გამოდის 1998 წლიდან
2016-05-05
ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის არ­სე­ბი­თი და აუცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლი


ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა, ახა­ლი სქე­მით, კრე­დიტქუ­ლე­ბით შე­სა­ფა­სე­ბე­ლი  ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა, რო­მე­ლიც  გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტი­ზე­ბულ რუბ­რ­იკა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. რა ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს ეყ­რ­დ­ნო­ბა ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა და რო­გორ უნ­და წა­რი­მარ­თოს პრო­ცე­სი,  ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ირი­ნა სამ­სო­ნია.
— რას ნიშ­ნავს ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა და რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­გან? 
—  მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ  სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა არ იყო სრულ­ყო­ფი­ლი, რე­ა­ლუ­რად არ ასა­ხავ­და მას­წავ­ლებ­ლის პრაქ­ტი­კას. შე­ფა­სე­ბის ტეს­ტი­რე­ბის ფორ­მა­ტით, მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მხო­ლოდ ზო­გა­დი  ნა­წი­ლი — პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი და საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნა — ფას­დე­ბო­და, რე­ა­ლუ­რად კი სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კა­სა და პრო­ცესს მთლი­ა­ნად მოწყ­ვე­ტი­ლი იყო. ამის გა­მო აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის შეც­ვ­ლა, უნ­და წარ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, რო­გორ ახ­დენ­და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის, ცოდ­ნი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას რე­ა­ლურ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში. აი, ეს იყო ამ ცვლი­ლე­ბის მთა­ვა­რი არ­სი.
სწო­რედ ამი­ტომ შე­მო­ვი­ტა­ნეთ გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტიც, რო­გორც შე­ფა­სე­ბის არ­სე­ბი­თი და აუცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლი. გა­რე სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბის  და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, თა­ვის­თა­ვად, გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ში­და დაკ­ვირ­ვე­ბის­გან. მი­სი მი­ზა­ნია გან­საზღ­ვ­როს: რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრაქ­ტი­კა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ წა­მო­ყე­ნე­ბულ მოთხოვ­ნებს, ატა­რებს თუ არა იგი კარგ გაკ­ვე­თილს, რო­გორ იყე­ნებს ცოდ­ნა­სა და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ატა­რებს და მას უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სტა­ტუ­სით გან­საზღ­ვ­რულ ვა­და­ში, ერ­თხელ გა­ივ­ლის სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად კი მან და­მა­ტე­ბით კი­დევ ერ­თხელ უნ­და გა­ი­ა­როს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა.
მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თილს საკ­ლა­სო ოთახ­ში ატა­რებს, რო­მელ­შიც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ვი­დე­ო­კა­მე­რა. ამ გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მას წი­ნას­წარ აწ­ვ­დის შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს; გაკ­ვე­თი­ლის შერ­ჩე­ვა­ში მას­წავ­ლე­ბელს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ენი­ჭე­ბა, ანუ ის თა­ვად იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რო­მელ გაკ­ვე­თილს ატ­ვირ­თავს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში. ვი­დე­ო­გაკ­ვე­თილს წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი და გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი —  საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი — შე­ა­ფა­სე­ბენ.
რაც შე­ე­ხე­ბა ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბას, გა­რე სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მი­სი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მას­წავ­ლე­ბელს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის ძი­რი­თა­დი ფუნ­ქ­ცია არ არის მას­წავ­ლე­ბ­ლის გან­ს­ჯა, უმ­თავ­რე­სია, ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბის გზით, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და  ზო­გა­დად სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა. სკო­ლა, რო­გორც ინ­ს­ტი­ტუ­ცია, პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ხდე­ბა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე —  რა მოთხოვ­ნე­ბი აქვს მას სა­კუ­თა­რი პე­და­გო­გე­ბის მი­მართ, რამ­დე­ნად მა­ღა­ლია მი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და რამ­დე­ნად უწყობს ხელს პე­და­გოგს პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში.
ში­და დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში ერ­თ­მა­ნეთს შერ­წყ­მუ­ლია ორი თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­ზა­ნი — მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და მი­სი შე­ფა­სე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა კრე­დიტ­ქუ­ლებ­ში და რაც გან­საზღ­ვ­რავს მის კა­რი­ე­რულ ზრდას — პე­და­გო­გი ან ინარ­ჩუ­ნებს არ­სე­ბულ სტა­ტუსს ან შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­დის.
ამი­ტომ, ვიტყო­დი, რომ  ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და არა­ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი რუბ­რი­კით შე­ფას­დე­ბი­ან, ძი­რი­თა­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მა­ინც სკო­ლა­ზე გა­და­დის, რად­გან სკო­ლა გეგ­მავს და იყე­ნებს ამ სტან­დარ­ტი­ზე­ბულ რუბ­რი­კას  და სრუ­ლად მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად მოქ­ნი­ლად და ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს იგი ამ ინ­ს­ტ­რუ­მენტს. 

