გამოდის 1998 წლიდან
2016-03-10
წარ­სუ­ლით ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ნი­ნო ბურ­დი­ლა­ძე,
კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი

— ნი­ნო, სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დით  და­ვიწყოთ. სწავ­ლობ­დი 161-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რე. რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— დღემ­დე ძა­ლი­ან კარ­გად ვიხ­სე­ნებ სკო­ლას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მძი­მე პე­რი­ო­დი და­ემ­თხ­ვა ჩემს მოს­წავ­ლე­ო­ბას (90-იანი წლე­ბი, კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი სა­მა­ჩაბ­ლო­სა და აფხა­ზეთ­ში, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ და სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე გა­დას­ვ­ლამ გა­მო­იწ­ვია) მა­ინც ძა­ლი­ან კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს სკო­ლას­თან. ჩვენ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა და, ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ, მო­ა­ხერ­ხეს, რომ ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას სრუ­ლი კო­ლაფ­სი არ გა­ნე­ცა­და. კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა სის­ტე­მამ მა­ინც შეძ­ლო, სრუ­ლად არ დაშ­ლი­ლი­ყო. ცხა­დია, იყო ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა გაკ­ვე­თი­ლე­ბი არ ტარ­დე­ბო­და,  ზამ­თარ­ში ისე­ვე თბი­ლად ჩაც­მუ­ლე­ბი ვის­ხე­დით  საკ­ლა­სო ოთახ­ში, რო­გორც ქუ­ჩა­ში დავ­დი­ო­დით. აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გმი­რო­ბას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლი, რო­ცა გა­ყი­ნულ შე­ნო­ბა­ში გვი­ტა­რებ­დ­ნენ გაკ­ვე­თი­ლებს.  სკო­ლამ ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა მომ­ცა. სწო­რედ ამ ცოდ­ნა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით გახ­და  შე­საძ­ლე­ბე­ლი შემ­დ­გომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. საზღ­ვარ­გა­რეთ ყოფ­ნამ კი­დევ უფ­რო ცხა­დად მიჩ­ვე­ნა, რომ ჩე­მი სა­შუ­ა­ლო სკო­ლის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნით, არა თუ არ ჩა­მო­ვუ­ვარ­დე­ბო­დი უცხო­ელ თა­ნა­ტო­ლებს, არა­მედ, ბევრ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ­ზე უპი­რა­ტე­სო­ბაც კი მქონ­და. ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. პი­რი­ქით — სკო­ლა­ში ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი გან­ხ­რა შე­ვარ­ჩიე,  უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი, უფ­რო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვაგ­რ­ძე სწავ­ლა. ეს შეგ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, რად­გან არ მინ­დო­და მხო­ლოდ ცალ­მ­ხ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა მქო­ნო­და. მინ­დო­და, ყვე­ლა სფე­რო­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შემ­ქ­მ­ნო­და. 
— სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­რ­ძე­ლებ და რო­გორც წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენტს, ერ­თი წლით, სას­წავ­ლებ­ლად გერ­მა­ნი­ის ლი­უ­ნე­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გგზავ­ნი­ან. მი­ამ­ბე ამ პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ. 
— ესეც ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი პე­რი­ო­დი იყო. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კუ­რად შე­ჭირ­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში გა­მოვ­ლილ მო­ზარდს მი­უწ­ვ­დო­მელ და შო­რე­ულ ოც­ნე­ბად მე­სა­ხე­ბო­და გერ­მა­ნი­აც და სა­ერ­თოდ, ევ­რო­პა. ჩემს სი­ხა­რულს საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, რო­ცა სამ ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თან ერ­თად, ქა­ლაქ ლი­უ­ნე­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე სწავ­ლა. ეს იყო ახალ გა­რე­მოს­თან ჩე­მი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, უამ­რა­ვი რამ უცხო და ახა­ლი... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გერ­მა­ნი­ა­ში მა­შინ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა 13 წელს გრძელ­დე­ბო­და. ამი­ტომ ყვე­ლა გერ­მა­ნე­ლი სტუ­დენ­ტი, ვინც ჩემ­თან ერ­თად სწავ­ლობ­და, სა­მი-ოთხი წლით უფ­რო­სი მა­ინც იყო ჩემ­ზე. გა­ცი­ლე­ბით და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი და უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ზუს­ტად ჰქონ­დათ გა­წე­რი­ლი კა­რი­ე­რუ­ლი მო­მა­ვა­ლი.
გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­მოს­ვ­ლა „აღ­თ­ქ­მულ მი­წა­ზე“ მოხ­ვედ­რას და ნე­ტა­რე­ბას არ ნიშ­ნავ­და. საწყი­სი პე­რი­ო­დი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო და­ძა­ბუ­ლო­ბას­თან, გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბას­თან, სი­ახ­ლეს­თან, ენობ­რივ სირ­თუ­ლე­ებ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გერ­მა­ნუ­ლი ენა უკ­ვე კარ­გად ვი­ცო­დი, მა­ინც სულ სხვაა ამ ენის მა­ტა­რებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. უნ­და მეს­წავ­ლა ტერ­მი­ნო­ლო­გია, ყუ­რადღე­ბით მეს­მი­ნა ლექ­ცი­ე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად ვა­ფა­სებ ამ პე­რი­ოდს: მშვე­ნივ­რად მოწყო­ბი­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი, და­წე­სე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი, სა­უ­კე­თე­სო ბიბ­ლი­ო­თე­კა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი თუ სა­მუ­შაო ოთა­ხე­ბი. მა­შინ გა­ვი­აზ­რე, რა დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბა გა­ნათ­ლე­ბას და ახალ­გაზ­რ­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს დღე­საც ასეა. ძა­ლი­ან დი­დი ინ­ს­ვეს­ტი­ცია იდე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში,  კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის ხელ­შეწყო­ბა­სა და მოკ­ლე ან გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტი­პენ­დი­ე­ბის გა­ცე­მა­ში. ეს ძა­ლი­ან გო­ნივ­რუ­ლი, მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მაა, რად­გან მხო­ლოდ სა­ფუძ­ვ­ლი­ან და ამომ­წუ­რავ გა­ნათ­ლე­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა იქ­ნე­ბა სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი და ასეთ ახალ­გაზ­რ­დებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ექ­ნე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი.
— სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე სას­წავ­ლებ­ლად, ისევ უცხო­ეთ­ში მი­ემ­გ­ზავ­რე­ბი, კერ­ძოდ, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰა­ნო­ვე­რის და საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ჰავ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. სა­ინ­ტე­რე­სოა რამ­დე­ნად ად­ვი­ლად ახერ­ხებ ახალ, ერ­თ­მა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად  გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ, გა­რე­მოსთნ შე­გუ­ე­ბას?
— ლი­უ­ნე­ბურ­გ­ში ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სწავ­ლე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, დავ­ბ­რუნ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც და­ვამ­თავ­რე ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­მარ­თ­ლის გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ფა­კულ­ტე­ტი. ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ ისევ გერ­მა­ნი­ის­კენ ვიბ­რუ­ნე პი­რი. ამ­ჯე­რად ერას­მუს მუნ­დუ­სის სტი­პენ­დი­ის ფარ­გ­ლებ­ში ორ­წ­ლი­ა­ნი მა­გის­ტ­რა­ტუ­რის კურ­ს­ზე ვსწავ­ლობ­დი, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ერ­თი წე­ლი გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰა­ნო­ვე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას და ერთ სე­მესტრს, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ჰავ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ლექ­ციო კურ­სის მოს­მე­ნას.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გერ­მა­ნი­ა­ში უკ­ვე ნამ­ყო­ფი ვი­ყა­ვი და ჩემ­თ­ვის ეს გა­რე­მო უცხო აღარ იყო, ახალ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს და ახა­ლი კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბას მა­ინც ვერ ავ­ც­დი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა გა­მოც­დი­ლე­ბა იყო საფ­რან­გეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი. ფრან­გებს ცხოვ­რე­ბის გან­ც­დის რა­დი­კა­ლუ­რად სხვა წარ­მოდ­გე­ნა აქვთ, ვიდ­რე გერ­მა­ნე­ლებს. ცხა­დია, ქვეც­ნო­ბი­ე­რად ვი­ცით, რომ ყვე­ლა ერი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან, მაგ­რამ რო­დე­საც უშუ­ა­ლოდ ამ გა­რე­მო­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბით, მა­შინ ვი­აზ­რებთ ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბებს მთე­ლი სიგ­რ­ძე-სი­გა­ნით. თუ­კი გერ­მა­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, სა­ღი გო­ნე­ბის, ფხი­ზე­ლი და ზო­მი­ე­რი ხალ­ხია, ფრან­გე­ბი მიდ­რე­კი­ლე­ბი არი­ან, მე­ტი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღონ ცხოვ­რე­ბის­გან. მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით გერ­მა­ნი­ა­ში ratio ბა­ტო­ნობს.
გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა შე­იმ­ჩ­ნე­ვა არა მხო­ლოდ ცხოვ­რე­ბის წეს­სა და მიდ­გო­მებ­ში, არა­მედ სას­წავ­ლო სის­ტე­მა­შიც. გერ­მა­ნი­ა­ში მთე­ლი სის­ტე­მა ისეა მოწყო­ბი­ლი, რომ სტუ­დენტს მე­ტი ინი­ცი­ა­ტი­ვა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ეთხო­ვე­ბა, მთე­ლი პრო­ცე­სი მე­ტად ანო­ნი­მუ­რია. ლექ­ტო­რი სტუ­დენ­ტებს არ იც­ნობს. საფ­რან­გე­თის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი კი მე­ტად მო­მა­გო­ნებ­და სას­კო­ლო სის­ტე­მას. აქ კურ­ს­ზე სტუ­დენ­ტ­თა უფ­რო მცი­რე ჯგუ­ფე­ბი იყო და პრო­ფე­სო­რებ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის უფ­რო უშუ­ა­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სუ­ფევ­და. ეს სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე არა­ფერს ამ­ბობს. მხო­ლოდ მიდ­გო­მა იყო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი.
— ამ­ჟა­მად სწავ­ლობ კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თ­ლის სფე­რო­ში სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე და მუ­შა­ობ სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რომ­ზე, რო­მე­ლიც რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2008 წლის ომს ეხე­ბა. 
— დი­ახ, სა­დი­სერ­ტა­ციო თე­მად რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2008 წლის ომის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ას­პექ­ტე­ბი შე­ვარ­ჩიე. ეს სა­კითხი ჩემ­თ­ვის, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 90-იან წლებ­ში და­იწყო, ფაქ­ტობ­რი­ვად,  ჩე­მი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ცხოვ­რე­ბის თან­მ­დე­ვია. ამ თე­მის შერ­ჩე­ვის მო­ტი­ვა­ცია ის იყო, რომ არ მინ­დო­და მხო­ლოდ ერთ, გან­ყე­ნე­ბულ სა­მარ­თ­ლებ­რივ სა­კითხ­ზე მე­მუ­შა­ვა, რო­მელ­საც, ალ­ბათ, მარ­ტო სა­მეც­ნი­ე­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და. სურ­ვი­ლი მქონ­და, ისე­თი თე­მა და­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად გა­მო­მეკ­ვ­ლია და პრობ­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტის სა­ვა­რა­უ­დო გზაც შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. ერ­თი მხრივ, კარ­გია, რომ პრაქ­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მაა, მე­ო­რე მხრივ, ეს საქ­მეს არ­თუ­ლებს, რად­გან ხში­რად სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბაც იჩენს ხოლ­მე თავს. ადა­მი­ა­ნუ­რი გუ­ლის­წყ­ვე­ტა იმის გა­მო, რომ უკ­ვე ათ­წ­ლე­უ­ლე­ბია ამ პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა ვერ ხერ­ხ­დე­ბა, ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. თუმ­ცა, კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებ, მეც­ნი­ე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს, ემო­ცი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა სა­სურ­ვე­ლი არაა.
ბევრ სა­კითხ­თან ერ­თად, რაც სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რომ­ში იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა პო­ლი­ტი­კურ და სა­მარ­თ­ლებ­რივ სა­კითხ­თა მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რის წარ­მო­ჩე­ნა. ასე­ვე პრობ­ლე­მა­ტუ­რია ლტოლ­ვილ­თა სტა­ტუ­სის და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა სა­კითხი.
— ნი­ნო, შენ ხარ კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „აისის“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, რა არის ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნი?
