გამოდის 1998 წლიდან
2016-03-31
რო­გო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავს

უპირ­ვე­ლე­სად, და­ვა­სა­ბუ­თებთ, რომ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­სა­ხებ ჩვენ ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი სიტყ­ვა გვეთ­ქ­მის. ჩვე­ნი კავ­ში­რი „ქორ­ბუ­და“ არის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (და­არ­სე­ბუ­ლია 1992 წელს). 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობთ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გვაქვს: ტრე­ნინ­გე­ბი 4000-ზე მე­ტი მო­ნა­წი­ლის­თ­ვის; ტეს­ტი­რე­ბე­ბი 1500-ზე მე­ტი მო­ნა­წი­ლის­თ­ვის; გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბე­ბი და ამ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ანა­ლი­ზე­ბი — 1000-ზე მე­ტი მას­წავ­ლებ­ლი­სა (გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბა­თა დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა აშშ-ს პრო­ექ­ტის, „ჯიპ­რა­ი­დის“ ფარ­გ­ლებ­ში მოხ­და; ხო­ლო ტრე­ნინ­გე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა — პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფალ პროფ­კავ­შირ­თან მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით); შექ­მ­ნი­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლი გვაქვს 40-ზე მე­ტი ნო­ვა­ტო­რუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და ტეს­ტე­ბის კრე­ბუ­ლი, მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვა­თა სა­შუ­ა­ლო დო­ნე და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ით იმა­ტებს (რო­დე­საც ყვე­ლა სხვა პი­რო­ბა და ვი­თა­რე­ბა უც­ვ­ლე­ლია). რა­კი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ხე­ლი გა­ტე­ხი­ლი აქვთ, იმა­საც და­ვუ­მა­ტებთ, რომ ჩვე­ნი კავ­ში­რი ქარ­თუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბი­საა და მთა­ვარ მიზ­ნად ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი წი­ნაპ­რე­ბის საქ­მის ღირ­სე­უ­ლი გაგ­რ­ძე­ლე­ბა დაგ­ვი­სა­ხავს (ამი­ტო­მაც არ გვაქვს გრან­ტე­ბი და ვებ­სა­ი­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის თან­ხის შოვ­ნაც კი გვი­ჭირს).
1. შე­სა­ვა­ლი
აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ის ზე­რე­ლე, უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო, ქედ­მაღ­ლუ­რი სა­ჯა­რო გა­მოხ­დო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რია მას­წავ­ლებ­ლის მი­სა­მარ­თით. ისი­ნი (რომც სრუ­ლი სი­მარ­თ­ლე იყოს), და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სია — იმ­დენ­საც კი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ამით ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალს — მოს­წავ­ლე­ებს, მათ შო­რის სა­კუ­თარ შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს აზა­რა­ლე­ბენ — სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შ­ვებს ისე­დაც აც­რუ­ე­ბუ­ლი აქვთ გუ­ლი სწავ­ლა­ზე და მას­წავ­ლე­ბელ­თა ასე­თი დამ­ცი­რე­ბის შემ­დეგ რა­ღა იქ­ნე­ბა?! მო­ზარ­დი ხში­რად სა­ბაბს ეძებს, რომ სი­ზარ­მა­ცე გა­ა­მარ­თ­ლოს და შე­ნიღ­ბოს. ან კლას­ში მი­სი ყო­ფაქ­ცე­ვა რო­გო­რი იქ­ნე­ბა?! შეგ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, სა­ნამ რა­მეს იტყო­დეს სა­ჯა­როდ, ჯერ იმას უნ­და აფა­სებ­დეს, თუ რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს მის ნათ­ქ­ვამს. „კაცს კბი­ლე­ბი (გო­ნე­ბა) იმის­თ­ვის აქვს, რომ რო­ყიო სიტყ­ვა მო­ძეძ­გო­სო“.
ახ­ლა და­ვუშ­ვათ, რომ ის აზ­რე­ბი არა­სა­ჯა­როდ, მხო­ლოდ ვიწ­რო წრე­ში გა­მო­ით­ქ­ვა. მა­ინც ზე­რე­ლე, მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი და მეტ­წი­ლად მცდა­რია. სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ბალ ღო­ბედ ეჩ­ვე­ნე­ბა, უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ნა­ხე­ვა­რი თავს გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტად მი­იჩ­ნევს და ჰგო­ნია, რომ სიტყ­ვა ეთ­ქ­მის გა­ნათ­ლე­ბა­ზე. ჩვენ­თ­ვის რომ ჟურ­ნა­ლისტს ეკითხა, რა აზ­რი­სა ხართ ამა თუ იმ ქი­მი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზეო, რას ვუ­პა­სუ­ხებ­დით? — რომ ამ საქ­მი­სა არა­ფე­რი გაგ­ვე­გე­ბა და ამი­ტომ თავს ვი­კა­ვებთ უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და უსა­ფუძ­ვ­ლო დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან. ხო­ლო ვი­საც გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა ქი­მი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე უფ­რო ად­ვი­ლი საქ­მე ჰგო­ნია, ის უბ­რა­ლოდ გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია. სამ­წუ­ხა­რო კი ისაა, რომ ათ­წ­ლე­ულ­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი ასე­თი ვა­ის­პე­ცი­ა­ლის­ტი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გის სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა  და მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვეა იმა­ში, რომ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა გა­ნუხ­რე­ლად უკან-უკან მი­დის და ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი და­ნა­შა­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლებს გა­და­აბ­რა­ლონ.
ქარ­თ­ვე­ლებს აურაცხე­ლი ბრძნუ­ლი ან­და­ზა გვაქვს. ერ­თი გვას­წავ­ლის: რაც ერი, ის ბე­რიო! ხო­ლო სა­ხა­რე­ბა გვას­წავ­ლის, რომ სა­ნამ სხვის თვალ­ში წველს და­ი­ნა­ხავ, მა­ნამ სა­კუ­თარ თვალ­ში დი­რე და­ი­ნა­ხეო.