— რო­გორ უნ­და შე­ფას­დეს ერ­თი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი? 
— მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, წლის და­საწყის­ში ად­გენს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის გრა­ფიკს, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლებ­თან ათან­ხ­მებს. ცხა­დია, მას­წავ­ლე­ბელს აქვს უფ­ლე­ბა ამ გან­რიგ­ში ცლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნოს. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი სა­კუ­თა­რი კო­ლე­გის მი­მართ არ არის ჩა­საფ­რე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ში, არც მო­უ­ლოდ­ნე­ლად აცხ­რე­ბა თავს გაკ­ვე­თილ­ზე, ამ­დე­ნად  მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტი მთლი­ა­ნად მოხ­ს­ნი­ლია. შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა მხო­ლოდ გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბით, იგი მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე ეტაპს. ყვე­ლა ეტა­პი და ნა­ბი­ჯი ურ­თი­ერ­თ­შე­თან­ხ­მე­ბუ­ლია.
მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­სა­ფა­სე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის თე­მა­სა და ტიპს, რა თქმა უნ­და,  თვი­თონ შე­არ­ჩევს, და­გეგ­მავს და ჩა­ტა­რე­ბამ­დე ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­რუდ­გენს შე­ფა­სე­ბის ჯგუფს. ამ მოკ­ლე შეხ­ვედ­რას გა­სა­უბ­რე­ბის ფორ­მა აქვს, რო­მე­ლიც გაკ­ვე­თი­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გან­ხილ­ვას ეთ­მო­ბა.  ეს სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­როა იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მზად იყ­ვ­ნენ და მათ­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იყოს გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბა — კარ­გად და­ი­ნა­ხონ, რა შეძ­ლო ან რა ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა, რა­ტომ გა­და­უხ­ვია გეგ­მი­დან და ა.შ. ეს ეხ­მა­რე­ბა შემ­ფა­სებ­ლებს  გაკ­ვე­თი­ლის სრულ­ფა­სოვ­ნად აღ­ქ­მა­სა და ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ფა­სე­ბა­ში. ამ შეხ­ვედ­რის შე­დე­გა­დ ხდე­ბა შე­თან­ხ­მე­ბა. შე­საძ­ლოა, შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­მა მას­წავ­ლე­ბელს შე­ნიშ­ვ­ნე­ბიც მის­ცეს, მაგ., ურ­ჩი­ოს, შეც­ვა­ლოს გაკ­ვე­თი­ლის თე­მა ან კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნოს სა­გაკ­ვე­თი­ლო გეგ­მა­ში, უფ­რო დახ­ვე­წოს იგი და ა.შ. შე­სა­ფა­სე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა სა­ბო­ლოო სა­ხით ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში იტ­ვირ­თე­ბა.
ამის შემ­დეგ გაკ­ვე­თილს ეს­წ­რე­ბა შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ 3 წევ­რი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.
ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლია ისიც, რომ გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ერ­თი კვი­რის ვა­და­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი ავ­სებს თვით­რეფ­ლექ­სი­ის კითხ­ვარს, რომ­ლის მო­დელს ჩვენ შევ­თა­ვა­ზებთ. თვით­რეფ­ლექ­სია სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს, თა­ვად გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს სა­კუ­თა­რი გაკ­ვე­თი­ლი და გა­მო­ი­ტა­ნოს სა­თა­ნა­დო დას­კ­ვ­ნე­ბი — რი­თია კმა­ყო­ფი­ლი, რა არ მო­ე­წო­ნა, რა შეძ­ლო, რას ვერ გა­არ­თ­ვა თა­ვი, რას გა­მო­ას­წო­რებ­და და ა.შ. ეს  ში­და დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლია. თვით­რეფ­ლექ­სი­ის ფორ­მაც იტ­ვირ­თე­ბა ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში.
გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რის შემ­დეგ, ინიშ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა, რომ­ლის მი­ზა­ნია, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლის თვით­რეფ­ლექ­სი­ის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­ჯე­რე­ბა, გან­ხილ­ვა და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მი­წო­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს შეხ­ვედ­რა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გა­რე­მო­ში წა­რი­მარ­თოს და კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლ ხა­სი­ა­თს ატარებდეს. სწო­რედ ამი­ტომ, მას­წავ­ლებ­ლი­სა და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის ურ­თი­ერ­თო­ბა ისეა და­გეგ­მი­ლი, რომ მათ შო­რის ყო­ველ ეტაპ­ზე შედ­გეს კო­მუ­ნი­კა­ცია, შე­ეძ­ლოთ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რი, მსჯე­ლო­ბა, პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ჯე­რე­ბა.
შეხ­ვედ­რა­ზე შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი მას­წავ­ლე­ბელს გან­მა­ვი­თა­რე­ბულ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევს. თუ მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა, მას 2 კრე­დიტ­ქუ­ლა მი­ე­ნი­ჭე­ბა.

