გამოდის 1998 წლიდან
2016-05-05
ლი­ბე­რა­ლურ პრინ­ცი­პებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი


ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

21 აპ­რილს ბაქ­ს­ვუ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა — თბი­ლი­სი და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი ლი­ტე­რა­ტო­რებს, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტებს, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მოც­დ­ნე­ებს მას­პინ­ძ­ლობ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს სკო­ლა უკ­ვე 15 წე­ლია ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სკო­ლად ით­ვ­ლე­ბა, მის შე­სა­ხებ თით­ქ­მის არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ამი­ტო­მაც მი­იქ­ცია ყუ­რადღე­ბა პრეს­რე­ლი­ზის ერ­თ­მა ფრა­ზამ „...ჩვე­ნი მი­ზა­ნია, უშუ­ა­ლოდ ცოცხალ­მა პრო­ცეს­მა — „დი­ა­ლოგ­მა“ წარ­მო­ა­ჩი­ნოს ახა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სას­წავ­ლო სივ­რ­ცე­ში“. შეხ­ვედ­რის თე­მაც ასე­თი იყო „სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სი­ახ­ლე და ექ­ს­პე­რი­მენ­ტა­ლიზ­მი ბაქ­ს­ვუდ­ში“.
სკო­ლის აკა­დე­მი­უ­რი დი­რექ­ტო­რი არ­ჩილ სუმ­ბა­ძე ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბობს: „ეს არის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, რო­მე­ლიც დამ­ყა­რე­ბუ­ლია ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პებ­ზე და ით­ვა­ლის­წი­ნებს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის სწავ­ლე­ბას დი­ა­ლო­გუ­რი ფორ­მით. მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად ირ­ჩე­ვენ და კითხუ­ლო­ბენ კონ­კ­რე­ტულ ტექ­ს­ტებს (არამ­ხო­ლოდ საპ­როგ­რა­მოს), ირ­ჩე­ვენ, მა­თი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ად­გი­ლებს, ეძე­ბენ პა­რა­ლე­ლებს ქარ­თულ და უცხო ქვეყ­ნე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ასე­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში. ამის შემ­დეგ იწყე­ბა შერ­ჩე­უ­ლი ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზი — მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მოთ­ქ­ვა­მენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს და ამ­გ­ვა­რად, დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში, სა­უბ­რო­ბენ ტექ­ს­ტის ირ­გ­ვ­ლივ. ის, რაც დღეს აქ მოხ­და, სწო­რედ ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ციპ­ზე აგე­ბუ­ლი სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლია და მი­სი ამ ფორ­მა­ტით ჩა­ტა­რე­ბის იდეა ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელს, ნი­კო­ლოზ ჩუ­ბი­ნი­ძეს ეკუთ­ვ­ნის“.
იმ დღეს კი მოხ­და ის, რომ ჳხ-ხ კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა: (ვა­ჟა კლდი­აშ­ვი­ლი, ლი­ზა ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი, ლუ­კა ზვი­ა­და­ძე, ან­ზორ გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი, ანა ობო­ლაშ­ვი­ლი, ელე­ნე შო­ნია, მა­რი­ამ ფრუ­ი­ძე და სხვ.), მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს 6 სხვა­დას­ხ­ვა ავ­ტო­რის (ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი) ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან, მა­თი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ნა­რი­დე­ბი შეს­თა­ვა­ზა გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად.

