გამოდის 1998 წლიდან
2016-05-04
რო­გორ ვას­წავ­ლით ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ისევ სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­სა­ხებ


სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა ავ­ტო­რებს მის­ცა მი­თი­თე­ბა, რომ კითხ­ვე­ბის დას­მით მი­იყ­ვა­ნონ შე­დე­გამ­დე მოს­წავ­ლე­ე­ბი, ანუ კითხ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა ამა თუ იმ მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის „გახ­ს­ნა“. ზოგ­ჯერ არის მოყ­ვა­ნი­ლი ის­ტო­რი­ულ-სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კონ­ტექ­ს­ტის აღ­საქ­მე­ლად რო­მე­ლი­მე მოღ­ვა­წის მო­გო­ნე­ბა, თუმ­ცა, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, ეს არა­საკ­მა­რი­სი პი­რო­ბაა მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის გა­სა­აზ­რებ­ლად თუ გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად.
მკითხ­ველს, მას­წავ­ლე­ბელს, მოს­წავ­ლე­ებს და, ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს მინ­და გა­ვაც­ნო ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში შე­ტა­ნილ მა­სა­ლებ­ზე, ეს არის კრი­ტი­კუ­ლი ხედ­ვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის იმ კუთხით გა­აზ­რე­ბა­ზე, რო­გორც ეს ხსე­ნე­ბულ წიგ­ნებ­შია. კერ­ძოდ, ხში­რად არის გა­მორ­ჩე­ნი­ლი ის ძი­რი­თა­დი სათ­ქ­მე­ლი ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ე­ბი­სა, რაც ავ­ტორ­მა ჩა­დო მკითხ­ველ­თა სა­გუ­ლის­ხ­მოდ და ყუ­რადღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლია სხვა მო­მენ­ტებ­ზე. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ნა­წარ­მო­ებ­თა გაც­ნო­ბი­სას მოს­წავ­ლე­ებს არ უს­ვა­მენ მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ კითხ­ვებს, რაც და­ეხ­მა­რე­ბა მათ მწერ­ლის სათ­ქ­მე­ლის უკეთ გა­გე­ბა­ში (თან გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ცენ­ზუ­რის დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი რო­ლი იმ­ჟა­მინ­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რაც მშვე­ნივ­რად ჩანს იაკობ მან­ს­ვე­ტაშ­ვი­ლის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შე­სუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი­და­ნაც. ამი­ტომ ილი­ა­საც, რო­გორც სხვა მწერ­ლებს, სჭირ­დე­ბო­და და სჭირ­დე­ბა გუ­ლის­ყუ­რით წა­კითხ­ვა — სა­გუ­ლის­ხ­მო აზ­რის გა­მო­ტა­ნა). მა­გა­ლი­თად, კითხ­ვებ­ში, რო­მე­ლიც დარ­თუ­ლი აქვს „კა­ცია ადა­მი­ანს“, სა­დაც გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია ყუ­რადღე­ბა იმა­ზე, რომ: „ქარ­თ­ვე­ლის ხსე­ნე­ბა და­დე­ბით ში­ნა­არსს იშ­ვი­ა­თად იძენს ნა­წარ­მო­ებ­ში. ლუ­არ­სა­ბის „ქარ­თ­ვე­ლო­ბა­ზე“ სა­უ­ბა­რი კი აშ­კა­რა და­ცინ­ვაა. მო­ძებ­ნეთ ტექ­ს­ტ­ში შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლე­ბი...“ 1 ამ­გ­ვა­რად კითხ­ვის დას­მა არ მი­მაჩ­ნია მარ­თე­ბუ­ლად. თვი­თონ კითხ­ვა არ არის გა­მარ­თუ­ლი, გა­უ­გე­ბა­რია ფრა­ზა: „ლუ­არ­სა­ბის „ქარ­თ­ვე­ლო­ბა­ზე“ სა­უ­ბა­რი კი აშ­კა­რა და­ცინ­ვაა“. იქ­ვე სა­ჭი­როა მი­ვუ­თი­თოთ, რომ  რუ­სეთ­მა და­ამ­კ­ვიდ­რა ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში (მას შემ­დეგ, რაც სა­ხელ­მ­წი­ფო გა­ა­უქ­მა), რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირ­დეს ქარ­თ­ველს. ის უშ­ლის ქარ­თ­ველს თა­ვის ენა­ზე სწავ­ლას, ლოც­ვას, აზ­როვ­ნე­ბას. საქ­მე ისაა, რომ ამის შე­სა­ხებ არ იწე­რე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში (მათ შო­რის, არც ის­ტო­რი­ის). ასე რომ, მოს­წავ­ლეს ექ­მ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ, ზო­გა­დად, ქარ­თ­ვე­ლი ასე­თი იყო. არ არის გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა იმა­ზე, რომ ლუ­არ­სა­ბის სიტყ­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ილია წერს: „ეჰ, ჩე­მო ლუ­არ­საბ! ვი­ცი, გულ­წ­რ­ფე­ლი ხარ, რო­გორც ყვე­ლა ძვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი, მაგ­რამ ძველს დროს ტყუ­ი­ლად შეჰ­ნატ­რი. რომ არც კი იცი, რა იყო სა­ნატ­რე­ლი იმ ძველს დრო­ში? ცხე­ნი გა­ნა ეხ­ლა კი არ არის? თო­ფი გა­ნა კი ეხ­ლა ნი­შან­ში ვერ მი­ვა? მარ­ჯ­ვე მკლა­ვი ცო­ტაა? ეხ­ლაც არის ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ის გუ­ლი აღარ არის, ის გუ­ლის სიმ­ხურ­ვა­ლე, ის თავ­გა­მო­დე­ბა მა­მუ­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც კაი ცხენს და კაი თოფს კაი საქ­მე­ში ახ­მა­რებ­და“. სწო­რედ ესაა მთა­ვა­რი არ­სი ამ მო­ნაკ­ვე­თი­სა. ის, რა­საც ლუ­არ­სა­ბი დრო­ის გა­მოც­ვ­ლად თვლის, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გ­ვაა, მკაც­რად ის­ჯე­ბა „გულ­მ­ხურ­ვა­ლე მა­მუ­ლიშ­ვი­ლო­ბა“, ლელთ ღუ­ნია იტყ­ვის: „წარ­ხ­და ქარ­თ­ველ­თა სა­ხე­ლი ქარ­თ­ველ­თა წესთ-წყო­ბაი...“ (ეს აბ­ზა­ცი გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში: „აწი­ნა მა­ვა­ლე სვა­მე­ხი უფ­როს გვა­წი­ო­კებს, უფ­როს სახლს გვიკ­ლებს. ად­რი­და მტერს მა­ინც ფარ-ხრმა­ლით შე­ვე­თა­მა­შით, ვი­გე­რი­ებ­დით, სვა­მეხს რაი ეყ­ვის, ვერ მო­სა­გე­რი­ე­ბელ, ვერ შე­სა­თა­მა­შე­ბელ? ად­რი­და მტერ­თან ბრძო­ლა­ჩი, სწო­რე­ბის ჯო­ბი­ნო­ბა­ჩი სა­ხელ ვშო­ობ­დით, სვა­მეხ­თან ვა­ჟაი რა სა­ხელ ჩა­მორ­ჩე­ბის?“).
