გამოდის 1998 წლიდან
2016-03-31
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი

სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა; კერ­ძო სექ­ტო­რის მოთხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა; სა­მე­წარ­მეო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­უფ­ლე­ბა; სწავ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი გან­ხორ­ცი­ელ­დეს არა კო­ლეჯ­ში, არა­მედ სა­წარ­მო­ში; პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად უნ­და ჩა­ერ­თოს დამ­საქ­მე­ბე­ლი, კერ­ძო სექ­ტო­რი — ასე­თია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი მო­დე­ლის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ წა­რუდ­გი­ნეს.
გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა მთავ­რო­ბის 4-პუნ­ქ­ტი­ა­ნი გეგ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. რე­ფორ­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ეკო­ნო­მი­კის რე­ფორ­მას, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას, სივ­რ­ცით მოწყო­ბას და მმარ­თ­ვე­ლო­ბის რე­ფორ­მას, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვ­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა.
გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ბლო­კის პრე­ზენ­ტა­ცია დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა გა­აც­ნო. სი­ახ­ლის თა­ნახ­მად, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში გა­ტარ­დე­ბა რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს დამ­საქ­მებ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვას, სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას და შრო­მის ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის გა­მოკ­ვე­თას.
რე­ფორ­მის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის (WჴRკ-ბაSჶდ ლჶაRნჳნგ) მიდ­გო­მის და­ნერ­გ­ვა, რო­დე­საც ძი­რი­თა­დი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­წარ­მო­ში, ხო­ლო თე­ო­რი­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტი, ასე­ვე საკ­ვან­ძო და სა­ბა­ზო უნა­რე­ბის მო­დუ­ლე­ბი — კო­ლეჯ­ში. სა­ჯა­რო-კერ­ძო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა და სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა არა მარ­ტო კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბას შე­უწყობს ხელს, არა­მედ მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც.
თა­მარ სა­ნი­კი­ძე: „სა­უ­ბა­რია სის­ტე­მურ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, ნელ-ნე­ლა უნ­და გა­და­ვი­დეთ სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ზე, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბა იმი­ტომ რომ, სწავ­ლე­ბის ამ ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში დამ­საქ­მებ­ლი­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თ­ვას მო­ითხოვს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­უ­ბა­რია სა­მო­ტი­ვა­ციო პა­კე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე იმი­სათ­ვის, რომ კერ­ძო სექ­ტო­რი და დამ­საქ­მე­ბე­ლი სრუ­ლად იყოს ჩარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მთელ ციკ­ლ­ში. არა მხო­ლოდ სტან­დარ­ტე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის ნა­წილ­ში, რო­გორც დღეს გვაქვს, არა­მედ პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­შიც, რაც ნიშ­ნავს, რომ იმ მიდ­გო­მით, რომ­ლის და­ნერ­გ­ვა­საც ვა­პი­რებთ, სწავ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი (60%) უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს არა კო­ლეჯ­ში, არა­მედ უშუ­ა­ლოდ სა­წარ­მო­ში, შე­სა­ბა­მი­სად, პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ზო­გა­დად ყვე­ლა­ფე­რი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ზე, დამ­საქ­მე­ბელ­ზე და შრო­მის ბა­ზარ­ზე, მორ­გე­ბუ­ლი  იქ­ნე­ბა მათ მოთხოვ­ნებ­ზე.“
სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი მი­იჩ­ნევს, რომ მთავ­რო­ბის ოთხ­პუნ­ქ­ტი­ა­ნი გეგ­მი­დან ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მაა. მი­სი თქმით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი ნიშ­ნავს უფ­რო მეტ კვა­ლი­ფი­ციუ­რ, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პრო­ფე­სი­ო­ნალს და მეტ და­საქ­მე­ბულს ქვე­ყა­ნა­ში. ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი დღეს შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სა­მუ­შაო ძა­ლის არარ­სე­ბო­ბაა და რომ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლმა იმა­ზეც ისა­უბ­რა, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ტე­რეს­დეს კერ­ძო სექ­ტო­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პრო­­ექ­ტი გან­ხი­ლუ­ლი იყო დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მო­მა­ვალ დამ­საქ­მებ­ლებ­თან და სფე­როს ექ­ს­პერ­ტებ­თან. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ დღე­ვან­დელ შრო­მის ბა­ზარ­ზე პრო­ფე­სი­ულ კად­რებ­ზე დი­დი მოთხოვ­ნაა. კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ვად არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და­საქ­მე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ორი­ვე მხა­რის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.
გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი: „დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღეა. ვიწყებთ მთავ­რო­ბის რე­ფორ­მე­ბის 4-პუნ­ქ­ტი­ა­ნი გეგ­მის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბის — გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის პირ­ველ ეტაპს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს შრო­მის ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შექ­მ­ნას. ეს რე­ფორ­მა არა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, არა­მედ  ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას მის­ცემს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ბიძგს. ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი ახალ­გაზ­რ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე.
დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ის გეგ­მა, რო­მე­ლიც გაგ­ვაჩ­ნია და რო­მელ­საც მივ­ყ­ვე­ბით ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ — ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა, შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და მოქ­ნი­ლი, ეფექ­ტუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო მმარ­თ­ვე­ლო­ბა — ნამ­დ­ვი­ლად მის­ცემს ქვე­ყა­ნას სა­შუ­ა­ლე­ბას გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­დეს. გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ბლო­კი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც, დამ­საქ­მე­ბელ­თან ერ­თად, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის მო­დელ­ზე აგე­ბულ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას ნიშ­ნავს. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ პირ­ვე­ლი, ამ ოთხ­პუნ­ქ­ტი­ან რე­ფორ­მა­თა გეგ­მი­დან, წარ­დ­გე­ნი­ლია ზუს­ტად გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, მარ­თ­ლაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ ოთხ მი­მარ­თუ­ლე­ბას შო­რის.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, რომ სტუ­დენ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვის მთავ­რო­ბამ შექ­მ­ნას შე­სა­ბა­მი­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი „სტარ­ტა­პის“ იდე­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს, ახალ­გაზ­რ­და ინი­ცი­ა­ტი­ვი­ან ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, და­ა­ფი­ნან­სონ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი უკ­ვე ახალ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც არ იქ­ნე­ბა ამი­სათ­ვის სა­ჭი­რო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ბან­კო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა. სტუ­დენტს სწავ­ლის პრო­ცეს­ში­ვე უნ­და ჰქონ­დეს მო­მა­ვალ დამ­საქ­მე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.“
კარ­ლო ნა­ტა­ლე, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე: „მი­ვე­სალ­მე­ბი წა­მოწყე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვას. მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა იწყე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ევ­რო­კავ­ში­რი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იყო გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ხელ­შემ­წყო­ბი დო­ნო­რი. მიმ­დი­ნა­რე პროგ­რა­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ჩვენ მზად ვართ, ამ რე­ფორ­მას შემ­დ­გომ­შიც შე­ვუწყოთ ხე­ლი.“
ელ­გუ­ჯა მე­ლა­ძე, ბიზ­ნეს­გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი: „ეს პრო­ექ­ტი, პრინ­ციპ­ში, გან­ხი­ლუ­ლი იყო დამ­საქ­მებ­ლებ­თან და ჩვე­ნი მხრი­დან მო­წო­ნე­ბუ­ლია. პრო­ექ­ტი ემ­ყა­რე­ბა იმ ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წე­ლია არ­სე­ბობს და რო­მელ­მაც გა­ა­მარ­თ­ლა. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, დღე­ი­სათ­ვის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბი­სა და სა­მუ­შაო ძა­ლის მი­წო­დე­ბის შე­უ­სა­ბა­მო­ბაა. ეს თე­მა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნ­და გა­დაწყ­დეს და სწო­რედ ამის სა­უ­კე­თე­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბია ჩა­დე­ბუ­ლი ამ პრო­ექ­ტ­ში.
პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ბაზ­რის კვლე­ვა, რაც დევს კი­დეც კონ­ცეფ­ცი­ა­ში. მე­ო­რე ეტა­პი გახ­ლავთ სტუ­დენ­ტ­თა სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ყვე­ლა მე­წარ­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, გა­ზარ­დოს კად­რი და შემ­დეგ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს. პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი ზუს­ტად იმას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც გვჭირ­დე­ბა.“
ალექ­სან­დ­რე ეჯი­ბა­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „მთელ რიგ დარ­გებ­ში არის მოთხოვ­ნი­ლე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­ურ მუ­შა­ხელ­ზე, ამა­ვე დროს, საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით გვყავს უმუ­შევარი ადა­მი­ა­ნე­ბი. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ მა­თი და­საქ­მე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ არ ხდე­ბა, რომ იმ უმუ­შე­ვარ ხალხს არ გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია. მთელ რიგ პრო­ფე­სი­ებ­ში, ბო­ლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ვინ მომ­ზა­დე­ბუ­ლა. ამი­ტომ ვერც მე­წარ­მე ავი­თა­რებს სა­წარ­მოს, არ ჰყავს მუ­შა­ხე­ლი. მე­ო­რე მხრივ, აშე­ნე­ბუ­ლია მშვე­ნი­ე­რი პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი, გა­აზ­რე­ბუ­ლია სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, შექ­მ­ნი­ლია ყვე­ლა პი­რო­ბა. სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლიც იყო კო­ლე­ჯის მე­წარ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბა, რა­თა პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად წარ­მო­ე­ბა­ში გადავიდეს და იქ და­ე­უფ­ლონ სტუ­დენ­ტე­ბი ყვე­ლა იმ უნარ-ჩვე­ვას, რო­მე­ლიც  შემ­დ­გო­მი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო.“
დღე­ი­სათ­ვის, პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 34 სა­ხელ­მ­წი­ფო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში 7100 პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. მათ გა­ნათ­ლე­ბას სრუ­ლად აფი­ნან­სებს სა­ხელ­მ­წი­ფო. სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში 100-ზე მეტ პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მა­ზე ხდე­ბა მი­ღე­ბა.
