გამოდის 1998 წლიდან
2015-12-10
მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი — ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია შო­თა მეს­ხი­ას
ზუგ­დი­დის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო
უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი თე­ო­ნა ხუ­ფე­ნია

— ქალ­ბა­ტო­ნო თე­ო­ნა, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯეტს, ძი­რი­თა­დად, გან­საზღ­ვ­რავს სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღოს. ხომ არ ხდე­ბა ეს ხა­რის­ხის ხარ­ჯ­ზე? მოგ­წონთ თუ არა და­ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა და რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოთხოვ­ნებს გან­საზღ­ვ­რუ­ლი ფი­ნან­სე­ბი. არ­სე­ბობს თუ არა და­ფი­ნან­სე­ბის სხვა გზა ან სხვა პრინ­ცი­პი? თქვენ­თ­ვის რო­მე­ლი იქ­ნე­ბო­და სა­სურ­ვე­ლი?
— უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტი, ძი­რი­თა­დად, სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეა მიბ­მუ­ლი და, ლო­გი­კუ­რია, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ინ­ტე­რეს­შია სტუ­დენ­ტ­თა კონ­ტინ­გენ­ტის ზრდა. თუმ­ცა, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ კონ­ტინ­გენ­ტის ზრდა ხე­ლოვ­ნუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩვენს მა­გა­ლით­ზე ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ცხა­დია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბი­დან, 2007 წლი­დან დღემ­დე, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა გა­ნაცხა­დის სტა­ტის­ტი­კა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მზარ­დია, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხით. მაგ­რამ კონ­ტინ­გენ­ტი მცირ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად გა­მოცხა­დე­ბულ, და­ფი­ნან­სე­ბულ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე, რად­გან, შო­თა მეს­ხი­ას ზუგ­დი­დის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სტა­ტუ­სის მქო­ნეა, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ ახორ­ცი­ე­ლებს სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე სწავ­ლე­ბას. ხო­ლო იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მა­გა­ლით­ზე, სა­დაც უფა­სო პროგ­რა­მე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სტა­ტის­ტი­კა ადას­ტუ­რებს, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა ინ­ტე­რე­სი მეტ­წი­ლად მი­ე­მარ­თა სწო­რედ და­ფი­ნან­სე­ბის­კენ (რაც აიხ­ს­ნე­ბა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ერ­თო სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნით) და არა სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის­კენ, რაც, თა­ვის მხრივ, რე­გი­ო­ნი­დან კონ­ტინ­გენ­ტის გა­დი­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია.
 უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა — სუფ­სი­დი­რე­ბა, რო­მელ­საც იღებ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან, და­ფუძ­ნე­ბი­დან სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ მი­მარ­თა, ძი­რი­თა­დად, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვის­თ­ვის. შე­იქ­მ­ნა სტუ­დენ­ტ­სა და აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, რა­მაც კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნა ახალ­და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრა­ტე­გია და ხედ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის და­ფი­ნან­სე­ბა იმ ეტაპ­ზე  უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი იყო. შემ­დეგ იყო სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მე­ბი, რაც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის მო­ზიდ­ვის კარ­გი სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.
დღე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი სწო­რედ ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის დღე­ვან­დელ სის­ტე­მას, უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, რო­გორც სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ვერ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ უფა­სო პროგ­რა­მებს და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ ვი­ღებთ და­ფი­ნან­სე­ბის ამ წყა­როს, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სავ­ლის გა­რან­ტი იქ­ნე­ბო­და. მიგ­ვაჩ­ნია, რომ  ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი სრულ­ყო­ფის­თ­ვის უმაღ­ლეს სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე უნ­და შე­მუ­შავ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, გაძ­ლი­ე­რე­ბის სტრა­ტე­გია. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი არ უნ­და იყოს მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტ­თა კონ­ტინ­გენ­ტი, ე.ი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტი უნ­და შედ­გე­ბო­დეს არა მარ­ტო სტუ­დენ­ტ­თა შე­მო­ნა­ტა­ნის­გან, არა­მედ მო­ი­ცავ­დეს ცენ­ტ­რა­ლურ და რე­გი­ო­ნულ და­ფი­ნან­სე­ბას, რა­თა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უპა­სუ­ხოს ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის გა­მოწ­ვე­ვას. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა — უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით ავ­ტო­რი­ზა­ცია და პროგ­რა­მუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ე­ბი, რაც, თა­ვის მხრივ, მო­ითხოვს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის და­ფი­ნან­სე­ბის მოკ­ლე და სა­შუ­ა­ლო ვა­დი­ა­ნი მო­დე­ლე­ბის შექ­მ­ნას.
— აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს, რომ­ლებ­მაც მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი გა­და­ლა­ხეს, წელს უარი ეთ­ქ­ვათ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში დარ­ჩე­ნილ ვა­კან­ტურ ად­გი­ლებ­ზე. მი­სა­ღე­ბია თუ არა თქვენ­თ­ვის ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და, ზო­გა­დად, რა აზ­რის ხართ მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვებ­ზე? გა­სულ წლებ­ში გყავ­დათ თუ არა მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვის სტუ­დენ­ტე­ბი და რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი იყო მა­თი ჩარ­თ­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში?
— სრუ­ლად ვე­თან­ხ­მე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით აბი­ტუ­რი­ენ­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლია არ­ჩე­ვან­ში და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს გა­მოც­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­შიც ცვა­ლოს და და­ა­ზუს­ტოს გა­ნაცხა­დი.
— გაქვთ თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა საზღ­ვარ­გა­რე­თის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, რო­მელ  უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან გაქვთ გაც­ვ­ლი­თი და ერ­თობ­ლი­ვი, სტუ­დენ­ტუ­რი, სა­მა­გის­ტ­რო თუ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბი?
