გამოდის 1998 წლიდან
2015-12-03
ტენდენციები, რომლებმაც დარგის განვითარება უნდა უზრუნველყოს

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის შე­სა­ხებ, ძალ­ზე მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. არა­და, სფე­როს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­ვი­თა­რე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წინ­ს­ვ­ლას­თან. ცნო­ბი­ლია, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე­თა. ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, პი­რი­ქი­თაა.
რა კეთ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ ვი­თა­რე­ბა კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს და რა და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი იკ­ვე­თე­ბა დღე­ი­სათ­ვის. ამ და სხვა სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი კა­ხა­ბერ ერა­ძე.

— რა ფუნ­ქ­ცია აქვს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში?
— სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ისე არა­ფორ­მა­ლუ­რი გზით. რა­კი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის გზით, ჩვე­ნი ცენ­ტ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და მათ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი­სათ­ვის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რებს უზ­რუნ­ველ­ყოფს, ისე­ვე რო­გორც ზო­გა­დი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის. თუ 2013-2020 წლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მის კუთხით შევ­ხე­დავთ, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტი კომ­პო­ნენ­ტი შე­დის, მას ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი ფუნ­ქ­ცია ენი­ჭე­ბა სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რად­გან ცენ­ტ­რის შიგ­ნით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბას, სტან­დარ­ტე­ბის და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტე­ბის შექ­მ­ნას, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და რე­სურ­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნას და მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბას.
— რა სა­ხის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა მიზ­ნით?
— გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის სტრა­ტე­გი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს. პირ­ველ რიგ­ში იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში: აქამ­დე ჩვენ გვქონ­და საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­კუ­თა­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი­დან და ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვად შე­ი­მუ­შა­ვებ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას. რე­ფორ­მის სტრა­ტე­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი გა­დავ­დი­ვართ ეროვ­ნულ დო­ნე­ზე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, რა­საც მო­დუ­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს ვე­ძა­ხით. ეს მიდ­გო­მა მე­ტად უზ­რუნ­ველ­ყოფს შრო­მის ბა­ზარ­თან თავ­სე­ბა­დო­ბას, იმი­ტომ რომ, ჯერ ვქმნით სტან­დარტს — პრო­ფე­სი­ის აღ­წე­რას — რას ელო­დე­ბა დამ­საქ­მე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­გან, რა უნა­რებს, ცოდ­ნას, რა სა­ხის სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბას. ამას ვა­კე­თებთ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ე.წ. დაCჲმ — კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ით, სა­დაც ჩარ­თუ­ლია დამ­საქ­მე­ბელ­თა ფარ­თო სპექ­ტ­რი — მსხვი­ლი და მცი­რე ბიზ­ნე­სი, მე­წარ­მე­ე­ბი, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი... ისი­ნი ერ­თად ქმნი­ან პრო­ფე­სი­ულ სტან­დარტს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც იქ­მ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტი, ანუ ეროვ­ნუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტი. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი კი სა­ფუძ­ვე­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად. იმის თქმა მინ­და, რომ საგ­ნობ­რი­ვის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით (რო­ცა სას­წავ­ლე­ბე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით ქმნი­და პროგ­რა­მას), ეროვ­ნულ პროგ­რა­მებ­ში რე­სურ­სი წი­ნას­წა­რაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი — რა სჭირ­დე­ბა ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლას, ასე­ვე პროგ­რა­მის გავ­ლის შე­დე­გად მი­საღ­წე­ვი სწავ­ლის შე­დე­გე­ბი. პროგ­რა­მა ნამ­დ­ვი­ლად მო­დის თავ­სე­ბა­დო­ბა­ში კა­ნო­ნის გან­მარ­ტე­ბას­თან, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა ესაა პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მა. თუ აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბი ძა­ლი­ან ჰგავ­დ­ნენ აკა­დე­მი­ურ პროგ­რა­მებს, ახა­ლი პროგ­რა­მე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია კე­თე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც, ცალ­სა­ხად, სწო­რია.
ამ მიდ­გო­მის და­ნერ­გ­ვას სჭირ­დე­ბო­და სწო­რედ ცვლი­ლე­ბა კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში, რა­თა ასა­ხუ­ლი­ყო მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მის არ­სი და გან­მარ­ტე­ბა. არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია ამან შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­შიც,  რად­გან არ­სე­ბი­თად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რის შე­ფა­სე­ბის მე­თო­დო­ლო­გია. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ადა­მი­ანს ან  აქვს რა­ი­მეს კე­თე­ბის კომ­პე­ტენ­ცია დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ან — არა. აქ შუ­ა­ლე­დუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­რიცხუ­ლია.