2. ვი­სი ბრა­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა არა­საკ­მა­რი­სი  პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი
ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა არა მას­წავ­ლე­ბელ­თა, არა­მედ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და მთე­ლი მი­სი სის­ტე­მის ბრა­ლია. მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, სხვებ­თან შე­და­რე­ბით, უფ­რო წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი და გა­ცი­ლე­ბით ბე­ჯი­თია (უამი­სოდ მას­წავ­ლებ­ლად ვერ გაძ­ლებ­და). მათ­თ­ვის რომ წე­სი­ე­რად ეს­წავ­ლე­ბი­ნათ, ის­წავ­ლიდ­ნენ. მა­თი ზო­გა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი რომ სა­თა­ნა­დოდ გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნათ, გან­ვი­თარ­დე­ბოდ­ნენ. და ვი­ნაა დამ­ნა­შა­ვე იმა­ში, რომ არ ას­წავ­ლეს? რომ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი წყალს ნა­ყავ­დ­ნენ? რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ფა­რა­ტი­ნა დიპ­ლო­მებს ანი­ჭებს აკ­რე­დი­ტა­ცი­ას? რომ მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე ამ­ჟა­მა­დაც ისე­თი და­ბა­ლი ბა­რი­ე­რე­ბია, რომ ბა­რი­ე­რი, არ­სე­ბი­თად, არც კი არ­სე­ბობს? (მსოფ­ლი­ო­ში სად­მე თუ არის 27%-იანი ბა­რი­ე­რი ზო­გად უნარ­თა ტეს­ტ­ში? ად­რე კი სუ­ლაც 18% იყო, მა­შინ რო­დე­საც პა­სუ­ხე­ბის ალალ­ბედ­ზე შე­მო­ხაზ­ვით სა­შუ­ა­ლოდ 21% გროვ­დე­ბა!); რომ ამ­ჟა­მინ­დელ უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნე კი­დევ უფ­რო და­ბა­ლია, ვიდ­რე არ­სე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­შუ­ა­ლო დო­ნე? რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ფუ­ლის სა­კე­თე­ბელ დახ­ლა­დაა ქცე­უ­ლი? რომ თვით სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ტეს­ტე­ბის კრე­ბულს, რომ­ლის დას­ტამ­ბ­ვაც სა­მი­ნის­ტ­როს 1 ლა­რი უჯ­დე­ბა, მას­წავ­ლე­ბელს არა­თუ არ სჩუქ­ნი­ან, არა­მედ ხუთ­მაგ ფასს არ­თ­მე­ვენ და ამა­შიც ფულს აკე­თე­ბენ?..
გან­ვი­ხი­ლოთ კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი. ახალ­გაზ­რ­და ისე და­ამ­თავ­რებ­და ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტს წი­ნათ (და ახ­ლა — კი­დევ უფ­რო უარე­სია), რომ ერ­თხე­ლაც კი არ გა­უ­ვარ­ჯი­შებ­დ­ნენ იმ უნარ-ჩვე­ვებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა ფი­ლო­ლო­გის­თ­ვის უპირ­ვე­ლე­სია: 1) ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა-გა­აზ­რე­ბა, რე­ზი­უ­მი­რე­ბა, კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზი, დას­კ­ვ­ნე­ბის სინ­თე­ზი. 2) ტექ­ს­ტის გას­წო­რე­ბა-რე­დაქ­ტი­რე­ბა, სტი­ლის­ტი­კუ­რი დახ­ვე­წა, აზ­რობ­რი­ვი გა­მარ­თ­ვა, მორ­ფო­ლო­გი­ურ-სინ­ტაქ­სუ­რი თუ სხვაგ­ვა­რი შეც­დო­მე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცია. 3) აზ­რის კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ანუ ხა­რის­ხი­ა­ნი ტექ­ს­ტის მომ­ზა­დე­ბა მო­ცე­მულ თე­მა­ზე, არ­გუ­მენ­ტა­ცია, რი­ტო­რი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა გა­მო­ყე­ნე­ბა. ასე­ვე, მა­თე­მა­ტი­კის მო­მა­ვალ მას­წავ­ლე­ბელს არა­ვინ ას­წავ­ლი­და სას­კო­ლო მა­თე­მა­ტი­კის და­ფუძ­ნე­ბის სა­კითხებს, არა­ვინ უვი­თა­რებ­და სას­კო­ლო მა­თე­მა­ტი­კის ცნე­ბა­თა გა­აზ­რე­ბი­სა და სის­ტე­მუ­რი ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბის უნარ-ჩვე­ვებს, არ ავარ­ჯი­შებ­დ­ნენ კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მე­ბის სწავ­ლე­ბის ნა­ყო­ფი­ე­რი მე­თო­დი­კე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (თა­ნა­მედ­რო­ვეს ვინ ჩი­ვის — თუნ­დაც ძვე­ლე­ბუ­რად). სა­მა­გი­ე­როდ, ყვე­ლა ფა­კულ­ტეტ­ზე სტუ­დენ­ტებს უნ­და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ მრა­ვა­ლი გა­მოც­და მათ­თ­ვის სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლო სა­კითხებ­ზე. მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელს არა­ფერ­ში არ სჭირ­დე­ბა არა­ბუ­ლი, ლა­თი­ნუ­რი თუ ბერ­ძ­ნუ­ლი ენე­ბი (და არც არა­ვის ახ­სოვს), ხო­ლო მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელს — დი­ფე­რენ­ცი­ა­ლუ­რი გან­ტო­ლე­ბე­ბი (და არც არა­ვინ იცის). მაგ­რამ ამას დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­საც კი „ას­წავ­ლიდ­ნენ“ (ანუ გა­მოც­დებს „აბა­რე­ბი­ნებ­დ­ნენ“). ცხა­დია, „ნას­წავ­ლი“ უკ­ვა­ლოდ იკარ­გე­ბო­და რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ხო­ლო სკო­ლა­ში თით­ქ­მის სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ახალ­გაზ­რ­და მი­დი­ო­და. ამ­ჟა­მა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სის­ტე­მა კი კი­დევ უფ­რო მოშ­ლი­ლი და უხა­რის­ხოა, ვიდ­რე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. არა მარ­ტო პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი არ ვი­თარ­დე­ბა, არა­მედ იმ უსარ­გებ­ლო გა­დატ­ვირ­თუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და უდაბ­ლე­სი ბა­რი­ე­რი­ე­ბის გა­მო ახალ­გაზ­რ­დებ­მა უბ­რა­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტერ­მი­ნე­ბიც კი აღარ იცი­ან (რას ნიშ­ნავს, მა­გა­ლი­თად, თავ­სარ­თი re- ან ტერ­მი­ნი „სე­მან­ტი­კა“). ვინ აგებს პა­სუხს ყო­ვე­ლი­ვე ამა­ზე — თუ არა სა­ხელ­მ­წი­ფო, კერ­ძოდ კი სა­მი­ნის­ტ­რო? მას­წავ­ლებ­ლო­ბა ხომ სა­ხელ­მ­წი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სიაა. რე­გუ­ლი­რე­ბა კი მარ­ტო გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე არ და­იყ­ვა­ნე­ბა. ჯერ უნ­და ას­წავ­ლო, რა­თა მე­რე გა­მო­ცა­დო.