ასე­ვე არ მახ­ვილ­დე­ბა ყუ­რადღე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ქარ­თულ ტა­ნი­სა­მოსს ბევ­რი იც­ვამს, რის შე­სა­ხე­ბაც ნათ­ქ­ვა­მია „მგზავ­რის წე­რი­ლებ­ში“ და მინ­და ვთქვა, რომ ახ­ლა უკ­ვე იჩე­მე­ბენ კი­დეც. ეს ფაქ­ტი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ასე­ვე მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ჩა­ნა­წერ­ში, რო­მე­ლიც მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა: „ჩო­ხა კი არ აუკ­რ­ძა­ლი­ათ (რუ­სი­ფი­კა­ტო­რებს — მ.ბ.), პი­რი­ქით, მი­ით­ვი­სეს — ყა­ზა­ხუ­რი და­არ­ქ­ვეს“.
ახ­ლა ყვე­ლა­ფერს ერ­ქ­მე­ვა სა­ხე­ლად სა­ერ­თო­კავ­კა­სი­უ­რი, ამა­ში კი დი­დი „წვლი­ლი“ აქვთ თვი­თონ ქარ­თ­ველ მეც­ნი­ე­რებს, თვი­თონ ანი­ჭე­ბენ ამა თუ იმ ეთ­ნოსს ხან ტა­ნი­სა­მოსს, ხან სიმ­ღე­რებ­სა და ცეკ­ვებს, ხან კი ქარ­თულ მი­თებ­სა და ზღაპ­რებს. ამას კი მოჰ­ყ­ვე­ბა მტკი­ცე­ბა იმი­სა, რომ ამ ეთ­ნო­სებს ჰქონ­დათ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა თა­ვი­სი მი­წით, — რო­მე­ლიც ხში­რად მა­თი არ ყო­ფი­ლა, არა­მედ ჯილ­დოდ მი­ი­ღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­სას­ჯე­ლად, — კულ­ტუ­რით, რო­მე­ლიც, რა­ტომ­ღაც არ შე­მორ­ჩათ — და ქარ­თ­ვე­ლებს სთხო­ვენ ვი­თომ გახ­სე­ნე­ბა-აღ­დ­გე­ნას, მათ შო­რის ის­ტო­რი­ი­საც, ვი­თომ იმ მი­ზე­ზით, რომ მა­თი არ­ქი­ვე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. უნ­და ით­ქ­ვას, რომ არც ქარ­თულ არ­ქი­ვებს მოჰ­კ­ლე­ბია „მსახ­ვ­რა­ლი ხე­ლი“. ესეც რომ არ იყოს, თა­ვად ერს ან თუნ­დაც ეთ­ნოსს უნ­და ჰქონ­დეს ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა და არა ისე, რომ ყო­ველ­თ­ვის ქარ­თ­ვე­ლი უქ­მ­ნი­დეს, უდ­გამ­დეს, ულა­მა­ზებ­დეს, ამ­რა­ვალ­ხ­მი­ა­ნებ­დეს, უგო­ნებ­დეს ნა­ცი­ო­ნა­ლურ ტა­ნი­სა­მოსს... და, რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას სწო­რედ ჩვენს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა­ზე ახ­დენს. ეს ჩვენ­გან მრა­ვალ­სი­კე­თე­მი­ღე­ბუ­ლი ხალ­ხე­ბი თუ ეთ­ნო­სე­ბი თა­ვად იჯე­რე­ბენ (და სხვებ­საც აჯე­რე­ბენ), რომ ეს მა­თი მო­ნა­პო­ვა­რია და შე­დე­გი კი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­ც­რო­ბაა... ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და შე­გახ­სე­ნოთ ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ლექ­სი „შე­მო­მე­ყა­რა ყივ­ჩა­ღი“:
„შე­მო­მე­ყა­რა ყივ­ჩა­ღი საზღ­ვარ­სა მუხ­რა­ნი­სა­სა,
პუ­რი მთხო­ვა და ვაჭ­მიე, ვურ­ჩევ­დი თავ­თუ­ხი­სა­სა,
ღვი­ნო მთხო­ვა და ვას­მიე, ვურ­ჩევ­დი ბა­და­გი­სა­სა..,“
ბო­ლოს კი ცოლს სთხოვს გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლი უცხო­ტო­მე­ლი და ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რაც მეტს მის­ცემ, მეტს მოგ­თხოვს, რად­გან ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა უმე­ტეს­წი­ლად ასე­თია. სა­ჭი­როა ჩვენ ჩვე­ნი და­ვიც­ვათ და ყვე­ლამ თა­ვი­სას მო­უ­ა­როს, გა­ვიხ­სე­ნოთ, ნათ­ქ­ვა­მია: „ვინც მე­ტი ქნა, მას ეკითხაო.