ძი­რი­თა­დად ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, ჯერ­ჯე­რო­ბით, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში უფ­რო რა­დი­კა­ლურ­საც უნ­და ვე­ლო­დოთ. მზად არის ახა­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“, რომ­ლის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნია იმ ჩი­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­მოფხ­ვ­რა, რა­საც ქმნის მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს შეზღუდ­ვა, რო­მე­ლიც სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე პირს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს, რად­გან მას არ აქვს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის ატეს­ტა­ტი. ახა­ლი მიდ­გო­მით, ასეთ პირს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მი­ე­ცე­მა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა (რა­საც სტრა­ტე­გი­აც ით­ვა­ლის­წი­ნებს), რაც გზას გა­უხ­ს­ნის მას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა­კენ.
— რო­გორ უნ­და მო­იქ­ც­ნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ მა­ღა­ლი დო­ნის უნა­რე­ბი, მაგ­რამ არა აქვთ დიპ­ლო­მი, რის გა­მოც შე­საძ­ლოა ვერ და­საქ­მ­დ­ნენ?
— პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხიბ­ლი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მი­სი მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ისე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით. ფორ­მა­ლუ­რი ნიშ­ნავს, რო­ცა ავ­ტო­რი­ზე­ბულ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ე­უფ­ლე­ბით პრო­ფე­სი­ას, ხო­ლო არა­ფორ­მა­ლუ­რი, მა­გა­ლი­თად, მი­ე­ბა­როთ სა­ხე­ლოს­ნო­ში გა­მოც­დილ ხე­ლო­სანს და იქ გა­ნა­ვი­თა­როთ პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი, ანუ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში. პირ­ვე­ლი გზით მი­ი­ღებთ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას თუ მე­ო­რე­თი, ერ­თ­სა და იმა­ვე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე გა­დი­ხართ. სწო­რედ ასეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ზე კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი ამ­ჟა­მად — ეს არის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი. ასე­თი პი­რე­ბი შე­ფას­დე­ბი­ან, შე­მოწ­მ­დე­ბა მა­თი ცოდ­ნა-უნა­რე­ბი და პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტ­თან მა­თი თავ­სე­ბა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ე­ნი­ჭე­ბათ პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­ი­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი დიპ­ლო­მი. ჩვე­ნი აზ­რით, ეს უფ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სას­წავ­ლე­ბელს უნ­და მი­ე­ცეს, თუმ­ცა უნ­და ვი­ფიქ­როთ სხვა მიდ­გო­მებ­ზეც. ჩვენ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რის მი­ხედ­ვი­თაც მი­ე­ნი­ჭე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცია რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ისე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. აღი­ა­რე­ბის ჯგუფ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით უნ­და შე­დი­ოდ­ნენ შე­სა­ბა­მი­სი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რა­თა ეს იყოს კო­ლე­გი­ა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა საქ­მის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სა. ჩვენ აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბით მხო­ლოდ მი­სი ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლით, ანუ მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვა­მოწ­მებთ, რამ­დე­ნად სწო­რად იქ­ნა პი­რის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი — ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს თუ არა შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტი აღი­ა­რე­ბი­სას.
ვფიქ­რობ, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ნერ­გ­ვა სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა, რად­გან იგი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს და­საქ­მე­ბის მხრივ, მით უმე­ტეს, რომ აქ ახა­ლი არა­ფე­რია, ეს მიდ­გო­მა მთელ მსოფ­ლი­ო­შია მი­ღე­ბუ­ლი.
— არ­სე­ბობს თუ არა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და აფი­ნან­სებს თუ არა მათ სა­ხელ­მ­წი­ფო?
— რაც შე­ე­ხე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტულ პროგ­რა­მებს და­ფი­ნან­სე­ბის კუთხით, ჩვენ ამ­ჟა­მად ასე­თი არ გვაქვს. სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნან­ს­დე­ბა ყვე­ლა სტუ­დენ­ტი, ნე­ბის­მი­ერ პროგ­რა­მა­ზე, ვინც ერ­თი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ი­რიცხე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ფუძ­ნე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.
— ით­ვა­ლის­წი­ნებთ თუ არა შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­საც?
— რა თქმა უნ­და, სა­ხელ­მ­წი­ფო რე­სურ­სი, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და და­ი­ხარ­ჯოს. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მი­ვი­ღეთ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შრო­მის ბაზ­რის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი და ხა­რის­ხობ­რი­ვი. კვლე­ვის მი­ზა­ნია გა­მო­იკ­ვე­თოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბი და თუ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ მათ შო­რის არის ისე­თი პრო­ფე­სია, რომ­ლის სტან­დარ­ტიც არ არ­სე­ბობს, ჩვენ­მა სამ­სა­ხურ­მა მი­სი შექ­მ­ნა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს.
