გამოდის 1998 წლიდან
2016-10-27
ჯარისკაცების თვალით დანახული ისტორია


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ახა­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ექ­ტი — „მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი ეპის­ტო­ლა­რულ ჟან­რ­ში“, რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­იწყო და თით­ქ­მის მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო მო­იც­ვა. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ციფ­რულ ბა­ზა­ში — „ივე­რი­ე­ლი“ უკ­ვე უამ­რა­ვი წე­რი­ლი დაგ­როვ­და და ყო­ველ­დღი­უ­რად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყო­ვე­ლი კუთხი­დან ახალ-ახა­ლი ემა­ტე­ბა. სა­თუ­თად შე­ნა­ხულ­მა გაც­რე­ცილ­მა და გაყ­ვით­ლე­ბულ­მა სამ­კუთხა ბა­რა­თებ­მა, სა­ო­ჯა­ხო ალ­ბო­მი­დან, ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებ­მა, უმ­ძი­მე­სი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის მო­სათხ­რო­ბად, წე­რი­ლე­ბი დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს. თი­თო­ე­უ­ლი წე­რი­ლის კითხ­ვი­სას მკითხ­ვე­ლის თვალ­წინ იშ­ლე­ბა ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის, ბა­ბუ­ე­ბის და ბე­ბი­ე­ბის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი, მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მო­ნატ­რე­ბა, ტკი­ვი­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და მო­ლო­დი­ნი, სუ­ლის­შემ­ძ­ვ­რე­ლი, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბი... წე­რი­ლე­ბი ფრონ­ტი­დან იმ დრო­ზე ყვე­ლა­ფერს ყვე­ბა — ჯა­რის­კა­ცე­ბი წე­რენ თუ რას ფიქ­რობ­დ­ნენ, რო­გორ და რა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, რა სურ­დათ, წე­რენ სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე, ტკი­ვილ­ზე, და­შო­რე­ბის სევ­და­ზე, შიშ­ზე... წე­რი­ლებ­ში კარ­გად ჩანს, რო­გორ ზრუ­ნა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­სა და ოჯახ­ზე, რო­გორ უყ­ვარ­დათ მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში...  ის­ტო­რი­ე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია, თი­თო­ე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცის ის­ტო­რია კი — ერ­თა­დერ­თი. ყო­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე თი­თო ასეთ ის­ტო­რი­ას ატა­რებს და სადღაც, ომ­ში და­კარ­გულ წი­ნაპ­რებს ფიქ­რებ­ში დღე­საც ეძებს.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დღე­საც, თით­ქ­მის ყვე­ლა ოჯახ­ში სა­თუ­თად ინა­ხა­ვენ წი­ნა­პარ­თა და­ტო­ვე­ბულ წე­რი­ლებს, ნივ­თებს, ფო­ტო­ებს, რომ­ლებ­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, ყო­ველ­დღე არ ვკითხუ­ლობთ, არ ვე­ხე­ბით. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზე­ზი კი სწო­რედ ერთ-ერ­თი ასე­თი წე­რი­ლი გახ­და:
„ჩე­მო ჭკვი­ა­ნო ქე­თუ­ნია, შენ გე­ნაც­ვა­ლე, მო­ე­ფე­რე შვი­ლებს და უფ­რო გა­გი­გო­ნე­ბენ. ხომ გაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა შვი­დი-რვა წლის? ათი წლით არის ხალ­ხი გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი და ოჯა­ხი იტანს გა­ჭირ­ვე­ბას. შენც ჩე­მო ოქ­რო გო­გო, იყა­ვი შვი­ლე­ბის ერ­თ­გუ­ლი, ნუ გა­უ­ჯავ­რ­დე­ბი, გულს ნუ გა­ი­ხეთ­ქავ და უფ­რო გა­გიფ­რ­თხილ­დე­ბი­ან. ღმერ­თ­მა თუ არ გაგ­ვ­წი­რა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა... მე ახ­ლა ფრონ­ტ­ზე ვარ უკ­რა­ი­ნა­ში, ხარ­კოვ­თან. იქ­ნებ, მო­ა­ხერ­ხო პა­ტა­რა სამ­სა­ხუ­რი რა­ი­მე და ნუ და­მირ­ღ­ვევ ოჯახს! ვინ იცის, ჩე­მო ჭკვი­ა­ნო ცო­ლო, იქ­ნებ, არ გამ­წი­როს ბუ­ნე­ბამ, და­ვიჭ­რე და წა­მო­ვი­დე. თუ ცოცხა­ლი ჩა­მო­ვე­დი, შენ არ დაგ­ჩაგ­რავ, გე­ნაც­ვა­ლე, ჩე­მო ბავ­შ­ვო­ბი­დან ამ­ხა­ნა­გო, თუ შენ­თ­ვის არ ვი­ვარ­გებ, ჩემს შვი­ლებს მა­ინც გა­მო­ვად­გე­. იქ­ნებ! მე შენს სიყ­ვა­რულს ტყვი­ის მოხ­ვედ­რის შემ­დე­გაც თან ჩა­ვი­ტან სა­მა­რე­ში. სა­მა­რე მა­ინც თუ მე­ღირ­სა, ფო­ლა­დად გა­და­ი­ქე­ცი, ქვა­სა­ვით გა­მაგ­რ­დი“ —  ამ წე­რი­ლის ავ­ტო­რი ომი­დან შინ  აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.