***
„სჯობს მცი­რე ხნით მა­ინც მო­ევ­ლი­ნო ცხოვ­რე­ბას და შე­იგ­რ­ძ­ნო მი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა, ვიდ­რე სა­ერ­თოდ არ მოხ­ვი­დე ამ­ქ­ვეყ­ნად. მარ­თა­ლია, ცხოვ­რე­ბა ბევრ ტკი­ვილს მოგ­ვა­ყე­ნებს და სიმ­წა­რე­საც გან­გ­ვაც­დე­ვი­ნებს, მაგ­რამ ტკი­ვი­ლი­სა და მარ­ტო­ო­ბის გა­რე­შე, ალ­ბათ ადა­მი­ა­ნუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და და­ფა­სე­ბაც გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. სიყ­ვა­რუ­ლი ის გან­ც­დაა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ დე­და­მი­წა­ზე ყოფ­ნით შე­იგ­რ­ძ­ნობს და მას პი­როვ­ნუ­ლი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვა­შიც და­ეხ­მა­რე­ბა.“
„ფორ­თოხ­ლის გო­გო­ნა“, იუს­ტა­ინ გორ­დე­რი

„გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბის ხვედ­რი აუცი­ლებ­ლად კრი­ტი­კა და გა­რი­ყუ­ლო­ბაა. ყვე­ლა, ვინც წყდე­ბა ჯაჭვს, რო­მელ­საც ის ეკუთ­ვ­ნის და იწყებს ახ­ლის ქსო­ვას, ყო­ველ­გ­ვა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და შეზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი ხდე­ბა. დოგ­მე­ბის დამ­ც­ვე­ლი ბრბო გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ა­ნებს გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს და ყალ­ბი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ფერს თმო­ბენ, იჩაგ­რე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მის დროს, თუმ­ცა მა­თი მოღ­ვა­წე­ო­ბა უკ­ვა­ლოდ არა­სო­დეს იკარ­გე­ბა. მა­თი ცხოვ­რე­ბა აფიქ­რებს თა­ო­ბებს და ბო­ლოს არ­წ­მუ­ნებს იმა­შიც, რომ „ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი კა­ნო­ნი ისაა, რო­მელ­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მივ­ყა­ვართ.“
თო­ლია ჯო­ნა­თან ლი­ვინ­გ­ს­ტო­ნი“, რი­ჩარდ ბა­ხი

„ში­ში ადა­მი­ა­ნუ­რი ფე­ნო­მე­ნია. ჩვენ ში­შის დაძ­ლე­ვით ვხდე­ბით პი­როვ­ნე­ბე­ბი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სიკ­ვი­დი­ლის ში­ში ამოძ­რა­ვებს მთლი­ა­ნო­ბა­ში ცხოვ­რე­ბას, ადა­მი­ა­ნი კი უნ­და ეცა­დოს, რომ ყო­ვე­ლი თა­ვი­სი ქმე­დე­ბა და­უქ­ვემ­დე­ბა­როს მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლის პრინ­ციპს. რო­ცა პა­ტივს სცემ სა­კუ­თარ თავს და ნა­პოვ­ნი გაქვს ში­ნა­გა­ნი ძა­ლა ცხოვ­რე­ბას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბი­სა, ნაკ­ლე­ბად შე­ეც­დე­ბი სხვე­ბის ში­შით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას.“
„ან­ტო­ნიო და და­ვი­თი“, ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძე

„ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა ან­გა­რე­ბას ეფუძ­ნე­ბო­დეს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ ურ­თი­ერ­თო­ბას მე­გობ­რო­ბა ერ­ქ­ვას.“
„თორ­მე­ტი სკა­მი“, ილ­ფი და პეტ­რო­ვი


***
ამო­ნა­რი­დე­ბი ნამ­დ­ვი­ლად იძ­ლე­ო­და სა­ფუძ­ველს გან­ს­ჯი­სა და კა­მა­თი­სათ­ვის რო­გორც ლი­ტე­რა­ტო­რის­თ­ვის, ისე გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნის­თ­ვის. ასეც მოხ­და, უდა­ვოდ სა­ინ­ტე­რე­სო იყო მა­თი პა­სუ­ხე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი ყვე­ლა იმ კითხ­ვა­ზე, რა­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი ამო­ნა­რი­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სვამ­დ­ნენ. ისა­უბ­რეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, ში­შით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­ზე და სი­კე­თე­ზე, ეგ­ვიპ­ტუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის როლ­ზე ადა­მი­ან­ში აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში. გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი სი­მონ ჯა­ნა­შია გაკ­ვე­თი­ლის ფორ­მას ჩა­უღ­რ­მავ­და და შე­ე­ცა­და აეხ­ს­ნა, რა­ტომ არ არის „დი­ა­ლო­გი“ ის, რაც იქ ხდე­ბო­და, თუმ­ცა ვერც მოს­წავ­ლე­ე­ბი და ვერც უფ­რო­სე­ბი, პრინ­ციპ­ში, ვერ და­ი­თან­ხ­მა. ზო­გა­დად, შე­სამ­ჩ­ნე­ვი იყო მოს­წავ­ლე­თა მხრი­დან ინერ­ტუ­ლო­ბა, ალ­ბათ, მო­რი­დე­ბუ­ლო­ბის გა­მოც, ერ­თი-ორი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და. „ჯო­ნა­თა­ნი უნი­კა­ლუ­რი, ძლი­ე­რი „პი­როვ­ნე­ბაა“. რო­ცა დაფ­რი­ნავ, ჩა­მო­ვარ­დე­ბი და ფრთას მო­ი­ტე­ხავ, მოვ­ლენ შე­ნი მშობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, მო­გე­ფე­რე­ბი­ან და გა­გამ­ხ­ნე­ვე­ბენ, შენც ად­ვი­ლად ახერ­ხებ წა­მოდ­გო­მას, მაგ­რამ, რო­ცა პი­რი­ქით ხდე­ბა — დაგ­ცი­ნი­ან იმის­თ­ვის, რომ ჩა­მო­ვარ­დი და და­ე­ცი — ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამი­ტომ ჯო­ნა­თა­ნი, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რის გა­მო, ჩემ­თ­ვის გმი­რია და მი­მაჩ­ნია, რომ ეს ნა­წარ­მო­ე­ბი უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს სკო­ლა­ში“ — ეს აზ­რი მოს­წავ­ლეს ეკუთ­ვ­ნის.