— რამ­დე­ნი და რა ტი­პის პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში? ხომ არ იგეგ­მე­ბა ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა?
— დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აქვს ყვე­ლა ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას — ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს სის­ტე­მა­ში გვაქვს 14 კერ­ძო სკო­ლა, რო­მე­ლიც სას­კო­ლო პროგ­რა­მის პა­რა­ლე­ლუ­რად მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებს; 92 პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის 20 სა­ხელ­მ­წი­ფო ან სა­ხელ­მ­წი­ფოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და 26 სა­ჯა­რო და კერ­ძო უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის საკ­მა­ოდ ფარ­თო სპექტრს სთა­ვა­ზო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.
რაც შე­ე­ხე­ბა ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას, ეს აუცი­­ლე­ბე­ლია, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა უფ­რო მა­ღა­ლი იყოს, თუმ­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი თით­ქ­მის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, ზო­გან — ფი­ლი­ა­ლე­ბით. ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა.
— რას ით­ვა­ლის­წი­ნებს პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მა, ვინ ახორ­ცი­ე­ლებს და რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა?
— პროგ­რა­მა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ფარ­გ­ლებ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ბირ­თ­ვია, ისეთ სა­ჯა­რო სა­მარ­თ­ლის იური­დი­ულ პი­რებ­თან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, რო­გო­რე­ბი­ცაა: მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, სა­დაც ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­ა­გენ­ტო (მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის ნა­წილ­ში) და გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა. 
ეს მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის მთელ ციკლს მო­ი­ცავს — დაწყე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბით და­კუ მე­თო­დო­ლო­გი­ი­თა და დამ­საქ­მებ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით, ეროვ­ნუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნით, სა­ჭი­რო ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტე­ბის შექ­მ­ნი­თა (ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის) და და­ნერ­გ­ვის კომ­პო­ნენ­ტით.
რაც შე­ე­ხე­ბა დარ­გობ­რივ საბ­ჭო­ებს. ეს არის და­საქ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სი­ფი­კა­ტო­რის მი­ხედ­ვით შექ­მ­ნი­ლი თერ­თ­მე­ტი საბ­ჭო. თი­თო­ე­ულ საბ­ჭო­ში 9 წევ­რია სო­ცი­ა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის პრინ­ცი­პით შერ­ჩე­უ­ლი: 3 — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­დან, 3 —  და­საქ­მე­ბულ­თა გა­ერ­თი­ა­ნები­დან (სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პროფ­კავ­ში­რე­ბი) და 3 — დამ­საქ­მე­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სი ბიზ­ნე­სე­ბი­დან. ყვე­ლა­ნი თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ჩვე­ნი პროგ­რა­მა მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ მხარ­და­ჭე­რას უწევს საბ­ჭო­ებს, სხვა მხრივ მთლი­ა­ნად ავ­ტო­ნო­მი­უ­რია. მა­თი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქ­ციაა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის და ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტე­ბის გან­ხილ­ვა და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში. ეს მხო­ლოდ და­საწყი­სია. მო­მა­ვალ­ში მა­თი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა იგეგ­მე­ბა.
უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ თა­ვი­დან სკეპ­ტი­კუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი, რად­გან, ტრა­დი­ცი­უ­ლად, დამ­საქ­მე­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა ასეთ სა­კითხებ­ში საკ­მა­ოდ და­ბა­ლი იყო, მაგ­რამ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ო­ბენ, უნ­დათ რომ მათ მი­ერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი  — სტან­დარ­ტი თუ პროგ­რა­მა — მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­ყო­ფი­ლი იყოს და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყოს ხე­ლი დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბას. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სკრუ­პუ­ლო­ზუ­რო­ბით გა­ნი­ხი­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბა. მახ­სოვს, ფარ­მა­ცევ­ტის ასის­ტენ­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის გან­ხილ­ვა ხუთ სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რ­ძელ­და. სა­მა­გი­ე­როდ, დო­კუ­მენ­ტე­ბის ხა­რის­ხი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.
— რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სი და რი­თია უპი­რა­ტე­სი?
