გამოდის 1998 წლიდან
2016-04-21
უნი­კა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა ბიზ­ნე­სის დახ­მა­რე­ბით

ანა ფირცხალაიშვილი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი (გ-ჵried) მოს­წავ­ლე­ე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბის, მა­თე­მა­ტი­კუ­რი და საქ­მი­ა­ნი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და 2015-2016 სას­წავ­ლო წლებ­ში, 122 სა­პი­ლო­ტე სკო­ლას მო­ი­ცავს. ორი მათ­გა­ნის მიზ­ნე­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ჩვენ უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ. ამ­ჯე­რად პრო­ექ­ტის ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი — საქ­მი­ა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის  პროგ­რა­მა გვინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­ებს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან გა­ნუ­ვი­თა­როს ისე­თი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, ასე­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის, და­გეგ­მ­ვის, ლი­დე­რო­ბის უნა­რე­ბი. ეს არის უნი­კა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც და­ეხ­მა­რე­ბა მო­ზარ­დებს საქ­მი­ა­ნი სამ­ყა­როს უკეთ და სწო­რად აღ­ქ­მა­ში.
პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში გა­დამ­წყ­ვეტ როლს კერ­ძო სექ­ტო­რი ას­რუ­ლებს, რო­მელ­მაც სა­პი­ლო­ტე სკო­ლებ­ში გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მო­ხა­ლი­სე­ე­ბი მი­ავ­ლი­ნა. იქ, სა­დაც ვერ მო­ხერ­ხ­და მო­ხა­ლი­სე­თა მო­ზიდ­ვა (ძი­რი­თა­დად რე­გი­ო­ნებ­ში), პე­და­გო­გო­ბა თა­ვად პრო­ექ­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა ითა­ვეს. პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ნი­კო­ლოზ ჩაჩხი­ა­ნი და ტექ­ნი­კუ­რი ასის­ტენ­ტი დი­ა­ნა დუნ­დუა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გურ­ჯა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ვ და VI კლა­სებ­ში ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ საქ­მი­ა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის პროგ­რა­მას. პრო­ექ­ტი დას­რულ­და, შე­სა­ბა­მი­სად — გაკ­ვე­თი­ლე­ბიც. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია გაგ­რ­ძელ­დე­ბა თუ არა დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ეს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, კვლე­ვის შე­დე­გებ­ზეც იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც უკ­ვე ჩა­ტარ­და, მაგ­რამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ სკო­ლის ორი კლა­სის­გან მი­ვი­ღე, იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე გა­ი­გეს, რა­მაც მა­თი ფან­ტა­ზია სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თა. ეს არ იყო გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­გე­ბით, აქ  ბავ­შ­ვებ­მა ბევ­რი რა­მის ცოდ­ნა გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნეს, თუნ­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ცოდ­ნის დო­ნე­ზე, მათ წარ­მოდ­გე­ნა აქვთ, ზო­გა­დად, სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, შე­უძ­ლი­ათ პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის კე­თე­ბა, თი­თო­ე­ულს გა­უჩ­ნ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამა თუ იმ სფე­როს მი­მართ — ზოგს სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მის გახ­ს­ნა სურს მო­მა­ვალ­ში, ზოგს — ფეხ­ბურ­თის გუნ­დის მფლო­ბე­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ტე­ბის მა­ღა­ზი­ი­სა თუ რეწ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი სა­ხე­ლოს­ნოს გახ­ს­ნა და ა.შ.