შეხ­ვედ­რა 2 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რ­ძელ­და. სტუმ­რე­ბიც და­ი­ღალ­ნენ და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­პინ­ძ­ლე­ბიც, ამი­ტო­მაც შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, რომ სა­მო­მავ­ლოდ სჯობს ერ­თი თე­მა ან ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბი, თუნ­დაც რო­მე­ლი­მე პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა, აირ­ჩი­ონ და სიღ­რ­მი­სე­უ­ლად იმ­ს­ჯე­ლონ მის შე­სა­ხებ, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე­ზე — ზე­და­პი­რუ­ლად.
ბო­ლოს ქარ­თუ­ლის პე­და­გოგ­მა ნი­კო­ლოზ ჩუ­ბი­ნი­ძემ მი­მარ­თა შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს: „მე დი­ა­ლო­გის, რო­გორც სა­გაკ­ვე­თი­ლო ფორ­მის, მომ­ხ­რე ვარ. მი­სი მი­ზა­ნია, გა­ვარ­კ­ვი­ოთ რამ­დე­ნად გეს­მით ერ­თ­მა­ნე­თის. გა­გე­ბა ხში­რა­დაა პრობ­ლე­მა, მით უმე­ტეს რთუ­ლია ეს, რო­ცა საქ­მე გვაქვს პოს­ტ­საბ­ჭო­თა თა­ო­ბას­თან. ჩე­მი აზ­რით მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მოთ­ქ­ვეს კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ჯობ­და ერთ კონ­კ­რე­ტულ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რა, თუმ­ცა, ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა რო­მე­ლი­მე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტის გა­მოწ­ვ­ლილ­ვი­თი ანა­ლი­ზი, მხო­ლოდ მის ირ­გ­ვ­ლივ სა­უ­ბა­რი გვსურ­და, რად­გან ერ­თი და იგი­ვე ტექ­ს­ტი არა თუ სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბის, თი­თო­ე­უ­ლი მკითხ­ვე­ლის მი­ე­რაც კი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით იკითხე­ბა. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კ­ვია, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სას­წავ­ლო სივ­რ­ცე­ში დი­ა­ლო­გი და რა უშ­ლის ამას ხელს. მე პი­რა­დად, ვფიქ­რობ, რო­ცა ვამ­ბობთ, რომ გვჭირ­დე­ბა მო­აზ­როვ­ნე თა­ო­ბა, ეს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სწო­რედ ამ ტი­პის გაკ­ვე­თი­ლებს გუ­ლის­ხ­მობს, აზ­როვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლებს, ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერ­თი ფუნ­ქ­ცი­აც ეს მგო­ნია“.
ლე­ვან ბრე­გა­ძე: „გე­თან­ხ­მე­ბით, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტი დიდ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა აზ­როვ­ნე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, აუცი­ლე­ბე­ლია მი­სი კარ­გად შეს­წავ­ლა. ტექ­ს­ტის ავ­ტო­რი­ტე­ტი შე­უ­ვა­ლია. უმ­ბერ­ტო ეკოს აქვს ნათ­ქ­ვა­მი, ბიბ­ლი­ო­თე­კა ღმერ­თის ად­გილს და­ი­კა­ვებ­სო. ეს ძა­ლი­ან და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მო­დერ­ნის ეპო­ქის­თ­ვის — ტექ­ს­ტის გაღ­მერ­თე­ბა. ანა­ლი­ზი კი, ნე­ბის­მი­ერ დო­ნე­ზე, ავი­თა­რებს ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბის უნარს, რომ ვკითხუ­ლობთ, ესეც ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბაა. კითხ­ვის დროს გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ საქ­მე გაქვთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნას­თან, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ გა­აღ­მერ­თოთ, რო­გორ­მე მო­ა­ხერ­ხეთ მთლი­ა­ნად შეხ­ვი­დეთ ტექ­ს­ტ­ში, კონ­გე­ნი­ა­ლუ­რი ანა­ლი­ზიც მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.