2016 წლის იან­ვარ­ში სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ზე უფ­რო უარე­სი შე­დე­გე­ბი იყო, ვიდ­რე წი­ნა გა­მოც­დებ­ზე. ამას კი სულ უბ­რა­ლო ახ­ს­ნა აქვს: გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ იან­ვარ­ში სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რებ­ში წე­სი­ე­რი გათ­ბო­ბაც კი ვერ უზ­რუნ­ველ­ყო; გა­თო­ში­ლი ხე­ლე­ბი­თა და გა­თო­ში­ლი გო­ნე­ბით მუ­შა­ო­ბა 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ძა­ლი­ან ძნე­ლია (თვი­თონ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი რამ­დენ ხანს გაძ­ლებ­დ­ნენ ასეთ პი­რო­ბებ­ში? — ზამ­თ­რო­ბით სა­მი­ნის­ტ­რო­ში შე­მა­წუ­ხებ­ლად ცხე­ლა ხოლ­მე). ზო­გან მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­მოც­და­ზე 1-1,5 სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იყ­ვა­ნეს, ანუ იან­ვ­რის დი­ლას, ქარ­სა და ყინ­ვა­ში, ქუ­ჩა­ში და გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა­ში ფეხ­ზე აყურ­ყუ­ტეს ასე­უ­ლო­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი (მრა­ვალ მათ­განს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰქონ­და). და ამის შემ­დეგ რო­გორ იმუ­შა­ვებ­და რთულ 5-სა­ა­თი­ან ტეს­ტ­ზე დი­ლი­დან­ვე დაღ­ლი­ლი, შემ­ცივ­ნუ­ლი და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი? ამ ყო­ვე­ლი­ვეს მი­უ­ხე­და­ვად, 1-2 ქუ­ლაც კი არ მი­უ­მა­ტეს მათ, თუმ­ცა წე­სი­ერ პი­რო­ბებ­ში ისი­ნი ალ­ბათ 4-5 ქუ­ლით მეტს მა­ინც მი­ი­ღებ­დ­ნენ.
კა­ნო­ნით, მას­წავ­ლე­ბელს უფ­ლე­ბა აქვს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან კომ­პენ­სა­ცია მო­ითხო­ვოს აკ­რე­დი­ტე­ბულ სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლებ­ლებ­ში უხა­რის­ხო სწავ­ლე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის­თ­ვის. ან­და გა­აპ­რო­ტეს­ტოს გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის მი­მართ. მას კი იმა­საც არ აკ­მა­რე­ბენ, რომ სკო­ლის მან­და­ტურ­ზე ნაკ­ლებ ხელ­ფასს უხ­დი­ან — და კი­დევ ამ­ცი­რე­ბენ და შე­უ­რაცხ­ყო­ფენ. და კი­დევ უზო­მო, სა­ში­ნე­ლი, ყალ­ბი ბი­უ­როკ­რა­ტი­ით ტვირ­თა­ვენ და ამას „მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მას“ უწო­დე­ბენ.
სა­მი­ნის­ტ­რო იმა­ზეც კი არ ზრუ­ნავს, რომ მას­წავ­ლე­ბელს გა­მოც­დის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად დრო მის­ცეს. სას­წავ­ლო სე­მეს­ტ­რი მას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან ღლის (სა­ერ­თა­შო­რი­სო კ­ვ­ლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მას­წავ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე სტრე­სულ პრო­ფე­სი­ა­თა სა­მე­ულ­შია — ექი­მო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ე­ლო­ბას­თან ერ­თად), სას­წავ­ლო სე­მეს­ტ­რის ბო­ლო კი უარე­სია — ბი­უ­როკ­რა­ტი­ი­თაა გა­დატ­ვირ­თუ­ლი. ამის შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბელს დას­ვე­ნე­ბის დრო­საც კი არ უტო­ვე­ბენ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მოც­და­ზე უნ­და გა­ვი­დეს. სუ­ლაც 3 იან­ვარს გა­მოც­და შე­იძ­ლე­ბო­და? ჭეშ­მა­რი­ტად ამა­ზეა ნათ­ქ­ვა­მი „სხვი­სი ჭი­რი — ღო­ბეს ჩხი­რიო!“ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ეგო­იზ­მია — ნაც­ვ­ლად იმ პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და ზრუნ­ვი­სა, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან იმ­სა­ხუ­რებს. ადა­მი­ა­ნურ ხელ­ფასს ვერ უხ­დი, მაგ­რამ მო­ეპყა­რი მა­ინც ადა­მი­ა­ნუ­რად და პი­რო­ბე­ბი მა­ინც შე­უქ­მე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი! რა­თა ადა­მი­ა­ნუ­რად წელ­ში გა­მარ­თულ­მა პი­როვ­ნე­ბამ აღ­ზარ­დოს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი — და არა უსა­მარ­თ­ლო­ბით გა­და­ქან­ცულ­მა და ყვე­ლა­ფერ­ზე ხელ­ჩაქ­ნე­ულ­მა.


3. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ნამ­დ­ვი­ლი შე­დე­გე­ბი
ქარ­თ­ვე­ლებს მე-3 სა­უ­კუ­ნე­ში უკ­ვე რი­ტო­რი­კუ­ლი სკო­ლა-აკა­დე­მია გვქონ­და, ჩვე­ნი მწერ­ლო­ბა და ფი­ლო­ლო­გია მსოფ­ლი­ო­ში უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში კი ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­შუ­ა­ლო შე­დე­გე­ბი წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში მსოფ­ლი­ოს უკა­ნას­კ­ნელ 20%-შია (ისე­თი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის გვერ­დით, რომ­ლებ­საც წიგ­ნი­ე­რე­ბის 100-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­აც კი არა აქვთ). ყო­ფი­ლი სსრკ-ს ყვე­ლა რეს­პუბ­ლი­კა (რო­მე­ლიც კი სა­ერ­თა­ში­რი­სო ტეს­ტი­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს) ჩვენ­ზე წი­ნაა. ასე­ვეა მა­თე­მა­ტი­კა­შიც, თუმ­ცა ჩვენ მსოფ­ლი­ო­ში მო­წი­ნა­ვე ათე­უ­ლო­ბით მა­თე­მა­ტი­კო­სი გვყავ­და და ამ­ჟა­მა­დაც გვყავს. ასე­ვე უმაღ­ლე­სი დო­ნი­საა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გო­გი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გია (და სა­ზო­გა­დოდ ფსი­ქო­ლო­გია).  მაშ რა უბე­დუ­რე­ბა გვჭირს? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: კო­რუფ­ცია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მრა­ვა­ლი მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ერ­თი უგ­ვირ­გ­ვი­ნო უც­ვ­ლე­ლი მე­ფე გვი­ზის — მი­სი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა კო­რუფ­ცია (ვა­ზუს­ტებთ: კო­რუფ­ცია არაა მხო­ლოდ მექ­რ­თა­მე­ო­ბა, არა­მედ უფ­რო ფარ­თო ცნე­ბაა, მო­ი­ცავს აგ­რეთ­ვე ნაც­ნო­ბო­ბით „ჩაწყო­ბას“, ნე­პო­ტიზმს, პო­ლი­ტი­კურ თუ ძმა­ბი­ჭურ კლა­ნუ­რო­ბას, კონ­კურ­სე­ბის ეტა­პე­ბის გა­ყალ­ბე­ბას, პი­რა­დი სიმ­პა­თია-ან­ტი­პა­თი­ით — და არა საქ­მის ინ­ტე­რე­სე­ბით — შერ­ჩე­ვას და სხვა). მექ­რ­თა­მე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში თუ სომ­ხეთ­ში,  მაგ­რამ კო­რუფ­ცია — გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ანუ ჩვე­თან სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის წი­ლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე იმ სხვა რეს­პუბ­ლი­კებ­ში. და ამის პირ­და­პი­რი შე­დე­გია ის, რომ არა­თუ ბალ­ტი­ის­პი­რე­თი და რუ­სე­თი, არა­მედ ყა­ზა­ხე­თი და სომ­ხე­თი იმ­დე­ნად გვის­წ­რე­ბენ მოს­წავ­ლე­თა სა­შუ­ა­ლო მიღ­წე­ვე­ბით, რომ ჩვე­ნი მთე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს უდი­დე­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბა იქ­ნე­ბა, თუ­კი 20 წე­ლი­წად­ში და­ვე­წე­ვით მათ.
ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი კო­რუფ­ცია აშ­კა­რაა: სა­ნამ საწყალ მას­წავ­ლებ­ლებს — და­ბალ ღო­ბეს — ეძ­გე­რე­ბოდ­ნენ, იმა­ვე ტეს­ტე­ბით რა­ტომ არ ჩა­უ­ტა­რეს სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტეს­ტი­რე­ბა მა­ღალ ღო­ბეს? ანუ — სა­მი­ნის­ტ­როს ექ­ს­პერ­ტებს და არა­სამ­თავ­რო­ბო ექ­ს­პერ­ტებს (ვი­საც გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტად მი­აჩ­ნია თა­ვი), მას­წავ­ლე­ბელ­თა მწვრთნე­ლებს, და, რაც მთა­ვა­რია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა ავ­ტო­რებს და თვით ტეს­ტე­ბის შემ­დ­გენ­ლებს (თავ­და­პირ­ვე­ლად, მა­გა­ლი­თად, უცხო­ელ­თა მი­ერ შედ­გე­ნი­ლი ტეს­ტე­ბით)? სა­ნამ ჩხო­როწყუს რა­ი­ო­ნის ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბელს მოს­თხო­ვენ ბლუ­მის ტაქ­სო­ნო­მი­ის ცოდ­ნა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას, მა­ნამ ამა­ვე კომ­პე­ტენ­ცი­ას რა­ტომ არ მო­ითხო­ვენ ქი­მი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბის­გან და ქი­მი­ის ტეს­ტე­ბის შემ­დ­გენ­ლე­ბის­გან? რა­ტომ არ და­წეს­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბა ყვე­ლა იმ პი­რის­თ­ვის, ვი­საც წე­სით მას­წავ­ლე­ბელ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტად სჭირ­დე­ბა და მო­ეთხო­ვე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი რო­გორც სა­კუ­თარ დარ­გ­ში, ისე სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა­სა და გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სას­კო­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბი ან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­ად­გი­ნოს იმ პირ­მა, რო­მელ­მაც პი­ა­ჟეს თე­ო­რი­ის საწყი­სე­ბიც კი არ იცის? და თუ­კი იცის, მა­შინ რა­ტომ გა­ურ­ბის გა­მოც­დას?

მო­დი, ასე გა­ვა­კე­თოთ —სა­მარ­თ­ლით და გა­ტო­ლე­ბით:
ჯერ მი­ნის­ტ­რი ვა­ტეს­ტი­როთ,
მე­რე — ტეს­ტის ავ­ტო­რე­ბი  
[გი­ზო ჭე­ლი­ძე].

ტეს­ტი­რე­ბა რომ და­წე­სე­ბუ­ლი­ყო (რაც ჩვენ, გა­ნათ­ლე­ბის პროფ­კავ­შირ­თან ერ­თად, მრა­ვალ­ჯერ მო­ვითხო­ვეთ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის პირ­ვე­ლი მომ­ზა­დე­ბის წლებ­ში — 2009-2010 წლებ­ში), გარ­წ­მუ­ნებთ, რომ იმ პირ­თა სულ მცი­რე ნა­ხე­ვა­რი ჩა­იჭ­რე­ბო­და; ხო­ლო ღირ­სე­უ­ლი ნა­წი­ლი ად­ვი­ლად ჩა­ა­ბა­რებ­და გა­მოც­დას და ოფი­ცი­ა­ლუ­რად სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. 1990-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სა­მი­ნის­ტ­როს სის­ტე­მის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის დი­დი ნა­წი­ლი (ცხა­დია, არა ყვე­ლა) იმ­დე­ნად უხა­რის­ხოა, რომ მათ­ზე მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლით მიჰ­ყავთ. ასე იმი­ტო­მაა, რომ ტრე­ნინ­გე­ბის ხა­რის­ხის „უზ­რუნ­ველ­ყო­ფა“ (ისე­ვე რო­გორც სა­ზო­გა­დოდ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა) ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ზეა დაყ­ვა­ნი­ლი. აბ­სურ­დია, მაგ­რამ ფაქ­ტია: სა­მი­ნის­ტ­როს (ისე­ვე რო­გორც მრა­ვალ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას) თა­ვი­სი მწვრთნე­ლე­ბის­თ­ვი­საც კი არა აქვს და­წე­სე­ბუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ხში­რად სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ზე ჩაჭ­რი­ლი პი­რე­ბი უტა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს მას­წავ­ლებ­ლებს. ჩვენ კი 2010 წელ­ს­ვე და­ვა­წე­სეთ ჩვე­ნი მწვრთნე­ლე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და უკ­ვე 2010-2011 წლებ­ში ჩვე­ნი ყვე­ლა მწვრთნე­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო; „ქორ­ბუ­და“ იყო ერ­თა­დერ­თი ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და სწო­რედ ჩვენ არ გვა­ღირ­სა სა­მი­ნის­ტ­რომ აკ­რე­დი­ტა­ცია ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად (და იმ ბი­უ­როკ­რა­ტი­ის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და სა­ხელ­მ­წი­ფო ბა­ჟის რამ­დე­ნი­მე ათა­სი ლა­რი წყალ­ში გა­დაგ­ვე­ყა­რა); თუმ­ცა კი მი­ა­ნი­ჭა აკ­რე­დი­ტა­ცია ათე­უ­ლო­ბით სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (აი, ესაა კო­რუფ­ცი­ის კი­დევ ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი). კი­დევ უარე­სი: სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტეს­ტებ­ში ხში­რად ისე­თი შეც­დო­მე­ბია, რომ­ლე­ბიც კარგ მას­წავ­ლე­ბელ­საც (ზოგ­ჯერ — კარგ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­საც) კი არ ეპა­ტი­ე­ბა (სხვა­დას­ხ­ვა დარ­გის ტეს­ტე­ბი მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან — ზო­გი თით­ქ­მის უნაკ­ლოა, ზო­გი კი — ძა­ლი­ან უხა­რის­ხო). ხო­ლო ამ ტეს­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა­სა და აპე­ლა­ცი­ა­ში კი ისე­თი „ლო­ტოტ­რო­ნია“, ისე უაპე­ლა­ცი­ოდ ათა­მა­შე­ბენ ქუ­ლებს, ანუ ათა­სო­ბით მას­წავ­ლებ­ლის ცხოვ­რე­ბის ბედ­სა და ღირ­სე­ბას, რომ ამის ნა­ხე­ვარ­საც კი რი­გი­თი სკო­ლის დი­რექ­ტორს არ აპა­ტი­ებ­დ­ნენ (ჩვენ მრა­ვა­ლი დო­კუ­მენ­ტი გვაქვს ყო­ვე­ლი­ვე ამის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად). და ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ მა­ინც მას­წავ­ლებ­ლებ­ზე სურთ ჯო­ხის გა­და­ტე­ხა.

4. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის „მიღ­წე­ვე­ბი“
ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ა­რუ­ლი აზ­რით იმ­შ­ვი­დებს თავს: რომ ჩვე­ნი ცალ­კე­უ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებს აღ­წე­ვენ უცხო­ეთ­ში და გვა­სა­ხე­ლე­ბენ. ეს მარ­თა­ლია, მაგ­რამ ამ ფაქ­ტე­ბის გა­და­ფა­სე­ბა აგ­რეთ­ვე არა­საკ­მა­რი­სი გა­ნათ­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ანს იმ­დე­ნი წარ­მოდ­გე­ნა მა­ინც უნ­და ჰქონ­დეს სტა­ტის­ტი­კა­ზე, რომ სა­შუ­ა­ლო დო­ნე დი­ა­პა­ზო­ნის­გან გა­ნარ­ჩი­ოს. და­ვუშ­ვათ, ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­ე­ბის 5% არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უმაღ­ლე­სი შე­დე­გე­ბის მქო­ნე სა­ხელ­მ­წი­ფო­თა (მა­გა­ლი­თად, ფი­ნე­თის, ბრი­ტა­ნე­თის, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის, რუ­სე­თი­სა თუ ჩი­ნე­თის) სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­ე­ბის 5%-ს. მაგ­რამ აქე­დან არა­ვი­თა­რი დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე. ჩვე­ნი სა­შუ­ა­ლო დო­ნე უსაშ­ვე­ლოდ და­ბა­ლია. ხო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სა­ხე — ეს არა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ში თუ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რ­და, არა­მედ მთე­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. ეს კი გა­ნუხ­რე­ლად ქვე­ით­დე­ბა სულ მცი­რე 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (მოს­წავ­ლე­თა პირ­ვე­ლი ტეს­ტი­რე­ბა ჩვენ 1989 წელს ჩა­ვა­ტა­რეთ და მას შემ­დეგ პე­რი­ო­დუ­ლად ვა­ტა­რებთ). გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის მიღ­წე­ვე­ბი დამ­სა­ხუ­რე­ბაა არა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სა, არა­მედ მა­თი ნი­ჭი­სა, ოჯა­ხი­სა თუ ცალ­კე­უ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლი­სა. სხვა­თა შო­რის, მცდა­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­ა­რუ­ლი კი­დევ ერ­თი აზ­რი — რომ საბ­ჭო­თა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა კარ­გი იყო. მარ­თა­ლი კი ისაა, რომ ამ­ჟა­მა­დაა უარე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ უარეს­ზე უკე­თე­სი არაა მა­ინ­ცა­და­მა­ინც კარ­გი.
სხვა­თა შო­რის, იგი­ვე სტა­ტის­ტი­კა მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფოს სუ­რათს ასა­ხავს. მა­გა­ლი­თად, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის რეს­პუბ­ლი­კებს არ ჰყო­ლი­ათ იმ­დე­ნი და ისე­თი უმაღ­ლე­სი დო­ნის მწერ­ლე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, მოღ­ვა­წე­ე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რო­გო­რე­ბიც ჩვენ გვყავ­და. მაგ­რამ ბალ­ტი­ის­პი­რე­ლებ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ააგეს და ააწყ­ვეს, ჩვენ კი — ვე­რა. ეს იმი­ტო­მაა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ემ­ყა­რე­ბა არა გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძეს, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძეს, რო­ბერტ სტუ­რუ­ას, ილია ვე­კუ­ას, ელი­სო ვირ­სა­ლა­ძე­სა თუ ნო­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილს, არა­მედ მო­ქა­ლა­ქე­თა იმ სა­შუ­ა­ლო 50%-ს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო შეგ­ნე­ბა­სა და ნორ­მა­ლურ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ფლობს, რო­მელ­მაც კარ­გად იცის თა­ვი­სი საქ­მეც და რიგ­ში დგო­მაც (რიგ­ში დგო­მა­საც კულ­ტუ­რა სჭირ­დე­ბა) — ანუ კა­ნო­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა; და კი­დევ — ცო­ტა­თი მა­ინც აქვს უან­გა­რო პატ­რი­ო­ტიზ­მი, რომ­ლის გა­რე­შეც არც ერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფო არ და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლა. ჩვენ კი უპირ­ვე­ლე­სად სწო­რედ პატ­რი­ო­ტიზ­მი გვაკ­ლია (სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა ამ მხრი­ვაც და­ნა­შა­ულს ჩა­დის); ესე იგი სა­ხელ­მ­წი­ფოს მო­მა­ვა­ლი სწო­რედ იმ სა­შუ­ა­ლო მოს­წავ­ლეს ემ­ყა­რე­ბა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც ჩვენ­ში სა­ვა­ლა­ლოდ და­ბა­ლია.

5. რო­გორ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ობს მას­წავ­ლე­ბე­ლი
მას­წავ­ლე­ბელს ეს­მის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს უჭირს და მან­და­ტურ­ზე (ხში­რად კი სკო­ლის დამ­ლა­გე­ბელ­ზე) ნაკ­ლე­ბი ხელ­ფა­სით მუ­შა­ობს. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქ­მის უხელ­ფა­სოდ მუ­შა­ობ­და გათ­ბო­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში; სკო­ლა იყო ერ­თა­დერ­თი მა­სობ­რი­ვი სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხეს უნარ­ჩუ­ნებ­და სა­ხელ­მ­წი­ფოს. ამის სა­ნაც­ვ­ლოდ კი სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან „სხვი­სი ჭი­რი — ღო­ბეს ჩხი­რი“ მი­ი­ღო. ხელ­ფასს არ ვგუ­ლის­ხ­მობთ.
