გამოდის 1998 წლიდან
2016-10-27
ბორის აკუნინის თბილისური საღამო


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

18 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში, ბო­რის აკუ­ნი­ნი ქარ­თ­ველ მკითხ­ველს შეხ­ვ­და. თბი­ლი­სუ­რი შე­მოდ­გო­მის წვი­მი­ან­მა სა­ღა­მომ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე სა­უბ­რის გან­წყო­ბა შექ­მ­ნა და მწერ­ლის ფა­ნე­ბი თუ მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის რი­გი­თი მკითხ­ვე­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ივენ­თე­ბის დამ­ლა­ი­ქე­ბელ-დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა თუ ჯერ კი­დევ რუ­სეთ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეკ­რი­ბა.
მას­პინ­ძე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­გა ზე­და­ნი­ამ გრი­გოლ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი აუდი­ტო­რი­ას წა­რუდ­გი­ნა: „ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, და­აბ­რუ­ნა სიმ­სუ­ბუ­ქე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და გვაჩ­ვე­ნა, რომ არ არის აუცი­ლებ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა იყოს მძი­მე. სწო­რედ ამი­ტო­მაც, უკა­ნას­კ­ნე­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი მო­უთ­მენ­ლად ელის მის მო­რიგ რო­მანს, რა­თა კი­დევ ერ­თხელ დარ­წ­მუნ­დეს ამა­ში.“
იმი­სათ­ვის, რომ შეხ­ვედ­რა უფ­რო მე­ტად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, სა­ღა­მოს გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­დე­რა­ტო­რი უძღ­ვე­ბო­და — ლონ­დონ­ში მოღ­ვა­წე ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კო­სი და კულ­ტუ­რის ჟურ­ნა­ლის­ტი მაია ჯა­გი. გარ­და იმი­სა, რომ ის გა­მორ­ჩე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის თე­მებ­ზე წერს, შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კარ­გი მცოდ­ნეა, მე­ტიც, მას ძა­ლი­ან დი­დი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი მწერლობის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში საზღ­ვარ­გა­რეთ.
სა­ღა­მოს იდე­ის ავ­ტო­რი წიგ­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა მეტ­რე­ვე­ლი შეხ­ვედ­რას ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე გამ­გ­ზავ­რე­ბის გა­მო ვერ და­ეს­წ­რო.
სა­ღა­მოს ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი მაია ჯა­გის კითხ­ვებ­ზე პა­სუხს და­ეთ­მო, რაც ქარ­თ­ვე­ლი მსმე­ნე­ლის­თ­ვის საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გა­ნაც, რო­გორც გა­ირ­კ­ვა, თა­ვად მზად არ იყო მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ და კითხ­ვე­ბი მხო­ლოდ რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბას და ბობ დი­ლა­ნის ნო­ბე­ლის პრე­მი­ას და­ეთ­მო. თუმ­ცა ერ­თი კითხ­ვა, უფ­რო მო­ნო­ლო­გი, სა­ღა­მოს პრო­რუ­სუ­ლი ნა­წი­ლის გუ­ლის ამო­ხეთ­ქ­ვა იყო და სე­რი­ო­ზუ­ლი საყ­ვე­დუ­რი მწერ­ლის მი­მართ, იმის გა­მო, რომ მან ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე ისა­უბ­რა და არა რუ­სუ­ლად. ამი­ტო­მაც, შეხ­ვედ­რის ქარ­თულ ნა­წილ­ზე მხო­ლოდ ამით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბი.
შეხ­ვედ­რის და­სას­რულს, ბო­რის აკუ­ნინს ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა.
დღე­ი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სი მწე­რა­ლი და, ამას­თა­ნა­ვე, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე, იაპო­ნის­ტი, მთარ­გ­მ­ნე­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე გრი­გოლ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბო­რის აკუ­ნი­ნის ფსევ­დო­ნი­მი­თაა ცნო­ბი­ლი, 1956 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ზეს­ტა­ფონ­ში და­ი­ბა­და. მი­სი ოჯა­ხი მა­ლე­ვე საცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც მწე­რა­ლი გა­ი­ზარ­და.
ის რუ­სე­თის ის­ტო­რია-ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, აქვს ის­ტო­რი­კოს-იაპო­ნი­ის­მ­ცოდ­ნის დიპ­ლო­მი, არის მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მთარ­გ­მ­ნე­ლი ინ­გ­ლი­სუ­რი და იაპო­ნუ­რი ენე­ბი­დან, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს რო­გორც ესე­ის­ტი­კა („მწე­რა­ლი და თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა“, 1999 წელი), ისე ის­ტო­რი­უ­ლი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი („რუ­სე­თის სა­ხელ­მ­წი­ფოს ის­ტო­რია“).
