გამოდის 1998 წლიდან
2016-05-05
სო­ფელ­ში სულ სხვა „გე­მო“ აქვს მას­წავ­ლებ­ლო­ბას


რუბრიკის სტუმარია ირ­მა ჯა­ში­აშ­ვი­ლი,
თე­ლა­ვის მუნიციპალიტეტის ვარ­დი­სუბ­ნის
სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და
ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

— ირ­ლან­დი­ე­ლი დრა­მა­ტურ­გის, ბერ­ნარდ შო­უს მო­საზ­რე­ბა: „ვი­საც საქ­მის კე­თე­ბა შე­უძ­ლია, აკე­თებს, ვი­საც არა, ას­წავ­ლის!“ — ერ­თი მხრივ, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის არა­პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, მე­ო­რე მხრივ კი, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა ნაკ­ლე­ბო­ბა ამ­ყა­რებს ხსე­ნე­ბულ მითს. მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის არც ისე ბევ­რია. რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი?
— ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ბერ­ნარდ შო­უს ვერ და­ვე­თან­ხ­მე­ბი, ვი­საც საქ­მის კე­თე­ბა შე­უძ­ლია, მა­საც ჰყავ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, აუცი­ლებ­ლად. ბო­ლოს და ბო­ლოს, ცხოვ­რე­ბა სულ გვას­წავ­ლის და მას­წავ­ლებ­ლის როლ­ში გვევ­ლი­ნე­ბა.
ვფიქ­რობ, და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ამ პრო­ფე­სი­ის ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რო­ბა­ში. თუმც, და­იწყო კარ­გი ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც, იმე­დია, ცო­ტა ხან­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შეც­ვ­ლის და ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ამ პრო­ფე­სი­ით.
მას­წავ­ლებ­ლე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, დე­და დღემ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლია. მა­მა ის­ტო­რი­კო­სია, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით დი­დი ხა­ნია არ უმუ­შა­ვია. ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, ბავ­შ­ვო­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. თე­ლა­ვის უნი­ვერ­ს­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი არ იყო და ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მე­რე ჟურ­ნა­ლის­ტო­ბის სურ­ვილ­მაც „გა­მი­ა­რა“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა თბი­ლის­ში, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვამ­თავ­რე. სკო­ლა­შიც დრო­ე­ბით და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა და რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე — დავ­რ­ჩი. აი, მსა­ხი­ო­ბე­ბის­გან გა­მი­გია ასე­თი გა­მოთ­ქ­მა, სცე­ნის მტვე­რი თუ ჩაყ­ლა­პაო, ასეა მას­წავ­ლებ­ლო­ბაც. ყო­ველ­დღი­უ­რად ვპო­უ­ლობ სა­კუ­თარ თავ­ში იმ ძა­ფებს, რაც მა­ი­ძუ­ლებს მიყ­ვარ­დეს ეს პრო­ფე­სია.
— და­მე­თან­ხ­მე­ბით, ალ­ბათ, რომ მხო­ლოდ საგ­ნის ცოდ­ნა ეფექ­ტურ სწავ­ლე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს. მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა და მო­ტი­ვი­რე­ბა, მათ­ში ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გაღ­ვი­ძე­ბა, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში თა­ნაბ­რად ჩარ­თ­ვა, ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბა... ის უნარ-ჩვე­ვე­ბია, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ გარ­კ­ვე­უ­ლი მომ­ზა­დე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელს აქვს. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია მუდ­მივ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, ლი­ცენ­ზი­ის, მას­წავ­ლებ­ლის სერ­ტი­ფი­კა­ტის რე­გუ­ლა­რულ გა­ნახ­ლე­ბა­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის ცოდ­ნას მო­ითხოვს. რამ­დე­ნად ახერ­ხებთ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას?
