გამოდის 1998 წლიდან
2016-04-14
ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ფე­ნა კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში

გერ­მა­ნი­ა­ში, კი­ოლ­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „აისის“ და მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ნი­ნო ბურ­დი­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქარ­თ­ველ კა­ლიგ­რაფ­თა გა­მო­ფე­ნა გა­იხ­ს­ნა. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის, უფ­რო ზუს­ტად კი რუს­თა­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის — და­ვით მა­ი­სუ­რა­ძის, გი­ორ­გი გორ­გი­აშ­ვი­ლის, ნი­კა ღუ­ნაშ­ვი­ლის, ვა­ჟა ერე­მე­იშ­ვი­ლის ხელ­ნა­წე­რე­ბი. ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ში შე­ვი­და რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის ნი­მუ­შე­ბი — მხედ­რუ­ლი, ასომ­თავ­რუ­ლი, ნუს­ხუ­რი, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ვა­რი­ა­ცი­ე­ბი, ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მა და ტექ­ნი­კა. ნი­მუ­შებს დარ­თუ­ლი აქვს მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია, რაც დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ეც­ნოს ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის წარ­მო­შო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას.
ნი­ნო ბურ­დი­ლა­ძე, კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი: „მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი უნი­კა­ლუ­რი და ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სია მსოფ­ლიო დამ­წერ­ლო­ბა­თა შო­რის. მარ­თა­ლია, მეც­ნი­ე­რე­ბი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის შექ­მ­ნას გა­ცი­ლე­ბით ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ძეგ­ლი, რო­მელ­მაც ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია, რო­გორც ვი­ცით, მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის, რომ ამ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა უწყ­ვე­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ტექ­ს­ტე­ბის ჩა­სა­წე­რად. ქარ­თულ­მა ასო­ებ­მა გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხუ­რი გან­ვ­ლეს, მა­თი მოყ­ვა­ნი­ლო­ბა იც­ვ­ლე­ბო­და, ნა­წი­ლობ­რივ — მკვეთ­რა­დაც. ამ­გ­ვა­რად მი­ვი­ღეთ ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის სა­მი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ჰქონ­და. ესე­ნია: ასომ­თავ­რუ­ლი, ნუს­ხუ­რი და მხედ­რუ­ლი.
დამ­წერ­ლო­ბის ასე­თი ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან არ­სე­ბო­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კულ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს და მი­უ­თი­თებს, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ოდით­გან­ვე მი­ის­წ­რა­ფოდ­ნენ ნა­ნა­ხი­სა და გან­ც­დი­ლის წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მის­კენ. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­აც მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ას ით­ვ­ლის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რებ­ში იწე­რე­ბო­და მრა­ვა­ლი წიგ­ნი. ასე­თი ხელ­ნა­წე­რე­ბი ად­რე­ულ სა­ა­უ­კუ­ნე­ებ­ში­ვე იქ­ცა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მო­ნა­პოვ­რად. რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ არ­სე­ბულ ქარ­თულ კულ­ტუ­რულ კე­რებ­ში (პა­ლეს­ტი­ნა­ში, ათო­ნის მთა­ზე და სხვ.) სწავ­ლუ­ლი ბე­რე­ბი, წიგ­ნე­ბის გა­და­წე­რი­სას, რუ­დუ­ნე­ბით ეკი­დე­ბოდ­ნენ ცალ­კე­ულ ასოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, თი­თო­ე­ულ ორ­ნა­მენ­ტ­სა თუ დე­კო­რა­ცი­ას და გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას უთ­მობ­დ­ნენ ამ გა­მორ­ჩე­ულ ან­ბანს.
ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „აის­მა“, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ კი­ოლ­ნის უნი­ვე­რი­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბობს და, ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რას­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გაც­ნო­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ეწყო ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა გა­მო­ფე­ნა. კი­ოლ­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა დი­დი სი­ხა­რუ­ლით დაგ­ვ­თან­ხ­მ­და სა­გა­მო­ფე­ნო ფარ­თის გა­მო­ყო­ფა­ზე და აი, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვ­რი­დან ქარ­თუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი გერ­მა­ნი­ის ამ ერთ-ერ­თი უდი­დე­სი და უძ­ვე­ლე­სი (და­ფუძ­ნე­ბუ­ლია 1388 წელს) უნი­ვერ­სი­ტე­ტის სივ­რ­ცეს ამ­შ­ვე­ნებს.
გა­მო­ფე­ნის გახ­ს­ნამ დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია სტუმ­რებ­ში. სა­ღა­მოს და­ეს­წ­რ­ნენ გერ­მა­ნე­ლი, უკ­რა­ი­ნე­ლი, იტა­ლი­ე­ლი, ხორ­ვა­ტი, არა­ბი, რუ­სი, ნი­კა­რა­გუ­ე­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და სხვა მრა­ვა­ლი ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ასე­თი უცხო მოყ­ვა­ნი­ლო­ბის ასო­ე­ბის ნახ­ვამ მათ უმე­ტე­სო­ბა­ში დი­დი ინ­ტე­რე­სი და გაკ­ვირ­ვე­ბაც კი აღ­ძ­რა. დიდ­მა ნა­წილ­მა არც კი იცო­და, რომ ქარ­თულ ენას სა­კუ­თა­რი დამ­წერ­ლო­ბა აქვს. მო­დი­ოდ­ნენ ჩვენ­თან აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი და გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი, და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ითხოვ­დ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ქარ­თულ ენა­ზე. რამ­დე­ნი­მემ ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლიც კი გა­მოთ­ქ­ვა, რა­საც ჩვენ დი­დი სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხ­მ­დით. ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი არ მო­ე­რიდ­ნენ სირ­თუ­ლე­ებს და სცა­დეს, მხატ­ვ­რუ­ლად გა­მო­ე­სა­ხათ ტექ­ს­ტე­ბი არა მხო­ლოდ მშობ­ლი­ურ ენა­ზე, არა­მედ სპარ­სუ­ლად და ბერ­ძ­ნუ­ლად. ამით კი­დევ ერ­თხელ გა­ეს­ვა ხა­ზი, მსოფ­ლიო კულ­ტუ­რა­თა ურ­თი­ერ­თ­კავ­შირს და ამა­ვე დროს — ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბას. ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად, ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­დენ­ტი, პრფე­სორ-მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ უბ­რა­ლოდ ბიბ­ლი­ო­თე­კის სტუ­მა­რი იყ­რის თავს. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ასე­თი დი­დი აუდი­ტო­რია მო­იც­ვა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბამ.
თით­ქ­მის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ჩვენს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით გა­ჯე­რე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, უფ­რო და უფ­რო მე­ტი ახალ­გაზ­რ­და ინ­ტე­რეს­დე­ბა ხელ­ნა­წე­რებ­ზე მუ­შა­ო­ბის ამ ძვე­ლის­ძ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ძა­ლი­ან გა­სა­ხა­რია, რად­გან ბა­დებს შეგ­რ­ძ­ნე­ბას, თით­ქოს ძველ მშვე­ნი­ე­რე­ბას სუ­ლი შთა­ე­ბე­რა.“
და­ვით მა­ი­სუ­რა­ძე, ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფი, სამართლის მაგისტრი (კიოლნის უნი­ვერ­სი­ტეტი): „ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ით ბავ­შ­ვო­ბი­დან და­ვინ­ტე­რეს­დი, ყო­ველ­თ­ვის ლა­მა­ზად ვწერ­დი, ძა­ლი­ან მი­ზი­დავ­და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი, ზო­გა­დად წე­რის, დამ­წერ­ლო­ბის კულ­ტუ­რა. ჯერ კი­დევ მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ჩე­მი დი­დი ინ­ტე­რე­სის გა­მო, „შე­მო­მეს­წავ­ლა“ ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი და ნუს­ხუ­რი, ასე­ვე ლა­თი­ნუ­რი, ბერ­ძ­ნუ­ლი, კი­რი­ლი­ცა, ებ­რა­უ­ლი, არა­ბუ­ლი, სი­რი­უ­ლი, სომ­ხუ­რი, იაპო­ნუ­რი და ინ­დუ­რი დამ­წერ­ლო­ბე­ბი.
ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰო­ბის დო­ნე­ზე დარ­ჩე­ბო­და, რომ არა ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ, 2010 წელს, გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სი „ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფია“. ეს იყო ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის პირ­ვე­ლი კონ­კურ­სი. მე მა­შინ XI კლა­სის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე. მახ­სოვს, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მა­შინ­დელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ბა­ტონ­მა ბუ­ბა კუ­და­ვამ ჩე­მი, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მსგავ­სი კა­ლიგ­რა­ფი­ის გა­მო, „XVI სა­უ­კუ­ნის გა­დამ­წე­რის რე­ინ­კარ­ნა­ცია“ მი­წო­და. 2012 წელს, ამა­ვე კონ­კურ­ს­ში, უკ­ვე სტუ­დენ­ტ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში, მე­ო­რე­დაც გა­ვი­მარ­ჯ­ვე.
ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რ­დებს დი­დი გა­სა­ქა­ნი მოგ­ვ­ცა. ბუ­ბა კუ­და­ვას დამ­სა­ხუ­რე­ბით, ჩვენ­თ­ვის ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის უდი­დე­სი რე­სურ­სე­ბი ყო­ველ­თ­ვის ღია და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო. ვგუ­ლის­ხ­მობ არა მხო­ლოდ ხე­ლით შეს­რუ­ლე­ბულ ულა­მა­ზეს, უძ­ვე­ლეს ქარ­თულ ხელ­ნა­წე­რებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თ­ვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქ­ცა, არა­მედ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებს, რომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც გა­მოც­დი­ლე­ბას და თე­ო­რი­ულ ცოდ­ნა­საც გვაძ­ლევ­და. მა­გა­ლი­თად, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე ქალ­ბა­ტონ ელე­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის რჩე­ვე­ბი ყო­ველ­თ­ვის გვეხ­მა­რე­ბო­და; გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო ნეს­ტან ბა­გა­უ­რი, რო­მე­ლიც, ერ­თი მხრივ, უან­გა­როდ გვი­წევ­და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ჩვენ და ჩვენს ნა­მუ­შევ­რებს, მე­ო­რე მხრივ ყო­ველ­თ­ვის გვეხ­მა­რე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ში, გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას, რაც დღე­საც გრძელ­დე­ბა. კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბამ საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­მა­ღე­ბი­ნა — რუს­თავ­ში (სა­დაც ვცხოვ­რობ) და­მე­არ­სე­ბი­ნა პირ­ვე­ლი „კა­ლიგ­რა­ფი­ის სკო­ლა-სტუ­დია“ და რუს­თა­ვის კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რის „მთაწ­­­მი­დე­ლი“ ბა­ზა­ზე და­ვა­არ­სე კი­დეც (ცენ­ტ­რი მო­ი­ცავს და­მო­უ­კი­დე­ბელ სტუ­დი­ებს ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით — ფერ­წე­რა, მუ­სი­კა, მი­ნან­ქა­რი... მათ შო­რი­საა ჩე­მი სკო­ლა). ეს მარ­თ­ლაც ამ­ბი­ცი­უ­რი ნა­ბი­ჯი იყო, იმი­ტომ რომ, ჯერ ერ­თი, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი — 17 წლის, გარ­და ამი­სა, არც სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მქონ­და, არც პე­და­გო­გო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და არც რა­ი­მე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ­სე­ბობ­და, რო­გორ ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა კა­ლიგ­რა­ფი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, პირ­ველ წლებ­ში ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ მე­რე და მე­რე იმ­დე­ნად ავუ­ღე ალ­ღო, რომ ახ­ლა ამ საქ­მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ჩე­მი და მა­მა­ჩე­მის — ნუგ­ზარ მა­ი­სუ­რა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რუს­თავ­ში და­ვიწყეთ ყო­ველ­წ­ლი­უ­რი „სა­ქა­ლა­ქო კა­ლიგ­რა­ფი­ის კონ­კურ­სე­ბის“ ჩა­ტა­რე­ბა. მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ წელს მა­ტუ­ლობს, რაც ძალ­ზე მა­ხა­რებს. წელს, პირ­ვე­ლად გავ­ც­დით რუს­თა­ვის ფარ­გ­ლებს და მთელ ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში ვა­ტა­რებთ კონ­კურსს. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ხა­რებს კონ­კურ­ს­ში არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა.
უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ რუს­თა­ვის ად­გი­ლობ­რივ­მა კონ­კურ­ს­მა და კა­ლიგ­რა­ფი­ის გაკ­ვე­თი­ლებ­მა ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. შემ­თხ­ვე­ვი­თი ნამ­დ­ვი­ლად არაა, რომ 2010 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით ჩა­ტა­რე­ბულ კა­ლიგ­რა­ფი­ის კონ­კურ­სებ­ში ყო­ველ­თ­ვის ლი­დე­რობ­დ­ნენ რუს­თა­ვე­ლე­ბი. ბო­ლოს გა­მარ­თულ კონ­კურ­ს­ში, მოს­წავ­ლე­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში, შვი­დი ფი­ნა­ლის­ტი­დან ექ­ვ­სი რუს­თა­ვე­ლი იყო, აქე­დან ხუ­თი კი — ჩე­მი მოს­წავ­ლე და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლიც, ასე­ვე, ჩე­მი მოს­წავ­ლე აღ­მოჩ­ნ­და, რაც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა. თუმ­ცა, ისიც უნ­და ვთქვა, რომ ეს მთლად ჩე­მი დამ­სა­ხუ­რე­ბაც არაა, უბ­რა­ლოდ, ჩე­მი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლე­ბი ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან, და­ე­უფ­ლონ დე­კო­რა­ტი­უ­ლად წე­რის ხე­ლოვ­ნე­ბას.
რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ფე­ნებს, მე და ჩემს მე­გობ­რებს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა­ერთ გა­მო­ფე­ნა­ში გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რო­გორც წე­სი, ერ­თობ­ლივ გა­მო­ფე­ნებს ვა­კე­თებთ ხოლ­მე. გა­სულ წელს, უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი, ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის გა­მო­ფე­ნა მო­ეწყო ეგ­ვიპ­ტე­ში, კა­ი­რო­ში, მა­ნამ­დე ასე­ვე ეგ­ვიპ­ტე­ში, ალექ­სან­დ­რი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­მო­ი­ფი­ნა რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვა­რი. ბო­ლო დროს გა­მი­ტა­ცა შრიფ­ტე­ბის შექ­მ­ნამ. კა­ლიგ­რა­ფი­ულ შრიფ­ტებს ვქმნი ჩე­მი დი­ზა­ი­ნით. ვფიქ­რობ, კარ­გი საქ­მეა — ქარ­თუ­ლი ფონ­ტე­ბი ამ მხრივ საკ­მა­ოდ ღა­რი­ბია. კა­ლიგ­რა­ფი­ის ერთ-ერ­თი პრაქ­ტი­კუ­ლი დატ­ვირ­თ­ვა სწო­რედ ის უნ­და იყოს, რომ ყვე­ლამ შეძ­ლოს ლა­მა­ზი კა­ლიგ­რა­ფი­ით ციფ­რულ სამ­ყა­რო­შიც აკ­რი­ფოს ტექ­ს­ტი... ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რაც ამ მხრივ მქო­ნია, არის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა შრიფ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან ერ­თად გა­ვა­კე­თე. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, 10 ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის ხელ­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ქარ­თუ­ლი ფონ­ტე­ბი შევ­ქ­მე­ნით. დღე­ი­სათ­ვის სხვა­დას­ხ­ვა დი­ზა­ი­ნე­რი წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა შრიფ­ტებს. ჩემ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შრიფ­ტის დი­ზა­ი­ნი უკ­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ერთ-ერ­თი დი­ზა­ი­ნე­რის მი­ერ შექ­მ­ნილ სა­მოს­ში.