პირ­ვე­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, ბო­რის აკუ­ნი­ნის სა­ხე­ლით, 1998 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა კი მწე­რალს ის­ტო­რი­ულ-დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნე­ბის სე­რი­ამ (ერასტ ფან­დო­რინ­ზე) მო­უ­ტა­ნა. მწერ­ლის რო­მა­ნე­ბი მრა­ვალ­ჯერ ეკ­რა­ნი­ზე­ბუ­ლია და თარ­გ­მ­ნი­ლია ბევრ ენა­ზე.
2014 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გრი­გოლ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ემიგ­რან­ტია.
სა­ღა­მოს მთა­ვა­რი გმი­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა ხდე­ბო­და, რად­გან მო­წი­ფულ ასაკ­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და ლონ­დო­ნი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თავს მა­ინც უც­ნა­უ­რად გრძნობ­და: „დღეს ცო­ტა უც­ნა­უ­რად ვგრძნობ თავს, მრა­ვა­ლი მი­ზე­ზის გა­მო. თბი­ლის­ში რომ ინ­გ­ლი­სუ­რად უნ­და ვი­ლა­პა­რა­კო, ეს ეგ­ზო­ტი­კაა, აბა, რაა (ინ­გ­ლი­სუ­რი ხომ ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი ენა არაა). სა­ერ­თოდ, სი­ტუ­ა­ცი­ის უც­ნა­უ­რო­ბა იმა­შიც მდგო­მა­რე­ობს, რომ ეს ჩემ­თ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­უ­ბა­რი არ არის იმი­ტომ, რომ ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, თით­ქოს სა­ი­დან­ღაც დავ­ბ­რუნ­დი იქ, სა­დაც ად­რე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვთქვი, ამ ბო­ლო დრომ­დე ქარ­თუ­ლად მხო­ლოდ  რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა ვი­ცო­დი — სიყ­ვა­რუ­ლი და საწყა­ლი. ვფიქ­რობ, რომ მწე­რალს, პრინ­ციპ­ში, მე­ტი არც სჭირ­დე­ბა რომ იცო­დეს, რად­გან ძი­რი­თა­დად ამა­ზე წერს, რად­გან ცხოვ­რე­ბა სულ ესაა — სიყ­ვა­რუ­ლი ძა­ლი­ან საწყა­ლი რა­მეა.” — ამ­ბობს ბო­რის აკუ­ნი­ნი.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პი­ე­სის იდე­ა­ზე სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­ვი­და. მან თა­ვის წიგ­ნებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი აღ­წე­რა, თუმ­ცა, არ­სად სა­ქარ­თ­ვე­ლო არ უხ­სე­ნე­ბია. ამ­ბობს, რომ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში რო­მელ ლო­კა­ცი­ა­საც აღწერს, მას დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლის, მის­თ­ვის მთა­ვა­რი ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბაა: „უნ­და მო­ვი­ნა­ხუ­ლო რა­ღაც ად­გი­ლე­ბი, გა­და­ვა­მოწ­მო, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არ ისი­ნი ჩემს მოთხოვ­ნებს. ყო­ველ­თ­ვის ასე ვმუ­შა­ობ — ად­გილ­ზე უნ­და ჩა­ვი­დე და შე­ვიგ­რ­ძ­ნო. თუ ისე­თი გა­მოდ­გე­ბა, რო­გორ­საც ვე­ლი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც გა­მო­ვი­დეს“. შე­იძ­ლე­ბა ერასტ ფან­დო­რინს სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც გა­დახ­დეს თავ­გა­და­სა­ვა­ლი. თუმ­ცა, თვი­თონ თა­ვი შე­ი­კა­ვა მო­მა­ვა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლის­გან, რად­გა­ნაც „ცრუ­მორ­წ­მუ­ნეა“ და არ სურს წი­ნას­წარ სა­უ­ბა­რი.