ჩვენ ის კი არ უნ­და გვიკ­ვირ­დეს, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა 70% არაა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, არა­მედ ის, რომ 30 რა­ტო­მაა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი; სა­ზო­გა­დოდ, სა­ი­დან, რო­გორ და რა­ტომ გვყავს კარ­გი, ან სუ­ლაც სა­შუ­ა­ლო მას­წავ­ლებ­ლე­ბი. სა­ი­დან, რო­გორ და რა­ტომ გვყავს ამ­დე­ნი კარ­გი დი­რექ­ტო­რი; რა­ტო­მაა, რომ დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა გულ­თ­ბი­ლად ექ­ცე­ვა თავ­ხედ, უზ­რ­დელ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი ვერ მარ­თა­ვენ. რო­გორ ახერ­ხე­ბენ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ით მა­ხინ­ჯუ­რად აღ­გ­ზ­ნე­ბულ და ეკ­რან­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­შე­ფერ­ხე­ბულ, დე­დის სი­ახ­ლო­ვის ნაკ­ლე­ბო­ბი­თა და მა­მის ავ­ტო­რი­ტე­ტის შებღალ­ვით დათ­რ­გუ­ნულ 30-მოს­წავ­ლი­ან კლას­ში სწავ­ლე­ბის­მაგ­ვარ პრო­ცესს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ? და თან — უვარ­გი­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით. და რად უჯ­დე­ბათ ეს — ვინ­მე თუ ინ­ტე­რეს­დე­ბა ამით? მას­წავ­ლე­ბელს მშვი­დად წა­ხემ­სე­ბი­სა და ყა­ვის და­ლე­ვის, კო­ლე­გებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის პი­რო­ბე­ბიც (დროც) კი არა აქვს, ისეა აწყო­ბი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ვინ­მე თუ ინ­ტე­რეს­დე­ბა ამით?
სა­მი­ნის­ტ­რომ ისიც კი ვერ მო­ა­ხერ­ხა, რომ სა­შუ­ა­ლოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ხა­რის­ხის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მი­ა­წო­დოს მას­წავ­ლებ­ლებს (და ვერც მი­აწ­ვ­დის, სა­ნამ ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ და­წეს­დე­ბა და სა­ნამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ბიზ­ნე­სი, გა­რი­გე­ბე­ბი და კო­რუფ­ცია არ ჩა­მო­შორ­დე­ბა). ათ­წ­ლე­ულ­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კან­ტი­კუნ­ტად თუ მი­აწ­ვ­დი­და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის (თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის) იმ მი­ნი­მუმს, რომ­ლის გა­რე­შეც ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია. სკო­ლებ­ში იმის პი­რო­ბე­ბიც კი ვერ უზ­რუნ­ველ­ყ­ვეს, რომ სად­მე შე­იძ­ლე­ბო­დეს თუნ­დაც ნა­ჩუ­ქა­რი ან სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ამ რე­სურ­სე­ბის და­ცუ­ლად შე­ნახ­ვა (მა­გა­ლი­თად, სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი­სა თუ რე­მონ­ტე­ბის დროს რომ არ გა­ნად­გურ­დეს) და თან შე­ნახ­ვა ისე, რომ მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და ად­ვი­ლი იყოს; მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­თა და სა­შუ­ა­ლო ხა­რის­ხის პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი­თაც კი არაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი (მა­შინ რო­დე­საც მოს­წავ­ლე­თა „ბუ­კებ­ზე“ თით­ქ­მის უაზ­როდ იხარ­ჯე­ბა მი­ლი­ო­ნე­ბი). გა­ნა ეს აბუ­ჩად აგ­დე­ბა არაა?
გუ­ლახ­დი­ლად ვამ­ბობთ: ასეთ პი­რო­ბებ­ში პი­რა­დად ჩვენც კი ვერ შევ­ძ­ლებ­დით ხა­რის­ხი­ა­ნად სწავ­ლე­ბას (თუმ­ცა, სხვა ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, 20-30 წლის პრაქ­ტი­კუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც გვაქვს).
მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და შე­იგ­ნოს: მას­წავ­ლებ­ლე­ბი (მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ინც) ის დი­დოს­ტა­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ამ აუტა­ნელ ვი­თა­რე­ბა­ში მა­ინც ახერ­ხე­ბენ რა­ღა­ცას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმა­ზე 20-ჯერ მეტს უბ­რუ­ნე­ბენ, ვიდ­რე მის­გან იღე­ბენ (სა­პი­რის­პი­როდ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმა­ზე 200-ზე მეტს არ­თ­მე­ვენ, ვიდ­რე უბ­რუ­ნე­ბენ). ამას­თან, მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბის დო­ნე არა­საკ­მა­რი­სია, ხო­ლო ზო­გი­სა იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კარ­გი სის­ტე­მაც კი ვერ უშ­ვე­ლის. ეს მწა­რე სი­მარ­თ­ლეა, მაგ­რამ ყო­ვე­ლი­ვე აქე­დან მარ­თე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნაა სა­ჭი­რო. მთა­ვა­რი დას­კ­ვ­ნა კი შემ­დე­გია:
გვეს­მის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს არა აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მას­წავ­ლებ­ლებს ხელ­ფა­სი არა­თუ მო­უ­მა­ტოს, არა­მედ წე­სი­ე­რი ინ­დექ­სა­ცია მა­ინც უზ­რუნ­ველ­ყოს (ანუ შეძ­ლოს თუნ­დაც მხო­ლოდ ლა­რის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თო­ბის შემ­ცი­რე­ბის ანაზღა­უ­რე­ბა); ასე­ვე, არა აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის წე­სი­ე­რი სის­ტე­მა ააწყოს; მაგ­რამ მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­თა „ბუ­კე­ბის“, „მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მი­სა“ და სხვა მრა­ვა­ლი უსარ­გებ­ლო ხარ­ჯე­ბის ნაც­ვ­ლად ის მა­ინც შე­იძ­ლე­ბა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ მას­წავ­ლებ­ლებს კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და და­მა­ტე­ბი­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, მე­თო­დი­კუ­რი წიგ­ნე­ბი, მი­ნი­მა­ლუ­რი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა მი­ა­წო­დოს და ამას­თან, მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლო პი­რო­ბე­ბი მა­ინც შე­უქ­მ­ნას (ყა­ვის და­ლე­ვის, კო­ლე­გებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის, წე­ლი­წად­ში ერ­თხელ დას­ვე­ნე­ბა-მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და სა­ზო­გა­დოდ, სრულ­ფა­სო­ვან ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნი­სა). ამ პი­რო­ბებ­ში კი მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, დი­რექ­ტო­რე­ბის სა­თა­ნა­დო ტრე­ნინ­გე­ბის ფონ­ზე, შეძ­ლებს, რომ საკ­მა­ოდ კარ­გად ას­წავ­ლოს. ანუ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის არ­სე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მწი­რი და­ფი­ნან­სე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად უნ­და და­იწყოს დი­დი სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა მას­წავ­ლებ­ლის პრეს­ტი­ჟი­სა და ავ­ტო­რი­ტე­ტის ასა­მაღ­ლებ­ლად — თუნ­დაც ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბის გა­რე­შე, ოღონდ ნამ­დ­ვი­ლი და არა მოჩ­ვე­ნე­ბით-ლი­ტო­ნი პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და და­ფა­სე­ბით (ფი­ნეთ­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სას­წა­უ­ლე­ბი მო­ახ­დი­ნა ისე, რომ მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი ფი­ნეთ­ში ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე თით­ქ­მის ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში!).