—  თუ მას­წავ­ლებ­ლის მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტებე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რა ხდე­ბა ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში? რამ­დენ­ჯერ ან დრო­ის რა შუ­ა­ლედ­ში შე­უძ­ლია თა­ვი­დან სცა­დოს? 
— თუ მას­წავ­ლებ­ლის გაკ­ვე­თი­ლი და­დე­ბი­თად არ შე­ფას­და, მა­შინ ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი ირ­თ­ვე­ბა. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი მას აწ­ვ­დის დე­ტა­ლურ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას და მი­უ­თი­თებს გაკ­ვე­თი­ლის ხარ­ვე­ზებ­ზე, რა ძი­რი­თა­დი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოთხოვ­ნე­ბი და­ირ­ღ­ვა და რა ვერ შეს­რულ­და სა­თა­ნა­დოდ. ამის შემ­დეგ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი მას­წავ­ლე­ბელ­თან კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად მუ­შა­ობს. მას ეძ­ლე­ვა შან­სი, და­ახ­ლო­ე­ბით სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­მე­ო­რე­ბით გა­ი­ა­როს ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა. შემ­დეგ მცდე­ლო­ბა­ზე გა­მომ­ჟ­ღავ­ნ­დე­ბა, იმუ­შა­ვა თუ არა სა­კუ­თარ თავ­ზე მას­წავ­ლე­ბელ­მა და გა­მო­ას­წო­რა თუ არა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი. რე­ა­ლუ­რად, ფას­დე­ბა პროგ­რე­სი. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღ­ვე­ვაა გაკ­ვე­თი­ლის მი­ზან­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს შო­რის შე­უ­სა­ბა­მო­ბა — აც­დე­ნა იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზია, რომ ცხა­დია, ამ დროს მას­წავ­ლე­ბე­ლი კრე­დიტ­ქუ­ლას არ იმ­სა­ხუ­რებს. მი­ღე­ბუ­ლი გა­ნ­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თუ მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ შეძ­ლო ამ პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რა და შემ­დეგ მცდე­ლო­ბა­ზეც იმა­ვე ტი­პის ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოვ­ლინ­და მის გაკ­ვე­თილ­ზე, შე­ფა­სე­ბის ჯგუფს, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­უძ­ლია, არ მი­ა­ნი­ჭოს მას კრე­დიტ­ქუ­ლა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩა­ით­ვ­ლე­ბა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ გა­ი­ა­რა ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა.

