გამოდის 1998 წლიდან
2016-02-25
თვით­შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის მას­შ­ტა­ბუ­რი გა­დამ­ზა­დე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი და­იწყო

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი და­იწყო, რო­მე­ლიც ორი ორ­დღი­ა­ნი მო­დუ­ლის­გან შედ­გე­ბა. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რებს, სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, საკ­მა­ოდ დი­დი სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ე­კის­რათ — უნ­და შე­ა­ფა­სონ სა­კუ­თა­რი  სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ჯერ ვერ ხერ­ხ­დე­ბა გა­რე და ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა,  რად­გან რუბ­რი­კე­ბი პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­შია და, რო­გორც ცენ­ტ­რ­ში აცხა­დე­ბენ, გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ჯერ არ არის მზად იმის­თ­ვის, რომ რუბ­რი­კე­ბი მი­ა­წო­დონ. მას­წავ­ლებ­ლებ­მა სხვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო თუ და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკ­ვე და­იწყეს და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწო­რედ ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში იწყე­ბა მა­თი ინ­ტენ­სი­უ­რი მომ­ზა­დე­ბა. შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­ში შე­დის: დი­რექ­ტო­რი, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე (თუკი სკო­ლას ჰყავს), ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი და თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის ან საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის კა­თედ­რის სა­მი წლის ვა­დით არ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.
ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ; გა­ეც­ნო­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ქა­ღალ­დის სტრუქ­ტუ­რას და იმ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მე­ლიც ასა­ხუ­ლი უნ­და იყოს ამ სა­ქა­ღალ­დე­ში სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად; გა­ივ­ლი­ან პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ქა­ღალ­დის შე­ფა­სე­ბის წესს, პრო­ცე­დუ­რებ­სა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებს; გა­ნე­მარ­ტე­ბათ მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და გა­ეც­ნო­ბი­ან რე­სურ­სის იმ ტი­პებს, რომ­ლე­ბიც შე­ფას­დე­ბა სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში. ტრე­ნინ­გის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ასე­ვე გა­ეც­ნო­ბი­ან სას­წავ­ლო რე­სურ­სი­სა და მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს. ასე­ვე გა­ეც­ნო­ბი­ან სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ტი­პებს, პრაქ­ტი­კის კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის ეტა­პებს და მა­თი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კებს.
რას გუ­ლის­ხ­მობს შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პირ­ვე­ლი — ორ­მო­დუ­ლი­ა­ნი ეტა­პი და რას აერ­თი­ა­ნებს ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი — ამ თე­მა­ზე სა­უბ­რობს უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ირი­ნა სამ­სო­ნია:

— პირ­ველ მო­დულ­ში შე­დის სა­კითხე­ბი, რო­მე­ლიც ზო­გა­დად ში­და სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სებს უკავ­შირ­დე­ბა, აქ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია, რო­გორც პრო­ცე­დუ­რუ­ლი, ისე უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და ეთი­კის სა­კითხე­ბი. ასე­ვე, ისე­თი და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის კონ­სულ­ტი­რე­ბა; სას­წავ­ლო რე­სურ­სის შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც, ჩვე­ნი აზ­რით, ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად და ამომ­წუ­რა­ვა­დაა გაშ­ლი­ლი; რას გუ­ლის­ხ­მობს ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და რო­გორ უნ­და შე­ფას­დეს ის. ამ მო­დუ­ლებ­ში აქ­ცენტს ვა­კე­თებთ იმაზე, თუ რას ნიშ­ნავს და რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს კარ­გად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებს ვას­წავ­ლით, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ ცენ­ტ­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი რუბ­რი­კე­ბი, რა­თა ობი­ექ­ტუ­რად და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შე­ა­ფა­სონ ეს საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი.
შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებს ვთა­ვა­ზობთ მე­ო­რე მო­დულ­საც, რო­მე­ლიც სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბი­სა და პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვის კომ­პო­ნენ­ტებს მო­ი­ცავს. ამ ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბას ჩვე­ნი სას­კო­ლო სივ­რ­ცე იც­ნობს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენს ბევ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რად­გან ამ სა­კითხე­ბი­სად­მი ასე­თი სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა აქამ­დე არ ყო­ფი­ლა. პრაქ­ტი­კის კვლე­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბაა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ასე­ვე იმ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის,  რო­მელ­თაც აქვთ სურ­ვი­ლი გახ­დ­ნენ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი.  სწო­რედ კვლე­ვის შე­ფა­სე­ბას ეთ­მო­ბა ტრე­ნინ­გის  ერ­თი დღე — 5-სა­ა­თი­ა­ნი მო­დუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლებს, რო­მელ­თა ჩა­ტა­რე­ბაც წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის, მო­მა­ვალ­ში კი მენ­ტო­რის, სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა შე­ი­მუ­შა­ვა სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი რუბ­რი­კა მათ შე­სა­ფა­სებ­ლად. კი­დევ ერ­თი სატ­რე­ნინ­გო დღე ეთ­მო­ბა სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ტი­პე­ბის გაც­ნო­ბა­სა და მათ შე­ფა­სე­ბას ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით.
— რე­ა­ლუ­რად რო­დის და­იწყე­ბენ უკ­ვე გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბას?
— სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლია, რომ სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს უნ­და შე­ფას­დეს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ქა­ღალ­დე­ე­ბი. მათ სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში კი,  გან­თავ­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს იმ საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ­ლებ­საც ისი­ნი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნა­წი­ლი მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ფას­დე­ბა, მაგ., სტა­ჟი­რე­ბა, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ტრე­ნინ­გე­ბის კურ­სის გავ­ლა და სხვა ნა­წი­ლი კი — სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, და­ვეხ­მა­როთ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებს, რომ მათ მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის და­სას­რუ­ლის­თ­ვის შეძ­ლონ მაქ­სი­მა­ლუ­რად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად და ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სონ თა­ვი­ან­თი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ გა­წე­უ­ლი სამუშაო.
— შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის მას­შ­ტა­ბუ­რი გა­დამ­ზა­დე­ბა იწყე­ბა თუ ტრე­ნინ­გე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სად გა­დამ­ზად­დე­ბი­ან შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი?
— გა­დამ­ზა­დე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით იწყე­ბა. ჩვე­ნი ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში ჩავ­ლენ და, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 ათას ადა­მი­ანს, ად­გილ­ზე, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, მო­ამ­ზა­დე­ბენ. რო­გორც გითხა­რით, პირ­ვე­ლი ეტა­პის ტრე­ნინ­გე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა ჯამ­ში ოთხი სა­მუ­შაო დღეა, რაც გა­და­ნა­წილ­და ორ კვი­რა­ზე. შე­საძ­ლოა, გა­გიჩ­ნ­დეთ კითხ­ვა —  არის თუ არა საკ­მა­რი­სი ორ­დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გი იმი­სათ­ვის, რომ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი სა­თა­ნა­დოდ გა­დამ­ზად­დ­ნენ? პა­სუ­ხად ვიტყ­ვი, რომ ტრე­ნინ­გე­ბის გარ­და, მათ­თ­ვის  ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია სქე­მის გზამ­კ­ვ­ლე­ვის მე­ო­რე ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რა­დაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი სა­კითხი და რო­მელ­საც ისი­ნი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­ვე გა­ეც­ნენ. ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი­ა ყ­ვე­ლა სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი. ამას­თა­ნა­ვე, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი წე­სით არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა და კვა­ლი­ფი­კა­ცია უკ­ვე აქვთ. სულ ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი­დან რომ ვიწყებ­დეთ, ცხა­დია, ოთხ­დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გის გავ­ლა არ იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი. თუმ­ცა, ჩვენ არ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ყვე­ლა შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი პირ­ვე­ლ ეტაპ­ზე მა­ღალ დო­ნე­ზე იმუ­შა­ვებს, მაგ­რამ, ვფიქ­რობთ, თან­და­თა­ნო­ბით სკო­ლე­ბი გაძ­ლი­ერ­დე­ბი­ან — ისი­ნი ის­წავ­ლი­ან პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბას, ასე­ვე შე­ი­ძე­ნენ გა­მოც­დი­ლე­ბას, უფ­რო და უფ­რო გა­იღ­რ­მა­ვე­ბენ სა­კუ­თარ ცოდ­ნა­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას გარ­კ­ვე­ულ სა­კითხებ­ში, რა­შიც, რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყობს ხელს. 
სატ­რე­ნინ­გო კურ­სის  დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­ფას­დე­ბა მი­სი თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რი სერ­ტი­ფი­კატს მი­ი­ღებს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სრულ­ყო­ფი­ლად გა­ივ­ლის თი­თო­ე­ულ მო­დულს და შე­ფა­სე­ბის შკა­ლის მი­ხედ­ვით და­აგ­რო­ვებს 100-დან, მი­ნი­მუმ, 60 ქუ­ლას.

ესა­ბუ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N