6. კონ­კ­რე­ტუ­ლად რა ვქნათ
სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი აუცი­ლე­ბე­ლია, ოღონდ ჯერ თვით ტეს­ტე­ბის შემ­დ­გენ­ლებ­მა უნ­და გა­ი­ა­რონ ცო­ტა­თი უფ­რო მა­ღა­ლი დო­ნის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ვიდ­რე თი­ა­ნე­თელ ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელს სთხო­ვენ (ტეს­ტე­ბი უნ­და მო­ი­ცავ­დეს არ­სე­ბით სა­კითხებს რო­გორც თვით დარ­გი­დან, ისე მე­თო­დი­კი­დან, აგ­რეთ­ვე ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბას, პე­და­გო­გი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი ლო­გი­კის საწყი­სებს). გარ­და ამი­სა, ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შე­საც­ვ­ლე­­ლია სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის ფორ­მა­ტი, შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და წე­სე­ბი, სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მე­ბი (სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის ორ­ჯერ, 2010 და 2013 წლებ­ში გვაქვს გაგ­ზავ­ნი­ლი 18-გვერ­დი­ა­ნი ტექ­ს­ტი კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, მაგ­რამ მათ­გან არც ერ­თი არ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ათ). ამ­ჟა­მად ტეს­ტე­ბი არაა არც სან­დო, არც ვა­ლი­დუ­რი, არც ნორ­მი­რე­ბუ­ლი და არც სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი.
ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, სხვა­დას­ხ­ვა დარ­გე­ბის ტეს­ტე­ბის სიძ­ნე­ლე მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია — ანუ ხხჳ სა­უ­კუ­ნე­ში, დღი­სით მზი­სით ხდე­ბა მო­ქა­ლა­ქე­თა უხე­ში დის­კ­რი­მი­ნა­ცია (ამი­ტო­მაც არაფ­რის­მომ­ცე­მია სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ სხვა­დას­ხ­ვა დარ­გის მას­წავ­ლე­ბელ­თა რამ­დენ-რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტია სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი). მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კი­სა და მა­თე­მა­ტი­კის ტეს­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით ძნე­ლია, ვიდ­რე ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა (ალ­ბათ სულ მცი­რე 30-40%-ით); ჩვენ კარ­გად ვიც­ნობთ მა­თე­მა­ტი­კის ან­და ფი­ზი­კის კარგ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სოდ ას­წავ­ლი­ან ვ-ჳხ კლა­სებ­ში, მაგ­რამ ვერ ძლე­ვენ ვჳჳ-ხჳჳ კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ტეს­ტებს. თა­ნაც ეს ტეს­ტე­ბი მათ არც შე­ე­ფე­რე­ბა, რად­გან ისი­ნი არც აპი­რე­ბენ ხ-ხჳჳ კლა­სებ­ში სწავ­ლე­ბას.
ასე­ვე ძა­ლი­ან ძნე­ლია დაწყე­ბი­თი (ჳ-ჳვ) კლა­სე­ბის ტეს­ტე­ბი, რად­გან არაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მხა­რე: მას­წავ­ლე­ბელ­მა 5 სა­ათ­ში უნ­და გა­დაჭ­რას ამო­ცა­ნე­ბი 7 სულ სხვა­დას­ხ­ვა დარ­გი­დან; ზოგ ადა­მი­ანს შე­და­რე­ბით ეად­ვი­ლე­ბა სწრა­ფი გა­დარ­თ­ვა-გად­მორ­თ­ვა, ზოგს კი — არა (სხვა­თა შო­რის, ეს სა­კითხი უშუ­ა­ლოდ დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის თე­ო­რი­ას, კერ­ძოდ გან­წყო­ბის ფიქ­სი­რე­ბის ტი­პო­ლო­გი­ას ემ­ყა­რე­ბა). ესე იგი, შე­საძ­ლოა, მას­წავ­ლე­ბელ­მა სხვებ­ზე უკე­თე­სად იცო­დეს ის 7 დარ­გი და სა­თა­ნა­დო უნარ-ჩვე­ვე­ბიც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს, მაგ­რამ გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­როს იმის გა­მო, რომ უჭირ­დეს ერ­თი დარ­გი­დან მე­ო­რე­ზე სწრა­ფად გა­დარ­თ­ვა.
ყო­ვე­ლი­ვე ეს ჩვენ ად­რე­ვე გან­ვ­ჭ­ვ­რი­ტეთ და ამი­ტომ 2010-2011 წლებ­ში გა­მოც­დე­ბის ცენტრს შევ­თა­ვა­ზეთ (ვე­კა­მა­თეთ და წე­რი­ლო­ბი­თაც ჩა­ვა­ბა­რეთ) გა­მოც­დე­ბის უფ­რო მოქ­ნი­ლი ფორ­მა­ტი, რა­თა მას­წავ­ლე­ბელს არ­ჩე­ვა­ნის ფარ­თო სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­და ორი­ვე მხრივ:
I. აირ­ჩი­ოს კლა­სე­ბის დო­ნე: ჳ-ჳვ; I-IV; I-VI; VII-IX ან X-XII (VII-XII) (თუ­კი სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, ჩა­ა­ბა­რებს 2, 3 ან 4-ვე დო­ნეს);
II. თი­თო­ე­ულ ამ დო­ნე­ზე აირ­ჩი­ოს დარ­გი; კერ­ძოდ, დაწყე­ბი­თის მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ერთ ჯერ­ზე ჩა­ა­ბა­როს ან მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენა-ლი­ტე­რა­ტუ­რა, ან მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კა, ან მხო­ლოდ ბუ­ნე­ბის­მ­ცოდ­ნე­ო­ბა; თუ­კი სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, მომ­დევ­ნო ჯერ­ზე ჩა­ა­ბა­რებს სხვა დარ­გე­ბის გა­მოც­დებ­საც. მთა­ვა­რი ისაა, რომ ერთ ჯერ­ზე კარ­გად მო­ემ­ზა­დე­ბა ერ­თი დარ­გის­თ­ვის. და კი­დევ: გა­მოც­დე­ბი ისეთ დროს უნ­და ჩა­ტარ­დეს, რომ მას­წავ­ლე­ბელს წი­ნას­წარ, სულ მცი­რე, 20 დღე მა­ინც დარ­ჩეს და­სას­ვე­ნებ­ლად და გა­მოც­დის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად.

ამის გარ­და, სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტეს­ტებ­ში მი­ნი­მუ­მამ­დეა შე­სამ­ცი­რე­ბე­ლი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი შეც­დო­მე­ბი და ხარ­ვე­ზე­ბი (ეს რომ სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, ცხა­დად ჩანს თუნ­დაც იმით, რომ ზო­გი­ერ­თი დარ­გის ტეს­ტე­ბი თით­ქ­მის უნაკ­ლოა); და, რაც მთა­ვა­რია, არ­სე­ბი­თა­დაა გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი გა­მო­საც­დე­ლე­ბის­თ­ვის ქუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბი­სა და აპე­ლა­ცი­ის სის­ტე­მა.
ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ მოგ­ვა­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თა წი­ლი უკ­ვე ამ­ჟა­მად იქ­ნე­ბო­და არა 30%, არა­მედ 50-60% — თა­ნაც ხა­რის­ხის სრუ­ლი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, ანუ ათა­სო­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი იმი­ტომ არაა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რომ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტეს­ტებ­სა და გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მას მრა­ვა­ლი მძი­მე ნაკ­ლი აქვს.