სა­ყუ­რადღე­ბოა „მგზავ­რის წე­რი­ლებ­ში“ ხაზ­გას­მუ­ლი ფაქ­ტი, რომ ქარ­თუ­ლი მთა­ვა­რი სა­კონ­ტაქ­ტო ენაა მთელ კავ­კა­სი­ა­ში: „ქარ­თ­ველთ ენად ბევ­რი სა­უბ­რობს: სვა­მე­ხიც, ოვ­სიც, თა­თა­რიც, სხვა მი­ლე­თიც...“ ეს ფაქ­ტი მი­უ­თი­თებს ქარ­თ­ველ­თა ჰე­გე­მო­ნო­ბა­ზე რე­გი­ონ­ში. ამა­ზე არა­ნა­ი­რი მი­ნიშ­ნე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ვერც შე­ამ­ჩ­ნი­ეს, ოღონდ ეს ვე­რა­ფე­რი გა­მარ­თ­ლე­ბაა წიგ­ნის ავ­ტორ­თათ­ვის.
წიგ­ნის ავ­ტო­რებს ვერც ის შე­უ­ნიშ­ნავთ, რომ იამ­ში­კის მო­საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თუ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ხე სწო­რედ რუ­სე­თის სა­ხეა. აქ შე­იძ­ლე­ბო­და ტრაქ­ტა­ტის თე­მის შე­მო­ტა­ნა. რას ჰპირ­დე­ბა ეკა­ტე­რი­ნე მე­ო­რე ერეკ­ლე მე­ფეს და სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რა გა­კეთ­და. თუნ­დაც ერ­თ­მორ­წ­მუ­ნე­ო­ბის ნიღ­ბის ქვეშ რა ყა­ჩა­ღო­ბა გა­ჩაღ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეგ­ზარ­ქო­სე­ბის მხრი­დან, რა­საც, ცხა­დია, რუ­სე­თის მთავ­რო­ბი­დან ჰქონ­და დი­დი მხარ­და­ჭე­რა.
ილია წერს, რომ რუ­სის მხატ­ვ­რე­ბის სუ­რა­თებ­ზე ლა­მა­ზად არის გა­მოყ­ვა­ნი­ლი „სქელ-კი­სე­რა „იამ­შ­ჩი­კის“ ბრიყ­ვი სა­ხე, იმი­სი ოყ­რა­ყუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა, მი­სი მი­დუნ-მო­დუ­ნე­ბუ­ლი ზლაზ­ვ­ნა, უადა­მი­ა­ნო და პი­რუტყ­ვუ­ლი მიხ­რა-მოხ­ვ­რა“. და რამ­დე­ნა­დაც სუ­რა­თია კარ­გი, ორ­ჯერ  უფ­რო სა­ძა­გე­ლია სი­ნამ­დ­ვი­ლე. ასე­ვე სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ „რუ­სის მხატ­ვ­რე­ბი“ ახერ­ხე­ბენ ამის­თა­ნა „იამ­შ­ჩი­კის“ სა­ხის ლა­მა­ზად გა­მოყ­ვა­ნას, რად­გან მათ­თ­ვის „მა­მუ­ლის კვამ­ლიც კი ტკბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა“. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში კი ასე­თი კითხ­ვაა ამ პა­სა­ჟის გა­სა­აზ­რებ­ლად დას­მუ­ლი: „რო­გორ „პატ­რი­ო­ტიზმს“ აკ­რი­ტი­კებს მგზავ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის და­საწყის­ში?“
მინ­და შევ­ჩერ­დე ასე­ვე რუ­სი აფიც­რის მი­ერ ახ­ს­ნილ გა­ნათ­ლე­ბა­ზე. ის წარ­მო­უდ­გენს ილი­ას ბნელ ოთახ­ში შე­მო­ტა­ნილ სან­თელს და უხ­ს­ნის, რომ ეს არის გა­ნათ­ლე­ბა. თუმ­ცა სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ეს დე­ტა­ლი შე­სა­ბა­მი­სად არ არის გა­აზ­რე­ბუ­ლი. არც მე-11 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­შია სა­თა­ნა­დო შე­კითხ­ვა დას­მუ­ლი, კერ­ძოდ, კითხ­ვა ასე­თია: „რო­გორ უხა­ტავს პოდ­პო­რუ­ჩი­კი მგზავრს „გა­ნათ­ლე­ბის სი­კე­თეს“? რო­გორ გა­მო­არ­კ­ვია მან, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო მგზავ­რის სამ­შობ­ლო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მხრივ? რით ზო­მავ­და იგი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის დო­ნეს?“ შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოს მოს­წავ­ლემ, რომ ერთ კონ­კ­რე­ტულ ჭკუ­ა­სუსტ რუს ჩი­ნოვ­ნიკს, ან თუნ­დაც რამ­დე­ნი­მეს, აქვს ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ ეს ფაქ­ტი უფ­რო გლო­ბა­ლუ­რად უნ­და გა­ვი­აზ­როთ და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ მოს­წავ­ლე­ებ­საც. მე გაკ­ვ­რით ვწერ­დი ამის შე­სა­ხებ ჩემს წე­რილ­ში „გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა“, რომ ილი­ას მზით გა­ნა­თე­ბუ­ლი ოთა­ხი და­აბ­ნე­ლე­ბი­ნა აფი­ცერ­მა — სწო­რედ ამა­შია საქ­მე, რომ ეს ოთა­ხი რუ­სის მოს­ვ­ლამ­დე იყო გა­ნა­თე­ბუ­ლი და რუს­მა ფარ­და ჩა­მო­ა­ფა­რე­ბი­ნა თან ისე, რომ სრუ­ლად და­აბ­ნე­ლე­ბი­ნა. ის ეუბ­ნე­ბა ილი­ას: „იქ­ნე­ბა სად­მე ერ­თი ფან­ჯა­რა ღია დაგ­რ­ჩათ, ისიც და­კე­ტეთ... რა­კი ის ფან­ჯა­რაც და­კე­ტეთ, ფარ­დაც ჩა­მო­ა­ფა­რეთ“. სწო­რედ ასე მო­იქ­ცა რუ­სე­თი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა ფან­ჯა­რა და­უ­კე­ტა ან და­ა­კე­ტი­ნა (მა­შინ, რო­ცა პეტ­რე პირ­ველ­მა — რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­მა — პე­ტერ­ბურ­გი და­ა­არ­სა, ევ­რო­პა­ში ფან­ჯა­რა გაჭ­რა და მშვე­ნივ­რად ეს­მო­და ევ­რო­პას­თან კავ­ში­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და შე­საძ­ლოა ამი­ტო­მაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს­კენ დარ­ჩე­ნი­ლი სარ­კ­მე­ლიც კი და­უგ­მა­ნა რუ­სეთ­მა), ფარ­და ჩა­მო­ა­ფა­რა და ის მბჟუ­ტა­ვი სან­თე­ლი გა­ნათ­ლე­ბად მო­აჩ­ვე­ნა.
ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის დო­ნეს გე­ნერ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით საზღ­ვ­რავს აფი­ცე­რი (მას თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა ეჩ­ვე­ნე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნად, მა­შინ, რო­ცა ეტ­ლით მო­ა­რუ­ლი რუ­სე­თი ფრან­გის და­სა­ცი­ნი გამ­ხ­და­რა). ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით არის დას­მუ­ლი კითხ­ვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში. აქ უად­გი­ლო არ იქ­ნე­ბო­და შეგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა მოს­წავ­ლე­თათ­ვის, რომ 1871 წელს რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დ­რეს ქარ­თ­ველ­მა თა­ვა­დებ­მა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ნაც­ვ­ლად, სამ­ხედ­რო სას­წავ­ლებ­ლის და­არ­სე­ბა სთხო­ვეს, რაც თა­ვად იმ­პე­რა­ტო­რის სურ­ვი­ლი იყო (და რა­მაც აღაშ­ფო­თა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე) და ეს გე­ნერ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გა­ზომ­ვის ცდა შე­საძ­ლოა არა მარ­ტო რუ­სი ჩი­ნოვ­ნი­კის, არა­მედ სწო­რედ იმ ქარ­თ­ველ თა­ვად­თა გა­სა­კი­ლა­დაც იყოს და­წე­რი­ლი (მით უფ­რო, რომ „მგზავ­რის წე­რი­ლების“ ბო­ლო რე­დაქ­ცია  სწო­რედ 1871 წლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი).
ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იქ­ვე კარ­გი იქ­ნე­ბო­და დაგ­ვეს­ვა კითხ­ვა, რის მი­ხედ­ვით ექ­მ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მოს­წავ­ლეს ამა თუ იმ ერის, ქვეყ­ნის შე­სა­ხებ და შემ­დეგ გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა მათ­თ­ვის ილი­ას მო­საზ­რე­ბა ამ სა­კითხის შე­სა­ხებ, კერ­ძოდ, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ნეშ­ტის გად­მოს­ვე­ნე­ბა­ზე ნათ­ქ­ვა­მი ფრა­ზა: „...რო­ცა ადა­მი­ანს სურს შე­იტყოს ღირ­სე­ბა და დი­დე­ბა ერი­სა, ყოვლთ უწი­ნა­რეს ამას იკითხავს, — რამ­დე­ნი მთქმე­ლი და მწე­რა­ლი ჰყავ­სო. ღირ­სე­ბას და სი­დი­ა­დეს მარ­ტო ამ საწყა­ო­თი სწყავს ადა­მი­ა­ნი.“
კი­დევ სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ „კა­ცია ადა­მი­ან­ში“ არის ბევ­რი „ვი­თომ“: ფან­ჯა­რა­ზე-ფიჭ­ვის ჩარ­ჩო­ებ­ზე გაკ­რუ­ლი გა­ქო­ნი­ლი ქა­ღალ­დი-ვი­თომ მი­ნა, ცოლ-ქმრის ვი­თომ საქ­მი­ა­ნო­ბა, მო­სამ­სა­ხუ­რე­თა ვი­თომ და­წი­ო­კე­ბა, სუტ-კნე­ი­ნა-ვი­თომ კნე­ი­ნა, „მი­თომ და იუბ­კა“, რო­მე­ლიც ლა­მა­ზი­სე­ულს აც­ვია, ვი­თომ მკითხა­ვი, ვი­თომ ორ­მო, ვი­თომ ჯა­დო, „თავ­მო­ტე­ხი­ლი წამ­ლის მი­ნა, რო­მე­ლიც სა­წე­რე­ლო­ბას ჰთა­მა­შობ­და“ -ვი­თომ სა­მელ­ნე... და, სა­ბო­ლო­ოდ, ვი­თომ ცხოვ­რე­ბა, რაც ცხოვ­რე­ბად მი­აჩ­ნი­ათ ლუ­არ­საბს და და­რე­ჯანს (და არა მარ­ტო მათ). სწო­რედ კითხ­ვე­ბით შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს მო­ვა­ძებ­ნი­ნოთ რამ­დე­ნი „ვი­თომ“ არის ტექ­ს­ტ­ში, რაც ყუ­რადღე­ბას გა­უ­მახ­ვი­ლებთ — ილი­ას რი­სი მი­ნიშ­ნე­ბა სურ­და ამით.