ალ­ბათ ვერც წარ­მო­იდ­გენ­და ახალ­გაზ­რ­და ჯა­რის­კა­ცი, მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, მი­სი წე­რი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბო­და და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ექ­ტის — „წე­რი­ლე­ბი ფრონ­ტი­დან“ მი­ზე­ზი გახ­დე­ბო­და.
მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი, საქართველოს პარლამენტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კულ­ტუ­რის პროგ­რა­მე­ბის მთავარი სპეციალისტი, ან­გ­ლო­-ა­მე­რი­კუ­ლი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზის კუ­რა­ტო­რი, პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი: „ერთ დღეს, დე­ი­და­ჩემს, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­სა და ჟურ­ნა­ლისტს, ცი­უ­რი ხე­თე­რელს ვეს­ტუმ­რე, მან მამის, კარ­ლოს წე­რი­ლე­ბი გა­მო­მი­ტა­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­კუ­თა­რი ბა­ბუ­ის წე­რი­ლე­ბი ად­რეც წა­მი­კითხავს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმ პე­რი­ო­დის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.  სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა იყო ჩემ­თ­ვის, რომ მი­უ­ხე­და­ვად გა­მოვ­ლი­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი­სა, ახ­ლობ­ლე­ბის რეპ­რე­სი­ე­ბი­სა და ომი­სა,  ბა­ბუ­ის წე­რი­ლებ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი დგას წი­ნა პლან­ზე, წე­რი­ლებ­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტი თა­ნას­წო­რო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბა, ვიდ­რე ეს დღეს არის. პი­რად წე­რი­ლებ­ში კარ­გად ჩანს, თუ რა ხდე­ბო­და მა­შინ­დელ ოჯა­ხებ­ში. ბა­ბუა ყო­ველ წე­რილ­ში წერს: არ ეჩხუ­ბოთ ბავ­შ­ვებს, არ ცე­მოთ ისი­ნი, თბი­ლად მო­ე­ქე­ცით მათ... სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლებ­თან ერ­თად, ბა­ბუა ომის წარ­მო­ე­ბას, ბრძო­ლებს, ჯა­რის­კაც­თა კვე­ბას და სხვა სა­კითხებს ცალ­კე იწე­რე­ბა.  გა­დავ­წყ­ვი­ტე წე­რი­ლე­ბი ოჯა­ხუ­რი არ­ქი­ვი­დან ფო­ტო­ებ­თან ერ­თად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამეტ­ვირ­თა, რა­საც დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამის შემ­დეგ, გა­მიჩ­ნ­და იდეა ომის­დ­რო­ინ­დე­ლი წე­რი­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბის. ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორს, ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ი­ას გა­ვა­ცა­ნი და ახა­ლი პრო­ექ­ტი — „წე­რი­ლე­ბი ფრონ­ტი­დან“ და­ვიწყეთ.