„ზეს­ტა­ფონ­ში და­ვი­ბა­დე და ჩე­მი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი თვე იქ გა­ვა­ტა­რე, შემ­დეგ მოს­კოვ­ში წა­მიყ­ვა­ნეს და იქ გა­ვი­ზარ­დე. ერ­თი რამ, რაც მოს­კო­ვი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან მა­კავ­ში­რებ­და, ეს რუ­სე­ბის­თ­ვის ჩე­მი გა­უ­გე­ბა­რი გვა­რი — ჩხარ­ტიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­მო­მარ­ჩევ­და და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მრი­ყავ­და, ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლად მაქ­ცევ­და... მახ­სოვს რო­გორ მჩაგ­რავ­დ­ნენ სკო­ლა­ში და და­მაკ­ნი­ნებ­ლად „კა­ცოს“ მე­ძახ­დ­ნენ. მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ კი­დევ დამ­ჩაგ­რა „რუ­სე­თის მთა­ვარ­მა ბუ­ლერ­მა“ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა, რო­ცა ეთ­ნი­კური ქარ­თ­ვე­ლი მი­წო­და და ამით რუ­სი ხალ­ხის მტრად გა­მო­მაცხა­და.“
ფსევ­დო­ნი­მის აღე­ბის მი­ზე­ზიც რთუ­ლად წარ­მო­სათ­ქ­მე­ლი გვა­რი გახ­და. ამ­ბობს, რომ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლებს ყო­ველ­თ­ვის უჭირ­დათ მი­სი გვა­რის გა­მოთ­ქ­მა და ამის გა­მო და­ფას­თა­ნაც იშ­ვი­ა­თად იძა­ხებ­დ­ნენ: „რო­ცა მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წე­რა და­ვიწყე, დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ სიტყ­ვებს, გვა­რებს, ტო­პო­ნი­მებს დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს და გარ­კ­ვე­უ­ლი მის­ტი­კა ახ­ლავს თან. ამი­ტომ სა­ხელს, რო­მელ­საც გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი უფ­რო ღრმა (ვიდ­რე გრი­გოლ შალ­ვას ძე ჩხარ­ტიშ­ვი­ლი) მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა უნ­და ჰქო­ნო­და. ჩე­მი თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლაც, ნა­წი­ლობ­რივ, უკავ­შირ­დე­ბა ჩემს გვარ­სა და სა­ხელს — მინ­და, უფ­რო ჩა­ვუღ­რ­მავ­დე და რა­ღაც ახა­ლი ვის­წავ­ლო ჩე­მი თა­ვის შე­სა­ხებ, რა­ზეც ად­რე არ მი­ფიქ­რია.“ მწე­რალ­მა არ­ჩე­ვა­ნი აკუ­ნინ­ზე შე­ა­ჩე­რა, რაც იაპო­ნუ­რად „ცუდ კაცს“ — ბო­როტ­მოქ­მედს ნიშ­ნავს. მარ­თა­ლია აკუ­ნი­ნი შე­ირ­ქ­ვა, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ სა­კუ­თარ თავს ცუდ ადა­მი­ა­ნად არ მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბით, რად­გან ძი­რი­თა­დად ისი­ნი ქმნი­ან პრობ­ლე­მებს მთელ სამ­ყა­რო­ში და ამით ხდი­ან ცხოვ­რე­ბას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოს. „მინ­და შევ­ქ­მ­ნა აკუ­ნი­ნე­ბის გა­ლე­რეა. რო­ცა ფან­დო­რი­ნის სე­რი­ის რო­მა­ნებს კითხუ­ლობთ, თქვენ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ბო­როტ­მოქ­მე­დებს ნა­ხავთ — ეს ჩემ­თ­ვის ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის შეც­ნო­ბაა. თი­თო­ე­ულ რო­მან­ში მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რი არა ფან­დო­რი­ნია (რო­მე­ლიც არც კი იც­ვ­ლე­ბა), არა­მედ მი­სი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და ქა­რიზ­მა­ტუ­ლია, თა­ვი­სი სათ­ქ­მე­ლი ყო­ველ­თ­ვის აქვს.“
მწე­რა­ლი ამ­ბობს, რომ აკუ­ნი­ნი მი­სი მუნ­დი­რია, რო­მელ­საც წე­რის დროს ირ­გებს, თუმ­ცა ერ­ჩივ­ნა ანო­ნი­მად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ბო­ლომ­დე, ასე ბევ­რად უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და. მას შემ­დეგ, რაც ფარ­და აეხა­და ყვე­ლა­ფერს, „გა­დავ­წყ­ვი­ტე ყუ­რაღ­დე­ბა აღარ მი­მექ­ცია არაფ­რის­თ­ვის და ჩემს წიგ­ნ­ში ერთ-ერთ პერ­სო­ნაჟ პრინ­ცე­სას ჩხარ­ტიშ­ვი­ლის გვა­რი აქვს, ამით სა­ბო­ლო­ოდ მო­ვინ­დო­მე სა­ი­დუმ­ლოს გახ­ს­ნა.
