გამოდის 1998 წლიდან
2016-04-14
სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი

მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კარ­ში რე­გი­ონ­ში ერ­თა­დერ­თი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი სრულ­დე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტ­რ­თან ოთარ და­ნე­ლი­ას­თან და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რ­თან ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან ერ­თად, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ერ­თი წე­ლია, შე­ნო­ბის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მო­დუ­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის­თ­ვის ეწყო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი და ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი. კო­ლე­ჯი გეგ­მავს რე­გი­ო­ნის შრო­მის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნა­დი ისე­თი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვას, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბას და თვით­და­საქ­მე­ბას. დაწყე­ბუ­ლია სა­მუ­შა­ო­ე­ბი აგ­რა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მიმ­დი­ნა­რე­ობს მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი კულ­ტუ­რე­ბის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ხორ­ცი­ელ­დე­ბა კო­ლე­ჯის და­მა­ტე­ბი­თი კორ­პუ­სე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­ბა თი­ა­ნეთ­სა და და­ბა სტე­ფან­წ­მინ­და­ში.
უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­კარ­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­რულ­დე­ბა და და­იწყე­ბა აღ­ჭურ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან კი, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ნა­ახ­ლებს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას, კვლავ აღორ­ძინ­დე­ბა ის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­მარ­თუ­ლე­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და.
„ადა­მი­ა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და იყოს მა­მუ­ლიშ­ვი­ლი და სხვებ­ზე უნ­და ზრუ­ნავ­დეს.“ — წერ­და ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვი­ლი სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის წინ. ეს სიტყ­ვე­ბი ზედ­მი­წევ­ნით გად­მოს­ცემს მი­სი ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის ძი­რი­თად აზრს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი პუბ­ლი­ცის­ტ­მა, პე­და­გოგ­მა, ქველ­მოქ­მედ­მა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით და­ა­არ­სა. 1883 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ამ შე­ნო­ბას პრო­ფი­ლი არ შეც­ვ­ლია, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან აქ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სფე­როს თით­ქ­მის ყვე­ლა სეგ­მენ­ტი ის­წავ­ლე­ბო­და — მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა, ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა, მე­ბა­ღე­ო­ბა, მე­ბოს­ტ­ნე­ო­ბა, მე­ფუტ­კ­რე­ო­ბა, აბ­რე­შუ­მის ჭი­ის მოვ­ლა, ხვნა-თეს­ვა, სა­ქონ­ლის მოვ­ლა-მო­შე­ნე­ბა, დურ­გ­ლო­ბა და მჭედ­ლო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მე­ფის რუ­სე­თის დროს, მთელ ქვე­ყა­ნა­ში, ეს ერ­თა­დერ­თი სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, რომ­ლის კედ­ლებ­ში სწავ­ლა ქარ­თულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამ სას­წავ­ლებ­ლის აღ­ზ­რ­დი­ლია მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.
თე­ი­მუ­რაზ ასა­თი­ა­ნი, ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რი: „მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში წერს, რომ არა ეს სას­წავ­ლე­ბე­ლი, მე ქარ­თუ­ლი ენა არ მე­ცო­დი­ნე­ბო­დაო, იმი­ტომ რომ, ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი რუ­სულ ენა­ზე იყო. ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვი­ლის დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ისიც, რომ თა­ვი­დან, რად­გან არ იყო სას­წავ­ლებ­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო და­ფი­ნან­სე­ბა, მან გა­მო­ი­ჩი­ნა ქველ­მოქ­მე­დე­ბა, რა თქმა უნ­და, სხვა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ — ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი... სას­წავ­ლე­ბე­ლი იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ერ და­წე­რი­ლი წეს­დე­ბის მი­ხედ­ვით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და.“
სას­წავ­ლებ­ლის შე­ნო­ბის გარ­და, 55 ჰექ­ტარ­ზე გა­და­ჭი­მულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ერ­თი ძეგ­ლი თუ ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლია, მათ შო­რის ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც, მა­შინ­დე­ლი სტან­დარ­ტით, სკო­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. აქ­ვეა ად­გი­ლი, რო­მელ­საც „ცხრა მუ­ხას“ ეძა­ხი­ან. ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, ეს ხე­ე­ბი ოთხ სა­უ­კუ­ნეს ით­ვ­ლის და სწო­რედ ამ მუ­ხე­ბის ჩრდილ­ში და­ის­ვე­ნა პა­ტა­რა კახ­მა. აქ არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი ფილ­მია გა­და­ღე­ბუ­ლი.