სიკ­ვ­დი­ლის მო­ლო­დინ­ში მყო­ფი ჯა­რის­კა­ცე­ბი უფ­რო ღი­ად, თვით­ცენ­ზუ­რის გა­რე­შე წერ­დ­ნენ, რა აწუ­ხებ­დათ და რა აფიქ­რებ­დათ:  „თუ ტყვი­ამ არ მიმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა, ყვე­ლა­ფერს ავი­ტან თქვენ­თ­ვის ჩე­მო სუ­ლის სწო­რო ცოლ-შვი­ლო, ცეცხ­ლ­ზე რომ დამ­წ­ვან, არ შე­უ­შინ­დე­ბი, ვარ ისეთ პი­რო­ბებ­ში, რაც კი­ნო­ში გი­ნა­ხავს, მაგ­რამ არა­ფე­რია, ოღონდ თქვენს ნახ­ვას ვე­ღირ­სო. ოღონდ თქვენ­თან მო­ვაღ­წიო და არ დავ­შუ­რავ არა­ვი­თარ გამ­ძ­ლე­ო­ბას ჩე­მო ქე­თუ­ნია“.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბის ავ­ტორ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა და­კარ­გუ­ლად ით­ვ­ლე­ბა. ახ­ლობ­ლე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვე აღ­მოჩ­ნ­და და­კარ­გუ­ლი მებ­რ­ძო­ლე­ბის თე­მა. და­ვინ­ტე­რეს­დით, სად­მე თუ არ­სე­ბობ­და და­კარ­გუ­ლად ცნო­ბი­ლი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­პოვ­ნი  ჯა­რის­კა­ცე­ბის უც­ნო­ბი მო­ნა­ცე­მე­ბი. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი გა­მარ­თ­ლ­და, აღ­მოჩ­ნ­და, 5000 და­კარ­გუ­ლად ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ სა­ჯა­რი­მო ბა­ტა­ლი­ო­ნებ­ში და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის უახ­ლე­სი სია. ამ სი­ა­ზე საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გაქ­ცე­ულ­მა ემიგ­რან­ტ­მა, მა­კარ ტო­ნი­ან­მა იზ­რუ­ნა. თა­ვად მა­კარ ტო­ნი­ა­ნი ჯერ კი­დევ საფ­რან­გეთ­ში და­სახ­ლე­ბამ­დე ეძებ­და მა­მას, რო­მე­ლიც და­კარ­გუ­ლად ით­ვ­ლე­ბო­და. აღ­მოჩ­ნ­და, რომ  და­კარ­გუ­ლად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი მა­მა სა­ჯა­რი­მო ბა­ტა­ლი­ონ­ში და­ი­ღუ­პა, კონ­კ­რე­ტულ დროს და კონ­კ­რე­ტულ ად­გი­ლას. უკ­ვე ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ­მა მა­კარ ტო­ნი­ან­მა, მა­მის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად და ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად (საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი ყო­ველ­თ­ვის იხ­სე­ნებს, რო­გორ აჩუ­ქეს ქარ­თ­ვე­ლებ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბა), სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წა­სუ­ლი, და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის  მო­ძი­ე­ბა და ცალ­კე სი­ის შექ­მ­ნა და­იწყო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, უკ­ვე მზად­დე­ბა სა­ბო­ლოო სია, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ომ­ში წა­სუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გვა­რები, და­ღუპ­ვის დრო და ად­გი­ლი, არა­მედ ჯა­რის­კა­ცე­ბის მშობ­ლე­ბის, მე­უღ­ლეების და ახ­ლობ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბაც. დღე­ი­სათ­ვის სი­ა­ში 5000-ზე მე­ტი ჯა­რის­კა­ცის გვა­რია, ბევ­რად მე­ტის სია მზად­დე­ბა. სი­ე­ბის ქარ­თულ მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბა­სა და და­ზუს­ტე­ბა­ზე ბა­ტო­ნი ირაკ­ლი მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი  მუ­შა­ობს. ამ სი­ის ნახ­ვა, ისე­ვე რო­გორც წე­რი­ლე­ბის, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ვებ­გ­ვერ­დ­ზე შე­უძ­ლი­ათ.“
ემ­ზარ ჯგე­რე­ნაია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი: „პირ­ველ რიგ­ში, პრო­ექ­ტი —  „წე­რი­ლე­ბი ფრონ­ტი­დან“ სა­ინ­ტე­რე­სოა მკვლევ­რე­ბის­თ­ვის. ჩვე­ნი კულ­ტუ­რა არ გა­მო­ირ­ჩე­ვა მდიდ­რუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლით. ძა­ლი­ან ბევ­რი  მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თუ ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი გვაქვს და­კარ­გუ­ლი, რაც ჩვენ კულ­ტუ­რას აკ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ იმას, რომ ის თა­ო­ბა, რო­მე­ლიც ამ წე­რი­ლებს აგ­ზავ­ნი­და, უკ­ვე მი­დის, თა­ნაც ეს ჟან­რი და­ვიწყე­ბას ეძ­ლე­ვა, იკარ­გე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აღა­რა­ვინ წერს წე­რი­ლებს ქა­ღალ­დ­ზე და ად­რე­სატს არ უგ­ზავ­ნის. ამის­თ­ვის არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და რა თქმა უნ­და, ეს კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. პრო­ექ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს წე­რი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სულ სხვა, ახა­ლი ის­ტო­რია და­ვი­ნა­ხოთ, ის­ტო­რია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ზი­ცი­ი­დან, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ამ ომ­ში იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი.