ასე­ვე მინ­და შე­ვე­ხო ბა­რა­თაშ­ვი­ლის სწავ­ლე­ბას სკო­ლა­ში. მი­სი პო­ე­ზი­ის (შე­მოქ­მე­დე­ბის) გა­გე­ბა არას­რულ­ფა­სო­ვა­ნია მი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ის, წე­რი­ლე­ბის გაც­ნო­ბის გა­რე­შე. ის კი არა, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის წე­რი­ლე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი­ცაა სა­ჭი­რო, რომ გა­ვი­გოთ იმ ეპო­ქის სუ­ლი, რაც მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბის აღ­ქ­მა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ვერც ამ მხრივ და­იკ­ვეხ­ნის სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო.
ბა­რა­თაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოყ­ვა­ნი­ლია კრი­ტი­კოს­თა ნა­აზ­რე­ვი­დან ამო­ნა­რი­დე­ბი, თუმ­ცა არც ერ­თი სიტყ­ვა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის შე­ფა­სე­ბი­დან, რაც მო­ცე­მუ­ლი აქვს თა­ვის „წე­რი­ლებ­ში ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე“. არა­და პო­ე­ტი, თა­ნაც იმ ეპო­ქას­თან უფ­რო ახ­ლოს მდგო­მი, რო­მელ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად აღ­მო­ა­ჩი­ნა ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, ბევ­რად უკეთ გაგ­ვა­გე­ბი­ნებს და აღ­გ­ვაქ­მე­ვი­ნებს პო­ე­ტი­სა­ვე შე­მოქ­მე­დე­ბას. ხსე­ნე­ბულ წე­რილ­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ერ­თი­ა­ნად, ის სხვა­დას­ხ­ვა ლექსს უკავ­ში­რებს ერ­თ­მა­ნეთს; „რად ჰყვედ­რი კაც­სა...“, „ფიქ­რ­ნი მტკვრის პი­რას“, „ვპო­ვე ტა­ძა­რი“, პო­ე­მას „ბე­დი ქარ­თ­ლი­სა“... ილია წერს: „ჩვე­ნის ფიქ­რით, „მე­რა­ნი“ წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბაა „სუ­ლო ბო­რო­ტო­სი“ არა მარ­ტო იმი­თი, რომ წინ არის და­წე­რი­ლი, არა­მედ ში­ნა­არ­სი­თა. „სუ­ლო ბო­რო­ტო­ში“ მხო­ლოდ მი­ზე­ზია ნა­პოვ­ნი იმ „გო­ნე­ბის და სი­ცოცხ­ლის აღ­შ­ფო­თე­ბი­სა“, რო­მე­ლიც შა­ვად მღელ­ვა­რე ფიქ­რად მიჰ­სე­ვია ჩვენს პო­ეტ­სა „მე­რან­ში“ და ის მი­ზე­ზი იგი მსუს­ხა­ვი და მწვა­ვი ეჭ­ვია, რო­მელ­მაც პო­ეტს მო­უკ­ლა „ყმაწ­ვი­ლის ბრმა სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა“, და­უ­კარ­გა „სუ­ლის მშვი­დო­ბა“, აღუთ­ქ­ვა და არ მის­ცა კი „თა­ვი­სუფ­ლე­ბა ამ წუ­თის-სოფ­ლად“... სხვა­გან კი­დევ (იმა­ვე წე­რილ­ში) ვკითხუ­ლობთ: „მარ­თა­ლია, ცას იქით ვერ იპო­ვა სად­გუ­რი, რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნის უძ­ლურ გო­ნე­ბი­სათ­ვის მი­უწ­ვ­დე­ნე­ლიაო, მაგ­რამ მა­ინც თა­ვის „მე­რა­ნის“ იმე­დი არ დაჰ­კარ­გ­ვია და ეუბ­ნე­ბა: თუ ცას იქით ბუ­ნას ვერ მიწ­ვ­დი, შენ შენ­სას მა­ინც ნუ და­იშ­ლიო:
„გას­წი, მე­რა­ნო, გარ­და­მა­ტა­რე ბე­დის სამ­ზღ­ვა­რი,
თუ აქა­მომ­დე არ ემო­ნა მას, არც აწ ემო­ნოს შე­ნი მხე­და­რი.“

