გამოდის 1998 წლიდან
2016-11-03
სკო­ლა, რო­მე­ლიც მხარს უჭერს დე­მოკ­რა­ტი­ას


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

სას­ტუმ­რო „ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში“, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კავ­ში­რის „მე­გობ­რო­ბის ხი­დი  — ქარ­თ­ლო­სის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით, ღია სივ­რ­ცის კონ­ფე­რენ­ცია „დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი სკო­ლა“ გა­ი­მარ­თა, რომ­ლის მი­ზა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­ჭე­რა იყო. კონ­ფე­რენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ეც­ნენ ღია სივ­რ­ცის დე­ბა­ტებს და კა­ნო­ნებს. სე­სი­ის მე­ო­რე ნა­წი­ლი და­ეთ­მო დის­კუ­სი­ის­თ­ვის სა­კითხე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს დე­ბა­ტე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი პროგ­რა­მა და იმ­ს­ჯე­ლეს აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებ­ზე: რას ნიშ­ნავს დე­მოკ­რა­ტია სკო­ლა­ში; რო­გორ მივ­ცეთ მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მე­ტი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ზე; რო­გო­რი უნ­და იყოს სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი; რო­გორ ვას­წავ­ლოთ ახალ­გაზ­რ­დებს სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბა; რო­გორ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ სწავ­ლის და სწავ­ლე­ბის უფ­რო მე­ტად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბი; არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და მე­წარ­მე­ო­ბა; მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და დე­მოკ­რა­ტია; ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თ­ვა სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში და რე­ა­ლი­ზა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში; მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სკო­ლა­ში; ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ჩარ­თ­ვა სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში და მრა­ვა­ლი სხვა.
კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მე­ლიც ღია სივ­რ­ცის მე­თო­დით გა­ი­მარ­თა, ეს­წ­რე­ბოდ­ნენ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ თბი­ლი­სი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი.
მე­გი ბი­ბი­ლუ­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კავ­ში­რის „მე­გობ­რო­ბის ხი­დი — ქარ­თ­ლო­სი“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: ჩვენს პო­ლო­ნელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან — „სა­მო­ქა­ლა­ქო  გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რ­თან“ ერ­თად,  უკ­ვე მე­ოთხე წე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექტს — „დე­მოკ­რა­ტი­ის სკო­ლა“, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში სკო­ლის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბას. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, და­ვეხ­მა­როთ მოს­წავ­ლე­ებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, და­ე­უფ­ლონ  კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას, თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვი­სა და დე­ბა­ტე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას... პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობთ ყვე­ლა იმ სეგ­მენ­ტ­თან,  ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია და ჩარ­თუ­ლია ამ პრო­ცე­სებ­ში, კერ­ძოდ — მშობ­ლებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან, სკო­ლის დი­რექ­ცი­ას­თან და რა თქმა უნ­და, მოს­წავ­ლე­ებ­თან. ეს პო­ლო­ნუ­რი პრაქ­ტი­კაა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას და და­ნერ­გ­ვა­საც ვცდი­ლობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში. ჩე­მი აზ­რით, ეს სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბას — ღია სივ­რ­ცის კონ­ფე­რენ­ცი­ას, პრო­ექ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფორ­მა აქვს. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია  ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სკო­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბით“.