პრო­ფე­სი­ით იურის­ტი ვარ. ვინც კა­ლიგ­რა­ფად მიც­ნობს, რო­გორც წე­სი, უკ­ვირთ ხოლ­მე ჩე­მი იურის­ტო­ბა, რა­ტომ­ღაც ერ­თად ვერ ათავ­სე­ბენ ამ ორ პრო­ფე­სი­ას. თუმ­ცა, ბევრ იურისტს ვიც­ნობ, ხე­ლოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან რომ უყ­ვარს და თვი­თო­ნაც ხე­ლო­ვა­ნია. ჩემს რთულ პრო­ფე­სი­ას ხე­ლოვ­ნე­ბა აბა­ლან­სებს.
გერ­მა­ნი­ა­ში, კი­ოლ­ნ­ში ვსწავ­ლობ­დი მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში, სა­მარ­თ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით; ჩე­მი სა­მა­გის­ტ­რო ნაშრომი იყო სა­ჯა­რო სა­მარ­თ­ლის სფეროდან, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა კა­ლიგ­რა­ფი­ას­თან. სხვა ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, გერ­მა­ნი­ა­ში, და­ვუ­ახ­ლოვ­დი კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბულ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „აისს“ და მის ხელ­მ­ძღავ­ნელს ნი­ნო ბურ­დი­ლა­ძეს. სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „აისი“ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს და ქარ­თულ კულ­ტუ­რას აც­ნობს გერ­მა­ნე­ლებს. ნი­ნოს ინი­ცი­ა­ტი­ვით მოწყო­ბილ ერთ-ერთ პრო­ექ­ტ­ში მეც შე­ვი­ტა­ნე ძა­ლი­ან მცი­რე წვლი­ლი — ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის სა­ღა­მო­ზე ჩე­მი რამ­დე­ნი­მე კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ნა­მუ­შევ­რის ას­ლი გა­მოვ­ფი­ნეთ. სწო­რედ მა­შინ გა­უჩ­ნ­და ნი­ნოს იდეა, რომ ერ­თი გა­მო­ფე­ნა მთლი­ა­ნად დათ­მო­ბო­და კა­ლიგ­რა­ფი­ას, ამ­ჯე­რად უკ­ვე ორი­გი­ნა­ლებს. თა­ვი­დან და­გეგ­მი­ლი იყო მხო­ლოდ ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, მაგ­რამ შემ­დეგ, უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ჩემს მე­გობ­რებს, ყო­ფილ მოს­წავ­ლე­ებს და­ვუ­კავ­შირ­დი და მა­თაც შევ­თა­ვა­ზეთ გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჩე­მი ჩათ­ვ­ლით, სულ, ოთხი რუს­თა­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფის ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ი­ფი­ნა.
ვფიქ­რობ, გერ­მა­ნე­ლი და არა მხო­ლოდ გერ­მა­ნე­ლი (კი­ოლ­ნი სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქია და, შე­სა­ბა­მი­სად, მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი) დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლი­სათ­ვის გა­მო­ფე­ნა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და სა­ინ­ტე­რე­სო, რად­გან მათ­თ­ვის ეს ახა­ლია, ეგ­ზო­ტი­კუ­რი და თან ძა­ლი­ან ლა­მა­ზი. ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წარ­მო­ჩე­ნა ევ­რო­პა­ში კი, რა თქმა უნ­და, კარ­გი საქ­მეა.“

მო­ამ­ზა­და  მა­კა ყი­ფი­ან­მა

25-28(942)N