— მო­დუ­ლურ პროგ­რა­მებს ბევ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს. მო­დუ­ლის არ­სი მდგო­მა­რე­ობს პი­რი­სათ­ვის დას­რუ­ლე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­ცე­მა­ში, რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სი­ის ფარ­გ­ლებ­ში. მა­გა­ლი­თის­თ­ვის ავი­ღოთ კუ­ლი­ნა­რის პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც ბევრ თე­მას აერ­თი­ა­ნებს თა­ვის თავ­ში, თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლით დაწყე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მით სწავ­ლე­ბი­სას ასე იყო: სა­ნამ მთლი­ან პროგ­რა­მას სრუ­ლად არ გა­ივ­ლი­და სტუ­დენ­ტი, არა­ნა­ი­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცია არც ერთ ნა­წილ­ში არ ჰქონ­და. მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბა კი სთა­ვა­ზობს აირ­ჩი­ოს მრა­ვალ­თა­გან ერ­თი, მა­გა­ლი­თად,  არა ზო­გა­დად, კუ­ლი­ნა­რია, არა­მედ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ან დე­სერ­ტე­ბი, ან წვნი­ა­ნი კერ­ძე­ბი და ა.შ. თი­თო­ე­უ­ლი მო­დუ­ლი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ცალ­კე სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო პროგ­რა­მა. ასეა სხვა ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ა­შიც. პირს შე­უძ­ლია რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სი­ი­დან აირ­ჩი­ოს მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო მო­დუ­ლი, შე­ის­წავ­ლოს და აიღოს სერ­ტი­ფი­კა­ტი, რაც იმის დას­ტუ­რია, რომ მას ამ საქ­მის კე­თე­ბა შე­უძ­ლია, ანუ მთე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო პროგ­რა­მა შედ­გე­ბა მო­დუ­ლე­ბის­გან და თი­თო­ე­უ­ლი მო­დუ­ლი ნიშ­ნავს რა­ღაც დას­რუ­ლე­ბულ კომ­პე­ტენ­ცი­ას. ერ­თი მხრივ, ეს პროგ­რა­მის მოქ­ნი­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ, შე­ფა­სე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაა უფ­რო ღი­რე­ბუ­ლი. ისიც ფაქ­ტია, რომ რაც მეტ მო­დულს გა­ივ­ლის ადა­მი­ა­ნი, მით მე­ტია მი­სი და­საქ­მე­ბის შან­სი. ყვე­ლა მო­დუ­ლის გავ­ლა მი­დის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ამ­დე, ანუ დიპ­ლო­მის აღე­ბამ­დე, მაგ­რამ თუ პირს დიპ­ლო­მი არ აინ­ტე­რე­სებს, ირ­ჩევს მო­დულს. ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა დამ­საქ­მე­ბელს კვა­ლი­ფი­კა­ცია კი არა კონ­კ­რე­ტუ­ლი უნა­რის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტი აინ­ტე­რე­სებს. მო­დუ­ლის გავ­ლის შემ­დეგ პი­რი იღებს სა­ხელ­მ­წი­ფო სერ­ტი­ფი­კატს — ეს არ არის დიპ­ლო­მი, მაგ­რამ იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია, რომ მას ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი უნა­რე­ბი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს.
სი­ახ­ლეა ისიც, რომ მსურ­ვე­ლებს არ­ჩე­ვით მო­დუ­ლებს ვთა­ვა­ზობთ, რაც ზრდის და­საქ­მე­ბის შანსს. თუ ადა­მი­ა­ნი თა­ბა­შირ-მუ­ყა­ოს სპე­ცი­ა­ლის­ტია, ვალ­დე­ბუ­ლი არაა შე­დუ­ღე­ბის აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა იცო­დეს, მაგ­რამ შე­უძ­ლია, არ­ჩე­ვი­თი მო­დუ­ლის სა­ხით, და­მა­ტე­ბით შე­ის­წავ­ლოს შე­დუ­ღე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში აღარ დას­ჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტის მოწ­ვე­ვა, ამას თა­ვა­დაც შეძ­ლებს.
მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს 27 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­იწყო  მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა; ეს სას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩვენ არ შეგ­ვირ­ჩე­ვია, უბ­რა­ლოდ, მივ­მარ­თეთ ყვე­ლას, ავუხ­სე­ნით, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ფორ­მა ამ კუთხით და მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ჩა­ერ­თონ. და­ინ­ტე­რე­სე­ბა დი­დი იყო, 36-მა სას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი, რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძომ, მაგ­რამ პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე თან­ხ­მო­ბა, შე­სა­ბა­მი­სი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, 27-მა მი­ი­ღო, ისი­ნი თით­ქ­მის ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში არი­ან გან­თავ­სე­ბულ­ნი. 
— რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის მხრივ — სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი (ნა­თარ­გ­მ­ნია თუ ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის), ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა...
— მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბია. თუ სას­წავ­ლე­ბელს სა­თა­ნა­დო რე­სურ­სი არ გა­აჩ­ნია (ად­რინ­დე­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რო­ცა სას­წავ­ლე­ბე­ლი არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვად ქმნი­და პროგ­რა­მას), მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებს. ყვე­ლა სას­წავ­ლე­ბე­ლი ადას­ტუ­რებს, რომ რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი პო­ზი­ტი­ვი სწო­რედ მა­თი ხე­ლა­ხა­ლი აღ­ჭურ­ვა იყო, რა­შიც სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯეტ­თან ერ­თად, დი­დია დო­ნო­რე­ბის წვლი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ფი­ლის სას­წავ­ლებ­ლებ­ში, სა­დაც გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მაა დო­ნო­რი. წლე­ვან­დე­ლი წე­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო ამ თვალ­საზ­რი­სით — ავე­ჯი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, ჩარ­ხე­ბი, და­ნად­გა­რე­ბი... აი, ასეთ გა­ნახ­ლე­ბულ, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­რე­მო­ში და­იწყეს ჩვენ­მა სტუ­დენ­ტებ­მა სწავ­ლა; სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბის შე­ძე­ნის­თ­ვი­საც.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი მათ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნი­ლი წიგ­ნე­ბით და არც სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბით. ამ მხრი­ვაც შე­იც­ვა­ლა ვი­თა­რე­ბა. ყვე­ლა იმ 45 პროგ­რა­მა­ში, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც წელს და­იწყო, გვაქვს ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. ავ­ტო­რე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც სტან­დარ­ტებ­ზე იმუ­შა­ვეს, პროგ­რა­მე­ბი და მო­დუ­ლე­ბი შექ­მ­ნეს — ერ­თი სიტყ­ვით, თა­ვი­ან­თი საქ­მის ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. ჩე­მი აზ­რით, ეს არის ბრწყინ­ვა­ლედ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­ზე მორ­გე­ბუ­ლი და არ იჭ­რე­ბა აკა­დე­მი­ურ სფე­რო­ში, აძ­ლევს ცოდ­ნას იმ ნა­წილ­ში, რაც კე­თე­ბის­თ­ვის სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს და არის უხ­ვად ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი, იმი­ტომ რომ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა კე­თე­ბის სწავ­ლაა. ისი­ნი ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში, თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მის რე­ჟიმ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი ვებგვერ­დ­ზე: www.vet.ge რუბ­რი­კა­ში — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს აქ­ვე შე­უძ­ლი­ათ ნა­ხონ ყვე­ლა ის ახა­ლი სტან­დარ­ტი, პროგ­რა­მა და მო­დუ­ლი, რო­მე­ლიც უკ­ვე დამ­ტ­კიც­და და რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც და­იწყო.
გარ­და სტუ­დენ­ტე­ბი­სა, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვი­საც შე­იქ­მ­ნა გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი. პრობ­ლე­მუ­რი თე­მაა და ბევ­რი სა­მუ­შაოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის. მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მას­წავ­ლე­ბ­ლის სახ­ლი ზრუ­ნავს. ვფიქ­რობ, დი­დი ეფექ­ტის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა პრაქ­ტი­კო­სი ადა­მი­ა­ნე­ბის მოწ­ვე­ვა პე­და­გო­გე­ბად — მოქ­მე­დი მღე­ბა­ვის, მშე­ნებ­ლის, მზა­რე­უ­ლის და ა.შ. აგ­რეთ­ვე, ახა­ლი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვაც პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბად.  ეს თე­მა კომ­პ­ლექ­სურ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ებს.
თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის მხრივ შე­ფერ­ხე­ბა არ უნ­და ჰქონ­დეთ სას­წავ­ლებ­ლებს, რად­გან მათ თა­ვი­დან­ვე იცი­ან, რა სა­ხის თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა სჭირ­დე­ბათ ამა თუ იმ მო­დუ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, მო­დულს ახ­ლავს ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.
ახ­ლა მთა­ვა­რია მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და სას­წავ­ლებ­ლე­ბის კონ­სულ­ტი­რე­ბა, რომ სწო­რად წა­რი­მარ­თოს პრო­ცე­სი. ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ უკ­ვე სას­წავ­ლებ­ლებ­ში, წლის ბო­ლომ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი და კონ­სულ­ტი­რე­ბა. შემ­დეგ უკ­ვე პირ­ველ შე­დე­გებ­ზეც შეგ­ვეძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

25-28(942)N