აშ­კა­რაა, სამ­ზღ­ვარ­და­დე­ბუ­ლი სიგ­რ­ძე-სი­გა­ნე ადა­მი­ა­ნის აზ­რი­ა­ნო­ბი­სა ჩვე­ნის პო­ე­ტის „სუ­ლის კვე­თე­ბას“ ვერ იტევს. მას სწყურს ეს საზღ­ვა­რი ბე­დი­სა გა­არ­ღ­ვი­ოს და „ნი­ავს მის­ცეს“ თა­ვი­სი შა­ვად მღელ­ვა­რი ფიქ­რი, რომ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სივ­რ­ცე ცი­სა და ქვეყ­ნი­სა მო­ი­ა­როს... ამ სა­ხით, იგი ჰთა­კი­ლობს და­ე­მორ­ჩი­ლოს ბედს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბი­სათ­ვის საზღ­ვა­რი და­უდ­ვია, და გა­ნაგ­რ­ძობს:
„დაე მოვ­კ­ვ­დე მე უპატ­რო­ნოდ, მის­გან ოხე­რი,
ვერ შე­მა­ში­ნოს მის­მა ბას­რ­მა მო­სის­ხ­ლე მტე­რი,“

და ჰნუ­გე­შობს, რომ ეს გა­ძა­ლი­ა­ნე­ბა, ეს თავ­გან­წი­რუ­ლე­ბა, ეს „სუ­ლის კვე­თე­ბა“, ეს პირ­და­პი­რი ომი ბედ­თან ცუ­დად (ანუ უშე­დე­გოდ, ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ — მ.ბ.) ხომ მა­ინც არ ჩა­ივ­ლი­სო. ...რას გა­ურ­ბო­და? სა­ით მი­ი­ზი­დე­ბო­და? სად ემუ­და­რე­ბო­და თა­ვის მე­რანს მი­მიყ­ვა­ნეო, რო­ცა ეუბ­ნე­ბა: გაჰ­კ­ვე­თე ქა­რი, გა­ა­პე წყა­ლი, გარ­და­ი­ა­რე კლდე­ნი და ღრე­ნი? ამის პა­სუხს ვერ ვი­პო­ვით „მე­რან­ში“ ხო­ლო თუ სა­ხე­ში მი­ვი­ღებთ სხვა­დას­ხ­ვა დროს თქმულს მის მი­ერ ლექ­სებს, ცხა­დად და­ვი­ნა­ხავთ, რომ იგი მი­ურ­ბის იმ „ჭკუ­ით ურ­წ­მუ­ნო­ბას“, იმ „გუ­ლით უნ­დო­ო­ბას“, იმ „გო­ნე­ბით და ცხოვ­რე­ბით“ აღ­შ­ფო­თე­ბას და გა­ფე­თე­ბას, რო­მე­ლიც შუ­ბის წვე­რი­სა­ვით გულს და­ე­სო­ბა ხოლ­მე აზ­რ­გაღ­ვი­ძე­ბულს ადა­მი­ანს, ეჭ­ვით გულ-ღვიძ­ლამ­დე გაბ­ნე­ულს, მო­უს­ვე­ნარ და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მუ­დამ მძებ­ნელ მწყურ­ვალ გო­ნე­ბი­სა­გან... ბო­ლოს მთლად მი­ენ­დო „მე­რანს“, რად­გა­ნაც მის ჭე­ნე­ბას საზღ­ვა­რი არ აქვს: შენ გას­წიე, ნუ­რას მო­ე­რი­დე­ბი, ნურც მე შე­მიბ­რა­ლებ და­ქან­ცუ­ლო­ბი­თა, და თუ ვი­პო­ვეთ რა­საც ვე­ძებთ, ხომ კარ­გი, თუ არა და, ცუ­დად ხომ მა­ინც არ ჩა­ივ­ლის ეს გან­წი­რუ­ლის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა და გზა უვა­ლი, შენ­გან თე­ლი­ლი, მე­რა­ნო ჩე­მო, მა­ინც დარ­ჩე­ბაო.
„და ჩემს შემ­დ­გო­მად მოძ­მე­სა ჩემ­სა
სიძ­ნე­ლე გზი­სა გა­უ­ად­ვილ­დეს
და შე­უ­პოვ­რად მას ჰუ­ნე თვი­სი
შა­ვის ბე­დის წინ გა­მო­უქ­როლ­დეს.“

ეს მსუს­ხა­ვი და მწვა­ვი ქრო­ლა გო­ნე­ბი­სა, ადა­მი­ა­ნის ამ­ღ­ვ­რე­ულ გუ­ლის ქარ­ტე­ხი­ლი­სა­გან მოვ­ლე­ნი­ლი, გა­ნა საკ­მაო მი­ზე­ზი არ არის ესე­თის თავ­გან­წი­რულ სუ­ლის­კ­ვე­თე­ბი­სა და ეს სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა გა­ნა ზო­გად­კა­ცობ­რი­უ­ლი არ არის? მაშ, მა­შინ არც ბა­ი­რო­ნის დი­დე­ბუ­ლი და ზა­რი­ა­ნი ჭე­ქა-ქუ­ხი­ლი ყო­ფი­ლა ზო­გად­კა­ცობ­რი­უ­ლი?..“
სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე პო­ე­ზი­ის ილი­ა­სე­უ­ლი აღ­ქ­მა მო­ცე­მუ­ლი მის­სა­ვე წე­რილ­ში „პო­ე­ზი­ის ახალ­გაზ­რ­და მოყ­ვა­რულთ“, სა­დაც ის მი­მარ­თავს მოს­წავ­ლე­ებს: „ქარ­თუ­ლად ლექ­სად მოწყო­ბა სიტყ­ვი­სა მე­ტად ად­ვი­ლია. ...ხო­ლო ლექ­სი იმით არა ლექ­სობს, რომ სიტყ­ვე­ბის ბო­ლო­ე­ბი ერ­თ­მა­ნე­თი­სათ­ვის შე­უწყ­ვი­ათ. ლექ­სი პო­ე­ზი­ის შვი­ლია. რა არის პო­ე­ზია, ამას ვე­რა კა­ცი ვერ აგიხ­ს­ნით. ...