რაც შე­ე­ხე­ბა ფორ­მატს, ძა­ლი­ან მომ­წონს, კარ­გი მე­თო­დია. დი­ა­ლო­გი შედ­გა, რთუ­ლი სა­კითხე­ბი იყო, პრობ­ლე­მე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი. მოს­წავ­ლე­ე­ბი მშვე­ნი­ე­რი ქარ­თუ­ლით სა­უბ­რობ­დ­ნენ, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ჩემ დროს რომ მსგავ­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვქო­ნო­და, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი“.
რუ­სუ­დან ბე­რი­ძე: „მოს­წავ­ლე­ე­ბი რომ ასე გა­მარ­თუ­ლად გა­მო­ხა­ტა­ვენ სა­კუ­თარ აზრს და ასე სა­ინ­ტე­რე­სოდ სა­უბ­რო­ბენ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის შე­სა­ხებ, იმას ნიშ­ნავს, რომ აქ ზრუ­ნა­ვენ მა­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო დი­ა­ლო­გი გა­მო­ვი­და, თუმ­ცა, მეც იმ აზ­რის ვარ, რომ სჯობს ერ­თი თე­მა ავი­ღოთ, რო­მელ­ზეც თქვენც იფიქ­რებთ, მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბიც და მსჯე­ლო­ბა და აზ­რ­თა გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლა, შეხ­ვედ­რი­სას, მის ირ­გ­ვ­ლივ გა­ი­მარ­თოს. მინ­და ერ­თი რჩე­ვაც მოგ­ცეთ, კარ­გად ის­წავ­ლეთ მა­თე­მა­ტი­კა, რად­გან ის ძა­ლი­ან ამაღ­ლებს აზ­როვ­ნე­ბის დო­ნეს. მა­თე­მა­ტი­კა რომ სვამს კითხ­ვებს — რა­ტომ და რის­თ­ვის — იმ­დენ კითხ­ვებს არც ერ­თი სა­გა­ნი არ სვამს. თქვენ ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას ის­წავ­ლით. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს.“
გო­გი ხოშ­ტა­რია: „ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­რე­შე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩე­მი ცხოვ­რე­ბა, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა ვიქ­ნე­ბო­დი იმ უზარ­მა­ზა­რი სამ­ყა­როს გა­რე­შე, რაც ლი­ტე­რა­ტუ­რამ შე­მიქ­მ­ნა. კითხ­ვი­სას, ისე­ვე რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის ნახ­ვი­სას, სი­ა­მოვ­ნე­ბას უნ­და იღებ­დე — ანა­ლი­ტი­კურ მო­მენ­ტ­თან ერ­თად სი­ლა­მა­ზის და­ნახ­ვი­სა და აღ­ქ­მის უნა­რიც აუცი­ლე­ბე­ლია. თქვენ მი­ერ მოხ­მო­ბი­ლი ამო­ნა­რი­დე­ბი­სა და შე­კითხ­ვე­ბის მი­ხედ­ვით შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მ­ნა თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ვფიქ­რობ, ამ­გ­ვა­რი სა­უბ­რე­ბი ტრა­დი­ცი­ად უნ­და იქ­ცეს, ეს უთუ­ოდ წა­ად­გე­ბა თქვენს შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბას.“
პა­ა­ტა პა­პა­ვა: „მთა­ვა­რია, თქვენ რამ­დე­ნად ისი­ა­მოვ­ნეთ დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რით, რა სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღეთ, თო­რემ ჩემ­თ­ვის ეს ფორ­მა­ტი მი­სა­ღე­ბია, თუმ­ცა, უნ­და მო­სინ­ჯოთ სხვაც, ჩა­ა­ტა­როთ ფორ­მით და ში­ნა­არ­სით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი. შე­საძ­ლოა ეს სა­უბ­რე­ბი იყოს უფ­რო სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი და ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა — ჯა­ზუ­რიც. აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით კი, მინ­და ორი პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვა მოგ­ცეთ, — შე­კითხ­ვე­ბის დას­მის სოკ­რა­ტი­სე­უ­ლი მე­თო­დი­სა და მუ­შა­ო­ბის დროს ვი­ზუ­ა­ლი­ზე­ბის ხერ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბა. არ­სე­ბობს ამ მე­თო­დე­ბის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი საკ­ლა­სო ვერ­სია და გთხოვთ, გა­ეც­ნოთ.“
