გამოდის 1998 წლიდან
2015-12-17
წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­მელ­მაც ჩე­მი მო­მა­ვა­ლი გერ­მა­ნი­ას და­უ­კავ­ში­რა

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია გი­ორ­გი ბრე­გა­ძე,
დრეზ­დე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

— თავ­და­პირ­ვე­ლად სწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის 69-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, შემ­დეგ სწავ­ლა  თბი­ლი­სის 191-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში გა­აგ­რ­ძე­ლე და სრუ­ლი სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტიც აქ მი­ი­ღე... რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის წლე­ბი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი... გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­ზე კე­თი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი შე­მომ­რ­ჩა, რა­საც ვერ ვიტყ­ვი იმ ხა­ნა­ზე, რო­ცა მოს­წავ­ლე­ო­ბამ მო­მი­წია. ეს იყო ავად­მო­სა­გო­ნა­რი 90-იანი წლე­ბის და­საწყი­სი. რა და­მა­ვიწყებს ნავ­თ­ქუ­რის სუ­ნით გაჟ­ღენ­თილ კა­ბი­ნე­ტებ­სა და ნავ­თ­ქუ­რის გარ­შე­მო შე­მომ­ს­ხ­დარ შე­ცი­ე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს!.. დე­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო — ის მას­წავ­ლი­და ბი­ო­ლო­გი­ას ორი­ვე სკო­ლა­ში.
— უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-ტექ­ნი­კურ ფა­კულ­ტეტს ირ­ჩევ, რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი?
— დი­ახ, ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე სწავ­ლა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბა ავირ­ჩიე. ეს მა­მა­ჩე­მის იდეა იყო. მა­თე­მა­ტი­კა და უცხო ენე­ბი მიყ­ვარ­და და მირ­ჩია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კა­ზე ჩა­ა­ბა­რეო.
— ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ დაად-ს გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით გერ­მა­ნი­ა­ში მი­ემ­გ­ზავ­რე­ბი.. რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ეს ქვე­ყა­ნა?
— გერ­მა­ნი­ის არ­ჩე­ვა გერ­მა­ნუ­ლი ენის ცოდ­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა. მა­მა­ჩე­მი პა­ტა­რა­ო­ბი­დან მას­წავ­ლი­და გერ­მა­ნულს და, სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, ენა უკ­ვე კარ­გად ვი­ცო­დი, გერ­მა­ნულ მოთხ­რო­ბებს ვთარ­გ­მ­ნი­დი ქარ­თუ­ლად.
— ამ­ჟა­მად, სწავ­ლობ გერ­მა­ნი­ა­ში, დრეზ­დე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე... მი­ამ­ბე ამ სას­წავ­ლებ­ლის ის­ტო­რია
— დრეზ­დე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გერ­მა­ნი­ის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მელ­საც (სა­ხელ­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად) თით­ქ­მის ყვე­ლა ფა­კულ­ტე­ტი აქვს, მათ შო­რის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო. მახ­სენ­დე­ბა ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ი­დან (ერთ-ერთ ლექ­ცი­ა­ზე მო­ვის­მი­ნე) — დრეზ­დე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი ქა­ლი მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში, 1908 წელს მი­უ­ღი­ათ, რაც იმ დროს დი­დი მოვ­ლე­ნა ყო­ფი­ლა, მა­ნამ­დე გერ­მა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მხო­ლოდ ვა­ჟე­ბი სწავ­ლობ­დ­ნენ.
— სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი? არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი?
— უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი თით­ქ­მის იმა­ვე პი­რო­ბე­ბი­თა და შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, რო­გო­რი­თაც გერ­მა­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი. ყვე­ლა­ზე დი­დი შე­ღა­ვა­თი გერ­მა­ნულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში  უფა­სო სწავ­ლე­ბაა და ეს ვრცელ­დე­ბა რო­გორც გერ­მა­ნელ, ასე­ვე უცხო­ელ სტუ­დენ­ტებ­ზე. სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ არა ავ­ტო­მა­ტუ­რად. სტი­პენ­დი­ის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა გა­ნაცხა­დის შე­ტა­ნა შე­სა­ბა­მის ფონ­დ­ში. გერ­მა­ნი­ა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო სტი­პენ­დი­ის ყვე­ლა­ზე დი­დი ფონ­დია ე.წ.  Bafog   (Begabtenforderung — ნი­ჭი­ერ­თა ხელ­შეწყო­ბა). უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და გერ­მა­ნი­ის საზღ­ვ­რებს გა­რეთ სწავ­ლის მსურ­ვე­ლი გერ­მა­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის არის DAAD (გერ­მა­ნუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი გაც­ვ­ლი­თი სამ­სა­ხუ­რი), რომ­ლის სტი­პენ­დი­ის მი­ღე­ბაც, აგ­რეთ­ვე, გა­ნაცხა­დის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა, თა­ნაც გან­მ­ცხა­დებ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბის ქვეყ­ნი­დან. მე თვი­თონ სამ­ჯერ ვი­ყა­ვი DAAD-ს სტი­პენ­დი­ა­ტი და ყვე­ლას ვურ­ჩევ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე მა­ინც, მი­მარ­თონ დაად-ს სტი­პენ­დი­ის­თ­ვის!
სა­ერ­თოდ გერ­მა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი არი­ან. მის­წავ­ლია გერ­მა­ნი­ის სამ და ავ­ს­ტ­რი­ის ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ეს კე­თილ­გან­წყო­ბა ყველ­გან იგ­რ­ძ­ნო­ბა. ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­შია უცხო­ე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბა (Akademisches Auslandsamt), რო­მელ­საც ევა­ლე­ბა უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, სწავ­ლის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და სხვ. გარ­და ამი­სა, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი არი­ან, აფა­სე­ბენ უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას, გერ­მა­ნუ­ლის ცოდ­ნას და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ დახ­მა­რე­ბას.
— რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ასეთ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი?
— გერ­მა­ნი­ა­ში ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო (კლას­გა­რე­შე) ლექ­ცი­ის წა­სა­კითხად, რა­ი­მე კონ­კ­რე­ტულ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ იწ­ვე­ვენ. ჩვე­უ­ლებ­რივ კი, ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს ატა­რე­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ლექ­ტო­რე­ბი, პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლე­ბი­თა და მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.
— რა რო­ლი უჭი­რავს გერ­მა­ნი­ა­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
— სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი ყვე­ლა­ზე დი­დი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბია. დრეზ­დენ­ში არის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და ფე­დე­რა­ლუ­რი მხა­რის ბიბ­ლი­ო­თე­კა. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, საქ­სო­ნი­ის მხა­რე­ში ეს ყვე­ლა­ზე დი­დი ბიბ­ლი­ო­თე­კაა. უზარ­მა­ზა­რი სამ­კითხ­ვე­ლო და სა­მუ­შაო დარ­ბა­ზე­ბია, რომ­ლე­ბიც სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ სავ­სეა და ჭირს თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლის მო­ნახ­ვა. აქ მო­დი­ან სტუ­დენ­ტე­ბი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად, რე­ფე­რა­ტე­ბის და­სა­წე­რად, სა­კურ­სო და სხვა ნაშ­რო­მებ­ზე სა­მუ­შა­ოდ. ერ­თი სიტყ­ვით, სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­რე­შე.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით? რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა მათ­სა და ჩვენს პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის?
— ჩე­მი აზ­რით, ევ­რო­პუ­ლი  მო­წი­ნა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი ცოდ­ნი­სა და მომ­ზა­დე­ბის უფ­რო მა­ღა­ლი დო­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია, ვიდ­რე ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მი. სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბა ევ­რო­პა­ში უკე­თე­სა­დაა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. თუმ­ცა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სტუ­დენ­ტებ­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის უფ­რო ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბაა, რაც სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­და­ცე­მას უწყობს ხელს და სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის ხა­რისხს ამაღ­ლებს.