— 2013 წელს, კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე, და­ვა­ფუძ­ნეთ ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „აისი“. მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და რე­გი­ო­ნუ­ლი ხა­სი­ა­თის მქო­ნე მსგავ­სი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ჩრდი­ლო­ა­მე­რი­კუ­ლი, ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის, არა­ბუ­ლი, აფ­რი­კუ­ლი და სხვ. ამი­ტომ, გან­სა­კუთ­რე­ბით გვი­ხა­რო­და, რომ ჩვე­ნი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თ­ვის,  გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შექ­მ­ნა შევ­ძე­ლით. ფა­რულ კენ­ჭის­ყ­რა­ზე  გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ ამირ­ჩი­ეს. იმ დრო­ის­თ­ვის კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ასამ­დე ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობ­და, რაც იმედს გვაძ­ლევ­და, რომ ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბა წარ­მა­ტე­ბით წა­რი­მარ­თე­ბო­და. იმე­დი არც გაგ­ვ­ც­რუ­ე­ბია. ამ ორი წლის მან­ძილ­ზე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბის მოწყო­ბა შევ­ძე­ლით.
რაც შე­ე­ხე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხელს, შეგ­ნე­ბუ­ლად გვინ­დო­და რა­მე ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი შეგ­ვერ­ჩია. დი­დი ბჭო­ბის შემ­დეგ „აის­ზე“ შევ­ჩერ­დით, რად­გან და­დე­ბი­თი კო­ნო­ტა­ცი­ის სიტყ­ვაა, ახალ დღეს­თან, და­საწყის­თან, სით­ბოსა და სი­ცოცხ­ლის წყა­როს­თან, მზეს­თან ასო­ცირ­დე­ბა და თა­ნაც, უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის ად­ვი­ლი გა­მო­სათ­ქ­მე­ლია. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია, პირ­ველ რიგ­ში, მიზ­ნად ისა­ხავს იმ ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბას, რომ­ლე­ბიც კი­ოლ­ნ­ში სწავ­ლო­ბენ. ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით საწყის ფა­ზა­ში, რთუ­ლია, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ში გარ­კ­ვე­ვა, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა. რამ­დენ­ჯერ­მე სა­ქარ­თ­ვე­ლო­და­ნაც მოგ­ვ­მარ­თეს გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, და­ვაკ­ვა­ლი­ა­ნეთ; ასე­ვე გვქონ­და შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის ერთ-ერთ გერ­მა­ნელ სტუ­დენტს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უნ­დო­და პრაქ­ტი­კის გავ­ლა. სა­სარ­გებ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბის წყა­ლო­ბით შევ­ძე­ლით კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და შუ­ა­მავ­ლის რო­ლი ვი­თა­მა­შეთ გერ­მა­ნელ სტუ­დენ­ტ­სა და ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის, ასე­ვე შე­მოგ­ვეხ­მი­ა­ნენ ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლის მსურ­ვე­ლე­ბი. დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვი­თავ­სეთ ეს და­ვა­ლე­ბაც. გარ­და ამი­სა, პი­რა­დად მიზ­ნად და­ვი­სა­ხე სა­ქარ­თ­ვე­ლოს და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წარ­მო­ჩე­ნა გერ­მა­ნი­ა­ში, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი თვით­მ­ყო­ფა­დი კულ­ტუ­რა აუცი­ლე­ბე­ლია, გა­ვაც­ნოთ მსოფ­ლი­ოს. ამ მიზ­ნით, რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვაწყ­ვეთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სა­ღა­მო, წა­ვი­კითხეთ მოხ­სე­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე, თან ისე, რომ მო­ვახ­დი­ნეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის შე­პი­რის­პი­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კის სა­ღა­მო, რო­მე­ლიც „აისის“ ფარ­გ­ლებ­ში გავ­მარ­თეთ. დი­უ­სელ­დორ­ფ­ში, წმ. ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლის ეკ­ლე­სი­ას­თან, არ­სე­ბობს ვაჟ მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დი, რო­მელ­საც კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მუ­სი­კის სას­წავ­ლებ­ლის მა­გის­ტ­რან­ტი ბე­ქა ფე­რა­ძე ხელ­მ­ღ­ვა­ნე­ლობს. ბე­ქამ და მის­მა ბი­ჭებ­მა თან­ხ­მო­ბა გა­ნაცხა­დეს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ღა­მო გა­მოგ­ვი­ვი­და, რო­მელ­საც მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლე­ბი კი არა, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი უცხო­ე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც და­ეს­წ­რო. ძა­ლი­ან გვი­ხა­რო­და, რომ კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დარ­ბაზ­შიც და­ვა­გუ­გუ­ნეთ ქარ­თუ­ლი „მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი“ და შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რი მო­ვას­მე­ნი­ნეთ. ნო­ემ­ბერ­შიც ვგეგ­მავთ კი­დევ ერთ მუ­სი­კა­ლურ სა­ღა­მოს, ამ­ჯე­რად  სხვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­თან ერ­თად. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ მრა­ვა­ლე­რო­ვან მო­ზა­ი­კა­ში ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბა სა­პა­ტიო ად­გილს და­ი­კა­ვებს და ევ­რო­პე­ლი მსმე­ნე­ლის დიდ მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს. ამას გარ­და, ვცდი­ლობთ, გერ­მა­ნულ კულ­ტუ­რა­საც ვა­ზი­ა­როთ ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა გას­ვ­ლით ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვაწყობთ, ექ­ს­კურ­სი­ებს და სხვ. კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა ძა­ლი­ან გვიდ­გას მხარ­ში და გვეხ­მა­რე­ბა. უსას­ყიდ­ლოდ გვთა­ვა­ზობს თა­ვის მა­ტე­რი­ა­ლურ ბა­ზას. ჩვენც დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ყე­ნებთ ამ პლატ­ფორ­მას იმის­თ­ვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მეტ ადა­მი­ანს გა­ვაც­ნოთ უკე­თე­სი მხრი­დან.
 — რა წე­სით გა­მო­ი­ყო­ფა სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის,  რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი და ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტის მოთხოვ­ნებს?
— სტი­პენ­დი­ე­ბის გა­მო­ყო­ფის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ჩემ­თ­ვის დღემ­დე დიდ გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა. მით უმე­ტეს, რომ ყვე­ლა ფონდს სა­კუ­თა­რი მოთხოვ­ნე­ბი და პი­რო­ბე­ბი აქვს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ცხა­დია, აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა და ენის ცოდ­ნა დიდ როლს თა­მა­შობს, თუმ­ცა, ე. წ. სო­ცი­ა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი გა­დამ­წყ­ვე­ტია. ეს გუ­ლის­ხ­მობს, რამ­დე­ნად კარ­გად შე­უძ­ლია კან­დი­დატს თა­ვი­სი თა­ვის წარ­დ­გე­ნა, რას მო­ი­ცავს მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს გა­სა­უბ­რე­ბის დროს. სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რია. მარ­თა­ლია, ხდე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ობი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, მაგ­რამ შემ­ფა­სებ­ლის სუ­ბი­ექ­ტუ­რი აღ­ქ­მაც გა­დამ­წყ­ვეტ როლს თა­მა­შობს სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მა­ზე.
უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არა­ნა­ი­რი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით არ სარ­გებ­ლო­ბენ. წე­რი­თი გა­მოც­დის დროს სტუ­დენ­ტის სა­ხე­ლიც კი არ ეწე­რე­ბა სა­გა­მოც­დო ნაშ­რომს, მხო­ლოდ — სტუდ­ბი­ლე­თის ნო­მე­რი. ამ­გ­ვა­რად ანო­ნი­მუ­რო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. ნე­ბის­მი­ე­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მი­ზა­ნია, სა­უ­კე­თე­სო კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი გა­მო­უშ­ვას. ამი­ტომ, არა­ვინ არ იღებს შე­ღა­ვათს. უცხო­ე­ლებ­მაც ისე­ვე უნ­და გა­ვარ­თ­ვათ თა­ვი ჩვენ წი­ნა­შე არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებს, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ­მა სტუ­დენ­ტებ­მა. ამი­ტო­მაც ორ­მა­გად რთუ­ლია ჩვენ­თ­ვის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა და შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. ჩვენს წი­ნაპ­რებს უთ­ქ­ვამთ, სა­ბა­ნი სა­დამ­დეც გაგ­წ­ვ­დე­ბა, იქამ­დე და­ი­ხუ­რეო. სტი­პენ­დი­ის საქ­მეც ასეა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტი­პენ­დი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ბი­ნის ქი­რა­ზე მი­დის, მა­ინც რჩე­ბა იმ რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა, რაც სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია სტუ­დენ­ტუ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, თუმ­ცა, ფონ­დებს გა­აჩ­ნია. ზო­გი­ერ­თი მარ­თ­ლაც გუ­ლუხ­ვი დო­ნო­რია. ასე რომ, სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სტი­პენ­დი­ას იღე­ბენ, სა­ჩივ­ლე­ლად არ აქვთ საქ­მე.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს  ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ევ­რო­პულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და ქარ­თულს შო­რის?
— გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის ბი­უ­ჯე­ტის დი­დი ნა­წი­ლი გა­ნათ­ლე­ბა­ზე იხარ­ჯე­ბა, უცხო­უ­რი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სა­დაა მოწყო­ბი­ლი. აქვთ წიგ­ნე­ბით სავ­სე ბრწყინ­ვა­ლე ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი. გა­ნათ­ლე­ბა უფ­რო მე­ტა­დაა პრაქ­ტი­კა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ეტყო­ბა, რომ აკა­დე­მი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­თი მო­წო­დე­ბაა და მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ჰპო­ვე­ბენ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას. მერ­წ­მუ­ნეთ, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­ცა ლექ­ტო­რი მთე­ლი არ­სე­ბით გიყ­ვე­ბათ ამა თუ იმ სა­კითხის შე­სა­ხებ და მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით არ დგას სა­ლექ­ციო პულ­ტ­თან.
— ნი­ნო, და­მე­თან­ხ­მე­ბი ალ­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. თუმ­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­სას­ვ­ლე­ლად შე­საძ­ლოა ახალ­გაზ­რ­დებს გზა ად­ვი­ლად აერი­ოთ. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე ძნე­ლია. რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ?
— გე­თან­ხ­მე­ბით, ყვე­ლა მი­ილ­ტ­ვის საზღ­ვარ­გა­რეთ. თუმ­ცა, მე პრობ­ლე­მას იმა­ში ვხე­დავ, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა „პო­პუ­ლა­რუ­ლი“ ხდე­ბა. უცხო­ეთ­ში სწავ­ლას იმი­ტომ კი არ უნ­და მივ­ყოთ ხე­ლი, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლია და ჩვენს რე­ზი­უ­მეს (ე. წ. Cვ-ს) ალა­მა­ზებს, არა­მედ იმი­ტომ, რომ  მარ­თ­ლა გვინ­და გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად შემ­ხ­ვედ­რია ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ოპ­ტი­მა­ლუ­რად არ იყე­ნე­ბენ მი­ღე­ბულ შან­სებს, აქვთ მხო­ლოდ სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი და რე­ა­ლუ­რად არ იღ­რ­მა­ვე­ბენ ცოდ­ნას. ან­და სწავ­ლო­ბენ ისეთ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არაა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მა­გა­ლი­თად, ქარ­თ­ვე­ლი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ეგ­ვიპ­ტო­ლო­გი­ას სწავ­ლობს (რა­ო­დენ სა­ინ­ტე­რე­სოც არ უნდ იყოს ეს სფე­რო), არ უნ­და მო­ე­ლო­დეს, რომ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მი­სი და­საქ­მე­ბის შან­სე­ბი გა­იზ­რ­დე­ბა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და გან­საზღ­ვ­როს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი —  რო­მელ სფე­რო­შია აუცი­ლე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა.
— რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას, რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— აუცი­ლებ­ლად — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. რა­ო­დენ კარ­გა­დაც უნ­და გრძნობ­დე თავს საზღ­ვარ­გა­რეთ, სამ­შობ­ლო მა­ინც სულ სხვაა. მი­უ­ხე­და­ვად შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა გერ­მა­ნი­ა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან კარ­გი გერ­მა­ნე­ლი და უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი მყავს, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლად მი­მი­ღო ყვე­ლამ და არა­ნა­ი­რი უარ­ყო­ფი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა აქ ყოფ­ნი­სას არ მი­მი­ღია, პი­რი­ქით, ყვე­ლა მხარ­ში მედ­გა ყო­ველ­თ­ვის, მა­ინც მგო­ნია, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად ვიგ­რ­ძ­ნობ თავს. სამ­შობ­ლო­ში მუ­შა­ო­ბი­სას ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა აუცი­ლებ­ლად მექ­ნე­ბა, რომ რა­საც ვა­კე­თებ, ჩე­მი ქვეყ­ნის­თ­ვის ვა­კე­თებ და პა­ტა­რა წვლი­ლი შე­მაქვს მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. თუ ყვე­ლა­ნი ვეც­დე­ბით, რომ ჩვე­ნი ცოდ­ნა და შრო­მა ჩვენს ქვე­ყა­ნას მო­ვახ­მა­როთ, მეტ მად­ლი­ე­რე­ბას მი­ვი­ღებთ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­გან, ვიდ­რე საზღ­ვარ­გა­რეთ რი­გით ჯა­რის­კა­ცე­ბად სამ­სა­ხუ­რით.
— რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა არის შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, რაც ევ­რო­პა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა?
— საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ­მა დრომ სამ­შობ­ლო­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი­დევ უფ­რო გა­ამ­ძაფ­რა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბევ­რი ისე­თი რამ აქვს, რი­თაც შეგ­ვიძ­ლია ვი­ა­მა­ყოთ: თა­ვის­თა­ვა­დი კულ­ტუ­რა, გა­მორ­ჩე­უ­ლი ენა, უნი­კა­ლუ­რი დამ­წერ­ლო­ბა, მრა­ვალ­ხ­მი­ა­ნი სიმ­ღე­რა, მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ბევ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, სხვა და სხვა. თუმ­ცა, არა­სო­დეს უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ წარ­სულ­ში და წარ­სუ­ლით ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. უნ­და გა­ვი­აზ­როთ წარ­სუ­ლი, სწო­რად აღ­ვიქ­ვათ აწ­მ­ყო და მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით გან­ვსაზღ­ვ­როთ  და ვი­პო­ვოთ ჩვე­ნი ად­გი­ლი მო­მა­ვალ­ში. რა­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ვი­სურ­ვებ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არის კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. მხო­ლოდ სა­ღი ანა­ლი­ზის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­საზღ­ვ­როს, რა არის კარ­გი და შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი და რა არის გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი, ატა­ვიზ­მი, რამ და­კარ­გა თა­ვი­სი სა­ხე და უნ­და შე­იც­ვა­ლოს. არც ის მიდ­გო­მა მი­მაჩ­ნია სწო­რად, თით­ქოს  იმი­ტომ უნ­და შე­ვიც­ვა­ლოთ, რომ ვი­ღა­ცამ მიგ­ვი­ღოს ან ვი­ღა­ცას მო­ვე­წო­ნოთ. რო­გორც ერი გა­აზ­რე­ბუ­ლად უნ­და მი­ვი­დეთ იმ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ ესა თუ ის ჩვე­უ­ლე­ბა, ტრა­დი­ცია და ჩვე­ვა აღა­რაა მი­სა­ღე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბას­თან. უნ­და ვის­წავ­ლოთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მოს­მე­ნა. უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ თუ სხვას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვს, არ ნიშ­ნავს, რომ ის ჩვე­ნი მტე­რია. ქარ­თ­ვე­ლე­ბის ნათ­ქ­ვა­მი არაა, მოყ­ვა­რეს პირ­ში უძ­რა­ხე, მტერს პირს უკა­ნაო? რო­ცა შევ­ძ­ლებთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის და­ფა­სე­ბას, კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი კრი­ტი­კის მოს­მე­ნას, შე­ნიშ­ვ­ნე­ბის მი­ღე­ბას და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას, მხო­ლოდ მას შემ­დეგ გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა. ღრმად უნ­და გვჯე­რო­დეს, რომ მხო­ლოდ მუ­ყა­ი­თო­ბით, გამ­რ­ჯე­ო­ბით, და­უ­ზარ­ლო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა. ეს თვი­სე­ბე­ბი კი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლე­ბენ თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ საქ­მე კარ­გად კეთ­დე­ბა, ეს კი გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რია.
ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვი­ნა­ხავ­დი შემ­დეგ თვი­სე­ბებს: პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, გახ­ს­ნი­ლო­ბა, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა შე­ზა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ურ ემ­პა­თი­ას­თან.

ესა­უბ­რა  მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N