გამოდის 1998 წლიდან
2016-10-20
პოეზია, რომელიც გაუძლებს დროს


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

12 ოქ­ტომ­ბერს, „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ პო­ეტ ნა­ტო ჭარ­ბა­ძის მე­სა­მე წიგ­ნის „ფარ­და­ახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბი“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ნა­ტოს პირ­ვე­ლი წიგ­ნი „მზის ხან­ძა­რი“ 2009 წელს, ხო­ლო მე­ო­რე — „სხივ­თა ხე­ტი­ა­ლი“ 2012 წელს გა­მო­ი­ცა.
ამ­ბო­ბენ, პო­ე­ტებს ასა­კი არ აქ­ვ­თო. უფ­ლის­გან აქვთ ნა­ბო­ძე­ბი სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის იდუ­მა­ლი ნი­ჭი. პო­ე­ტის­თ­ვის დრო არ არ­სე­ბობს, არც საზღ­ვ­რე­ბი. იოლად შე­უძ­ლია და­ამ­ს­ხ­ვ­რი­ოს სტე­რე­ო­ტი­პი და გა­აღ­წი­ოს იქაც კი, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებს შეღ­წე­ვა გვი­ჭირს. ნა­ტო ჭარ­ბა­ძის პო­ე­ზია გულ­წ­რ­ფე­ლია. პო­ე­ზია მის­თ­ვის ენაა ურ­თი­ერ­თო­ბის, თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის, ოც­ნე­ბე­ბის, ფიქ­რე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად. სა­ზო­გა­დო სათ­ქ­მელს კონ­კ­რე­ტულ ლექ­ს­ში დებს და არა­ვინ იცის კი­დევ რამ­დე­ნი უთ­ქ­მე­ლი სიტყ­ვა სტრი­ქო­ნებს მიღ­მა რჩე­ბა. მის ყო­ველ ახალ ლექსს ახა­ლი გან­ც­და ახ­ლავს თან.  არის სტრი­ქო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­გაფ­რ­თო­ვა­ნებს, სიტყ­ვე­ბი და ფრა­ზე­ბი გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს შვე­ბას და კვლავ უბ­რუნ­დე­ბი მის წიგ­ნებს იმ იმე­დით, რომ ახალ ბგე­რას გა­ი­გო­ნებ, ახალ სიტყ­ვას ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში. „მინ­და ახა­ლი გზე­ბი, მინ­და ახა­ლი რა­მე“ — ბავ­შ­ვო­ბი­დან ამ სი­ახ­ლის ძებ­ნა­ში მის­თ­ვის შე­მოქ­მე­დე­ბის დრო სწრა­ფად მიქ­რის, მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლოა სა­კუ­თა­რი თა­ვის, არც ერ­თი პწკა­რი არ და­უ­წე­რია კმა­ყო­ფილს და ალ­ბათ, სწო­რედ ეს არის მუხ­ტი იმი­სა, რომ კვლავ აიღოს ხელ­ში კა­ლა­მი, რა­თა მუდ­მი­ვად წე­როს ლექ­სე­ბი, ლექ­სე­ბი და კი­დევ ლექ­სე­ბი.
ნა­ტოს შე­მოქ­მე­დე­ბა გულ­გ­რილს არა­ვის ტო­ვებს. მი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის დღი­უ­რი არა ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის მა­ღალ შე­ფა­სე­ბას ინა­ხავს. პო­ე­ტი ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რია მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავს — „ჭი­რი­მე შე­ნი, პო­ე­ტებს არა­ფერ­ში რომ არ ბა­ძე!“, ასე­ვე მა­ღალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლე­ვენ მის შე­მოქ­მე­დე­ბას თა­მაზ კვა­ჭან­ტი­რა­ძე, გი­ვი შაჰ­ნა­ზა­რი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ალექ­სან­დ­რე ელერ­დაშ­ვი­ლი, ლა­შა ბუ­ღა­ძე და სხვე­ბი.
„ნა­ტო ჭარ­ბა­ძე გულ­წ­რ­ფე­ლი პო­ე­ტია. მას ეტყო­ბა, რომ ცხოვ­რობს ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის სამ­ყა­რო­ში და ცხა­დია, უყ­ვარს კი­დეც ეს სამ­ყა­რო. ვფიქ­რობ, შემ­თხ­ვე­ვით არაა, რომ მან პო­ე­ზი­ის ენა აირ­ჩია თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის, ოც­ნე­ბე­ბის, ფიქ­რე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად.“ — წერს ლა­შა ბუ­ღა­ძე.