და­საწყის­ში, რო­ცა გა­მო­უც­დე­ლი ვი­ყა­ვი და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ჩე­მი თა­ვის ძა­ლი­ან მჯე­რო­და, მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ძა­ლი­ან იოლი იყო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რის სა­ხის შექ­მ­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, სა­დაც ძა­ლი­ან ცო­ტაა სა­თავ­გა­და­სავ­ლო რო­მა­ნე­ბი, იმ­დე­ნად, რომ ბავ­შ­ვო­ბა­ში პრობ­ლე­მაც კი გვქონ­და, გვე­თა­მა­შა რო­მე­ლი­მე გმი­რი. ამი­ტომ ყო­ველ­თ­ვის დ’არ­ტა­ნი­ანს ვირ­ჩევ­დით, ან სხვა გმირს უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან. აბა, პავ­ლე კორ­ჩა­გინს ხომ არ ვი­თა­მა­შებ­დით, საბ­ჭო­თა გმირს, რო­მე­ლიც პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იწ­ვა ლო­გინ­ში. მოკ­ლედ, ვე­რა­ვის ვბა­ძავ­დით საბ­ჭო­თა ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ მინ­დო­და, რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­ჩე­ნი­ლი­ყო ისე­თი გმი­რი, რო­მელ­საც ბი­ჭე­ბი მო­ი­წო­ნებ­დ­ნენ და შე­ეც­დე­ბოდ­ნენ, დამ­ს­გავ­სე­ბოდ­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად, გო­გო­ნე­ბი — ლი­ტერ­ტუ­რულ გმირ-გო­გო­ნებს. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, მე თვი­თონ შე­მექ­მ­ნა ასე­თი სა­ხა­სი­ა­თო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რი. რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ყო­ველ­თ­ვის მძი­მე და სე­რი­ო­ზუ­ლი იყო, ამი­ტომ თა­მა­შის და გარ­თო­ბის ელე­მენ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნა მსურ­და. თა­ვი­დან ლერ­მონ­ტო­ვის პე­ჩო­რინ­ზე ვფიქ­რობ­დი, ასე­ვე ტოლ­ს­ტო­ის ბალ­კონ­ს­კი­ზე, ბულ­გა­კო­ვის გმი­რებ­ზეც. აღარ მახ­სოვს, კი­დევ ვინ მომ­დი­ო­და თავ­ში ამ დრო­ის­თ­ვის,  ასე და­ვიწყე ჩე­მი რო­მა­ნე­ბის წე­რა.“
ერასტ ფან­დო­რი­ნის ფორ­მუ­ლა ასე­თია: „ის ჯუნ­ზია (კონ­ფუ­ცი­უ­რი ცნე­ბაა და ნიშ­ნავს ღირ­სე­ულ, დიდ­გ­ვა­როვან ადა­მი­ანს), რო­მელ­ზეც შე­უძ­ლებ­ლია გა­რე­შე ძა­ლებ­მა ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ. მხო­ლოდ თა­ვის ში­ნა­გან ხმას უს­მენს და არა­სო­დეს მი­დის მის წი­ნა­აღ­მ­დეგ. რე­ა­ლუ­რად, ეს არ არის სა­მუ­რა­ის ტი­პის პერ­სო­ნა­ჟი, მაგ­რამ ფან­დო­რი­ნი სა­მუ­რაი არ არის, რად­გან სა­მუ­რა­ის პრინ­ცი­პია უსიტყ­ვოდ ემ­სა­ხუ­როს თა­ვის ბა­ტონს. ფან­დო­რი­ნი კი არა­ვის ემ­სა­ხუ­რე­ბა. რო­გორც გითხა­რით, ის არის ჯუნ­ზი, რო­მე­ლიც თა­ვის გზას მიჰ­ყ­ვე­ბა. კარ­გი კა­რი­ე­რაც გა­ი­კე­თა, რო­გორც ოფი­ცერ­მა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შ­რო­მელ­მა, მაგ­რამ რო­გორც კი იგ­რ­ძ­ნობს, რომ შე­იძ­ლე­ბა მი­სი სამ­სა­ხუ­რი მის ში­ნა­გან გან­წყო­ბას შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გოს, უყოყ­მა­ნოდ ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას. მი­სი მო­რა­ლუ­რი კომ­პა­სი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ის, სტა­ტი­კუ­რი გმი­რე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, იც­ვ­ლე­ბა, ბერ­დე­ბა და ა.შ. ფაქ­ტობ­რი­ვად, მინ­დო­და შე­მექ­მ­ნა მოთხ­რო­ბა ერ­თი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, ჩემს ბო­ლო წიგ­ნ­ში ფა­ნდო­რი­ნი 58 წლი­საა და გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა იმ ფან­დო­რი­ნის­გან, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ შე­მო­ვი­და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.“