თა­მარ მა­ლა­ზო­ნია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სამინისტროს პო­ლი­ტი­კი­სა და პროგ­რა­მე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი: „დი­დი პა­ტი­ვია ჩემ­თ­ვის ღია სივ­რ­ცის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღე­ვან­დე­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა დიდ წვლილს შე­ი­ტანს ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში — რა არის სას­კო­ლო დე­მოკ­რა­ტია, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და რა შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.  ყვე­ლა­ნი ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ, რო­ცა აღ­ზ­რ­და­ზე ვსა­უბ­რობთ, გვინ­და აღ­ვ­ზარ­დოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი, ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი, მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე და ა.შ. ალ­ბათ იმა­ზეც უნ­და შევ­თან­ხ­მ­დეთ, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მარ­ტო ის, რომ სწავ­ლე­ბის ში­ნა­არ­სი არ იყოს ტენ­დენ­ცი­უ­რი, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მე­თო­დი­კა — ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, არა­მედ ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სას­კო­ლო გა­რე­მოს. რა თქმა უნ­და, სას­კო­ლო გა­რე­მო უნ­და იყოს არა მხო­ლოდ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და უსაფ­რ­თხო, არა­მედ მა­ღალ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და თუ ამ გა­რე­მოს ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მოს­წავ­ლე მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა თქმა უნ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლის­თ­ვის და უშუ­ა­ლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის. სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის, ბავ­შ­ვო­ბის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს ატა­რებს. იმის­თ­ვის, რომ მი­ი­ღოს ის სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი, რა­ზეც მო­მა­ვალ­ში მი­სი ცხოვ­რე­ბა და­ფუძ­ნ­დე­ბა, რა თქმა უნ­და, უნ­და უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ მის­თ­ვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა. მო­ზარ­დის ცნო­ბი­ე­რე­ბას ამაღ­ლებს მსგავს პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბა კი სწო­რედ ის არის, რა­საც პრე­ვენ­ცი­ად ვი­ყე­ნებთ ისე­თი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რო­გო­რი­ცაა: და­ნა­შა­უ­ლი, ძა­ლა­დო­ბა, ახალ­გაზ­რ­დებ­ში ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის პრობ­ლე­მა  და ა.შ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ არა მხო­ლოდ  სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­თან, არა­მედ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ღია სივ­რ­ცის კონ­ფე­რენ­ცია, სწო­რედ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ე­რაა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი“.
მი­ხავ ტრა­გა­ჟი, პო­ლო­ნე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი: „დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცია შე­დე­გია პრო­ექ­ტის — „დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი სკო­ლა“, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, რომ  ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის უფ­რო გახ­ს­ნი­ლი იყოს. ამ პრო­ექ­ტ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 2013 წლი­დან ვმუ­შა­ობთ და უკ­ვე  30-ზე მეტ სკო­ლას მო­ვი­ცავთ. დღე­ვან­დელ ღია სივ­რ­ცის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში გვინ­და, მოს­წავ­ლე­ე­ბის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­და, ჩავ­რ­თოთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ექ­ს­პერ­ტე­ბი, რა­თა ფარ­თოდ გან­ვი­ხი­ლოთ და ვიმ­ს­ჯე­ლოთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უფ­რო აქ­ტი­უ­რად გან­ვი­თარ­დეს დე­მოკ­რა­ტია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში. რა თქმა უნ­და, მშობ­ლე­ბის ჩარ­თ­ვა ამ პრო­ცეს­ში ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რად­გან მშობ­ლე­ბი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ჯგუ­ფია, მოს­წავ­ლე­ებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად. ეს სა­მი კა­ტე­გო­რია თუ ითა­ნამ­შ­რომ­ლებს, შე­დე­გი უკე­თე­სი გვექ­ნე­ბა.
ბო­ლო წლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გა­ნათ­ლე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მის შე­დე­გად, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მი­სი წევ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად უნ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და მოგ­ვა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა­ში. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად მათ­თ­ვის კარ­გად გა­წე­რი­ლი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზეზ­თა გა­მო, სა­თა­ნა­დოდ ვერ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბენ. ამის გა­მომ­წ­ვევ მი­ზეზ­თა შო­რი­საა მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის და­ბა­ლი დო­ნე, არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლად აზ­როვ­ნე­ბი­სა თუ მოქ­მე­დე­ბის არ­ქო­ნა. სწო­რედ ამ  მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვე­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში უკ­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი „დე­ბა­ტე­ბის სკო­ლა“. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი სკო­ლებ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ხელ­შეწყო­ბა, მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, დე­ბა­ტე­ბის კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვა, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და პო­ლო­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბაა. ეს სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლია მოს­წავ­ლეს, მას­წავ­ლე­ბელს და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვენ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში სკო­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამ ეტაპ­ზე, ახალ პრო­ექ­ტ­ში — „დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი სკო­ლა“ 20 სკო­ლა მო­ნა­წი­ლე­ობს, მათ შო­რის რე­გი­ო­ნე­ბი­დან“.
თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი: „ღია სივ­რ­ცის კონ­ფე­რენ­ცია გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის­გან იმით, რომ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი  თე­მე­ბი და მოხ­სე­ნე­ბე­ბი არ გვაქვს. ცხა­დია, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვმუ­შა­ობთ გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე და აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცე­სებ­ში. ამი­ტომ, დღეს, ჩემ ჯგუფ­თან ერ­თად, ვი­მუ­შა­ვებ სა­კითხ­ზე: „სკო­ლის მარ­თ­ვა და სას­კო­ლო დე­მოკ­რა­ტია“. ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად,  შე­ვი­მუ­შა­ვეთ სას­კო­ლო დე­მოკ­რა­ტი­ის სტან­დარ­ტე­ბი.  ეს დო­კუ­მენ­ტი თით­ქ­მის მზა­დაა. ახა­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი ის არის, თუ რამ­დე­ნად მოხ­დე­ბა მი­სი აღი­ა­რე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, კონ­კ­რე­ტუ­ლად კი სკო­ლე­ბის მი­ერ. დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, სკო­ლებ­ში, დე­მოკ­რა­ტი­ის თვალ­საზ­რი­სით, ასე შე­ვა­ფა­სებ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ  ჩვენ გვაქვს კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 10 წელ­ზე მე­ტია მი­ვი­ღეთ და სკო­ლებს ამ კა­ნონ­მა ახა­ლი სტა­ტუ­სი შეს­თა­ვა­ზა. კერ­ძოდ, სკო­ლე­ბი გახ­დ­ნენ სა­ჯა­რო სა­მარ­თ­ლის იური­დი­უ­ლი პი­რე­ბი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი და კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ძა­ლი­ან ბევ­რი უფ­ლე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი. მაგ­რამ არ­სე­ბობს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ბრძა­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ უფ­ლე­ბებს ზღუ­დავს. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­თია:  ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით ბუ­ფე­რულ ზო­ნა­ში და გვინ­და ვი­ცო­დეთ, სად მთავ­რ­დე­ბა სკო­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი. ეს თა­ვის­თა­ვად უნ­და იცო­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მშობ­ლებ­მა, მოს­წავ­ლე­ებ­მა და ა.შ. ცხა­დია, იყო დრო, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სკო­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, სკო­ლის კა­რი — ჩა­კე­ტი­ლი და ძა­ლი­ან ძნე­ლად შეღ­წე­ვა­დი, ხმა­მაღ­ლა პრობ­ლე­მებ­ზე არა­ვინ სა­უბ­რობ­და. სი­ტუ­ა­ცია დღეს ნამ­დ­ვი­ლად შეც­ვ­ლი­ლია, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი,  კონ­კ­რე­ტუ­ლად კი უნ­და ვიგ­რ­ძ­ნოთ სა­გან­მა­ნათ­ლე­ბლო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და­ვა­კის­რეთ სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რებს და და­ვი­ვიწყეთ, რომ  ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მშობ­ლებს, სკო­ლის თემს, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს გვაქვს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა თუნ­დაც პა­ტა­რა წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“.
ნი­ნო კა­პა­ნა­ძე, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ტრე­ნე­რი: „სკო­ლის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხია. ღია სივ­რ­ცის კონ­ფე­რენ­ცია ჩემ­თ­ვის ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ღია სივ­რ­ცის ტექ­ნო­ლო­გია თე­მის შე­სა­ფე­რი­სია — „დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი სკო­ლა“, რო­მელ­საც დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცია მი­ეძღ­ვ­ნა. აქ არ არის დათ­ქ­მუ­ლი რა­ი­მე წი­ნა­პი­რო­ბა. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სკო­ლის სტან­დარტს შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩათ­ვა­ლეს, რომ ეს სივ­რ­ცე მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან სკო­ლით, გა­ნათ­ლე­ბით, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბით. ღია სივ­რ­ცის ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა სრუ­ლი­ად ღი­ად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გა­მოვ­თ­ქ­ვათ მო­საზ­რე­ბე­ბი, ვი­მუ­შა­ოთ და შე­ვი­მუ­შა­ოთ სტან­დარ­ტის ის ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რო­მე­ლიც აქ და ამ სივ­რ­ცე­ში მო­იყ­რის თავს.
რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ას, ეს არ არის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თ­ბა­შად შე­იძ­ლე­ბა გა­ი­თა­ვი­სოს ადა­მი­ან­მა, ამას დრო და პრო­ცე­სე­ბი სჭირ­დე­ბა. ეს გარ­კ­ვე­ულ ცოდ­ნას, უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას ეყ­რ­დ­ნო­ბა. ვი­ყოთ რე­ა­ლის­ტე­ბი, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა რე­ა­ლუ­რად ასე­თია —  ჩვენ ვიწყებთ მხო­ლოდ ცოდ­ნის დო­ნე­ზე, უნარ-ჩვე­ვე­ბის დო­ნე­ზე ძა­ლი­ან ცო­ტა სკო­ლე­ბია, მხო­ლოდ შერ­ჩე­ვით გვაქვს, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის­გან ძა­ლი­ან შორს ვართ. ამის მი­ზე­ზი ძა­ლი­ან ბევ­რია. ეს მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი პრო­ცე­სია და სკო­ლა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მოწყ­ვე­ტით, და­მო­უ­კი­დებ­ლად ამ სტან­დარტს ვერ და­ამ­კ­ვიდ­რებს. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი უნ­და იყოს ყვე­ლა რგო­ლი: თე­მი, ოჯა­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი და ა.შ. თუმ­ცა, მშობ­ლის ჩარ­თ­ვა და მას­წავ­ლე­ბელ­სა და მშო­ბელს შო­რის კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია. პრო­ცე­სებს კი, მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ხით, მუდ­მი­ვად უნ­და ჰყავ­დეს თვა­ლის­მიმ­დევ­ნე­ბე­ლი. სკო­ლა, რა თქმა უნ­და, ყვე­ლას­თ­ვის ღია და გახ­ს­ნი­ლი უნ­და იყოს“.
მა­რი­ამ ავა­ქო­ვი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, გჶჵSჶდ პლატ­ფორ­მის სტარ­ტაპ იდე­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „ღია სივ­რ­ცის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჩე­მი სა­დის­კუ­სიო თე­მა იყო   „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და მე­წარ­მე­ო­ბა“. თუ გვინ­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სკო­ლა, აუცი­ლე­ბე­ლია სკო­ლებ­ში დავ­ნერ­გოთ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ელე­მენ­ტე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ტრე­ნინ­გე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, შე­ის­წავ­ლონ სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხე­ბი, რო­გო­რიც არის: კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ბა­ზარ­ზე და­ნერ­გ­ვა. მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, კი­დევ უფ­რო აქ­ტი­უ­რე­ბი გახ­დ­ნენ და სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნონ. სა­სურ­ვე­ლია, მა­ღალ კლა­სებ­ში, ის­წავ­ლე­ბო­დეს მე­წარ­მე­ო­ბა და უნა­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რ­დე­ბი შეძ­ლე­ბენ იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას. მე­წარ­მე­ო­ბა­ზე ყუ­რადღე­ბა იმი­ტომ გა­ვა­მახ­ვი­ლე, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის „ბრი­ლი­ან­ტის გა­მოწ­ვე­ვა“ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში მე­წარ­მე­ო­ბის მენ­ტო­რის საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს“.
თე­მო კე­რე­სე­ლი­ძე, ვა­რი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის IX კლა­სის მოს­წავ­ლე: „ჩემი აზ­რით, სკო­ლებ­ში ჯერ კი­დევ ბევ­რი სა­ფე­ხუ­რი გვაქვს გა­სავ­ლე­ლი, რა­თა სა­სურ­ველ შე­დეგს მი­ვაღ­წი­ოთ. შე­სა­ბა­მი­სად, ვთვლი, რომ პრო­ექ­ტი „დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი სკო­ლა“ და სხვა მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბი ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას, აზ­როვ­ნე­ბი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვდგამთ კონ­კ­რე­ტულ, ქმე­დი­თუ­ნა­რი­ან ნა­ბი­ჯებს არა­ფორ­მა­ლუ­რი კუთხით, მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­დის­კუ­სიო თე­მე­ბის გან­ხილ­ვი­თა თუ მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბით სხვა­დას­ხ­ვა პრო­ცე­სებ­ში, რაც ცვლის სკო­ლის ცხოვ­რე­ბას. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ალ­ბათ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­კო­ლო პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თ­ვა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და უპირ­ვე­ლე­სი პი­რო­ბაა. ვა­რი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, 2012 წლი­დან, ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი „დე­ბა­ტე­ბის სკო­ლა“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც მოს­წავ­ლე­ებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნა შე­ვი­ძი­ნეთ. კერ­ძოდ, პრო­ექ­ტ­მა ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, დე­ბა­ტე­ბის კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვა­სა და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.  ამ­ჟა­მად სკო­ლა­ში მო­რი­გი პრო­ექ­ტი — „დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­მჭე­რი სკო­ლა“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მელ­შიც კვლა­ვინ­დე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი. დღე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, შო­თა კო­კა­ურ­მა, დის­კუ­სი­ის­თ­ვის წარ­მო­ვად­გი­ნეთ თე­მა: „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და სივ­რ­ცის მოწყო­ბა“. ვფიქ­რობ, მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, სა­მო­მავ­ლოდ, სკო­ლე­ბი ძა­ლი­ან კარგ შე­დე­გებს მი­აღ­წე­ვენ“.

25-28(942)N