გამოდის 1998 წლიდან
2016-05-12
საგ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინ­გე­ბი — ვექ­ტო­რი ცოდ­ნის სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ის­კენ

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა საგ­ნობ­რივ ტრე­ნინ­გებ­ზე რე­გის­ტ­რა­ცია და­იწყო. რას ით­ვა­ლის­წი­ნებს სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მა და რა­ში შე­უწყობს ხელს პე­და­გო­გებს ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლა, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი:
— ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, საგ­ნობ­რივ ტრე­ნინ­გებ­ზე ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­როთ, მა­ნამ­დე კი თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ სქე­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და იმ სი­ახ­ლე­ებს, რო­მე­ლიც უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. პირ­ველ რიგ­ში, ყუ­რადღე­ბას ზაფხუ­ლის საგ­ნობ­რივ გა­მოც­დებ­ზე შე­ვა­ჩე­რებ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­მოც­და­ზე ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტ­რირ­და...
— შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ აპ­ლი­კან­ტ­თა უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბა და­რე­გის­ტ­რირ­და — 22 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი, აქე­დან 2800 მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლია. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბაა, რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბით მუ­შა­ო­ბას იწყებს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს, საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მათ­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო კომ­პო­ნენ­ტია და ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და შე­ას­რუ­ლონ. და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ, აგ­რეთ­ვე,  მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვთ ერ­თი სა­გა­ნი და სურ­ვი­ლი აქვთ, სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცია სხვა საგ­ნობ­რივ ჯგუფ­ში და­ა­დას­ტუ­რონ. ამ­დე­ნად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გვაქვს — ერ­თი მხრივ, არი­ან მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, მე­ო­რე მხრივ, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო კომ­პო­ნენ­ტი აქვთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. და­ბო­ლოს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას იუმ­ჯო­ბე­სე­ბენ.

— საგ­ნის გა­მოც­დის ტეს­ტ­ში სი­ახ­ლეა, ამო­ღე­ბუ­ლია მე­თო­დუ­რი ნა­წი­ლი. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ასე­თი სა­ხის ცვლი­ლე­ბა?
— მე­თო­დი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვქონ­და რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან, ისე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან. მე­თო­დუ­რი ნა­წი­ლის ამო­ღე­ბას აქვს შემ­დე­გი მი­ზე­ზი. სქე­მის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცეტ­რ­მა, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა და სა­ხელ­მ­წი­ფომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღეს, რომ და­ეხ­მა­რე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლებს მე­თო­დო­ლო­გი­ურ ნა­წილ­ში. პირ­ველ რიგ­ში, მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა მას­წავ­ლე­ბ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის კი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ კურ­სის გავ­ლა, რო­მე­ლიც ზო­გად და საგ­ნის­თ­ვის სპე­ცი­ფი­კურ მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ რაც მას­წავ­ლე­ბე­ლი, ან მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი და­ა­დას­ტუ­რებს საგ­ნობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას, მას სა­ხელ­მ­წი­ფო სხვა­დას­ხ­ვა გზით და­ეხ­მა­რე­ბა მეთო­დო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლა­ში. ამით პე­და­გო­გებს არა მხო­ლოდ სა­გა­ნი ეცო­დი­ნე­ბათ, მათ ასე­ვე ეცო­დი­ნე­ბათ თუ რო­გორ გა­დას­ცენ ეს ცოდ­ნა მოს­წავ­ლე­ებს. სწო­რედ ამის გა­მო გან­ხორცი­ელ­და ეს ცვლი­ლე­ბა.
გაჩ­ნ­და კითხ­ვე­ბი იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ მე­თო­დო­ლო­გი­ას ერ­თი კა­ტე­გო­რია სწავ­ლობს 60 კრე­დი­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ხო­ლო მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის­თ­ვის 5-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სიც საკ­მა­რი­სია.  კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტავ, რომ 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა ეხე­ბა მხო­ლოდ მათ, ვი­საც მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის  არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს და, შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რად მე­ტი უნ­და ის­წავ­ლოს, ვიდ­რე გა­მოც­დილ­მა პე­და­გოგ­მა.  5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი გან­კუთ­ვ­ნი­ლია მათ­თ­ვის, ვი­საც მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. შე­საძ­ლე­ბე­ლია,  მათ დიდ ნა­წილს სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გე­ბიც ჰქონ­ეთ  გავ­ლი­ლი. თუმ­ცა, 5-კრე­დი­ტი­ან კურ­ს­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი. ამ­დე­ნად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მას­წავ­ლე­ბე­ლი ნამ­ყო­ფია თუ არა ტრე­ნინ­გ­ზე, აქვს თუ არა გა­მოც­დი­ლე­ბა, ეს კურ­სი ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლი და სი­ახ­ლე­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

— სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, მას­წავ­ლე­ბელ­თა გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა, იან­ვარ­ში, ერ­თხელ უკ­ვე სცა­და საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. მათ ჩა­ა­ბა­რეს ტეს­ტი, რო­მელ­შიც ჯერ არ იყო ამო­ღე­ბუ­ლი მე­თო­დი­კა. ხომ არ გა­მო­იწ­ვევს ეს ფაქ­ტი გარ­კ­ვე­ულ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ში, ვინც ვერ ჩა­ა­ბა­რა სა­გა­ნი? ისი­ნი არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­დ­ნენ იმ პე­და­გო­გებ­თან შე­და­რე­ბით, ვი­საც მე­თო­დი­კის გა­რე­შე მო­უ­წევთ საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა?
— შე­საძ­ლოა, ამან გარ­კ­ვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, თუმ­ცა, გარ­წ­მუ­ნებთ, რომ ამის  მი­ზე­ზი მხო­ლოდ და მხო­ლოდ დრო­ის ფაქ­ტო­რია. იმ შე­თან­ხ­მე­ბებ­მა და მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა, რო­მელ­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ (ვიდ­რე ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ­დე მი­ვი­დო­დით), სწო­რედ ეს დრო წა­ი­ღო. თუმ­ცა, კარ­გად გვეს­მო­და, რომ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა  დად­გე­ბო­და — არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს მე­თო­დი­კა საგ­ნის გა­მოც­დის ფარ­გ­ლებ­ში, ისევ მოს­თხო­ვო მე­თო­დო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლა ტრე­ნინ­გ­ზე. თუმ­ცა, გა­მოც­და­ზე მე­თო­დო­ლო­გია ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლად მოწ­მ­დე­ბო­და, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვით, ამი­ტომ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­ვიჩ­ნი­ეთ, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მე­თო­დი­კა­ში მო­ვამ­ზა­დოთ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ტრე­ნინ­გის ფარ­გ­ლებ­ში­ვე შე­ვა­ფა­სოთ.

— ახალ­კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლო­ბა სურს, 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე ჩა­სა­რიცხად, თა­ვი­დან უწევს საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბა. ხომ არ ნიშნავს ეს უნ­დობ­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბას უმაღ­ლე­სი სა­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. გა­მო­დის, რომ არ ვენ­დო­ბით მის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბულ კადრს და თა­ვი­დან ვცდით სა­გან­ში. ეს, თა­ვის­თა­ვად, ხომ არ მი­ა­ნიშ­ნებს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ხარ­ვეზ­ზე და თუ არა, მა­შინ, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა ხომ არ არის ცო­ტა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი?
— კითხ­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რია, თუმ­ცა, ჩვენ ხაზ­გას­მით ვამ­ბობთ, რო­ცა გვე­ყო­ლე­ბა ახა­ლი 300-კრე­დი­ტი­ა­ნი აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მით კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი კად­რე­ბი, თა­ვის­თა­ვად, მო­იხ­ს­ნე­ბა საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა. მაგ­რამ ახ­ლა, რად­გან ძვე­ლი პროგ­რა­მე­ბი ახა­ლი მოთხოვ­ნე­ბის სტან­დარ­ტ­ზე სრუ­ლად არ არის მორ­გე­ბუ­ლი, 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის­თ­ვის, რომ სკო­ლე­ბი არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის შე­მო­დი­ნე­ბის­გან და­ვიც­ვათ. 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის გავ­ლა თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის არ­მ­ქო­ნე მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­საც არ აქვთ მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი ცოდ­ნა, თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად წარ­მარ­თონ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს გარ­და­მა­ვა­ლი დრო­ის­თ­ვის ადეკ­ვა­ტუ­რი გზაა. ვი­ნა­ი­დან მას­წავ­ლებ­ლო­ბა რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სიაა, გა­მოც­და იარ­სე­ბებს მა­ნამ, ვიდ­რე 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლო­ბის კორ­პუ­სის შე­მავ­სე­ბე­ლი ძი­რი­თა­დი კონ­ტინ­გენ­ტი.