— რა შე­გიძ­ლია გვითხ­რა შე­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ... სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის შემ­დეგ უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, სწავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან, უფ­ლე­ბა აქვთ იმუ­შა­ონ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად?
— დი­ახ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არის. გი­ო­ტინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კის მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში სწავ­ლი­სას სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე და თით­ქ­მის ყვე­ლა სა­მუ­შაო სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის (Arbeitsamt) დახ­მა­რე­ბით მი­ვი­ღე. ამის მეშ­ვე­ო­ბით უფ­რო მე­ტად ჩა­ვერ­თე გერ­მა­ნი­ის სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, უკე­თე­სად და სხვა კუთხით ავით­ვი­სე გერ­მა­ნუ­ლი ენა. თუმ­ცა, რო­ცა მუ­შა­ობ, ძნე­ლი ხდე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დრო­უ­ლად დამ­თავ­რე­ბა — სწავ­ლის დრო­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მის გა­და­ვა­დე­ბა გი­წევს.
— რა მი­გაჩ­ნია ყვე­ლა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბად, რის­თ­ვი­საც მი­გიღ­წე­ვია, რას მი­იჩ­ნევ ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და სა­ა­მა­ყოდ?
— უყოყ­მა­ნოდ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემ­თ­ვის ეს იყო დაად-ს პირ­ვე­ლი სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბა და გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლა 1999/2000 წლებ­ში, რა­მაც ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა,  ფაქ­ტობ­რი­ვად, გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი მო­მა­ვა­ლი და ის გერ­მა­ნი­ას და­უ­კავ­ში­რა.
— რო­გორც ვი­ცი, გერ­მა­ნი­ა­ში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ... სად და რო­გორ ატა­რებთ თა­ვი­სუ­ფალ დროს?  მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ გერ­მა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?
— დი­ახ, დრეზ­დენ­ში ოჯახ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ — მე­უღ­ლე ელე­ნე ბე­დუ­კა­ძე და 5 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა. ჩვენს სახ­ლ­თან ახ­ლოს უზარ­მა­ზა­რი პარ­კია, ე.წ. „დი­დი ბა­ღი“ (Großer გarten). კარგ ამინ­დ­ში იქ მივ­დი­ვართ ხოლ­მე სა­სე­ირ­ნოდ.
დრეზ­დე­ნი საქ­სო­ნი­ის მხა­რის დე­და­ქა­ლა­ქია, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დეა. გერ­მა­ნი­ის ერთ-ერ­თი ულა­მა­ზე­სი ქა­ლა­ქია, გა­მო­ირ­ჩე­ვა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით. დრეზ­დე­ნის გა­ლე­რეა (ცვინ­გე­რი) მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სამ­ხატ­ვ­რო გა­ლე­რეაა.
გერ­მა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია სწავ­ლა, შე­მეც­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, კითხ­ვა, სხვა ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, უცხო ენე­ბის ათ­ვი­სე­ბა და სპორ­ტი.
ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის, ანას, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის ერთ-ერ­თ­მა აღ­მ­ზ­რ­დელ­მა, ჩვე­ნი ოჯა­ხის მე­გო­ბარ­მა, სამ­სა­ხურს თა­ვი და­ა­ნე­ბა და სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში (ტა­ი­ლან­დი, ბირ­მა, ინ­დო­ნე­ზია) წა­ვი­და სა­მოგ­ზა­უ­როდ. ცო­ტა ხნის წინ, კუნ­ძულ ბა­ლი­დან, ღია ბა­რა­თი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, ვე­ლო­სი­პე­დით დავ­სე­ირ­ნობ პლაჟ­ზე და სოფ­ლებ­ში ერ­თი­მე­ო­რე­ზე ლა­მა­ზი ტაძ­რე­ბის ცქე­რით ვტკბე­ბიო. მა­ნამ­დე შვე­ბუ­ლე­ბას ინ­გ­ლის­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ატა­რებ­და ხოლ­მე. ყვე­ლა­ზე მე­ტად პლაჟ­ზე გაშ­ლილ კა­რავ­ში ცხოვ­რე­ბა მოს­წონ­და. მოკ­ლედ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა აქა­ურ და ჩვე­ნე­ბურ ცხოვ­რე­ბის წესს შო­რის თვალ­ში სა­ცე­მია, რაც, ცხა­დია, გა­საკ­ვი­რი არ არის. გერ­მა­ნე­ლებ­სა და ჩვენ ხომ გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გზა გვაქვს გავ­ლი­ლი. ერ­თი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა. დრეზ­დენ­ში ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ქა­ლიშ­ვი­ლი გაგ­ვიხ­და ავად  და გვი­ან ღა­მით წა­ვიყ­ვა­ნეთ ექიმ­თან სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში. უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, ჩემს მე­უღ­ლეს სადღაც ხელ­ჩან­თა დას­ჩა. მის სა­ძებ­ნე­ლად მივ­ბ­რუნ­დით, მაგ­რამ ამა­ოდ გა­ვი­სარ­ჯეთ — ვე­ღარ ვი­პო­ვეთ. ხელ­ჩან­თა­ში გვქონ­და სა­ბუ­თე­ბი და ფუ­ლი, 300 ევ­როს ოდე­ნო­ბით.
სა­მი დღის შემ­დეგ, რო­ცა თით­ქ­მის და­ვიწყე­ბუ­ლი გვქონ­და ეს ამ­ბა­ვი, შინ პო­ლი­ცი­ელ­მა მოგ­ვა­კითხა და გვითხ­რა, თქვე­ნი ხელ­ჩან­თაა ნა­პოვ­ნი, მობ­რ­ძან­დით და ჩა­ი­ბა­რე­თო. უც­ნობ მპოვ­ნელს ხელ­ჩან­თა პო­ლი­ცი­ა­ში მი­უ­ტა­ნია. ჩვე­ნი 300 ევ­როც შიგ იდო ხე­ლუხ­ლებ­ლად. მპოვ­ნელს მის­თ­ვის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ნა­პოვ­ნი თან­ხის 5%-ზეც კი უარი უთ­ქ­ვამს. ასეთ კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას აქ ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე წა­აწყ­დე­ბით.
— პა­ტა­რა რო­გორ შე­ეჩ­ვია უცხო გა­რე­მოს?
— თა­ვი­დან, ვიდ­რე გერ­მა­ნულს ის­წავ­ლი­და, ცო­ტა მოწყე­ნი­ლი იყო. ექ­ვ­სი თვის მე­რე ყვე­ლა­ფე­რი ეს­მო­და და ლა­პა­რაკ­საც ახერ­ხებ­და. სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი ძა­ლი­ან მოს­წონს. ხში­რად დაჰ­ყავთ ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე. მო­ი­ნა­ხუ­ლეს დრეზ­დე­ნის ცნო­ბი­ლი გა­ლე­რეა, პილ­ნი­ცის სა­სახ­ლე, ახ­ლა­ხან ქა­ლა­ქის სა­ხან­ძ­რო სამ­სა­ხურს ეს­ტუმ­რ­ნენ. პილ­ნი­ცის სა­სახ­ლე­ში რომ მიჰ­ყავ­დათ ბავ­შ­ვე­ბი, არ ვი­ცო­დი და იმ დღეს ცო­ტა გვი­ან მი­ვიყ­ვა­ნე ანა ბაღ­ში — ჯგუ­ფი უკ­ვე გამ­გ­ზავ­რე­ბუ­ლი­ყო. ანა ატირ­და. შე­გიძ­ლი­ათ ჯგუფს წა­მო­ე­წი­ო­თო, გვითხ­რა აღ­მ­ზ­რ­დელ­მა და გზაც მიგ­ვას­წავ­ლა. პილ­ნი­ცის სა­სახ­ლე მდი­ნა­რე ელ­ბის ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ბორ­ნით გა­დავ­ლა­ხეთ მდი­ნა­რე და ჯგუფს ზედ სა­სახ­ლეს­თან წა­მო­ვე­წი­ეთ. ესეც ერ­თ­გ­ვა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი აღ­მოჩ­ნ­და ანას­თ­ვის — ინერ­ვი­უ­ლა, მაგ­რამ „ბედ­ნი­ერ­მა ფი­ნალ­მა“ გა­ა­ხა­ლი­სა!