ჩე­მი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებ­მა ვი­ცო­დით მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ის­ტო­რი­ის მხო­ლოდ ერ­თი ვერ­სია, რო­მელ­საც კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია, ამ პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და თა­ვად სა­ხელ­მ­წი­ფო წერ­და. ეს, რა თქმა უნ­და, პოს­ტ­საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნის დი­დი პრობ­ლე­მაა. ჩვენ არ ვი­ცო­დით მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­სავ­ლუ­რი ვერ­სია, რო­გო­რი იყო და­სავ­ლუ­რი ის­ტო­რი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბა. ჩვენ ახ­ლა, ამ დრო­ში ვეც­ნო­ბით და ვი­გებთ, რომ კონ­კ­რე­ტულ ფაქ­ტებ­ზე, თურ­მე, არ­სე­ბობს სხვა ვერ­სია, სხვა ის­ტო­რი­აც. ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის, წე­რი­ლე­ბის კორ­პუ­სი გვჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ კარ­გად გა­ვი­გოთ სხვა თვალ­საზ­რი­სი, თუ რო­გორ ხე­და­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან სამ­ყა­როს, ომს, ოჯახს, სიყ­ვა­რულს,  ურ­თი­ერ­თო­ბებს... ჩვენ არ ვი­ცით ჯა­რის­კა­ცე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა,  მა­თი ხედ­ვა, გან­ც­დე­ბი, რო­გო­რი იყო მა­თი სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც ცხოვ­რობ­დ­ნენ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ის დე­ტა­ლე­ბი, ის მხა­რე, რო­მელ­შიც ჯა­რის­კა­ცე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ... ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­ერ და­ნა­ხუ­ლი ის­ტო­რია. ამ წე­რი­ლებ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს. სუ­ლის­შემ­ძ­ვ­რე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, ცო­ტა მათ­გა­ნია საბ­ჭო­თა პა­თე­ტი­კით სავ­სე, საბ­ჭო­თა სამ­შობ­ლოს­თ­ვის, საბ­ჭო­თა პატ­რი­ო­ტიზ­მის­თ­ვის. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის ის­ტო­რია ჯერ არა­ვის შე­უს­წავ­ლია, არა­და ასე­თი წე­რი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია ტო­მე­უ­ლე­ბი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი შრო­მე­ბი და კვლე­ვე­ბი და­ი­დოს. ეს წე­რი­ლე­ბი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის კვლე­ვის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ. პრო­ექ­ტი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა იმი­სა, რომ სხვა თვალ­საზ­რი­სით მო­ვახ­დი­ნოთ  ის­ტო­რი­ის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია.
მა­გა­ლი­თად,  მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ოცი­ან წლებ­ში, ორ­მა ავ­ტორ­მა ჩა­ა­ტა­რა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვა სა­ხელ­წო­დე­ბით „პო­ლო­ნე­ლი გლე­ხი ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში“. მო­ი­პო­ვეს პო­ლო­ნე­ლი გლე­ხე­ბის წე­რი­ლე­ბი, მი­მო­წე­რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ის­წავ­ლეს ეს წე­რი­ლე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად აღად­გი­ნეს მა­თი ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა, შე­ფა­სე­ბე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ამ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დათ, მა­თი სამ­ყა­რო და ფან­ტას­ტი­კუ­რი ნაშ­რო­მი შექ­მ­ნეს, რო­მე­ლიც დღეს კლა­სი­კად ით­ვ­ლე­ბა. 
სწო­რედ ამ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი წე­რი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­პი­რებთ მო­ვამ­ზა­დოთ კრე­ბუ­ლი და შევ­ქ­მ­ნათ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა. კრე­ბუ­ლის­თ­ვის წე­რი­ლებს  დავ­ყოფთ თე­მა­ტუ­რად: რო­მან­ტი­კუ­ლი, სა­სიყ­ვა­რუ­ლო, ტრა­გი­კუ­ლი და ა. შ.“
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტ­მა „წე­რი­ლე­ბი ფრონ­ტი­დან“ ავ­ტო­რებს  ახა­ლი პრო­ექ­ტის დაწყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. ვი­საც სახ­ლ­ში ჯერ კი­დევ მო­გე­პო­ვე­ბათ ხელ­ნა­წე­რი წე­რი­ლე­ბი, ამ­ჯე­რად მშვი­დო­ბის პე­რი­ოდ­ში და­წე­რი­ლი და ფიქ­რობთ, რომ მათ ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ან კვლე­ვე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ მი­ა­წო­დოთ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას (გუ­დი­აშ­ვი­ლის 7, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მე­სა­მე კორ­პუ­სი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა) .
პრო­ექ­ტი „წე­რი­ლე­ბი ფრონ­ტი­დან“  გრძ­ელ­­დე­ბა და ჯა­რის­კა­ცე­ბის სამ­კუთხა ბა­რა­თებს ელის. ავ­ტო­რე­ბი ელი­ან ნე­ბის­მი­ე­რი ომი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებს, რომ­ლებ­შიც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ.

25-28(942)N