­რამ ეს არის ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რა­საც გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­გე­ბით უნ­და შევ­ხე­დოთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­გორც გითხა­რით, ახა­ლი ბა­ღე­ბის მშე­ნებ­ლო­ბით და და­მა­ტე­ბი­თი ჯგუ­ფე­ბის გახ­ს­ნით ვპა­სუ­ხობთ.
წლე­ბის წინ 50-ზე მე­ტი ბა­ღი და­ი­ხუ­რა, ეს იყო ის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ დაგ­ვ­ხ­ვ­და და სწო­რედ ამ და­ხუ­რუ­ლი ბა­ღე­ბის გა­მოც გვაქვს ად­გი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. ეტა­პობ­რი­ვად, 2020 წლამ­დე ეს პრობ­ლე­მა უნ­და მოგ­ვარ­დეს.
მო­მა­ვალ წელს ბევ­რად უფ­რო ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი გვაქვს — 2017 წლის ბო­ლომ­დე 10 ახა­ლი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი შე­ვა ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში, რაც, და­მა­ტე­ბით, 4 000-მდე აღ­საზ­რ­დე­ლის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს. შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯგუ­ფე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის კუთხით გვაქვს, ეტა­პობ­რი­ვად მოგ­ვარ­დე­ბა.
რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი — თუ იგეგ­მე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი
ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, წელს რე­გის­ტ­რა­ცი­ამ უხარ­ვე­ზოდ ჩა­ი­ა­რა. თუმ­ცა, ად­გი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იყო. ამ პრობ­ლე­მა­ზე ზე­მო­თაც ვსა­უბ­რობ­დი, სხვა რა­ი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს — ახა­ლი ბა­ღე­ბის აშე­ნე­ბით უნ­და შე­იქ­მ­ნას და­მა­ტე­ბი­თი ად­გი­ლე­ბი. მო­მა­ვალ წელს მდგო­მა­რე­ო­ბა ბევ­რად შემ­სუ­ბუქ­დე­ბა და ბევ­რად მე­ტი აღ­საზ­რ­დე­ლი შეძ­ლებს სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბას. ეს ეტა­პობ­რი­ვი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი მიდ­გო­მის შე­დე­გად გა­და­საჭ­რე­ლი სა­კითხია.
მინ­და გითხ­რათ, რომ ბა­ღებ­ში, ხა­რის­ხის მა­ტე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მოთხოვ­ნა გაზ­რ­დი­ლია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ მოთხოვ­ნას ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით უნ­და ვუ­პა­სუ­ხოთ, რაც სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტოს ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია.
პრობ­ლე­მე­ბის ანა­ლი­ზი
სა­ბავ­შ­ვო ბა­გა-ბა­ღე­ბის სის­ტე­მა­ში კომ­პ­ლექ­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი იყო. ჩვენ, მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე, და­ვიწყეთ ამ პრობ­ლე­მე­ბის კვლე­ვა და ანა­ლი­ზი, შე­სა­ბა­მი­სად, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და 2015-16 წლე­ბის ბი­უ­ჯე­ტი ამის სა­ფუძ­ველ­ზე დავ­გეგ­მეთ. ეს მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის და კვლე­ვის პრო­ცე­სია. ხან­ძ­რის ჩაქ­რო­ბის პრინ­ცი­პით და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბით, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ პრობ­ლე­მე­ბის 70% გა­დაჭ­რი­ლია (მოქ­მედ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ზე ვსა­უბ­რობ).
მე­ო­რე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო კვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­დაჭ­რი­ლია. დღეს სა­ბავ­შ­ვო ბა­გა-ბა­ღებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო — ISO და HACCP— სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კვე­ბა გვაქვს.
მე­სა­მე, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო-მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­ში იყო სა­კად­რო პო­ლი­ტი­კას­თან. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ერ­თოდ არ გა­დად­გ­მუ­ლა ნა­ბი­ჯე­ბი, არც გა­დამ­ზა­დე­ბის კუთხით. სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­ში გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო ფსი­ქო­ლო­გი­სა და ლო­გო­პე­დის შტა­ტი. 2016 წლის 1 იან­ვ­რი­დან, ყვე­ლა სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში, და­ვუშ­ვით ფსი­ქო­ლო­გი­სა და ლო­გო­პე­დის შტა­ტი და დღეს, ბა­ღე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში თუ არა, 90%-ზე მეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი, ლო­გო­პე­დი და  სპეც­პე­და­გო­გი გვყავს. წლის ბო­ლომ­დე ყვე­ლა სა­ბავ­შ­ვო ბაღს ეყო­ლე­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.
ამავ­დ­რო­უ­ლად, ვზრუ­ნავთ სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე, ასე­ვე იმა­ზეც, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახალ სა­ბავ­შ­ვო ბა­გა-ბა­ღებ­ში იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი იყ­ვ­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად, ვზრუ­ნავთ ახა­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე.