ნეს­ტან რა­ტი­ა­ნი: „მერ­ჩია მოს­წავ­ლე­ე­ბის აზ­რი მე­ტად მო­მეს­მი­ნა. უფ­რო­სებ­მა ჩვე­ნი ცოდ­ნის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნეთ. ვი­ლა­პა­რა­კეთ ყვე­ლა­ფერ­ზე და სირ­ღ­მი­სე­უ­ლად — არა­ფერ­ზე.“
„მეც ამის თქმას ვცდი­ლობ­დი. კი არ ვი­წუ­ნებ მსგავ­სი ფორ­მა­ტით გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბას, უბ­რა­ლოდ, ვამ­ბობ, რომ დი­ა­ლო­გის მი­ზა­ნია, რა­ღაც  სა­კითხს ჩა­უღ­რ­მავ­დე, ამ ფორ­მის ერთ-ერ­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ისაა, რომ სა­უ­ბარს იწყებ სიტყ­ვით „დი­ახ“, რაც გუ­ლის­ხ­მობს სა­ერ­თო მიზ­ნის ქო­ნას; ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა დე­ბა­ტის ფორ­მა­ტიც, რო­ცა მიზ­ნად გაქვს შე­ნი პო­ზი­ცი­ის სის­წო­რის დამ­ტ­კი­ცე­ბა.“ — აღ­ნიშ­ნა სი­მონ ჯა­ნა­ში­ამ.
მოს­წავ­ლე­ებ­მაც გა­მოთ­ქ­ვეს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი. ისი­ნი ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ასე­თი ფორ­მა­ტით ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე სა­უ­ბა­რი (და არა მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე) მათ­თ­ვის პირ­ვე­ლია და მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­სარ­გებ­ლოც, ბევ­რი ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ი­გეს, რა­ღა­ცე­ებ­ზე აზ­რიც შე­იც­ვა­ლეს. მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი ვა­ჟა კლდი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ნი­კა მას­წავ­ლებ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს არ არის კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა, მსჯე­ლო­ბა და დი­ა­ლო­გი ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია. „ჩვენ­თ­ვის ეს სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, დი­ა­ლო­გის წარ­მარ­თ­ვის კულ­ტუ­რა­საც გვი­ყა­ლი­ბებს. დღე­ვან­დე­ლი ფორ­მა­ტი ნამ­დ­ვი­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო, პირ­ველ რიგ­ში, საგ­რ­ძ­ნო­ბია თა­ო­ბა­თა შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ჩვენ სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­უმ­ში ვიზ­რ­დე­ბო­დით და შე­სა­ბა­მი­სად სხვა­დას­ხ­ვა გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. სწო­რედ ამი­ტო­მაც გვაქვს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი, რაც ძა­ლი­ან კარ­გი რე­სურ­სია გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.
რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რას, სა­მო­მავ­ლოდ მარ­თ­ლაც შე­იძ­ლე­ბა ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა. პი­რა­დად ჩემ­თ­ვის ასე­თი მშვი­დი დი­ა­ლო­გი, რო­ცა გა­მოთ­ქ­მუ­ლი აზ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ერ­თ­მა­ნეთს ემ­თხ­ვე­ვა, არც ისე სა­ინ­ტე­რე­სოა. მცი­რე დის­კუ­სია, რა­ღაც მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქ­მა და დამ­ტ­კი­ცე­ბა, ერ­თი სიტყ­ვით, პა­ექ­რო­ბა, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლოა“.
ასე რომ, ბაქ­ს­ვუდ­ში ნამ­დ­ვი­ლად წარ­მო­ჩინ­და ცოცხა­ლი დი­ა­ლო­გის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და უპი­რა­ტე­სო­ბა. რაც უნ­და ბევ­რი იკა­მა­თონ მი­სი ფორ­მა­ტის ან, ზო­გა­დად, ტექ­ნი­კუ­რი მხა­რის შე­სა­ხებ, ერ­თი რამ ცხა­დია — პე­და­გოგ­მა სწო­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე გზა იპო­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის, რაც აისა­ხა კი­დეც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის აზ­როვ­ნე­ბა­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის კულ­ტუ­რა­ზე.

25-28(942)N