— გი­ორ­გი, და­მე­თან­ხ­მე­ბი ალ­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სურს თა­ვის პერ­სო­ნა­ლურ რე­ზი­უ­მე­ში „ოქ­როს ასო­ე­ბით“ შე­ავ­სოს გა­ნათ­ლე­ბის გრა­ფა, არ­ჩე­ვანს უცხო­ეთ­ზე აკე­თებს. თუმ­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­სას­ვ­ლე­ლად შე­საძ­ლოა ახალ­გაზ­რ­დებს გზა ად­ვი­ლად აერი­ოთ. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე ძნე­ლია. რას ურ­ჩევ­დი საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბის მსურ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს?
— ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­იწყონ უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა. ეს, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო რა­მაა, რი­თიც შე­იძ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში სწავ­ლის­თ­ვის მო­ემ­ზა­დოს ახალ­გაზ­რ­და.
— რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ასე შორს ხარ, რა გე­ნატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად?
— ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ნატ­რე­ბა მა­მა­ჩე­მი და ჩე­მი სო­ფე­ლი — ნი­კორ­წ­მინ­და.
— რა არის შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, რაც გერ­მა­ნი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა?
— ტო­ლე­რან­ტო­ბა.
— გი­ორ­გი, შენ იყა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „სა­ბას“ ნო­მი­ნან­ტი. ქარ­თუ­ლად თარ­გ­მ­ნე გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლე­ბის, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბის — ჰერ­მან ჰე­სე­სა და ჰა­ინ­რიხ ბი­ო­ლის — მოთხ­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც წიგ­ნად გა­მო­ი­ცა, სა­ხელ­წო­დე­ბით: „გერ­მა­ნუ­ლი გრო­ტეს­კის მცი­რე ან­თო­ლო­გია“. ეს წიგ­ნი იყო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „სა­ბას“ ფი­ნა­ლის­ტი. რა შე­გიძ­ლია გვითხ­რა ამ თარ­გ­მა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ეს მწერ­ლე­ბი?
— ეს მოთხ­რო­ბე­ბი ჯერ კი­დევ სწავ­ლი­სას ვთარ­გ­მ­ნე. ჰერ­მან ჰე­სე და ჰა­ინ­რიხ ბი­ო­ლი — ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბი არი­ან. ვთარ­გ­მ­ნი­დი იმას, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონ­და და ქარ­თუ­ლად ჯერ არ იყო ნა­თარ­გ­მ­ნი.
— რო­გორც ცნო­ბი­ლია, გერ­მა­ნულ ენა­ზე თარ­გ­მ­ნე ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას მოთხ­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ერთ წიგ­ნად გა­მო­ი­ცა, სა­თა­უ­რით — „სა­თა­გუ­რი და სხვა მოთხ­რო­ბე­ბი“. რო­მე­ლი მოთხ­რო­ბე­ბია შე­სუ­ლი კრე­ბულ­ში და რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა გერ­მა­ნე­ლე­ბის მხრი­დან ვა­ჟას მოთხ­რო­ბებს?
— კრე­ბულ­ში შე­სუ­ლია ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ცნო­ბი­ლი მოთხ­რო­ბე­ბი. ეს კრე­ბუ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ბეს­ტ­სე­ლე­რი არ გამ­ხ­და­რა გერ­მა­ნი­ა­ში, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ წრე­ებ­ში ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია.

ესა­უბ­რა  მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N