ნი­კო­ლოზ ჩაჩხი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმ დღეს ვ კლას­ში ატა­რებ­და შე­მა­ჯა­მე­ბელ გაკ­ვე­თილს, ამ­ბობს, რომ მას ჲSაჳდ-თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ამ­დე­ნად გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო მის­თ­ვის ახ­ლო­ბე­ლია და  ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ისე რო­გორც პე­და­გო­გის ამ­პ­ლუა. და ეს კარ­გად გა­მოჩ­ნ­და ბო­ლო გაკ­ვე­თილ­ზეც, ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მათ­თ­ვის გა­სა­გე­ბი ენით, სა­თა­ნა­დო თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, მთე­ლი კლა­სის ად­ვი­ლად აყო­ლი­ე­ბით იმ თე­მე­ბის ირ­გ­ვ­ლივ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­სა­ცე­მად, რაც გან­ვ­ლი­ლი ხუ­თი გაკ­ვე­თი­ლის ფარ­გ­ლებ­ში შე­ის­წავ­ლეს. „ჩვე­ნი კომ­პო­ნენ­ტი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია Junior Achievement-ის მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 123 ქვე­ყა­ნა­ში ახორ­ცი­ე­ლებს მსგავს პრო­ექ­ტებს. საქ­მი­ა­ნი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა 39 სა­პი­ლო­ტე სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბი­თაც. იმე­დი მაქვს, რომ ამას კვლე­ვის შე­დე­გე­ბიც და­ა­დას­ტუ­რებს. ასა­კობ­რი­ვი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით პროგ­რა­მა 7 ძი­რი­თად თე­მას მო­ი­ცავ­და: I  კლას­ში — „ჩვენ თვი­თონ“;  II კლას­ში — „ჩვე­ნი ოჯა­ხი“; III კლას­ში — „ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“; IV — „ჩვე­ნი ქა­ლა­ქი“; ვ — „ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი “და  VI  კლას­ში — „ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა“. აქ და­მა­ტე­ბი­თი თე­მაა „ფულ­ზე მე­ტი“, რაც მო­ი­ცავ­და ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კითხებს.
ჩვე­ნი  პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა იყო კერ­ძო სექ­ტო­რის ფარ­თოდ ჩარ­თ­ვა პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. სა­გან­გე­ბოდ მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ბიზ­ნეს­მა უყოყ­მა­ნოდ და უან­გა­როდ დაგ­ვი­ჭი­რა მხა­რი. ჩვენ სა­გან­გე­ბოდ და­ვატ­რე­ნინ­გეთ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი. რა­კი მათ­თ­ვის უცხო იყო სას­კო­ლო გა­რე­მო, შე­ვქ­მე­ნით ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბი დაწყე­ბი­თი კლა­სის მარ­თ­ვის შე­სა­ხებ, სა­თა­ნა­დო პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბით, რაც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია Junior Achievement-ის მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე, მაგ­რამ მორ­გე­ბუ­ლია ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ზე. გაკ­ვე­თი­ლე­ბის სა­ხა­ლი­სოდ წარ­მარ­თ­ვი­სა და მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღა­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად მათ ხელთ ჰქონ­დათ ჩვენ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი „მო­ხა­ლი­სის ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცია“, ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი „ბავ­შ­ვე­ბი ჩვე­ნი ქუ­ჩი­დან“, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის რჩე­ვე­ბი, ფლა­ე­რე­ბი „პრო­მო­ვი­დეო“, ლექს-სე­ნის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხა­ლი­სო, მაგ­რამ თე­მა­ტუ­რი სიმ­ღე­რა „ფუ­ლი მოძ­რა­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში“ და სხვა სა­ჭი­რო თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლა, რაც აუცი­ლე­ბე­ლია ამ ტი­პის გაკ­ვე­თი­ლის ეფექ­ტუ­რად ჩა­სა­ტა­რებ­ლად. გაკ­ვე­თი­ლის სტრუქ­ტუ­რა ასე­თი იყო: კლას­ში შეს­ვ­ლი­სას მო­ხა­ლი­სე, პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შ­ვებს აწ­ვ­დი­და ცნო­ბებს თა­ვი­სი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ და შემ­დეგ იწყებ­და იმ დღის­თ­ვის გა­წე­რილ გაკ­ვე­თილს. ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი აუცი­ლებ­ლად სა­ხა­ლი­სო და მსუ­ბუ­ქად  აღ­საქ­მე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ც­ვე­ლი, რომ­ლის ათ­ვი­სე­ბის ხა­რის­ხ­საც, გაკ­ვე­თი­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბის ფურ­ც­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვა­მოწ­მებ­დით, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა­შიც ბავ­შ­ვე­ბი გუნ­დუ­რად ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, თე­მა — „ჩვე­ნი ქა­ლა­ქი“ ან „ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი“ — გუ­ლის­ხ­მობს, ბავ­შ­ვებ­მა იცოდ­ნენ რა ბუ­ნებ­რი­ვი თუ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბია ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, უნ­და გან­საზღ­ვ­რონ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის და­საწყე­ბად, შემ­დეგ მო­ი­ფიქ­რონ იმ კომ­პა­ნი­ის სა­ხელ­წო­დე­ბა, რო­მელ­საც და­ა­არ­სე­ბენ, მო­ი­ფიქ­რონ, რო­გორ გა­უ­წე­ვენ რეკ­ლა­მი­რე­ბას სა­კუ­თარ პრო­დუქ­ცი­ას და ა.შ. ამ სა­კითხებ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ გუნ­დუ­რად, ბო­ლოს, ერ­თი მათ­გა­ნი აკე­თებს პრე­ზენ­ტა­ცი­ას. ეს გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­აც არის და ამი­ტო­მა­ცაა, რომ შე­დე­გად ვი­ღებთ მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბას ამა თუ იმ სფე­რო­თი, დარ­გით. თუ პრო­ექ­ტი გაგ­რ­ძელ­დე­ბა, რა თქმა უნ­და, ახალ­გაზ­რ­დე­ბის საქ­მი­ა­ნი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა უფ­რო სტა­ბი­ლურ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს და შეგ­ნე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა.“ — ასე­თია ნი­კო­ლოზ ჩაჩხი­ა­ნის აზ­რი და პრო­ექ­ტის მი­ზა­ნიც.
ეს მე­თო­დო­ლო­გია რომ ნამ­დ­ვი­ლად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია, რა­საც ბიზ­ნე­სის სამ­ყა­როს უკეთ აღ­ქ­მის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ებს პროგ­რა­მა სთა­ვა­ზობს, VI კლას­შიც კარ­გად გა­მოჩ­ნ­და. გაკ­ვე­თილს დი­ა­ნა დუნ­დუა ატა­რებ­და. მოს­წავ­ლე­თა სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით, წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფლა­­ე­რე­ბით გვიჩ­ვე­ნეს, რა­ო­დე­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვაა სა­ჭი­რო სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ადა­მი­ა­ნე­ბის­გან რა­ი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად და რო­გო­რი ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი არ­სე­ბობს მათ შო­რის...
ქალ­ბა­ტო­ნი დიანა ცდი­ლობს, ყვე­ლა მოს­წავ­ლე თა­ნაბ­რად აქ­ტი­უ­რი იყოს. კითხ­ვე­ბი, რო­მელ­საც ის სვამს, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი კი იმის ნი­შა­ნია, რამ­დე­ნად შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ან კრი­ტი­კუ­ლად აზ­როვ­ნე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რამ­დე­ნად ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი არი­ან გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბი­სას, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რე­ბი — და­გეგ­მ­ვი­სას, რო­მე­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბით და ა.შ.
კვლე­ვის შე­დე­გე­ბი უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად გვეტყ­ვის, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი, მაგ­რამ ამ ორი გაკ­ვე­თი­ლით ნათ­ლად ჩანს, ეს ის თე­მე­ბია, რო­მელ­ზეც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რი, ნამ­დ­ვი­ლად ღირს, რად­გან აქ იმ ცოდ­ნას იღე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რაც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში აუცი­ლებ­ლად წა­ად­გე­ბათ.
და­ბო­ლოს, არ შე­იძ­ლე­ბა არ და­ე­თან­ხ­მო ნი­კო­ლოზ ჩაჩხი­ანს და დიანა დუნ­დუ­ას იმა­ში, რომ სკო­ლებ­ში, სა­დაც სი­ახ­ლი­სად­მი მზა­ო­ბაა, სა­დაც დი­რექ­ტო­რი, პე­და­გო­გე­ბი ერ­თი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი გუნ­დია, შე­დე­გიც კარ­გია. ასე­თია სო­ფელ გურ­ჯა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა, ასე­თი დი­რექ­ტო­რია ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­დან მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და ვ  და VI კლა­სე­ბის დამ­რი­გებ­ლე­ბი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გე­ბი — თა­მარ ცის­კა­რიშ­ვი­ლი და ნი­ნო ვარ­დი­აშ­ვი­ლი.

25-28(942)N