სულ­ხან ქი­მე­რი­ძე, პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი: „ავირ­ჩიე მძი­მე სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კის ოპე­რა­ტო­რო­ბა. სა­უ­კე­თე­სო სწავ­ლე­ბა გვაქვს რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი. სი­მუ­ლა­ტო­რებ­თან ვმუ­შა­ობთ და ისე­თი­ვე შეგ­რ­ძ­ნე­ბა გვაქვს, რო­გორც ცოცხალ ტექ­ნი­კას­თან შე­ხე­ბი­სას. აგ­ვის­ტო­ში დაგ­ვეწყე­ბა სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კა.“
კო­ლე­ჯებ­ში, თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობს პრაქ­ტი­კუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი. სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ბო­ლო ნა­წი­ლი კი უშუ­ა­ლოდ რე­ა­ლურ სა­წარ­მო­ში სტა­ჟი­რე­ბაა, სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კაა. კო­ლე­ჯე­ბი ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მებს აფორ­მე­ბენ კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. შე­დე­გად, პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კას გა­დი­ან და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, საქ­მ­დე­ბი­ან კი­დეც ამ კომ­პა­ნი­ებ­ში.
სა­ნამ სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, კო­ლე­ჯებს თა­ვად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უწევთ სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ერთ-ერ­თი ასე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, კო­ლეჯ­მა „სპექ­ტ­რ­ი“ სა­კუ­თარ სტუ­დენტს, ლა­შა მჭედ­ლი­ძეს, რო­მელ­მაც ელექ­ტ­რი­კო­სის პრო­ფე­სია შე­ის­წავ­ლა, სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კა კომ­პა­ნია „ჯე­ო­ტუ­რან­ში“ გა­ა­ტა­რა, სა­დაც ლა­შა, უკ­ვე ერ­თი წე­ლია, შტა­ტი­ა­ნი თა­ნამ­შ­რო­მე­ლია. ამ­ბობს, რომ 35 წლის ასაკ­შიც არ არის გვი­ა­ნი, გა­ი­ა­რო გა­დამ­ზა­დე­ბა და გახ­დე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სოა იმი­სათ­ვის, რომ მე­ტად გან­ვი­თარ­დე, წინ­ს­ვ­ლა გქონ­დეს და ევ­რო­პულ დო­ნე­ზე შე­ას­რუ­ლო ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მელ­საც დღეს­დღე­ო­ბით ითხოვს ჩვე­ნი ბა­ზა­რი. პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი არის ერ­თა­დერ­თი ხელ­შემ­წყო­ბი იმი­სა, რომ უშუ­ა­ლო კავ­ში­რი გვქონ­დეს და დავ­საქ­მ­დეთ იმ კომ­პა­ნი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც ლი­დე­რე­ბი არი­ან ბა­ზარ­ზე სან­ტექ­ნი­კის, ში­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, ელექ­ტ­რო­ო­ბის თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. გვაძ­ლევს შანსს, პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვ­ვი­თარ­დეთ და დავ­საქ­მ­დეთ ძლი­ერ და გან­ვი­თა­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში.“
გი­ორ­გი ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, „ჯე­ო­ტუ­რა­ნის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: „და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია, რაც კო­ლეჯ „სპექ­ტ­რ­თან“ და­ვიწყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ საკ­მა­ოდ დი­დი ინ­ვეს­ტი­ცია კო­ლეჯ­ში, რაც გუ­ლის­ხ­მობ­და თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტე­ბის შე­ტა­ნას, და­ნერ­გ­ვას და ახა­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას — მი­წის­ქ­ვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სის­ტე­მე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რა­ზეც ჩვე­ნი კომ­პა­ნიაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. რო­გორც ყვე­ლა კომ­პა­ნია და კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ჩვენც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის საკ­მაო დე­ფი­ციტს გან­ვიც­დით, თუმ­ცა ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, გა­ვაღ­რ­მა­ვოთ სტუ­დენ­ტებ­ში ცოდ­ნა, ავუ­მაღ­ლოთ კვა­ლი­ფი­კა­ცია. მა­გა­ლი­თად „სპექ­ტ­რი­დან“ ჩვენ­თან 20 სტუ­დენ­ტია უკ­ვე და­საქ­მე­ბუ­ლი. მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით ვიწყებთ გრან­დი­ო­ზულ სა­მუ­შა­ო­ებს და მე­ტი კად­რი დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა, რის­თ­ვი­საც უფ­რო მეტ თან­ხას ჩავ­დებთ გა­ნათ­ლე­ბა­ში.“
პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი­სა და კერ­ძო ბიზ­ნე­სის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ამ დრომ­დე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბო­და. და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მის შე­დე­გად კი, სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა და­იწყე­ბა. დამ­საქ­მებ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­იზ­რ­დე­ბა, ასე­ვე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა შრო­მის ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის გეგ­მა, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ­მა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა, მო­მავ­ლის ნა­წი­ლია და სა­ბო­ლოო სა­ხე 2017 წელს უნ­და მი­ი­ღოს. დღე­ი­სათ­ვის კი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 80-ზე მე­ტი კერ­ძო კო­ლე­ჯი და 34 სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­დაც პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბით ას­წავ­ლი­ან. ერთ-ერ­თი ასე­თი ტექ­ნი­კუ­რი, სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის მქო­ნე კო­ლე­ჯია „სპექ­ტ­რი“. რო­გორც კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რი მა­თე ტა­კი­ძე ამ­ბობს, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში პრო­ფე­სი­ო­ნალ კად­რებ­ზე მოთხოვ­ნა იმ­დე­ნად გა­ი­ზარ­და, რომ თა­ვად კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი დე­ბენ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში და ტექ­ნი­კურ აღ­ჭურ­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. შე­დე­გად, მი­სი სტუ­დენ­ტე­ბი ამა­ვე კომ­პა­ნი­ა­ში საქ­მ­დე­ბი­ან. „კერ­ძო სექ­ტორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. ბევრ კომ­პა­ნი­ას­თან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით. უფ­რო მეტ­საც ვიტყ­ვი, ბევ­რი კომ­პა­ნია ჩვენ­თან მუ­შა­ობს არა მხო­ლოდ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მე­მო­რან­დუმ­ზე, არა­მედ გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის ინ­ვეს­ტი­რე­ბე­ბით და ბევ­რ­მა მათ­გან­მა კო­ლე­ჯის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა. მა­გა­ლი­თად, რო­გორც ინ­ვეს­ტი­რე­ბა, გან­ხორ­ცი­ელ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის მოწყო­ბა, ასე­ვე პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რის და­ბეჭ­დ­ვა, უცხო­ეთ­ში მივ­ლი­ნე­ბე­ბი და უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა ად­გილ­ზე, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია პრო­ფე­სი­უ­ლი სეგ­მენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
სულ უფ­რო და უფ­რო იზ­რ­დე­ბა მოთხოვ­ნა პრო­ფე­სი­ულ კად­რებ­ზე, მოთხოვ­ნას და მი­წო­დე­ბას შო­რის გარ­კ­ვე­უ­ლი დის­ბა­ლან­სია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოთხოვ­ნა­დი გახ­და, მა­გა­ლი­თად, სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მუ­შა­ხე­ლი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის დღე­ვან­დე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი იყო. ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­ს­პექ­ტი­ვა მდგრა­დო­ბის, რაც ბიზ­ნესს უხ­ს­ნის ხელს, რომ მო­ვიდ­ნენ და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სეგ­მენ­ტ­ში ჩა­დონ გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია. ასე რომ, ძა­ლი­ან კარ­გი და­საწყი­სია და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სეგ­მენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გა­დაგ­მუ­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯია.“
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის გეგ­მის წარ­დ­გე­ნი­სას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბას­თან ერ­თად, მათ მი­ერ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მოწყე­ბა­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა. სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­სა და ბიზ­ნეს სექ­ტორს შო­რის ერ­თ­გ­ვა­რი მე­დი­ა­ტო­რის როლს შე­ას­რუ­ლებს, რა­თა მო­მა­ვა­ლი კად­რე­ბი ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზად­დ­ნენ.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა, მთავ­რო­ბის გეგ­მის მი­ხედ­ვით, 2017 წლი­დან უნ­და ამოქ­მედ­დეს. კო­ლე­ჯის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ამ რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, ის, რა­საც კომ­პა­ნი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად აკე­თებ­დ­ნენ, უკ­ვე სის­ტე­მურ სა­ხეს მი­ი­ღებს.

მო­ამ­ზა­და  ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

25-28(942)N