გამოდის 1998 წლიდან
2016-03-31
რას შეცვლის გ-ჵRჳჶდ დაწყებით განათლებაში

ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლი კარ­გად იც­ნობს იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს, რომ­ლე­ბიც დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ბალ შე­დე­გებ­ზე მი­უ­თი­თებს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი (გ-ჵriჶდ) წარ­მო­ად­გენს აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (G-PRIED) მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექტს, რომ­ლის მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს ინო­ვა­ცი­უ­რი, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვას, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­თა უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის სწავ­ლე­ბის ახა­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის გაც­ნო­ბის, ხა­რის­ხი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გაზ­რ­დის გზით.
უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად პრო­ექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს  მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ინ­დი­რა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი


— იმ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც დაწყე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ში გვაქვს, პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მიზ­ნად ისა­ხავს მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის გაც­ნო­ბას, რა­თა ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი იყოს ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი და სა­ხა­ლი­სო და შე­დე­გი­ა­ნი. ამი­ტომ პირ­ველ რიგ­ში, შე­ვარ­ჩი­ეთ 100 ტრე­ნე­რი, უმე­ტეს­წი­ლად, ქარ­თუ­ლი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ი­ა­რეს შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გ­კურ­სე­ბი და შემ­დეგ ეს ცოდ­ნა, რო­გორც ტრე­ნე­რებ­მა, გა­დას­ცეს კო­ლე­გებს. პრო­ექ­ტი 2013 წელს 122 სა­პი­ლო­ტე სკო­ლა­ში და­ვიწყეთ და მო­ვი­ცა­ვით 1200-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი კითხ­ვა­ში და მა­თე­მა­ტი­კა­ში. სწო­რედ ამ ორი ძი­რი­თა­დი საგ­ნის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით სწავ­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბა, რაც დღე­ი­სათ­ვის გვაქვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ  სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა და ამ­ჟა­მად 580-ზე მეტ სკო­ლას­თან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ, შე­სა­ბა­მი­სად, თით­ქ­მის, გა­ოთხ­მაგ­და პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ჯამ­ში 8,000-ზე მე­ტია. აქე­დან 5,500-ზე მე­ტი ას­წავ­ლის კითხ­ვას, და 5,700-ზე მე­ტი — მა­თე­მა­ტი­კას. ეს ნიშ­ნავს, რომ, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის 28%-ია ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტის მუ­შა­ო­ბა­ში. მა­თი შერ­ჩე­ვა, კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში, ძი­რი­თა­დად, სკო­ლე­ბის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით მოხ­და, თუმ­ცა იყო გარ­კ­ვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უნ­და და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებს.
— რას და­ა­სა­ხე­ლებ­დით პრო­ექ­ტის მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბად?
— რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ჩვე­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი პე­და­გო­გე­ბი არი­ან. ერ­თი მხა­რეა მათ­თ­ვის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ მე­ო­რე და აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა სკო­ლის ბა­ზა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა. ჩვენ შევ­თან­ხ­მ­დით გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, რომ სკო­ლის ბა­ზა­ზე შექ­მ­ნი­ლი­ყო გარ­კ­ვე­უ­ლი სის­ტე­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც პე­და­გო­გე­ბი გუნ­დუ­რად შეძ­ლებ­დ­ნენ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მუ­შა­ო­ბას და შევ­თა­ვა­ზეთ ე.წ. საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით მას­წავ­ლე­ბელ­თა სას­წავ­ლო ჯგუ­ფე­ბის შექ­მ­ნა. მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში 5 მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის ქარ­თულს. ისი­ნი ერ­თი­ან­დე­ბი­ან და ირ­ჩე­ვენ ფა­სი­ლი­ტა­ტორს, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა რო­გორც აქ­ტი­უ­რო­ბით, ასე­ვე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს ჩვენ და­მა­ტე­ბით ვაწ­ვ­დით სას­წავ­ლო და მე­თო­დურ რე­სურ­სებს, ვუ­ტა­რებთ ტრე­ნინ­გებს და ვაძ­ლევთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­გორ ჩა­ა­ტა­რონ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის გან­ხილ­ვა და ანა­ლი­ზი, ურ­თი­ერ­თ­დაკ­ვირ­ვე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში და უკუ­კავ­ში­რის გა­ზი­ა­რე­ბა, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი და­გეგ­მ­ვა და სხვ. თი­თო­ე­უ­ლი ეს ნა­ბი­ჯი თან­ხ­ვედ­რა­შია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სქე­მას­თან.
ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტო­რის როლ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ეხე­ბა. რა­ტომ­ღაც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სკო­ლის მარ­თ­ვის­თ­ვის სრუ­ლი­ად საკ­მარ­ისია კარ­გი მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბი და უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია მი­სი, რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის რო­ლი. თუ დი­რექ­ტორს არ ეს­მის, რო­გორ უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი ეფექ­ტუ­რად, მხო­ლოდ გა­მარ­თუ­ლი ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბით კარგ შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებთ. დი­რექ­ტორს უნ­და შე­ეძ­ლოს პე­და­გო­გის საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად შე­ფა­სე­ბა და მი­სი შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა. ჩვენ ასე­თი მე­თო­დი გვაქვს: ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ტრე­ნე­რე­ბი ბრუნ­დე­ბი­ან სკო­ლებ­ში და აკ­ვირ­დე­ბი­ან, რო­გორ იყე­ნე­ბენ პე­და­გო­გე­ბი ტრე­ნინ­გებ­ზე მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­სა თუ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბის შემ­დეგ მას­წავ­ლებ­ლებს უზი­ა­რე­ბენ მოსაზრებებს კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი უკუ­კავ­ში­რის სწავ­ლე­ბის რო­გორც ძლი­ე­რი, ასე­ვე გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი მხა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ. ამ გან­ხილ­ვებს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ეს­წ­რე­ბი­ან დი­რექ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვად და­მო­უ­კი­დებ­ლად ატა­რე­ბენ მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­ფა­სე­ბებს და საკ­ლა­სო დაკ­ვირ­ვე­ბებს ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მე­თო­დი­კი­სა და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.
ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მუ­შა­ო­ბა პე­და­გო­გებ­თან წარ­მო­ად­გენს ერთ უწყ­ვეტ ციკლს: ერთ-ორ-დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გი, შემ­დეგ ერ­თი-ორი კვი­რა პრაქ­ტი­კა კლას­ში, შემ­დეგ ისევ ტრე­ნინ­გი, და ასე შემ­დეგ. საკ­ლა­სო პრაქ­ტი­კის დროს მათ აკ­ვირ­დე­ბი­ან ტრე­ნე­რე­ბი, ან დი­რექ­ტო­რი და პა­რა­ლე­ლუ­ლად ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ საგ­ნობ­რივ მას­წავ­ლე­ბელ­თა სას­წავ­ლო ჯგუ­ფე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში.
— ტრე­ნინგ-კურ­სე­ბის გარ­და რა აქ­ტი­ვო­ბებს ახორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში?
— ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით სწავ­ლე­ბა რომ აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა შე­დე­გის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ეს სა­კა­მა­თო აღარ არის, მაგ­რამ ეს მე­თო­დი ვერ იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბის, დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­რე­შე. ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში კი ეს პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. ამი­ტომ ჩვენ იმ­თა­ვით­ვე და­ვიწყეთ ზრუნ­ვა ამ სი­ცა­რი­ე­ლის შე­სავ­სე­ბად. შე­მო­ვიკ­რი­ბეთ ავ­ტორ­თა და ილუს­ტ­რა­ტორ­თა ჯგუ­ფი, რო­მელ­თაც დღე­ი­სათ­ვის, ჩვე­ნი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, 300-მდე სა­კითხა­ვი წიგ­ნი აქვთ შექ­მ­ნი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­მა­ტე­ბით სა­კითხა­ვი მა­სა­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მიდ­გო­მით არის შედ­გე­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით, რა­შიც დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვით ლინ­გ­ვის­ტებს, ფსი­ქო­ლო­გებს, ფი­ლო­ლო­გებს. თი­თო დო­ნე­ზე, მა­გა­ლი­თად ჳ კლას­ში, არ­სე­ბობს პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე სირ­თუ­ლის დო­ნის სა­კითხა­ვი ტექ­ს­ტე­ბი. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რო­გორც ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი და ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის, სპე­ცი­ფი­კა. ეს გა­მო­ცე­მე­ბი ყვე­ლა სა­პი­ლო­ტე სკო­ლა­ში და­რიგ­და, ახ­ლა სხვა პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე სა­ჯა­რო სკო­ლებ­საც ურიგ­დე­ბა. ეს წიგ­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქარ­თუ­ლი და ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბის და კითხ­ვის სა­ა­თის დროს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კითხ­ვის­თ­ვის და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის­თ­ვის.