„თვა­ლებს უხუ­ჭავს სუს­ხი­ან დღეს ცხოვ­რე­ბა მქრა­ლი,
ცი­ვი სი­ჩუ­მე, თბი­ლი ფიქ­რი, ფინ­ჯა­ნი ყა­ვა.
აქ ყო­ველ დი­ლით აივან­ზე ზის ერ­თი ქა­ლი
და ელო­დე­ბა მზეს, რო­მე­ლიც არას­დ­როს ჩა­ვა.“
ნა­ტო ჭარ­ბა­ძე: „ბედ­ნი­ე­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღეა ჩემ­თ­ვის. სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჩა­ი­ა­რა შეხ­ვედ­რამ ძვირ­ფას მე­გობ­რებ­თან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ლა­მაზ და მყუდ­რო გა­რე­მო­ში. ეს იყო სი­კე­თის, სით­ბოს და სიყ­ვა­რუ­ლის ზე­ი­მი! დი­დი მად­ლო­ბა ბა­ტონ ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რი­ას, რო­მელ­საც ეკუთ­ვ­ნის ჩე­მი ახა­ლი წიგ­ნის „ფარ­და­ახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბი“ წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა, ასე­ვე გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს და უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა წიგ­ნის და­ფი­ნან­სე­ბის­თ­ვის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს, ბა­ტონ გო­ჩა ენუ­ქი­ძეს. დი­დი სტი­მუ­ლია თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა, ის გულ­წ­რ­ფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­გან ვი­ღებ.“
ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რია, პო­ე­ტი: „ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ცო­ბია! დგას სა­ში­ნე­ლი სუ­ნი გა­ზის! სა­ცობ­ში ჩა­ჭე­დი­ლე­ბი მა­ინც ერ­თ­მა­ნე­თის გას­წ­რე­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ, თუმ­ცა ეს, რო­გორც ჩანს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­დე­ბა. რა ფირ­მის მან­ქა­ნას არ ნა­ხავთ აქ: უფ­რო მა­ინც ინ­გ­ლი­სურს, ფრან­გულს, ეს­პა­ნურს, გერ­მა­ნულს, რუ­სულს... სა­ცობ­ში, ცხა­დია, უფ­რო ახალ­ბე­დებს უჭირთ. დიდ გზა­ზე გას­ვ­ლა სა­ერ­თო­დაა ძნე­ლი და ძნე­ლია იგი გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლა, დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ერ­თოდ, დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში...
ამ პო­ე­ტურ სა­ცობ­შია მო­ყო­ლი­ლი პო­ე­ტი ნა­ტო ჭარ­ბა­ძეც! ნი­ჭი­ე­რი ქა­ლი რო­მაა და პო­ე­ზი­ა­ზე სი­გი­ჟემ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ეს დღეს თით­ქ­მის არა­ფერს ნიშ­ნავს — ჭირს წიგ­ნის გა­მო­ცე­მა, სა­ერ­თოდ ჭირს ცხოვ­რე­ბა, მით უმე­ტეს, რო­ცა მარ­ტო­ხე­ლა ხარ შენს მცი­რეწ­ლო­ვან ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, ჩა­ჭე­დი­ლი არა მარ­ტო პო­ე­ზი­ის სა­ცობ­ში, არა­მედ ცხოვ­რე­ბის სა­ცობ­შიც!
მი­ღე­ბუ­ლი წე­სის თა­ნახ­მად გა­ი­მარ­თა დღე­ვან­დე­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­აც. სწო­რედ პრე­ზენ­ტა­ცი­ის თე­მა­ზე მინ­და ვუთხ­რა ორი სიტყ­ვა ნა­ტოს და არა მო­ხო­ლოდ მას.
ორი სა­ხი­საა პრე­ზენ­ტა­ცია: ერ­თი — შენს სი­ცოცხ­ლე­ში, რო­ცა შეხ­ვედ­რა­ზე თავს მო­იყ­რით ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, კო­ლე­გე­ბი, ეტყ­ვით ერ­თ­მა­ნეთს ტკბილ-ტკბილ სიტყ­ვებს, იქ­ნებ, ადღეგ­რ­ძე­ლოთ კი­დეც ერ­თ­მა­ნე­თი და კმა­ყო­ფი­ლე­ბი გა­მო­ემ­შ­ვი­დო­ბე­ბით ერ­თ­მა­ნეთს.