გა­ა­მარ­თ­ლა თუ არა  ლო­გო­პე­დის და ფსი­ქო­ლო­გის ჩარ­თ­ვამ სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცეს­ში
ოთხი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ბავ­შ­ვო ბა­გა-ბა­ღე­ბის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, მი­მარ­თუ­ლი იყო იმის­კენ, რომ ჩვე­ნი აღ­საზ­რ­დე­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ უკეთ და­ცუ­ლე­ბი, ბევ­რად უფ­რო უსაფ­რ­თხოდ და ბევ­რად უფ­რო ხა­რის­ხი­ა­ნი  სერ­ვი­სით ესარ­გებ­ლათ. მათ შო­რის, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა იყო ფსი­ქო­ლო­გე­ბის და ლო­გო­პე­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ბა­ღებ­ში. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვი­ღეთ.
ვე­რაფ­რით ავ­ხ­სე­ნით, რა­ტომ მოხ­და, წლე­ბის წინ, ფსი­ქო­ლო­გე­ბის და ლო­გო­პე­დე­ბის შტა­ტის გა­უქ­მე­ბა. სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი კვლე­ვის შე­დე­გად და­ვი­ნა­ხეთ მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბა. პი­რა­დად მე, ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ამ სა­ა­გენ­ტოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ვარ, თით­ქ­მის 120-მდე სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში მქონ­და შეხ­ვედ­რა მშობ­ლებ­თან და პერ­სო­ნალ­თან, ერ­თობ­ლი­ვად. ამ შეხ­ვედ­რე­ბის შე­დე­გად, ფსი­ქო­ლო­გე­ბის და ლო­გო­პე­დე­ბის შტა­ტე­ბის და­მა­ტე­ბის სა­კითხი აქ­ტუ­ა­ლუ­რად დად­გა. სა­ა­გენ­ტო, ყო­ველ­კ­ვარ­ტა­ლუ­რად, წა­რად­გენს საკ­რე­ბუ­ლო­ში ან­გა­რიშს. ამ ან­გა­რი­შე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლის მხრი­დან წა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ აუცი­ლე­ბე­ლი იყო სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ფსი­ქო­ლო­გე­ბის და ლო­გო­პე­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. და­ვიწყეთ კვლე­ვა, რო­მელ­მაც გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ლო­გო­პე­დის და ფსი­ქო­ლო­გის გა­და­უ­დე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა სა­ბავ­შ­ვო ბა­გა-ბაღ­ში იყო.
საკ­მა­ოდ დი­დი მუ­შა­ო­ბა დაგ­ვ­ჭირ­და, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი მოგ­ვე­ზი­და და დღეს, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის 90%-ში, ფსი­ქო­ლო­გი, ლო­გო­პე­დი და სპეც­პე­და­გო­გი გვყავს. ამ კად­რე­ბის ნა­წი­ლი გა­დამ­ზად­და, პრო­ცე­სი მო­მა­ვალ წელ­საც გაგ­რ­ძელ­დე­ბა. რა კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი მოგ­ვ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბამ, ამის თქმა მო­მა­ვალ წელს, ივ­ნი­სის ბო­ლოს­თ­ვის, შეგ­ვეძ­ლე­ბა. ჩა­ტარ­დე­ბა გა­მო­კითხ­ვე­ბი — რა შე­დე­გი მოგ­ვი­ტა­ნა ფსი­ქო­ლო­გე­ბის და ლო­გო­პე­დე­ბის შეყ­ვა­ნამ ბა­ღებ­ში. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს იქ­ნე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი დას­კ­ვ­ნა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ძა­ლი­ან ბევრ პა­ტა­რას სჭირ­დე­ბა მა­თი დახ­მა­რე­ბა. ფსი­ქო­ლო­გის არ­სე­ბო­ბა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში, მე პი­რა­დად, გა­და­უ­დე­ბელ აუცი­ლებ­ლო­ბად მი­მაჩ­ნია, ეს ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მაა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბის სწორ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე  აისა­ხე­ბა და უკ­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი მად­ლო­ბის წე­რი­ლი და ზა­რი შე­მო­დის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი — ბავ­შ­ვე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა
თბი­ლი­სის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია სათ­ვალ­თ­ვა­ლო კა­მე­რე­ბი. თუ რა­ი­მე გა­დაც­დო­მას ექ­ნე­ბა ად­გი­ლი, შე­სა­ბა­მის ზო­მებს ღე­ბუ­ლობს რო­გორც სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის დი­რექ­ტო­რი, ასე­ვე თბი­ლი­სის ბა­გა-ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტო.