— ვიდ­რე საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დე­ბის ტრე­ნინ­გებ­ზე გა­და­ვალთ, ორი სიტყ­ვით გვითხა­რით, რო­გორ წა­რი­მარ­თა  5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ კურ­სის პირ­ვე­ლი ეტა­პი?
— გეტყ­ვით, რომ იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა პრო­ცე­სი, პირ­ველ დღეს შე­სუ­ლი მო­ნა­წი­ლე ბო­ლომ­დე არ ტო­ვებ­და ტრე­ნინგს, და­ინ­ტე­რე­სე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ად­რე, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რა­ღა უნ­და ის­წავ­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­მა ტრე­ნინ­გ­ზე, თუ ის უკ­ვე 20 წე­ლია ას­წავ­ლის, რა უნ­და გა­ი­გოს ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მათ ტრე­ნინ­გებ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე ელო­დათ.  წელს, 5-კრე­დი­ტი­ან ტრე­ნინგკურ­ს­ზე, 1500 რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს და შე­სა­ბა­მი­სად, ცენ­ტ­რი იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ყვე­ლა გა­და­ამ­ზა­დოს.

— რას მის­ცემს მას­წავ­ლებ­ლებს საგ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინ­გი,  გა­უ­ად­ვი­ლებთ თუ არა ტრე­ნინგკურ­სი საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას?
— ძი­რი­თა­დად, ტრე­ნინ­გე­ბი, რო­მელ­საც ჩვე­ნი  ცენ­ტ­რი ახორ­ცი­ე­ლებს, მი­მარ­თუ­ლია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ და არა კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე. ასე­თი ტრე­ნინ­გე­ბით გა­დამ­ზა­დე­ბა მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ტრე­ნინ­გის ფარ­გ­ლებ­ში საგ­ნის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა კი — სა­ერ­თოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუ­კი ეს არ არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პროგ­რა­მა. საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია პი­როვ­ნე­ბამ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში უნ­და მი­ი­ღოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საგ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინ­გე­ბის მი­ზა­ნი საკ­მა­ოდ კონ­კ­რე­ტუ­ლია. ის მხო­ლოდ მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ცოდ­ნის სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ის­კენ. რო­დე­საც პე­რი­ო­დუ­ლად სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მის შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა ხოლ­მე ტეს­ტის გა­ნახ­ლე­ბა, ჩვე­ნი ექ­ს­პერ­ტე­ბი შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტებ­თან ერთად მუ­შა­ო­ბენ იმ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მო­სავ­ლენად, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის წი­ნა­შე დგას — რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ საგ­ნობ­რივ გა­მოც­დებ­ზე, რო­მე­ლი სა­კითხე­ბის დაძ­ლე­ვა უჭირთ ყვე­ლა­ზე მე­ტად. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იწე­რე­ბა ტრე­ნინგმო­დუ­ლი. შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ მო­დუ­ლე­ბი სწო­რედ  მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ეფუძ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სი­ახ­ლე­ებს. და­ახ­ლო­ე­ბით, 25-30-სა­ა­თი­ან ტრე­ნინგმო­დულ­ში საკ­მა­ოდ კარ­გა­დაა გაშ­ლი­ლი ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც  მას­წავ­ლე­ბელს ეხ­მა­რე­ბა სის­ტე­მა­ში მო­იყ­ვა­ნოს საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნა და უფ­რო თა­მა­მად გა­ვი­დეს გა­მოც­და­ზე. რა თქმა უნ­და, 25-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გი საკ­მა­რი­სი არ არის იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა, თუ­კი სა­გა­ნი არ იცის, კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვარი გა­და­ლა­ხოს. ჩვე­ნი მი­ზა­ნი სუ­ლაც არ არის, რა­ღაც ხრი­კე­ბის სწავ­ლე­ბა, რომ იოლად  „გაძ­ვ­რეს“ გა­მოც­და­ზე, ჩვე­ნი მი­ზა­ნია, გა­ვაღ­რ­მა­ვოთ მას­წავ­ლებ­ლის სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა სა­გან­ში, რო­მელ­საც ას­წავ­ლის.  ტრე­ნინ­გი მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მი იქ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის, ჩვე­ნი  ტრე­ნე­რე­ბი მათ იმ სი­ახ­ლე­ებს გა­აც­ნო­ბენ, რო­მე­ლიც გა­მოც­და­ზე მო­ეთხო­ვე­ბათ.