უნ­და აღი­ნიშ­ნოს რე­სურ­ს­წიგ­ნე­ბი  მა­თე­მა­ტი­კი­სა და ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და ძა­ლი­ან ბევ­რი დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით, მა­გა­ლი­თად, კითხ­ვის და მა­თე­მა­ტი­კის აქ­ტი­ვო­ბე­ბის ბა­რა­თე­ბი, პოს­ტე­რე­ბი, მა­თე­მა­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ტი­ვე­ბი, მოს­წავ­ლის გა­ზე­თე­ბი, ასე­ვე სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის ნი­მუ­შე­ბი და სხვ. დი­დი მუ­შა­ო­ბა ტარ­დე­ბა მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის კუთხი­თაც. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია პრო­ექ­ტის მი­ერ გა­წე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა იმ პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც არა­ქარ­თულ რე­გი­ო­ნებ­ში ას­წავ­ლი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო ენას. „ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენა“ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს გარ­და იმი­სა, რომ ჩა­უ­ტარ­დათ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სის ტრე­ნინ­გე­ბი, მათ­თ­ვის შე­იქ­მ­ნა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლა და სპე­ცი­ა­ლუ­რი წიგ­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლებს, მათ­თ­ვის კო­ლო­სა­ლუ­რი შრო­მა გას­წი­ეს მთარ­გ­მ­ნე­ლებ­მა და ყვე­ლა ეს მა­სა­ლა ითარ­გ­მ­ნა რუ­სულ, სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზე.
— რა მი­გაჩ­ნი­ათ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სი­ახ­ლედ და მიღწ­ე­ვად პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში?
— ცალ­კე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო სკო­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვა, რაც უზ­რუნ­ველ­ყო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ. ყვე­ლა სკო­ლა, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ჩარ­თუ­ლია სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ­ვე შექ­მ­ნილ სა­ინ­ტერ­ნე­ტო ქსელ­ში, რომ­ლის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბა­ზე დი­დად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენ მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­ის და­ნერ­გ­ვა. ვგუ­ლის­ხ­მობ პრო­ექ­ტის ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბის — ტრე­ნინ­გე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბის შექ­მ­ნას და გან­თავ­სე­ბას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ვებ­სივ­რ­ცე­ში. სა­ი­ტი kargiskola.ge ამ უზარ­მა­ზა­რი მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც სთა­ვა­ზობს ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს — პე­და­გოგს, მოს­წავ­ლეს, მშო­ბელს თუ სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს. ამის­თ­ვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, თუნ­დაც პე­რი­ო­დუ­ლად, ინ­ტერ­ნე­ტის ქო­ნა (ეს პრობ­ლე­მა ჯერ კი­დევ არის რე­გი­ო­ნებ­ში), რომ სრუ­ლად ჩა­მოტ­ვირ­თონ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა, მო­ის­მი­ნონ ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი, წა­ი­კითხონ წიგ­ნე­ბი და მო­ის­მი­ნონ აუდი­ო­წიგ­ნე­ბი, გა­ეც­ნონ აქ­ტი­ვო­ბე­ბის ბა­რა­თებს კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში და მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ბა­რა­თებს მცი­რე ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი­თა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, მრა­ვალ­ფე­რო­ვან მე­ნი­უს მას­წავ­ლე­ბელ­თა სას­წავ­ლო ჯგუ­ფე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი­სათ­ვის, დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­თ­ვის. და­ბო­ლოს, kargiskola.ge-ს „საკ­ლა­სო შე­ფა­სე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბით მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია შექ­მ­ნას დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტი კითხ­ვის და მა­თე­მა­ტი­კის საგ­ნებ­ში, და ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, აღ­რიცხოს ქუ­ლე­ბი და მი­ი­ღოს დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბის ანა­ლი­ზის ან­გა­რი­ში მთე­ლი კლა­სის და ცალ­კე­უ­ლი მოს­წავ­ლის მი­ხედ­ვით.