ყვე­ლა ეს რე­ფორ­მა, რომ­ლებ­ზეც ვსა­უბ­რობთ, თბი­ლი­სის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და რა თქმა უნ­და, პრო­ცე­სე­ბი გაგ­რ­ძელ­დე­ბა, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კა რე­გი­ო­ნებ­შიც გა­ვა­ტა­როთ. „ად­რე­უ­ლი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი არის ჩარ­ჩო-დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას. სხვა­დას­ხ­ვა სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი — გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, ჯან­დაც­ვის, ეკო­ნო­მი­კის, ასევე, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო თუ სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბე­ბი, თბი­ლი­სის ბა­გა-ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, პი­რა­დად მეც ჩარ­თუ­ლი ვართ ამ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში რო­გორც მე­თო­დო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის, ბავ­შ­ვ­თა უსაფ­რ­თხო­ე­ბის და სხვ. ვფიქ­რობ, რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სივ­რ­ცე­ში მო­ექ­ცე­ვა, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ამ სის­ტე­მის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა, ბევ­რად მოკ­ლე დრო­ში, ვიდ­რე, მა­ნამ­დე, რო­ცა არ არ­სე­ბობ­და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ჩარ­ჩო.
სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო-მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­კითხია მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი და მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ კად­რე­ბის კუთხით დი­დი გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს — სა­ჭი­როა რო­გორც გა­დამ­ზა­დე­ბა, ასე­ვე ახა­ლი კად­რე­ბის მო­ძი­ე­ბაც. მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გეტყ­ვით, რომ  თბი­ლი­სის ბა­გა-ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტომ შექ­მ­ნა სა­კად­რო რე­ზერ­ვი — გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა ჩა­ა­ტა­რა ტეს­ტი­რე­ბა, ვინც გა­და­ლა­ხა ბა­რი­ე­რი (ასე­თი იყო 507 კან­დი­და­ტი), ჩვენ­თან გა­სა­უბ­რე­ბა გა­ი­ა­რეს და, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, მათ­გან და­საქ­მე­ბუ­ლი გვყავს 430 ადა­მი­ა­ნი. გა­სა­უბ­რე­ბა გა­ი­ა­რეს ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გებ­მა, ლო­გო­პე­დებ­მა და სპეც­პე­და­გო­გებ­მაც. ბა­ღე­ბის კად­რე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბა წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. იმ ნა­წი­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი არ გვყავს, მო­მა­ვა­ლი წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში უნ­და ვიზ­რუ­ნოთ.
ვფიქ­რობ, მო­მა­ვა­ლი წლის სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის, სა­კად­რო პო­ლი­ტი­კის და სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო-მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წინ­ს­ვ­ლა გვექ­ნე­ბა. თუმ­ცა, ამა­ზე  კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი უნ­და ვი­მუ­შა­ოთ, რა­თა ის ჩა­ვარ­დ­ნა, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ბის წინ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იყო, გა­მოს­წორ­დეს. ეფექ­ტუ­რი და სწო­რად და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად, მოგ­ვა­რე­ბუ­ლია ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და კვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ერთ-ერთ სერიოზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა მე­თო­დო­ლო­გი­ის და კად­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ამ მხრივ, ჩე­მი აზ­რით, ახა­ლი სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო წე­ლი ბევ­რად უფ­რო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.
კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა კად­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას ხომ არ გუ­ლის­ხ­მობს
არა, რა თქმა უნ­და,  კად­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას არ ვგუ­ლის­ხ­მობთ. პი­რი­ქით, „ად­რე­უ­ლი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც ჯგუ­ფებ­ში ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, კონ­კ­რე­ტულ ზღვარს, ასე­ვე, თი­თო­ე­ულ ჯგუფ­ში, ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბი­სა და აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბას. თუ დღეს 35 ბავ­შ­ვ­ზე ერ­თი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი და ერ­თი აღ­მ­ზ­რ­დე­ლის თა­ნა­შემ­წე გვყავს, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, 2020 წლი­დან, 13 ბავ­შ­ვ­ზე უნ­და გვყავ­დეს ერ­თი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი და ერ­თი აღ­მ­ზ­რ­დე­ლის თა­ნა­შემ­წე. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ორ­მაგ­დე­ბა აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის და აღ­მ­ზ­რ­დე­ლის თა­ნა­შემ­წე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში, ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კად­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის კუთხით, არა­ნა­ი­რი რე­ფორ­მა არ იგეგ­მე­ბა. პი­რი­ქით, აუცი­ლებ­ლად გაგ­რ­ძელ­დე­ბა ის მიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც და­იწყო ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში (2013 წელს — უფა­სო ბა­ღე­ბი, 2014 წლი­დან — ბა­ღე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტად იქ­ნა და­სა­ხუ­ლი) და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო, თბი­ლი­სის მე­რია და ბა­გა-ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტო, ერ­თობ­ლი­ვად, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ყვე­ლა იმ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რაც აუცი­ლე­ბე­ლია ამ სის­ტე­მის სწო­რი და სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, არის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია.