იაპო­ნი­ით სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით და­ინ­ტე­რეს­და, გვი­ამ­ბობს, რომ სკო­ლა­ში, მე-7 თუ მე-8 კლას­ში რო­ცა სწავ­ლობ­და, გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბი და ერე­ბი და­ყო და მოს­წავ­ლე­ებს შეს­წავ­ლა და­ა­ვა­ლა. აკუ­ნინს ტუ­ნი­სი და იაპო­ნია შეხ­ვ­და, რად­გან  ტუ­ნის­ში სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი ხდე­ბო­და, მთე­ლი ყუ­რადღე­ბა იაპო­ნი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნა. იმ დროს, 1970 წლის ნო­ემ­ბერ­ში, საბ­ჭო­თა პრე­სა იოკიო მი­სი­მას — იაპო­ნე­ლი მწერ­ლის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის ამ­ბით იყო აჭ­რე­ლე­ბუ­ლი. „მა­შინ, რო­ცა ყო­ფი­ე­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ აჯან­ყე­ბუ­ლი მწე­რა­ლი, და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, სი­ცოცხ­ლეს ხა­რა­კი­რით ას­რუ­ლებს, ჩვენ ყუ­რებს ოქ­ტომ­ბ­რის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე სა­უბ­რით გვი­ჭე­დავ­დ­ნენ.  გინდ ხა­რა­კი­რი  გა­გე­კე­თე­ბი­ნა და რაც გინ­და ის გექ­ნა, საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ამ­ბო­ხი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მივ­ხ­ვ­დი, რომ იაპო­ნი­ა­ში ცო­ტა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ციაა, რა­მაც ჩე­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­იპყ­რო. შემ­დეგ წლებ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვიწყე იაპო­ნუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა და, სა­ბო­ლო­ოდ, ეს ინ­ტე­რე­სი იმით დას­რულ­და, რომ სას­წავ­ლებ­ლად იაპო­ნი­ა­ში წა­ვე­დი.“
იაპო­ნი­ამ ბევ­რი რამ შეს­ძი­ნა, ბევ­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო რამ სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ სწო­რედ იქ აღ­მო­ა­ჩი­ნა და პირ­ვე­ლად, 21 წლის ასაკ­ში, და­ა­ფიქ­რა სა­კუ­თა­რი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ. იაპო­ნი­ა­ში ყოფ­ნის წლებს აკუ­ნინ­მა გას­ხი­ვოს­ნე­ბა უწო­და და რაც თა­ვი­დან­ვე თვალ­ში მოხ­ვ­და, ეს იყო იაპო­ნე­ლე­ბის მი­ერ სი­ლა­მა­ზის აღ­ქ­მა — „მათ­გან გა­ვი­გე, რომ სი­ლა­მა­ზე მარ­ტივ რა­მე­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ, რომ სი­ლა­მა­ზე მარ­თ­ლაც სი­მარ­ტი­ვე­შია.“
მწე­რალ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ბო­რის აკუ­ნი­ნის ის­ტო­რი­ულ ჟან­რ­ზე მუ­შა­ო­ბამ და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნაღ­მ­დეგ გა­მოს­ვ­ლებ­მა გა­მო­იწ­ვია.
ის­ტო­რი­ულ ჟან­რ­ზე მუ­შა­ო­ბა 2011-2012 წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ გა­დაწყ­ვი­ტა. ამ წლებ­ში, მოს­კოვ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის წევ­რი იყო და ქვეყ­ნის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის მოთხოვ­ნით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ გა­მო­დი­ო­და, თუმ­ცა მოძ­რა­ო­ბის მცდე­ლო­ბებ­მა უშე­დე­გოდ ჩა­ი­ა­რა. მი­აჩ­ნია, რომ დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­ში მხო­ლოდ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა სწო­რი არ არის, რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზის მო­სა­ძებ­ნად ის­ტო­რი­ის გა­და­ხედ­ვაა აუცი­ლე­ბე­ლი:
„ის­ტო­რი­ის წე­რა იმი­ტომ და­ვიწყე, რომ ვაჩ­ვე­ნო, რამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი და ლე­გენ­დაა მას­ში; რამ­დე­ნი მი­თია შექ­მ­ნი­ლი რუ­სე­თის ის­ტო­რი­ის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ი­სას. ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა რუ­სეთ­ში ყო­ველ­თ­ვის იდე­ო­ლო­გი­უ­რად იყო დატ­ვირ­თუ­ლი.
სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, გა­მე­კე­თე­ბი­ნა რა­ღაც ძა­ლი­ან „არა­რუ­სუ­ლი“. მინ­დო­და, და­მე­წე­რა, რომ სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ კომ­პ­ლი­მენ­ტის თქმა არ არის, სიყ­ვა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლია.
ის­ტო­რი­ის წე­რის პრო­ცეს­ში მეც თა­ვი­დან ვი­გებ ყვე­ლა­ფერს, ჩემს მკითხ­ველ­თან ერ­თად, მათ­თან ერ­თად გავ­დი­ვარ ამ გზას. ვი­ცო­დი, რომ ჩე­მი მკითხ­ვე­ლი არ იქ­ნე­ბო­და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი მხო­ლოდ ის­ტო­რი­ის კრე­ბუ­ლის კითხ­ვით, სწო­რედ ამი­ტომ, ამ წიგ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვწერ მხატ­ვ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ამა­ვე ის­ტო­რი­ულ პე­რი­ო­დებ­ზე და შემ­დეგ მათ ერ­თად გა­მოვ­ცემ.
რუ­სე­თის ის­ტო­რი­ის და­წე­რა გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა 2011-12 წლე­ბის მოვ­ლე­ნებ­მა, სა­დაც მე თვი­თო­ნაც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და ეს იყო სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ჩაფ­ლავ­და. მეს­მის, რომ ქვე­ყა­ნა­ში მარ­თ­ლაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, მაგ­რამ იმის­თ­ვის, რომ უმ­კურ­ნა­ლო, უნ­და გა­ერ­კ­ვე მის წყა­რო­ებ­ში, ფეს­ვებ­ში. ალ­ბათ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ერთ ადა­მი­ანს და­ვაბ­რა­ლოთ, რო­გორც ზო­გი­ერთ ოპო­ზი­ცი­ო­ნერს მი­აჩ­ნია რუ­სეთ­ში. დი­ახ, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ არც იმას ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მას უნ­და დაბ­რალ­დეს, რაც რუ­სეთ­ში ხდე­ბა. უკან რომ გა­და­ვი­ხე­დე, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ არც მხო­ლოდ კო­მუ­ნის­ტე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ ბრალ­დე­ბას, არც რო­მა­ნო­ვე­ბის დი­ნას­ტია და იმ­პე­რია, უფ­რო შორს და შორს მი­წევ­და წარ­სულ­ში გა­ხედ­ვა. სა­ბო­ლო­ოდ, გა­დავ­წყ­ვი­ტე და­საწყი­სამ­დე მი­ვი­დე, იქამ­დე, რო­ცა რუ­სე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო ჩა­მო­ყა­ლიბ­და. პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი ვარ, მაგ­რამ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლი ის­ტო­რი­კო­სი. თუმ­ცა, ვიტყო­დი, რომ დღეს მსოფ­ლი­ო­ში ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თი ქვეყ­ნის მთლი­ან ის­ტო­რი­ას და­წე­რდ­ნენ, არც არ­სე­ბო­ბენ. ისი­ნი უფ­რო სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი არი­ან ვიწ­რო მო­ნაკ­ვე­თებ­ზე.
რო­ცა რუ­სე­თის ის­ტო­რი­ის წე­რა და­ვიწყე, იმ იდე­ით კი არ ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, რომ ახალ რა­მეს აღ­მო­ვა­ჩენ­დი, მინ­დო­და სტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია, რომ სწო­რი აზ­რი გა­მო­მე­ტა­ნა და ლო­გი­კა და­მე­ნა­ხა მას­ში. გარ­და ამი­სა, რუ­სე­თის ის­ტო­რი­ის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ა­ში უამ­რა­ვი სიც­რუე, ლე­გენ­და და მი­თია, რად­გა­ნაც რუ­სეთ­ში ის­ტო­რია და ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია ყო­ველ­თ­ვის იდე­ო­ლო­გი­ზი­რე­ბუ­ლი იყო.