— სულ ძი­ე­ბა­ში ვარ და სულ უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­კუ­თა­რი თა­ვით. ისე­თი თა­ო­ბა მო­დის, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფლო­ბა და წვდო­მა კარ­გად შე­უძ­ლი­ათ, მას­წავ­ლე­ბელ­მა თუ გა­მოწ­ვე­ვებს და სი­ახ­ლე­ებს ფე­ხი არ აუწყო, და­კარ­გავს ყვე­ლა­ზე მთა­ვარს — მოს­წავ­ლის ნდო­ბას და პა­ტი­ვის­ცე­მას.
ვარ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, რაც, და­მე­თან­ხ­მე­ბით, დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მა­კის­რებს. პრო­ფე­სი­ა­ში მუ­დამ წინ უნ­და იყუ­რე­ბო­დე, დროს არ უნ­და ჩა­მორ­ჩე.
— რამ­დე­ნად გრჩე­ბათ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და რო­გორ იყე­ნებთ მას?
— თუ კარ­გად გა­და­ვა­ნა­წი­ლებ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ყო­ველ­თ­ვის მრჩე­ბა. იმ­დე­ნი სი­ახ­ლეა პრო­ფე­სი­უ­ლი კუთხით, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ვკითხუ­ლობ სტა­ტი­ებს, ვეც­ნო­ბი სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­მუ­შევ­რებს და წე­რი­ლებს. ახა­ლი ჰო­ბიც მაქვს — მიყ­ვარს ფე­ხით სე­ირ­ნო­ბა და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა.
— არა­ერ­თი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოჩ­ნ­და, რომ მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბა­ზე, აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­სა და სა­სი­ცოცხ­ლო უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას. ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ენი­ჭე­ბა პე­და­გოგს. რო­გორ ფიქ­რობთ, მას­წავ­ლებ­ლის­გან მე­ტის­მეტ­საც ხომ არ ელის სა­ზო­გა­დო­ე­ბა?
— მას­წავ­ლე­ბელს დი­დი გავ­ლე­ნა აქვს მოს­წავ­ლე­ზე, თუმც მშობ­ლის რო­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ეს ერ­თ­გ­ვა­რად მი­სა­ბა­ძია მოს­წავ­ლე­თათ­ვის. მას­წავ­ლებ­ლის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბიც დიდ როლს თა­მა­შობს. კარგ პე­და­გოგს უდი­დე­სი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია მოს­წავ­ლის პი­როვ­ნულ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მე მყავ­და ასე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი და სულ მგო­ნია, რომ თუ რამ კარ­გია ჩემ­ში, მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.
— თქვენ მი­ერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მოს­წავ­ლის წე­რილს დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. და­მე­თან­ხ­მე­ბით ალ­ბათ, არა­მო­ტი­ვი­რე­ბულ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოთ­მი­ნე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რის გა­მო­ჩე­ნა. ამის­თ­ვის მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, საგ­ნის ცოდ­ნა საკ­მა­რი­სი არ არის. „სო­ფელ­ში სულ სხვა „გე­მო“ აქვს მას­წავ­ლებ­ლო­ბას“ — ამ­ბობთ თქვენ. რას გუ­ლის­ხ­მობთ?
— სოფ­ლის სკო­ლა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ძა­ლი­ან გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა. ამ დროს ხვდე­ბი, გაკ­ვე­თი­ლის გარ­და, კი­დევ არის რა­ღაც ძა­ლი­ან სა­თუ­თი მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. სო­ფელ­ში მას­წავ­ლებ­ლო­ბის „გე­მოს“ შეგ­რ­ძ­ნე­ბაც ნელ-ნე­ლა მო­ვი­და. ეს „გე­მო“ ძა­ლი­ან ტკბი­ლი და მშობ­ლი­უ­რი აღ­მოჩ­ნ­და ჩემ­თ­ვის. ამ წე­რილს და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც და კრი­ტი­კაც მოჰ­ყ­ვა, გულ­წ­რ­ფე­ლად გა­მა­ო­ცა ამ კრი­ტი­კამ. მწერ­დ­ნენ, რომ გა­მემ­ხი­ლა ბავ­შ­ვის ვი­ნა­ო­ბა. ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ ბავშვს არ უნ­და უწევ­დეს მი­სი ასა­კის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ესაა ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა. სამ­წუ­ხა­როა, თუ ჩე­მი მოს­წავ­ლის წე­რი­ლით გა­ი­გო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ სოფ­ლად ბავ­შ­ვებს ბევ­რი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა უწევთ. ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სწო­რად და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლი, თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, ყვე­ლა მოს­წავ­ლე­ში აღ­ვი­ძებს მო­ტი­ვა­ცი­ას. არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე არ არ­სე­ბობს, მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლას მო­უ­ძებ­ნის გა­სა­ღებს, თუ  შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მი­უდ­გე­ბა. მე მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან ამოვ­დი­ვარ და ეს ყო­ველ­თ­ვის ამარ­თ­ლებს.