პო­ე­ზია საგ­რ­ძ­ნო­ბე­ლია და არა საც­ნო­ბე­ლი. ჩვენ მხო­ლოდ მი­სი ზედ­მოქ­მე­დე­ბა ვი­ცით. ვი­ცით, რომ იგი გვა­სი­ა­მოვ­ნებს ჭირ­სა და ლხინ­ში­აც. ვი­ცით, რომ იგი ხა­ტე­ბაა ჩვენ­თა გრძნო­ბა­თა, გუ­ლის­თ­ქ­მა­თა, ფიქ­რ­თა, ნაღ­ველ­თა, ლხინ­თა, ერ­თის სიტყ­ვით ხი­ლულ­თა და არ ხი­ლულ­თა. ვი­ცით, რომ მის­გან მო­ხიბ­ლულს კაცს „ავიწყ­დე­ბა სა­წუთ­რო­ე­ბა“, მის მი­ერ „გა­ტა­ცე­ბუ­ლი „გუ­ლის­თ­ქ­მა კა­ცის ცი­სა იქით ეძი­ებს სად­გურს, ზე­ნა ართ სამ­ყოფთ“, რო­გორც ამ­ბობს ჩვე­ნი გა­მო­ჩე­ნი­ლი პო­ე­ტი ნ. ბა­რა­თაშ­ვი­ლი. „...პო­ე­ზია უც­ნა­უ­რი მად­ლია..ამა­საც მოვ­ლა უნ­და... ეგ ისე­თი აზი­ზი, მზე­თუ­ნა­ხა­ვი ყვა­ვი­ლია, რომ მა­ლე ჭკნე­ბა, თა­ვის სუნ­ნე­ლე­ბას ჰკარ­გავს, თუ მეც­ნი­ე­რე­ბის შუ­ქი არ ად­გია, თუ მეც­ნი­ე­რე­ბა თა­ვის უკ­ვ­და­ვე­ბის წყა­როს არ ას­ხუ­რებს და სიბ­რ­ძ­ნის ხე­ლი კი­დევ დღე­მუ­დამ არა ჰფურ­ჩ­ქ­ნის“ (გა­ვიხ­სე­ნოთ რუს­თ­ვე­ლის სიტყ­ვე­ბი: „შა­ი­რო­ბა პირ­ვე­ლად­ვე სიბ­რ­ძ­ნი­საა ერ­თი დარ­გი, საღ­მ­რ­თო საღ­მ­რ­თოდ გა­სა­გო­ნი, მსმე­ნელ­თათ­ვის დი­დი მარ­გი...“ — მ.ბ.)...„პო­ე­ზია ღვთა­ე­ბუ­რი ღო­ნეა, — გა­ნაგ­რ­ძობს ილია, — გუ­ლის სიღ­რ­მი­დან მარ­გა­ლი­ტე­ბის ამომ­ტა­ნე­ლი, მხატ­ვა­რია ცხო­ველ­მ­ყო­ფე­ლი და ხორ­ც­თ­შემ­ს­ხ­მე­ლი უს­ხე­უ­ლო აზ­რი­სა, ფიქ­რი­სა, გრძნო­ბი­სა, ერ­თი სიტყ­ვით ადა­მი­ა­ნის და მსოფ­ლი­ოს სუ­ლის მოძ­რა­ო­ბი­სა...“
მინ­და ჩე­მი (არა­პო­ე­ტის) დაკ­ვირ­ვე­ბა-მო­საზ­რე­ბა გა­ვან­დო მკითხ­ველს. კერ­ძოდ, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლექ­სის „ვპო­ვე ტა­ძა­რი“ და აკა­კი წე­რეთ­ლის ლექ­სის „აღ­მართ-აღ­მართ“ შე­სა­ხებ, რად­გან ორი­ვე შე­სუ­ლია სკო­ლის პროგ­რა­მა­ში, რო­გორც დე­მეტ­რე პირ­ვე­ლის ცნო­ბი­ლი ღვთის­მ­შობ­ლის სა­გა­ლო­ბე­ლი:
„შენ ხარ ვე­ნა­ხი, ახ­ლად აღ­ყ­ვა­ვე­ბუ­ლი,
მორ­ჩი კე­თი­ლი, ედემ­ში და­ნერ­გუ­ლი,
ალ­ვა სულ­ნე­ლი, სა­მოთხით გა­მოს­რუ­ლი,
ღმერ­თ­მან შე­გამ­კო, ვე­რა­ვინ გჯობს ქე­ბუ­ლი,
და თა­ვით თვი­სით მზე ხარ გან­ბ­რ­წყინ­ვე­ბუ­ლი.“

ლექ­ს­ში შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას აძ­ლი­ე­რებს ავ­ტო­რი­სე­უ­ლი ზე­აღ­ს­ვ­ლა მიზ­ნი­სა­კენ: მზის­კენ, რა­საც ავ­ტო­რი თან­და­თა­ნო­ბით ავ­ლენს: ყო­ვე­ლი წი­ნამ­დე­ბა­რე სიტყ­ვა  თით­ქოს მი­სი მომ­დევ­ნო სიტყ­ვის ერ­თ­გ­ვარ საყ­რ­დე­ნად იქ­ცე­ვა და კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევს ბო­ლო სა­ხე­ში — „მზე ხარ გან­ბ­რ­წყინ­ვე­ბუ­ლი“. ასე­ვე აღ­მა­ვა­ლი გან­წყო­ბით მი­დის ლექ­სი „ვპო­ვე ტა­ძა­რი“:
„ვპო­ვე ტა­ძა­რი, შე­სა­ფა­რი, უდაბ­ნოდ მდგა­რი;
მუნ ენ­თო მა­რად უქ­რო­ბე­ლი, წმი­და ლამ­პა­რი;
ან­გე­ლოს­თა­გან იკ­რო­და მუნ და­ვი­თის ქნა­რი,
და გა­ნის­მო­და ცი­ურ დას­თა გა­ლო­ბის ზა­რი!“
ეს აღ­მას­ვ­ლა გრძელ­დე­ბა ლექ­სის ზუს­ტად ნა­ხევ­რამ­დე — სიტყ­ვე­ბამ­დე: „მე­გო­ნა ვჰხე­დავ სა­სუ­ფე­ველს, აქ და­შე­ნე­ბულს“ და შემ­დეგ კი დაღ­მა­ვა­ლი გან­წყო­ბა იწყე­ბა სიტყ­ვე­ბით: „მაგ­რამ სა­წუ­თო გა­ნა ვის­მეს დიდ-ხანს ახა­რებს?“...და ასე მთავ­რ­დე­ბა:
„ვერ­ღა ამი­გო სიყ­ვა­რულ­მა კვა­ლად ტა­ძა­რი!
ვერ­სად აღ­ვან­თე დაშ­თო­მი­ლი მი­სი ლამ­პა­რი!