მე­ო­რე, ნამ­დ­ვი­ლი პრე­ზენ­ტა­ცია კი, იმარ­თე­ბა ან არ იმარ­თე­ბა... ასი, ორა­სი წლის შემ­დეგ!
აი, ამ მე­ო­რე, ჭეშ­მა­რიტ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე „დას­წ­რე­ბას“ ვუ­სურ­ვებ ძვირ­ფას ნა­ტოს! მე ტყუ­ი­ლად არ ვი­მე­ო­რებ წა­რა­მა­რა მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვას ცნო­ბილ სტრი­ქო­ნებს: „Целую Вас — через сот­ни разъединяющих лет“!  ვუ­სურ­ვებ ნა­ტოს მა­ლე და­აღ­წი­ოს თა­ვი სა­ცობს, გა­ვი­დეს პო­ე­ზი­ის დიდ გზა­ზე და მის გულ­შე­მატ­კივ­რებს გაგ­ვი­მარ­თ­ლოს იმე­დე­ბი.“
ეკა ფხა­ლა­ძე, რე­ცენ­ზენ­ტი: „პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მის ეპო­ქა­ში, მა­შინ რო­ცა იგი ერ­თ­გ­ვა­რად ლი­ტე­რა­ტუ­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­თა ნაკ­რებს ჰგავს, ან პი­რი­ქით, მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­ცა ირ­გ­ვ­ლივ სი­ახ­ლე­თა­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი დაღ­ლი­ლო­ბაა, თავს ერ­თად იყ­რის ნოს­ტალ­გია, კრი­ტი­კუ­ლი თუ ირო­ნი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცალ­კე­ულ ავ­ტორ­თა ან ზო­გა­დად, მწერ­ლო­ბის მი­მართ. თით­ქოს სუ­ლერ­თიც კია, რა იქ­ნე­ბა პოს­ტ­მო­დერ­ნიზ­მის ეპო­ქი­სა და დრო­მოჭ­მუ­ლი სტი­ლის შემ­დ­გომ. ამ კითხ­ვას, აზ­რ­თა წრებ­რუნ­ვით, ხში­რად უტ­რი­ა­ლე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის  მო­ძა­ლე­ბულ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას კრი­ტი­კო­სე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბი. სწო­რედ ამ­გ­ვა­რი შე­ფა­სე­ბის ფონ­ზე მინ­და გა­ვუს­ვა ხა­ზი ნა­ტო ჭარ­ბა­ძის პო­ე­ზი­ის ზო­გი­ერთ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას. რო­ცა ავ­ტორს ეც­ნო­ბი, თუ პრო­ზა­ი­კო­სია, ალ­ბათ, ჯერ ნა­წარ­მო­ე­ბის სა­თა­უ­რი იპყ­რობს თვალ­სა და გო­ნე­ბას. პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის ხელ­ში აღე­ბი­სას წიგ­ნის სა­ხე­ლი იზი­დავს აზრს!  სიტყ­ვათ­შე­ხა­მე­ბა „ფარ­და­ახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბი“ უკ­ვე იმ­დე­ნად ლი­რი­კუ­ლად მეტყ­ვე­ლი ში­ნა­არ­სია, ხვდე­ბი, რომ ეს პო­ე­ტი ქა­ლია, რო­მელ­საც გა­და­უწყ­ვე­ტია, სუ­ლის ნა­წი­ლად ქცე­უ­ლი პო­ე­ზი­ით შე­გი­ყო­ლი­ოს, აგი­ყო­ლი­ოს, გა­გი­ზი­ა­როს და თვი­თონ შენც გა­ზი­ა­როს გუ­ლახ­დილ „მეს“. მა­ლე კი ეს „მე“ ხდე­ბა იმ­დე­ნად ახ­ლო­ბე­ლი, შთამ­ბეჭ­და­ვი და სიყ­ვა­რუ­ლით ასა­თუ­თე­ბუ­ლი, რომ ფურ­ც­ლებ­ში ჩა­კი­დე­ბულ მზე­რას ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ანაც­ვ­ლებ სტრი­ქო­ნებ­ზე. თუმ­ცა თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე გა­და­ბი­ჯე­ბი­სას გან­ც­და გაკ­რ­თობს, სიღ­რ­მემ­დე ჩა­ძი­რუ­ლი აზ­რი არ გა­მოგ­რ­ჩეს, მე­ტა­ფო­რებ­ში არ ჩა­გე­მა­ლოს.