— ყვე­ლა­ზე ხში­რად რას ასა­ხე­ლე­ბენ არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­ზე­ზად?
— ბავ­შ­ვე­ბი ათას მი­ზეზს იგო­ნე­ბენ და ლა­მა­ზად ფუ­თა­ვენ სი­ზარ­მა­ცეს. ჩემ­მა პრაქ­ტი­კამ და­მარ­წ­მუ­ნა, რომ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი, მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე მო­ტი­ვი­რე­ბულ მოს­წავ­ლედ ყა­ლიბ­დე­ბა. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, ეს მას­წავ­ლებ­ლის დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს.
— ეთან­ხ­მე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია და­უ­ფა­სე­ბე­ლი და ძალ­ზე შრო­მა­ტე­ვა­დია?
— თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი იხარ­ჯე­ბა თა­ვის საქ­მე­ში, ამა­ზე დი­დი შრო­მა არ არ­სე­ბობს. აუცი­ლე­ბე­ლია, სა­ხელ­მ­წი­ფო აღი­ა­რებ­დეს და აფა­სებ­დეს პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ას, რაც სა­თა­ნა­დო ანაზღა­უ­რე­ბი­თაც უნ­და გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­დეს. დღეს ჩვე­ნი პრო­ფე­სია არაა პრეს­ტი­ჟუ­ლი. ვფიქ­რობ, პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, ამ პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც უნ­და იზ­რუ­ნოს, რად­გან მას­წავ­ლე­ბე­ლი ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ თა­ო­ბას ზრდის. ყვე­ლა­ფე­რი კი აქე­დან იწყე­ბა.
— „ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, რაც მას­წავ­ლე­ბელს, რო­გორც აღ­მ­ზ­რ­დელს, მო­ე­პო­ვე­ბა, ესაა ავ­ტო­რი­ტე­ტი, რო­მელ­საც იგი მუ­დამ თვა­ლის­ჩი­ნი­ვით უნ­და უფ­რ­თხილ­დე­ბო­დეს“. რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ი­პო­ვო და შე­ი­ნარ­ჩუ­ნო?
— პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­თან ერ­თად, დიდ როლს თა­მა­შობს მას­წავ­ლებ­ლის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი. ბავ­შ­ვი შენ­ში მე­გო­ბარს, გულ­შე­მატ­კი­ვარს უნ­და ხე­დავ­დეს. ავ­ტო­რი­ტეტს რამ­დე­ნი­მე თვი­სე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ქმნის: უნ­და გიყ­ვარ­დეს სა­გა­ნი, გიყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი, გქონ­დეს ემ­პა­თი­ის უნა­რი, გრძნობ­დე მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებს. მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ძლი­ერ გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შ­ვის პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე. ვფიქ­რობ, ხხჳ სა­უ­კუ­ნის მას­წავ­ლე­ბელს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს. ფაქ­ტია, ამ თა­ო­ბამ გაგ­ვას­წ­რო, სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბენ, სხვა­ნა­ი­რად ლა­ღე­ბი არი­ან. წი­ნა თა­ო­ბას ყო­ველ­თ­ვის ახა­სი­ა­თებს ახა­ლი თა­ო­ბის კრი­ტი­კა, კრი­ტი­კის ნაც­ვ­ლად, მა­თი მოს­მე­ნა და გა­გე­ბა უნ­და შევ­ძ­ლოთ.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N