ეს­რეთ და­მიხ­შო უკუღ­მარ­თ­მა ნუ­გე­შის კა­რი,
და და­ვალ ობ­ლად, ისევ მწი­რი, მი­უ­სა­ფა­რი!“

თით­ქოს ყო­ვე­ლი­ვე იმე­დის მომ­ცე­მი ხილ­ვის ფარ­დად (//შე­სა­ბა­მი­სად) ეშ­ვე­ბა პო­ე­ტის აღ­მაფ­რე­ნა-სა­წუთ­როს ცვა­ლე­ბა­დო­ბის გა­მო, და მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ლექ­სი­სა დაღ­მას­ვ­ლას გვიჩ­ვე­ნებს.
მსგავ­სად შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ნა­ხოთ აკა­კი წე­რეთ­ლის ლექ­სი-მა­ჯა­მა „აღ­მართ-აღ­მართ“2 , სა­დაც ამ ზე­აღ­ს­ვ­ლის შემ­დეგ, რო­ცა პო­ე­ტი სერ­ზე შედ­გე­ბა, მზე სხი­ვებს მო­ა­ფენს, რაც ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბას უქ­მ­ნის:
„აღ­მართ-აღ­მართ მივ­დი­ო­დი მე ნე­ლა,
სერ­ზედ შევ­დექ, ჭმუნ­ვის ალი მე­ნე­ლა;
.......................................................................
გულ­მა ძგე­რა, სულ­მა შფოთ­ვა და­მიწყო,
ჩან­გ­მაც თვი­სი მე სი­მე­ბი და­მიწყო.
ხმა სი­მარ­თ­ლის შე­უ­პოვ­რად გა­ის­მა
(აწ იგი ხმა ვერ ის­მი­ნოს გა­ის­მა)
ცის მახ­ლობ­ლად ფეხ­ქ­ვეშ ვიგ­რ­ძენ მი­წა მე,
ვსთქვი: „ცხოვ­რე­ბავ, მეც ერთ კა­ცად მი­წა­მე!“

რო­ცა და­ი­ნა­ხავს სატ­რ­ფოს გან­საც­დელ­ში და, მი­უ­ხე­და­ვად პო­ე­ტის გაფ­რ­თხი­ლე­ბი­სა, „ალერ­სით მთვრალს ვერ უხი­ლავს ისა­რი“ — იწყე­ბა დაღ­მას­ვ­ლა:
„ჩე­მო თა­ვო, ვე­ღარ გკურ­ნენ წა­მა­ლით!
დაღ­მართ-დაღ­მართ და­უ­ყე­ვი, წა მა­ლით!
იქ ჩაბ­რ­ძან­დი, სად გე­ლი­ან ლო­დე­ბით,
ბა­რით, ნიჩ­ბით, კუ­ბო­თი და ლო­დე­ბით!
.................................................................
და­ი­ვიწყე, ვინც გახ­სოვ­და მა­რად, ის,
ხელ­დაკ­რე­ფით გა­ნის­ვე­ნე მა­რა­დის!“
ვფიქ­რობ, ამ ლექ­სე­ბის ასე წარ­მო­ჩე­ნა და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს ლექ­სის აღ­ქ­მა­ში, და­ა­ფიქ­რებს, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყუ­რადღე­ბას გა­უ­მახ­ვი­ლებს ლექ­სე­ბის აგე­ბუ­ლე­ბა­ზე, მათ ასეთ გა­აზ­რე­ბა­ზე.
იმე­დი მაქვს, ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, შე­ნიშ­ვ­ნე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც წიგ­ნის შემ­დ­გენ­ლე­ბის, ასე­ვე იმ უწყე­ბა­თა მი­ერ, ვი­საც ევა­ლე­ბა ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბის სწავ­ლა-აღ­ზ­რ­დის სა­კითხე­ბი.

1 ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ამ მოთხ­რო­ბის შე­სა­ვალ­ში­ვე გვამ­ც­ნობს, რომ ქარ­თ­ველ­თა უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას. რო­ცა ასეთ მსჯე­ლო­ბას ვთა­ვა­ზობთ მოს­წავ­ლე­ებს, რო­გორც ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­შია, იქ­ვე სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ლუ­არ­სა­ბი ძველ დროს შე­ნატ­რის, რად­გან ძვე­ლი დრო­ის ქარ­თ­ვე­ლი მარ­თ­ლაც და­დე­ბი­თად აღიქ­მე­ბა რო­გორც ავ­ტო­რის, ისე­ვე ლუ­არ­სა­ბის მი­ერ, ოღონდ იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ თა­ვად თათ­ქა­რი­ძეს, ავ­ტო­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, არ აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რა­ტომ.
2 უნ­და ით­ქ­ვას, რომ აკა­კის ამ ლექსს ახ­ლავს კითხ­ვე­ბი, რაც მიგ­ვა­ნიშ­ნებს მის აგე­ბუ­ლე­ბა­ზე, კერ­ძოდ: „რო­მელ სტრი­ქო­ნებ­ში აღ­წევს ლექ­სის აღ­მა­ვა­ლი ტო­ნი კულ­მი­ნა­ცი­ას?“ „რამ გა­ნა­პი­რო­ბა „დაღ­მართ სვლა?“  უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხსე­ნე­ბულ ლექ­ს­თან პა­რა­ლე­ლის შემ­ჩ­ნე­ვა და მოს­წ­ვ­ლე­ე­ბის­თ­ვის და­ნახ­ვე­ბა, მაგ­რამ ჯერ თვი­თონ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტორ­მა ლი­ტე­რა­ტო­რებ­მა უნ­და და­ი­ნა­ხონ ეს, მით უმე­ტეს, რომ ლექსს „ვპო­ვე ტა­ძა­რი“ იმა­ვე მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში ას­წავ­ლი­ან.

მაია ბარ­ნა­ვე­ლი

25-28(942)N