ცვლი­ლე­ბა ჩა­რიცხ­ვა-ამო­რიცხ­ვის წეს­ში
გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ მშო­ბელ­თა მოთხოვ­ნე­ბი და დღეს, ჩა­რიცხ­ვა-ამო­რიცხ­ვის წე­სის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლომ  და­ამ­ტ­კი­ცა, ორი კვი­რის, ანუ 10 სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაც­დე­ნა სა­პა­ტიოა. რო­დე­საც პა­ტა­რა ავად არის, მშო­ბელს შე­უძ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბა მო­ი­ტა­ნოს. გარ­წ­მუ­ნებთ, რომ 3-4 დღე და­უს­წ­რებ­ლო­ბის გა­მო ბავშვს არა­ვინ ამო­რიცხავს სი­ი­დან.
ვი­მე­ო­რებ, რო­დე­საც არ­სე­ბობს სა­პა­ტიო მი­ზე­ზი, აღ­საზ­რ­დე­ლის ამო­რიცხ­ვა არ ხდე­ბა. 
სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა
სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ იქ­ნა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვი ბევ­რად უფ­რო მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­დეს სკო­ლას.
2015 წელს, თბი­ლი­სის ყვე­ლა სა­ბავ­შ­ვო ბა­გა-ბაღ­ში, დავ­ნერ­გეთ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა. წელს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და­მა­ტე­ბა გა­ვა­კე­თეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად — სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, გა­რე­მოს დაც­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუთხით, შე­ვი­მუ­შა­ვეთ კუ­რი­კუ­ლუ­მი და ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს ხდის სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მას და ჩვენს პა­ტა­რებს გა­რე­მოს დაც­ვა­ზე ზრუნ­ვას ბა­ღის ასა­კი­დან მი­აჩ­ვევს.
ვფიქ­რობ, წელს, ის ნა­კა­დი, რო­მელ­მაც სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა გა­ი­ა­რა (16 ათას­ზე მე­ტი აღ­საზ­რ­დე­ლი), სკო­ლას გა­ცი­ლე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და. ალ­ბათ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, მო­მა­ვა­ლი წლის სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის, წარ­მოგ­ვიდ­გენს შე­დე­გებს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კვლე­ვა, რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებს, რო­გო­რი იყო მა­თი მოს­წ­რე­ბა, წი­ნა ნა­კა­დებ­თან შე­და­რე­ბით.
სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა, ჩე­მი აზ­რით, ბავშვს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ეხ­მა­რე­ბა, რომ სკო­ლას ბევ­რად უფ­რო მზად შეხ­ვ­დეს, ავი­თა­რებს მის ინ­ტე­ლექტს. აქაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­და თბი­ლის­ში, აუცი­ლე­ბე­ლია, რე­გი­ო­ნებ­შიც იმა­ვე ტემ­პით გან­ვი­თარ­დეს.
რო­გორ მიმდინარეობდა სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ო­ბა
რა თქმა უნ­და, უპირ­ვე­ლე­სად, ამა­ში ჩარ­თუ­ლი იყვნენ: გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, ბა­გა-ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტო, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი. ამ მხრივ, სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად იყო მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იმ პრაქ­ტი­კას­თან, რაც სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მის ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. ჩე­მი აზ­რით, ეს პროგ­რა­მა ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. მო­მა­ვალ­ში, რა თქმა უნ­და, მუდ­მი­ვად შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც და­ე­მა­ტოს, შე­ივ­სოს და გან­ვი­თარ­დეს (რო­გორც გა­რე­მოს დაც­ვის კომ­პო­ნენ­ტი და­ე­მა­ტა), ბევ­რად უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი გახ­დეს.
დას­კ­ვ­ნის სა­ხით ვიტყ­ვი, რომ 2015 წლის ივ­ლი­სის ბო­ლოს, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, თბი­ლის­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­ბავ­შ­ვო ბა­გა-ბა­ღე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 82%-მდე გა­ი­ზარ­და. ეს არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, რაც იმ რე­ფორ­მებ­მა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია, რომ­ლე­ბიც ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. რა თქმა უნ­და, ამა­ზე არ ვჩერ­დე­ბით, მო­მა­ვა­ლი წლის გეგ­მე­ბი ბევ­რად უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი გვაქვს. 2020 წლამ­დე, ძა­ლი­ან ბევ­რი მუ­შა­ო­ბა დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მა­ში ყვე­ლა­ფე­რი იმ დო­ნემ­დე იყოს მიყ­ვა­ნი­ლი, რომ ჩვენ­მა პა­ტა­რებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლონ.

რა­დიო „იმე­დის“ გა­და­ცე­მის
„გა­მოც­დე­ბი­დან გა­მოც­დე­ბამ­დე“
თე­ი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად
მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და
ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

25-28(942)N