ჩვენ მი­ერ აღ­წე­რი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით მოთხოვ­ნა­თა სა­ერ­თო დო­ნე არ მო­იკ­ლებს, ანუ ხა­რის­ხი არ დაქ­ვე­ით­დე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ასე­უ­ლო­ბით კარგ მას­წავ­ლე­ბელს მი­ე­ცე­მა სა­მარ­თ­ლი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, რომ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა გა­მო­ავ­ლი­ნონ. ცხა­დია, რომ ჩვე­ნე­ბუ­რი ფორ­მა­ტი ყვე­ლა მხრივ უკე­თე­სია, მაგ­რამ სა­მი­ნის­ტ­რომ და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რ­მა უბ­რა­ლოდ თა­ვი არ შე­ი­წუ­ხეს, რად­გან „სხვი­სი ჭი­რი — ღო­ბეს ჩხი­რიო“. და კი­დევ უარე­სი — ვი­თომ „ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის“ შე­თა­ვა­ზე­ბის მიზ­ნით მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­ში­ნე­ლი და­მა­ტე­ბი­თი ბი­უ­როკ­რა­ტი­ით დატ­ვირ­თეს. ბი­უ­როკ­რა­ტია კი სწავ­ლე­ბის ისე­დაც და­ბალ ხა­რისხს კი­დევ უფ­რო ადაბ­ლებს — მას­წავ­ლე­ბელს არ გა­აჩ­ნია უსაზღ­ვ­რო დრო და ძალ-ღო­ნე სკო­ლის საქ­მე­ებ­ზე სა­მუ­შა­ოდ, მას ოჯა­ხი და კი­დევ მე­ურ­ნე­ო­ბა (ან კერ­ძო მოს­წავ­ლე­ე­ბი) ჰყავს — სა­ხელ­მ­წი­ფო სხვა გზას არ უტო­ვებს. ამი­ტომ ყო­ვე­ლი ის სა­ა­თი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­სა და დი­რექ­ტორს „გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ზე“ და სხვა ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ზე და­ე­ხარ­ჯე­ბათ, პირ­და­პირ მოს­წავ­ლე­ებს აკ­ლ­დე­ბათ. ამას­თან, ბი­უ­როკ­რა­ტია უნა­ყო­ფოა, რად­გან სულ ად­ვი­ლად ყალ­ბ­დე­ბა (კერ­ძოდ „გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის­თ­ვის“ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ალ­ბათ 80% ყალ­ბია). სა­ზო­გა­დოდ, ბი­უ­როკ­რა­ტია არა საქ­მეს, არა­მედ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს სჭირ­დე­ბათ — საქ­მის ჩა­სა­ნაც­ვ­ლებ­ლად. ვინ იცის, რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი იხარ­ჯე­ბა და და­ი­ხარ­ჯე­ბა ფუ­ჭად თუნ­დაც მხო­ლოდ „გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის­თ­ვის“ — მა­შინ რო­დე­საც სკო­ლებს თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა და მე­თო­დი­კუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი აკ­ლი­ათ მწვა­ვედ; რო­დე­საც დი­რექ­ტო­რებს იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არა აქვთ, რომ ყვე­ლა­ზე მონ­დო­მე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრე­მი­ით, მოგ­ზა­უ­რო­ბით ან კარ­გი დას­ვე­ნე­ბით წა­ა­ხა­ლი­სონ.
მოკ­ლედ — სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი მკვეთ­რად გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლია, ხო­ლო მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლია ბი­უ­როკ­რა­ტი­ის­გან; ის თა­ვი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ფურ­ც­ლებ­სა და რვე­უ­ლებს, საკ­ლა­სო ჟურ­ნა­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­თა ტეს­ტებ­საც ძლივს აუდის. ხო­ლო იმ ბი­უ­როკ­რა­ტი­ის­გან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და წა­ხა­ლი­სე­ბას უნ­და მოხ­მარ­დეს.
და­ვამ­თავ­რებთ ბრძნუ­ლი იგა­ვით. ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ჩვი­ლის სარ­წე­ვე­ლას ოთხი ფე­რია და­აფ­რინ­და. პირ­ვე­ლი ფე­რია გულ­კე­თი­ლი იყო და ჩვილს და­ა­ნათ­ლა: „გა­იზ­რ­დე­ბა ჯან­მ­რ­თე­ლი, სულ ხა­ლა­სი სი­ცოცხ­ლით გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი და თვი­თო­ნაც სი­ცოცხ­ლით სავ­სე, დღეგ­რ­ძე­ლი იქ­ნე­ბა“. მე­ო­რე ფე­რი­აც გულ­კე­თი­ლი იყო და ჩვილს და­ა­ნათ­ლა: „რომ გა­იზ­რ­დე­ბა, იქ­ნე­ბა გულ­კე­თი­ლი, სათ­ნო, მშრო­მე­ლი, წე­სი­ე­რი, მომ­თ­მე­ნი და მომ­ღი­მა­რი“. მე­სა­მე ფე­რი­აც გულ­კე­თი­ლი იყო და ჩვილს და­ა­ნათ­ლა: „წიგ­ნი ეყ­ვა­რე­ბა, კარ­გად ის­წავ­ლის, თა­ვი­სი გა­ნათ­ლე­ბით გა­ა­ხა­რებს ახ­ლობ­ლებს“. მაგ­რამ მე­ოთხე ფე­რია ბო­რო­ტი იყო და ჩვილს და­ა­ნათ­ლა: „სა­მა­გი­ე­როდ, ღრმა სი­ბე­რემ­დე სულ რვე­უ­ლე­ბი უნ­და ატა­როს!“

ზუ­რაბ ვა­ხა­ნია
გა­ნათ­ლე­ბის მეცნ. აკა­დე­მი­კო­სი,
პე­და­გო­გი­კის მეცნ. დოქ­ტო­რი,
მა­თე­მა­ტი­კის მეცნ. კან­დი­და­ტი;
ფსი­ქო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი;
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფსი­ქო­ლოგ­თა
სა­ზო­გა­დო­ე­ბის  თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე;
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-შე­მოქ­მე­დე­ბით კავ­შირ „ქორ­ბუ­დას“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რე;
„სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მქო­ნე
სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის“ სტა­ტუ­სის მქო­ნე 6 დარ­გ­ში:
ქარ­თუ­ლი ენა-ლი­ტე­რა­ტუ­რა, მა­თე­მა­ტი­კა, დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო
გა­ნათ­ლე­ბა, რუ­სუ­ლი ენა, ინ­გ­ლი­სუ­რი ენა

თა­მარ მა­ხა­რა­ძე
კავ­შირ „ქორ­ბუ­დას“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რის
მო­ად­გი­ლე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე,
ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის,
აგ­რეთ­ვე ჳ-ჳვ კლა­სე­ბის
სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი,
მას­წავ­ლე­ბელ­თა მწვრთნე­ლი

25-28(942)N