დღეს ხში­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ რით­მი­ა­ნი ლექ­სი ვერ­ლიბ­რის სი­თეთ­რემ და­ჩაგ­რა, რომ სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სია, პო­ე­ზი­ა­ში ახა­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა იკი­დებს ფეხს და სწო­რე­დაც, ყვე­ლა პო­ეტ­მა უნ­და შეძ­ლოს მის­თ­ვის ფე­ხის აწყო­ბა და იმა­ვე სა­ერ­თო ტო­ნით მღე­რა და­იწყოს... ნა­ტო კონ­ვენ­ცი­ურ ლექსს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა ზო­გი­ერ­თი მი­სი ლექ­სი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლი მიდ­გო­მა სათ­ქ­მელ-სარ­ჩე­ვი­სა და კრი­ტი­კის სა­ფუძ­ველს აჩენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ამ ავ­ტო­რის პო­ე­ზი­ის სიმ­სუ­ბუ­ქე. გა­აზ­რე­ბუ­ლი ფორ­მა, სა­რით­მო წყვი­ლე­ბი, მიგ­ნე­ბუ­ლი მე­ტა­ფო­რე­ბი, რიტ­მი, უბ­რა­ლო­ე­ბა, თე­მა... ჩე­მი აზ­რით, წიგ­ნი სწო­რე­დაც რომ გაძ­ლევს უფ­ლე­ბას, ძა­ლა­სა და სურ­ვილ­საც კი, მის სამ­ყა­როს „ფარ­და­ახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბი“ უწო­დო.  შე­მოქ­მე­დის­თ­ვის დრო და  მკითხ­ვე­ლი ობი­ექ­ტუ­რი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლია. იმე­დი მაქვს, ნა­ტოს ლი­რი­კუ­ლი გან­ც­დე­ბით აღ­სავ­სე პო­ე­ზია უდა­ვოდ გა­უძ­ლებს დრო­ის გა­მოც­დას.“
გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, პო­ე­ტი პრო­ზა­ი­კო­სი, ესე­ის­ტი: „ნა­ტო ემო­ცი­ე­ბის ავ­ტო­რია. პო­ე­ტი, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, ჩვენს დრო­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბ ფიქ­რობს, რომ სათ­ქ­მე­ლი ზედ­მე­ტი ორ­ნა­მენ­ტე­ბით მორ­თოს. მის­თ­ვის მთა­ვა­რი სა­კუ­თა­რი ტკი­ვი­ლის ან სი­ხა­რუ­ლის სხვამ­დე მი­ტა­ნაა, რომ გზად სტრი­ქო­ნე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი შა­ლა­ში­ნით არ და­ა­ზი­ა­ნოს. და ამას ის ახერ­ხებს, ახერ­ხებს სწო­რედ პო­ე­ტუ­რი ოს­ტა­ტო­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. სი­სა­და­ვე სუ­ლაც არ გუ­ლის­ხ­მობს სა­ხე­ობ­რივ აზ­როვ­ნე­ბას­თან გა­უცხო­ე­ბას, მე­ტიც — ნა­ტო მე­ტა­ფო­რე­ბის ოს­ტა­ტი­ცაა. მი­სი ტრო­პე­ბი ერ­თ­გ­ვა­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი­ცაა და თან გა­აზ­რე­ბუ­ლიც. ავ­ტო­რის სა­ლექ­სო ფორ­მე­ბი დიდ­წი­ლად კონ­ვენ­ცი­უ­რია; ხან­და­ხან ვერ­ბ­ლან­საც სინ­ჯავს, ხან ვერ­ლიბ­რ­საც აგე­მოვ­ნებს. ეს ორ რა­მეს მოწ­მობს: ნა­ტოს აქვს, ერ­თი მხრივ, ლექ­სის შექ­მ­ნის იშ­ვი­ა­თი ნი­ჭი და, მე­ო­რე მხრივ, სურ­ვი­ლი — ყუ­რადღე­ბით მო­ე­კი­დოს თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას, ფრა­ზას, სტრი­ქონს. და­მერ­წ­მუ­ნეთ, მი­სი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლის (უკ­ვე კრე­ბუ­ლე­ბის) გაც­ნო­ბა გა­გი­ჩენთ უტყუ­არ გან­ც­დას, რომ თქვენ წი­ნა­შე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ავ­ტო­რის წიგ­ნია, რო­მე­ლიც თქვე­ნი წიგ­ნის თა­რო­ზე ღირ­სე­ულ ად­გილს და­ი­კა­ვებს.“

25-28(942)N