— რო­მელ საგ­ნებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი და სად, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის გარ­და, ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან თუ არა სხვა პრო­ვა­ი­დე­რე­ბი პრო­ცეს­ში?
— ყვე­ლა სა­გან­შია შექ­მ­ნი­ლი ტრე­ნინგმო­დუ­ლი. ეს­თე­ტი­კუ­რი ბლო­კის საგ­ნებ­ში გა­მოც­და წელს პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, პროგ­რა­მე­ბი და ტრე­ნინგმო­დუ­ლე­ბიც უფ­რო დაგ­ვი­ა­ნე­ბით მომ­ზად­და.   
ტრე­ნინ­გე­ბი რე­გი­ო­ნუ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა, მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, სამ­ხა­რეო დო­ნე­ზე გა­ი­ა­რონ რე­გის­ტ­რა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ იმ რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ტრე­ნინ­გი, სა­დაც რე­გის­ტ­რა­ცი­ას გა­ივ­ლი­ან. ჯგუ­ფე­ბის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ტრე­ნე­რე­ბი გა­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან და ად­გი­ლებ­ზე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლებს. საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი ტრე­ნე­რე­ბი გვყავს, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ. მათ უკ­ვე გა­ი­ა­რეს გა­დამ­ზა­დე­ბა ახალ ტრე­ნინგმო­დულ­ში და მზად არი­ან ჩა­უ­ტა­რონ პე­და­გო­გებს ტრე­ნინ­გე­ბი.

— თქვე­ნი აზ­რით, იქო­ნი­ებს თუ არა და­დე­ბით გავ­ლე­ნას მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­დე­გებ­ზე მე­თო­დი­კის ამო­ღე­ბა, მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი შეძ­ლებს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას?
— მე­თო­დი­კის ამო­ღე­ბა არ ნიშ­ნავს ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას ან გა­მარ­ტი­ვე­ბას.  აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ტეს­ტის, და­ახ­ლო­ე­ბით, 30 პრო­ცენ­ტი, რო­მელ­საც მე­თო­დო­ლო­გია შე­ად­გენ­და, ჩა­ნაც­ვ­ლ­და  საგ­ნობ­რი­ვი ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით. ვერ გეტყ­ვით, მე­თო­დო­ლო­გია უფ­რო რთუ­ლია თუ სა­გა­ნი, ეს ყო­ვე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დის­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ამი­ტომ იმის თქმაც გა­მი­ჭირ­დე­ბა, იქო­ნი­ებს თუ არა გავ­ლე­ნას შე­დე­გებ­ზე. ერ­თი რამ კი შე­მიძ­ლია გითხ­რათ — ტეს­ტი­დან მე­თო­დო­ლო­გი­ის ამო­ღე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ზაფხუ­ლის გა­მოც­და­ზე მი­სულ მას­წავ­ლე­ბელს უფ­რო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ან უფ­რო გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ტეს­ტი დახ­ვ­დე­ბა. ტეს­ტე­ბი წი­ნას­წარ გა­მო­იც­დე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, სირ­თუ­ლე არ იქ­ნე­ბა არც ნაკ­ლე­ბი და არც მე­ტი.

— ამ­გ­ვა­რი სა­ხით საგ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინგმო­დუ­ლე­ბი ად­რეც ტარ­დე­ბო­და თუ წელს პირ­ვე­ლად და­იწყო?
— ად­რე თუ უფ­რო პრფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვი­ყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ახ­ლა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ხდე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბა. ესეც, რა თქმა უნ­და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წი­ლია. მეტ ყუ­რადღე­ბას მი­ვაქ­ცევთ და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ წი­ნა გა­მოც­დებ­ზე გა­მოვ­ლე­ნილ სა­ჭი­რო­ე­ბებს, ასე­ვე, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში გა­მოკ­ვე­თილ სი­ახ­ლე­ებს.  

— და­ბო­ლოს, მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ტრე­ნინ­გე­ბი უფა­სოა, ექ­ნე­ბათ თუ არა ტრე­ნინ­გებ­ზე და­რე­გიტ­რი­რე­ბის უფ­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს, ანუ გა­მოც­და­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ 2800 აპ­ლი­კანტს?
— მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, მას შემ­დეგ რაც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ საგ­ნობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას და სის­ტე­მა­ში შე­მოვ­ლენ, შეძ­ლე­ბენ ისარ­გებ­ლონ ყვე­ლა იმ მხარ­და­ჭე­რით, რა­საც ცენ­ტ­რი მას­წავ­ლებ­ლებს სთა­ვა­ზობს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N