kargiskola.ge ჩვე­ნი პრო­ექ­ტის სე­რი­ო­ზულ მიღ­წე­ვად მი­მაჩ­ნია, რად­გან ძა­ლი­ან ეკო­ნო­მი­უ­რია, სკო­ლას არა­ვი­თა­რი ხარ­ჯის გა­წე­ვა არ სჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ, მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე პე­და­გო­გი შე­იკ­რი­ბოს და უყუ­როს ვი­დე­ო­გაკ­ვე­თილს ქარ­თულ­ში ან მა­თე­მა­ტი­კა­ში. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კურ­სე­ბი გათ­ვ­ლი­ლია ჯგუ­ფურ მუ­შა­ო­ბა­ზე, რაც სკო­ლა­ში შექ­მ­ნის კო­ლე­გი­ა­ლურ, საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას და რა­საც უნ­და მოჰ­ყ­ვეს ნა­ნა­ხის შე­სა­ხებ დის­კუ­სია, გან­ხილ­ვა. თუ ისი­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად მი­უდ­გე­ბი­ან ამ შე­თა­ვა­ზე­ბას, აუცი­ლე­ბე­ლად გა­იზ­რ­დე­ბა სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­დე­გი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, ამ აქ­ტი­ვო­ბა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი კრე­დიტ­ქუ­ლებ­საც იღებს.
და­მა­ტე­ბით გვსურს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კურ­სე­ბის შექ­მ­ნა ორი მი­ზე­ზის გა­მო: პირ­ვე­ლი, გუნ­დის მარ­თ­ვას და ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას სჭირ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნა და უნა­რი და მე­ო­რე, ზო­გი­ერ­თი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რია. დარ­ჩე­ნილ 7 თვეს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ ამის­თ­ვის და, იმის­თ­ვის, რომ შექ­მ­ნი­ლი სის­ტე­მა იყოს მდგრა­დი და შეძ­ლოს მუ­შა­ო­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გაგ­რ­ძე­ლე­ბა.
— თქვე­ნი პრო­ექ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­ხუ­რე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ერთ სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ა­ში რთუ­ლია ყვე­ლა იმ აქ­ტი­ვო­ბის გან­ხილ­ვა და აღ­წე­რა, რაც ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ და რო­მელ­თა მი­ზა­ნი დაწყე­ბით კლა­სებ­ში, ქარ­თულ­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იყო. მი­აღ­წი­ეთ თუ არა მი­ზანს, შე­იც­ვა­ლა თუ არა უკე­თე­სო­ბის­კენ ვი­თა­რე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?
— რაც შე­ე­ხე­ბა შე­დე­გებს — პრო­ექ­ტის აქ­ტი­ვო­ბე­ბის დაწყე­ბამ­დე, სა­პი­ლო­ტე სკო­ლე­ბის 1,500-მდე მოს­წავ­ლე (და ამ­დე­ნი­ვე სა­კონ­ტ­რო­ლო სკო­ლე­ბის) შე­ვა­მოწ­მეთ კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბის მხო­ლოდ 15-დან 20%-მდე რა­ო­დე­ნო­ბამ აჩ­ვე­ნა კარ­გი შე­დე­გი. ჩვე­ნი სა­ბა­ზი­სო შე­მოწ­მე­ბით მოს­წავ­ლე­თა და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი ქვე­და ზღვარ­ზე ან მის ქვე­ვით აღ­მოჩ­ნ­და. გა­სუ­ლი წლის მარ­ტ­ში, ჩვენ­მა დო­ნორ­მა და­ი­ქი­რა­ვა სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც შე­ფა­სე­ბის იმა­ვე მე­თო­დით, იმა­ვე მოს­წავ­ლე­ებ­თან ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა იმა­ვე მე­თო­დო­ლო­გი­ით. ვი­ცით, რომ შე­დე­გე­ბი უკ­ვე არის, მაგ­რამ პრე­ზენ­ტა­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, აპ­რი­ლის და­საწყის­ში იქ­ნე­ბა. ასე რომ, სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბათ, პრო­ექ­ტის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი, ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­გოთ.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

25-28(942)N