— შო­თა მეს­ხი­ას ზუგ­დი­დის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2012 წლი­დან ჩარ­თუ­ლია Tempus-ისა და ჶrasmus მundus-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში. ამ­ჟა­მად სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხუ­თი კონ­სორ­ცი­უ­მის 22 პარ­ტ­ნი­ო­რი ქვეყ­ნის წამ­ყ­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რე­ა­ლუ­რი და სან­დო პარ­ტ­ნი­ო­რია, მათ შო­რის: შვე­დე­თის, ბულ­გა­რე­თის, პო­ლო­ნე­თის, პორ­ტუ­გა­ლი­ის, გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ის, ეს­პა­ნე­თის, სა­ბერ­ძ­ნე­თის, ჩე­ხე­თის, ეს­ტო­ნე­თის, რუ­მი­ნე­თის. უნი­ვერ­სი­ტეტს ჰყავს 15 ერას­მუ­სე­ლი გაც­ვ­ლი­თი სტუ­დენ­ტი და ევ­რო­პი­დან — 3 გაც­ვ­ლი­თი პრო­ფე­სო­რი.
უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მო­ი­პო­ვა ახა­ლი „ჶrasmus+“-ის მო­ბი­ლო­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბი, გა­ა­ფორ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა პორ­ტო­სა და ლო­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან. ევ­რო­პის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, შო­თა მეს­ხი­ას ზუგ­დი­დის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში.
— დღე­ი­სათ­ვის ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­საქ­მე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მაა. ხომ არ აქვს უნი­ვერ­სი­ტეტს რა­ი­მე პროგ­რა­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თა­რი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის?
— Tempus-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მის „სტუ­დენ­ტუ­რი კა­რი­ე­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ ფარ­გ­ლებ­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­იქ­მ­ნა კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი, რო­მელ­საც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს და საქ­მი­ა­ნო­ბას წარ­მარ­თავს იმა­ვე პროგ­რა­მით გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი. ცენტრს აქვს სა­კუ­თა­რი გვერ­დი, სა­მუ­შაო სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა, მი­სია. ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა სტუ­დენტს შეს­თა­ვა­ზოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სერ­ვი­სი მა­თი და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გაზ­რ­დი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, ცენ­ტ­რი ად­გენს რე­გი­ო­ნის დამ­საქ­მე­ბელ­თა კა­რი­ე­რულ მოთხოვ­ნებს, რის შე­სა­ბა­მი­სად უზ­რუნ­ველ­ყოფს სტუ­დენ­ტ­თა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა კა­რი­ე­რულ გა­ნათ­ლე­ბას. შექ­მ­ნი­ლია კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა, რო­მე­ლიც გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით მი­ე­წო­დე­ბა დამ­საქ­მე­ბელს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის ფო­რუმ­ში, რე­გუ­ლა­რუ­ლად ეწყო­ბა  რო­გორც გას­ვ­ლი­თი, ისე სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო შეხ­ვედ­რე­ბი სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, მა­ღა­ლია რე­გი­ონ­ში დამ­საქ­მე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა (რომ­ლე­ბიც მა­თი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით იქ­მ­ნე­ბა) და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა  მი­მართ.
— ხში­რად სტუ­დენ­ტე­ბი გა­მოთ­ქ­ვა­მენ პრე­ტენ­ზი­ას სა­ჭი­რო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ქარ­თულ ენა­ზე არარ­სე­ბო­ბის გა­მო, არის თუ არა თქვენ­თან ეს პრობ­ლე­მა და თუ ასეა, რო­გორ აგ­ვა­რებთ?
— უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით ჩარ­თუ­ლია ელ­სე­ვი­ე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზა­ში.
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა უზ­რუნ­ველ­ყოფს  სტუ­დენ­ტებს რო­გორც ქარ­თული, ისე უცხო­ე­ნო­ვა­ნი  ლი­ტე­რა­ტუ­რით. გარ­კ­ვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სიმ­წი­რე. აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი, უცხო ენა­თა შემ­ს­წავ­ლელ ცენ­ტ­რ­თან ერ­თად, უზ­რუნ­ველ­ყოფს სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თარ­გ­მანს.
— რას გვეტყ­ვით სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ, აფი­ნან­სებს თუ არა უნი­ვერ­სი­ტე­ტი მის საქ­მი­ა­ნო­ბას?
— ეს ის თე­მაა, რო­მელ­საც ვერ გა­მოვ­ყოფ უნი­ვერ­სი­ტე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ე­ბი­დან, რად­გან ყვე­ლა პრო­ექ­ტი, პროგ­რა­მა თუ აქ­ტი­ვო­ბა თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტის და სა­ერ­თოდ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით იგეგ­მე­ბა, ვი­თარ­დე­ბა და ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ჩვენ ერ­თი მთლი­ა­ნი დი­დი გუნ­დი ვართ. ეს ის მიდ­გო­მაა, რი­თაც ვფიქ­რობ, გა­მო­ირ­ჩე­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი.
— გვი­ამ­ბეთ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში (წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა და­ფი­ნან­სე­ბა და ა.შ.).
— უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­ცე­მა სა­ხელ­მ­წი­ფო, მე­რის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სა­ხე­ლო­ბი­თი და სა­ფა­კულ­ტე­ტო სტი­პენ­დი­ე­ბი, მოქ­მე­დებს რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი, ისე სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შო­თა მეს­ხი­ას ზუგ­დი­დის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კონ­ტინ­გენ­ტის თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი და  სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე სტუ­დენ­ტია. დე ფაქ­ტო საზღ­ვ­რის­პი­რა რე­გი­ო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი მი­სია, უპირ­ვე­ლე­სად, ამ   სტუ­დენ­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა და მათ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა.
მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

25-28(942)N