გო­ჩა ზე­ი­კი­ძე, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი: „ამ სას­წავ­ლებ­ლის გახ­ს­ნა, იმ­თა­ვით­ვე, ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯი იყო — აქ მომ­ზა­დე­ბულ­მა კად­რებ­მა გა­მო­ა­ცოცხ­ლა მა­შინ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა. იმ სა­უ­კუ­ნე­ში ეს იყო ახა­ლი სიტყ­ვა და იქი­დან­ვე მი­ე­ნი­ჭა სას­წავ­ლე­ბელს ერთ-ერ­თი წარ­მ­მარ­თ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. სწო­რედ ამ ფუნ­ქ­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა­ზეა ახ­ლა სა­უ­ბა­რი.“
დღეს უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლებ­ლის ცხოვ­რე­ბის  ახა­ლი ფურ­ცე­ლი იწყე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო აქ, ძვე­ლი პრო­ფი­ლით, ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის გახ­ს­ნას გეგ­მავს. 300-მდე სტუ­დენ­ტ­ზე გათ­ვ­ლი­ლი კო­ლე­ჯი მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მთელ რე­გი­ონს უნ­და მო­ემ­სა­ხუ­როს. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშენ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კორ­პუ­სი და სტუ­დენ­ტ­თა საცხოვ­რებ­ლე­ბიც. ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დაწყე­ბუ­ლია და სა­მუ­შა­ოს პირ­ვე­ლი ეტა­პი სა­შე­მოდ­გო­მო მი­ღე­ბამ­დე უნ­და დას­რულ­დეს.
თა­მარ სა­ნი­კი­ძე: „ამ სას­წავ­ლე­ბელ­ში ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, რომ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი დღე დას­ჭირ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­ცა საქ­მე სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბას ეხე­ბა. ეს პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან დი­დი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლით და­კავ­დ­ნენ, არა­მედ პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი­თაც, იმა­ვე სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბით. ამი­სათ­ვის კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი ბა­ზა — მე­ფუტ­კ­რე­ო­ბის, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის, მე­ბოს­ტ­ნე­ო­ბის შე­სას­წავ­ლად, ასე­ვე, სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი, სა­დაც ხე­ზე მუ­შა­ო­ბას ის­წავ­ლი­ან, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ლოს­ნო — შემ­დუ­ღებ­ლე­ბის­თ­ვის და სხვ.“
სას­წავ­ლებ­ლის და­არ­სე­ბის­თა­ნა­ვე შექ­მ­ნი­ლა სას­წავ­ლებ­ლის მა­რა­ნი, რო­მელ­საც ასე­ვე ჩა­უ­ტარ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, აქ იდე­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია ღვი­ნის შე­სა­ნა­ხად, იმი­ტომ რომ, ზამ­თარ-ზაფხულ თა­ნა­ბა­რი ტემ­პე­რა­ტუ­რაა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დ­გომ, აქ სა­გა­მო­ფე­ნო-სა­დე­გუს­ტა­ციო დარ­ბა­ზი გან­თავ­ს­დე­ბა, რომ­ლის ერთ-ერ­თი უდა­ვოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი ექ­ს­პო­ნა­ტი ფრან­გუ­ლი წარ­მო­ე­ბის ღვი­ნის სა­წუ­რი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვად ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვილ­მა ჩა­მო­ი­ტა­ნა რვა­ა­სი­ან წლებ­ში საფ­რან­გე­თი­დან. მას დღემ­დე აკ­რია მწარ­მო­ებ­ლის იარ­ლი­ყი.
თორ­ნი­კე ცის­კა­რიშ­ვი­ლი, წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კა­რის მცხოვ­რე­ბი: „რო­დე­საც სო­ფელ­ში ასე­თი შე­ნო­ბაა, ბუ­ნებ­რი­ვია, და­გა­ინ­ტე­რე­სებს. მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ხში­რად შევ­დი­ო­დით და ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით, ვფიქ­რობ­დით, რა შე­იძ­ლე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ამ სას­წავ­ლებ­ლის ასა­მუ­შა­ვებ­ლად. იმე­დია, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თ­ლ­დე­ბა და ამ ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­ში ვის­წავ­ლით.“
ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კო­ლე­ჯის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ორ წელ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, ამის­თ­ვის ორი მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს უძ­ვე­ლეს სას­წავ­ლე­ბელს, ასე­ვე, ექ­ნე­ბა ორი ფი­ლი­ა­ლი — სტე­ფან­წ­მინ­და­სა და თი­ა­ნეთ­ში.

25-28(942)N