ჩე­მი აზ­რით, ის­ტო­რია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, თუ არ იც­ნობ სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას ან არას­წო­რად გეს­მის იგი, ყო­ველ­თ­ვის იმა­ვე შეც­დო­მას და­უშ­ვებ. ამი­ტო­მაც მე ძა­ლი­ან „არა­რუ­სუ­ლი“ რამ მო­ვი­მოქ­მე­დე  და და­ვიწყე ის­ტო­რი­ის წე­რა უემო­ცი­ოდ, ცი­ვი გო­ნე­ბით, დის­ტან­ცი­უ­რად და რა­ცი­ო­ნა­ლი­ზი­რე­ბუ­ლად. ამან ბევ­რი ჩე­მი რუ­სი მკითხ­ვე­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და და­წე­რეს, რუ­სე­თი არ უყ­ვარს, ის­ტო­რი­ას ცილს სწა­მებ­სო. მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი არამ­ხო­ლოდ კომ­პ­ლი­მენ­ტის თქმაა, ეს არის რა­ი­მეს გა­კე­თე­ბის და დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი. თუ დახ­მა­რე­ბა გინ­და, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ნას­ხ­ვა­ვო სიც­რუე სი­მარ­თ­ლი­სა­გან. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პა­ტი­ო­სა­ნი უნ­და იყო მკითხ­ველ­თან.“
რაც შე­ე­ხე­ბა მის აქ­ტი­ვიზმს ამ­ბობს, რომ ამ ეტაპ­ზე რუ­სეთ­ში არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა, ამი­ტომ ფიქ­რობს უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ­კი თა­ვი­სი ნაშ­რო­მე­ბით, ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით შე­ეც­დე­ბა იდე­ე­ბის ხალ­ხამ­დე მი­ტა­ნას, „ვზი­ვარ, მაგ­რამ ბრძო­ლას ასე ვაგ­რ­ძე­ლებ“ — აცხა­დებს მწე­რა­ლი.
დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის მარ­ცხის მი­ზე­ზებს კი ასე აანა­ლი­ზებს: „რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი არ­სე­ბობს იმი­სა, თუ რა­ტომ არ გა­ა­მარ­თ­ლა საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღამ რუ­სეთ­ში: ქვეყ­ნის მმარ­თ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტე­ლი არ გახ­ლავთ, ბევრ შეც­დო­მას უშ­ვებს და, ალ­ბათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლი­ან ცუ­დად და­ას­რუ­ლებს თა­ვის მოღ­ვა­წე­ო­ბას. მას ჰქონ­და შან­სი, პოს­ტი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დამ­დ­გა­რი­ყო, ახ­ლა ეს შან­სიც და­კარ­გა იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ევო­ლუ­ცი­ას არ გა­ნიც­დის და მხო­ლოდ რე­ვო­ლუ­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას მი­იჩ­ნევს სწო­რად, მო­მა­ვა­ლი არ უწე­რია. მას სწო­რედ მა­შინ ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი და უარი თქვა ამა­ზე.
კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი ჩვენ ვი­ყა­ვით — ცო­ტა ადა­მი­ა­ნი ითხოვ­და ცვლი­ლე­ბებს. საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნ­და პრო­ტეს­ტ­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. რო­დე­საც 60 000 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და მოს­კო­ვის ქუ­ჩებ­ში, ეს იყო ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი შეკ­რე­ბა, რაც ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის 1%-იც არაა და ეს არ აღ­მოჩ­ნ­და საკ­მა­რი­სი იმის­თ­ვის, რომ რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მოჰ­ყო­ლო­და ამ ყვე­ლა­ფერს.“
ქარ­თუ­ლი აუდი­ტო­რი­ის შე­კითხ­ვა­ზე, რას ფიქ­რობს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შე­სა­ხებ, პა­უ­ხობს, რომ 2008 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო-რუ­სეთს შო­რის მომ­ხ­და­რი ომის მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე რუ­სე­თია და ამ მხა­რემ მომ­ხ­დარ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის 90% უნ­და აიღოს. აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ­ქა­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს და არ იცის მე­ზო­ბელ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის წარ­მარ­თ­ვა. მის­თ­ვის უც­ნა­უ­რია, რა­ტომ ქმნის რუ­სე­თი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან მტრის ხატს.
„ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სეთ­მა ომამ­დე ორი წლით ად­რე და­იწყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­მართ აგ­რე­სია, რო­ცა 2006 წლი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­პორ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ეს იყო მა­ხინ­ჯი მოვ­ლე­ნა და სა­ში­ნე­ლი პრო­პა­გან­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­დი­ო­და. მე მა­შინ უცებ მივ­ხ­ვ­დი, რომ მოს­კო­ვე­ლი კი არა, ქარ­თ­ვე­ლი ვარ. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კითხ­ვებს მის­ვამ­დ­ნენ და კო­მენ­ტარს მთხოვ­დ­ნენ, ტე­ლე­ფო­ნი არ ჩერ­დე­ბო­და და გა­ვი­აზ­რე, იმი­ტომ, რომ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ვარ. ამ მოვ­ლე­ნებ­მა გა­ცი­ლე­ბით დი­დი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა რუ­სეთს და არა იმ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც ებ­რ­ძო­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ომი, რა თქმა უნ­და, იყო სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ არც სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პო­ლი­ტი­კა მომ­წონ­და.
რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა ჯერ კი­დევ არ­ქა­უ­ლია და წარ­მო­უდ­გენ­ლად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი. ყვე­ლა მი­სი მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნა, ში­ში­თაა შეპყ­რო­ბი­ლი.
ახ­ლა მე რუ­სე­თის­გან შორს ვცხოვ­რობ. ეს რო­გორც მწერ­ლის­თ­ვის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია კარ­გია, მაგ­რამ  რო­გორც პი­როვ­ნე­ბის­თ­ვის — ძა­ლი­ან ცუ­დი, რად­გან მე­ნატ­რე­ბა ჩე­მი ქა­ლა­ქი, მე­გობ­რე­ბი, ქუ­ჩე­ბი, სა­დაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ვა­ტა­რე, მაგ­რამ არ მინ­და მი­ვი­დე წერ­ტი­ლამ­დე, რო­ცა ჩე­მი სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა შემ­ჯავ­რ­დე­ბა. არის ხოლ­მე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა რა­მე­ში ეჭ­ვი ეპა­რე­ბათ და თა­ვი­ან­თი გრძნო­ბე­ბის და­ტეს­ტ­ვას იწყე­ბენ. აი, ზუს­ტად ასეთ პე­რი­ოდ­ში ვარ რუ­სე­თთან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში.
მე სამ ქვე­ყა­ნა­ში ვიცხოვ­რე — ბრი­ტა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში. ამ სამ­კუთხედ­ში ვი­მოძ­რა­ვე და ყო­ველ­თ­ვის, სინ­ქ­რო­ნუ­ლად, სამ სხვა­დას­ხ­ვა თვალ­საზ­რისს ვეყ­რ­დ­ნო­ბო­დი იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი, აღ­მოჩ­ნ­და, რომ საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი თავს ჩე­მი მწერ­ლუ­რი კა­რი­ე­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ლონ­დონ­ში არამ­ხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წე­რის­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოა. კარლ მარ­ქ­ს­მაც იქ და­წე­რა თა­ვი­სი კა­პი­ტა­ლი, ალ­ბათ ამი­ტომ. მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვია გა­სარ­თო­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის წე­რა ისეთ მზი­ან ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც ეს­პა­ნე­თია, იქ ის­ტო­რი­ულ-მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა თა­ვი­სით გე­წე­რე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წე­რის­თ­ვის კი საფ­რან­გე­თია სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი. ასე ვცხოვ­რობ — რო­ცა ვიღ­ლე­ბი რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ვხუ­რავ ლეპ­ტოპს ვჯდე­ბი თვით­მ­ფ­რი­ნავ­ში და მივ­დი­ვარ სხვა ქვე­ყა­ნა­ში. ამას ვა­კე­თებ მა­ში­ნაც კი, თუნ­დაც მა­სა­ლა მზად მქონ­დეს, მა­გი­და­ზე დაწყო­ბი­ლი, უც­ბად მი­ვა­ტო­ვებ ხოლ­მე ყვე­ლა­ფერს. ეს არის ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის. მაგ­რამ მოს­კო­ვი მე­ნატ­რე­ბა...“
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვო­ბის მე­რე აღარ ყო­ფი­ლა და ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი დახ­ვ­დე­ბო­და აქა­უ­რო­ბა, რა შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ. სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნოა მის­თ­ვის ქარ­თ­ველ ხალ­ხ­თან გა­სა­უბ­რე­ბა და ქარ­თუ­ლი ჰა­ე­რის შე­სუნ­თ­ქ­ვა. პი­ე­სის და­წე­რის იდეა, რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ მოგ­ვიყ­ვე­ბა, თბი­ლი­სის ქუ­ჩებს მო­ა­ტა­რებს. „ვფიქ­რობ, ეს ყო­ვე­ლი­ვე ახა­ლი წიგ­ნის და­წე­რა­ში და­მეხ­მა­რე­ბა“ — ამ­ბობს მწე­რა­ლი, ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი კი მარ­თ­ლა მო­უთ­მენ­ლად და­ე­ლო­დე­ბა მის შემ­დეგ ნა­წარ­მო­ე­ბებს, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გამ­ხე­ლი­ლი იდე­ის ხორ­ც­შეს­ხ­მა იქ­ნე­ბა. ჩემ­თ­ვის კი ისიც სა­ინ­ტე­რე­სოა, წლე­ბის შემ­დეგ ნა­ნა­ხი ქვე­ყა­ნა მწერ­ლის წარ­მო­სახ­ვა­ში რო­გო­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის წე­რის ად­გი­ლად იქ­ცე­ვა.

25-28(942)N