— ში­და დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კა უფ­რო მე­ტად რო­მელ კომ­პო­ნენტს უმოწ­მებს მას­წავ­ლე­ბელს — რას ას­წავ­ლის თუ რო­გორ ას­წავ­ლის?
— ცხა­დია, რუბ­რი­კით საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბიც მოწ­მ­დე­ბა, კრი­ტე­რი­უ­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ერთ-ერ­თი სწო­რედ საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ციაა. ამი­ტო­მაც არის შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­ში საგ­ნობ­რი­ვი კა­თედ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. თუმ­ცა, ძნე­ლია ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იმის თქმა, თუ რა იქ­ნე­ბა დო­მი­ნან­ტი — მე­თო­დი­კის თუ საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა, ეს სკო­ლის გა­და­საწყ­ვე­ტია და საგ­ნობ­რივ ხარ­ვე­ზებ­საც გა­აჩ­ნია. ჩე­მი აზ­რით, უმ­თავ­რე­სი მა­ინც ისაა, თუ რო­გორ ას­წავ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს, რო­გორ იყე­ნებს პრაქ­ტი­კა­ში თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას.

—  რე­ა­ლუ­რად რო­დის და­იწყე­ბა ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა?
— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტი­ზე­ბულ რუბ­რ­იკა­ზე მუ­შა­ობს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი. ჩვენც ში­და დაკ­ვირ­ვე­ბი­სას სწო­რედ ამ რუბ­რი­კას უნ­და და­ვეყ­რ­დ­ნოთ. სა­ვა­რა­უ­დოდ, რუბ­რი­კის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტი  მა­ი­სის ბო­ლოს გვექ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სის დაწყე­ბა. რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი  ამ რუბ­რი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბაა.  წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­ცე­სი დრო­უ­ლად ვერ და­იწყე­ბა და მას­წავ­ლე­ბელ­თა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ლე­გი­ტი­მუ­რი იქ­ნე­ბა. 

—  შე­იც­ვ­ლე­ბა თუ არა რა­მე ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბის თქვენ მი­ერ აღ­წე­რილ პრო­ცეს­ში პი­ლო­ტი­რე­ბის შემ­დეგ?
—  მსოფ­ლიო ბან­კის ერთ-ერ­თი მა­ღა­ლი დო­ნის ექ­ს­პერ­ტ­თან, მარკ ატ­კინ­სონ­თან ერ­თად გა­ვი­ა­რეთ ყვე­ლა დე­ტა­ლი. შემ­დეგ, ამ შეხ­ვედ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გავ­წე­რეთ მთე­ლი პრო­ცე­დუ­რა. სხვა­თა შო­რის, დი­რექ­ტო­რებ­საც წარ­ვუდ­გი­ნეთ გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­გორც ვერ­სია. შემ­დეგ გზამ­კ­ვ­ლევ­შიც ავ­სა­ხეთ. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ ფორ­მა­ზე არა­ვის მხრი­დან არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა არ შეგ­ვ­ხ­ვედ­რია, მათ შო­რის არც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­გან.
შე­საძ­ლოა, ვინ­მეს რთუ­ლად მო­ეჩ­ვე­ნოს ჩემ მი­ერ აღ­წე­რი­ლი ში­და დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სი, მაგ­რამ მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ ავირ­ჩი­ეთ ეს გზა ის არის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და ურ­თი­ერ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრინ­ციპ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და, რაც მთა­ვა­რია,  პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი მიგ­ვე­ღო. არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა არ უნ­და შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­დეს მხო­ლოდ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის გაკ­ვე­თილ­ზე შეს­ვ­ლით და შემ­დეგ კრე­დიტქუ­ლის მი­ნი­ჭე­ბით.

— და­ბო­ლოს, ვის­თ­ვი­საა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა და რამ­დე­ნი კრე­დიტ-ქუ­ლით ფას­დე­ბა?
— ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ასე­ვე უფ­რო­სი  მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის რო­გორც სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ისე შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად. თი­თო სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა 2 კრე­დიტქუ­ლით ფას­დე­ბა. პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მი­საღ­წე­ვად აუცი­ლე­ბე­ლია 2 ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლა. უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლის სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ში­და და­კვი­რ­ვე­ბით, 4 კრე­დიტქუ­ლის დაგ­რო­ვე­ბააა სა­ჭი­რო, ხო­ლო წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად — კი­დევ ერ­თი ში­და­ სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, უფ­როს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, სხვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­თან ერ­თად,  4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 3 ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვი­რე­ბა უნ­და გა­ი­ა­როს, რი­თაც 6 კრე­დიტქუ­ლას მო­ი­პო­ვებს.

ესა­ბუ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N