გამოდის 1998 წლიდან
2015-12-03
უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი — სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის მი­ხედ­ვით სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი­დან 15 239-ს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­უ­წევს იმის­თ­ვის, რომ სტა­ტუ­სი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ან წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ვი­დეს. რო­მე­ლი აქ­ტი­ვო­ბაა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო და რო­მე­ლი — წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის, რო­გორ ხდე­ბა კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი.
— სქე­მის მი­ხედ­ვით უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე რო­მე­ლი კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­და­ნა­წილ­დ­ნენ და დღეს რამ­დე­ნი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია სის­ტე­მა­ში?
— სქე­მა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ნა­წილ­დ­ნენ 30 სექ­ტემ­ბ­რამ­დე და 15 239-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა. იმის გა­მო, რომ 1500-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ გა­ი­ა­რა რე­გის­ტ­რა­ცია სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო, სქე­მის ვა­დებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და და 31 დე­კემ­ბ­რით გა­ნი­საზღ­ვ­რა, რაც გუ­ლის­ხ­მობს, რომ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი გა­იზ­რ­დე­ბა. უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე გვყავს ორი სხვა­დას­ხ­ვა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი. პირ­ვე­ლი — სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ისი­ნი, ვინც 2010 წლი­დან ჩა­ა­ბა­რეს საგ­ნის და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ სა­ხელ­მ­წი­ფოს იმ­დ­რო­ინ­დე­ლი მოთხოვ­ნე­ბი დრო­უ­ლად შე­ას­რუ­ლეს და და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. სქე­მა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბი არ დაგ­ვი­კარ­გავს და ისი­ნი უფ­რო მა­ღალ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო სა­ფე­ხურ­ზე გა­ვა­ნა­წი­ლეთ, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნე­ბი; მე­ო­რე —  სის­ტე­მა­ში გვყავს აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე პე­და­გო­გე­ბი, მათ­გან, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე გა­ნა­წილ­დ­ნენ, ხო­ლო დოქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვეს.
ზო­გა­დად, არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი სუ­რა­თი გვაქვს — უფ­როს მას­წავ­ლებ­ლებ­ში გვყავს ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­რე არ­სე­ბულ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი და ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებს. მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ სქე­მა­ში (მა­შინ სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყო) და ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ აქ­ტი­ვო­ბებს, შევ­თა­ვა­ზეთ შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ ჩვენ­თან წარ­მო­ედ­გი­ნათ მათ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა, ანუ მათ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით შე­ფას­დე­ბა და დე­კემ­ბ­რის ბო­ლოს ეცო­დი­ნე­ბათ, რამ­დე­ნი კრე­დიტ­ქუ­ლა უღი­არ­დე­ბათ ახალ სქე­მა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეს პე­და­გო­გე­ბი და­წი­ნა­ურ­დე­ბი­ან, მათ უფ­რო მა­ლე ექ­ნე­ბათ შან­სი, გახ­დ­ნენ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

— უფ­როს მას­წავ­ლებ­ლებს ორი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი აქვთ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი — ძი­რი­თა­დი-სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი, მათ­გან ნა­წი­ლი სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის, ნა­წი­ლი კი შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად. გან­ვ­მარ­ტოთ რო­მე­ლია სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი?
— ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ყვე­ლას­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბია. სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბია გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, ში­და სას­კო­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა და პრაქ­ტი­კის კვლე­ვა. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი და­აკ­ვირ­დე­ბა და შე­ა­ფა­სებს მას­წავ­ლებ­ლის  მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებს. ამავ­დ­რო­უ­ლად, სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი (ყვე­ლა სკო­ლა­ში შე­იქ­მ­ნა და მათ ჩვენ სრუ­ლად გა­და­ვამ­ზა­დებთ იან­ვ­რი­დან, რო­ცა უკ­ვე შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რაც პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ქა­ღალ­დის ნა­წი­ლია, დამ­ტ­კიც­დე­ბა) შე­ა­ფა­სე­ბენ მას­წავ­ლებ­ლის სა­გაკ­ვე­თი­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას.
რო­ცა ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, თუ რა­ტომ შე­იც­ვა­ლა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ძი­რი­თა­დად, ტეს­ტით მოწ­მ­დე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლის თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა თე­ო­რი­უ­ლად მა­სა­ლას კარ­გად ფლობს, მაგ­რამ არ ვი­ცით, რო­გორ იყე­ნებს  პრაქ­ტი­კა­ში აღ­ნიშ­ნულ ცოდ­ნას, კერ­ძოდ, რო­გორ გაკ­ვე­თილს ატა­რებს. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ამ კომ­პო­ნენ­ტის შე­მო­ტა­ნა სქე­მა­ში — გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბით და ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბით ვნა­ხავთ, რე­ა­ლუ­რად, მას­წავ­ლე­ბე­ლი რო­გორ გაკ­ვე­თილს ატა­რებს, რამ­დე­ნად არის მი­სი გაკ­ვე­თი­ლი მოს­წავ­ლე­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და რო­გორ აღ­წევს მიზ­ნის შე­სა­ბა­მის შე­დე­გებს, ხელს უწყობს თუ არა გაკ­ვე­თი­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას.
უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით პრაქ­ტი­კო­სის­გან, არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა აქვს, მან შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და უფ­როს მას­წავ­ლებ­ლად დარ­ჩეს მთე­ლი თა­ვი­სი პრაქ­ტი­კის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამის­თ­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა დას­ჭირ­დე­ბა — 13 კრე­დიტ­ქუ­ლა, რო­მელ­თა­გან 9 სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქტი­ვო­ბე­ბის წი­ლია, ხო­ლო 4 კრე­დიტ­ქუ­ლა და­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ი­პო­ვოს; ან გა­დაწყ­ვი­ტოს და წინ წა­ვი­დეს, რის­თ­ვი­საც მას 19 კრე­დიტ­ქუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა და­ჭირ­დე­ბა — 13 სა­ვალ­დე­ბუ­ლო, 6 და­მა­ტე­ბი­თი. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა უფ­როს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თხელ უნ­და გა­ი­ა­როს და ის 5 კრე­დიტ­ქუ­ლით ფას­დე­ბა. ეს აქ­ტი­ვო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა რო­გორც სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ისე მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ანუ შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად.
იმი­სათ­ვის, რომ უფ­როს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა სტა­ტუ­სი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, საკ­მა­რი­სია, სკო­ლის დაკ­ვირ­ვე­ბის ჯგუ­ფი ორ­ჯერ და­აკ­ვირ­დეს მის გაკ­ვე­თილს. თუ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის სურ­ვი­ლი აქვს, მა­შინ ამ პრო­ცე­სის გავ­ლა მე­სა­მე­დაც მო­უ­წევს. თი­თო­ე­უ­ლი ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა 2 კრე­დიტ­ქუ­ლით ფას­დე­ბა. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, მას სკო­ლა­ში შექ­მ­ნი­ლი შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი აკ­ვირ­დე­ბა. შე­ფა­სე­ბის ჯგუფს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ჯგუფ­ში აუცი­ლებ­ლად შე­დის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, რო­მე­ლიც სკო­ლებ­მა თა­ვად აირ­ჩი­ეს, ასე­ვე არის კა­თედ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მე­ოთხე წევ­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, იყოს სას­წავ­ლო ნა­წი­ლი ან დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, თუ­კი ის სკო­ლას ჰყავს. სწო­რედ ეს ჯგუ­ფი ეს­წ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს გაკ­ვე­თილ­ზე, მას აქვს უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი. სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი შე­ი­მუ­შა­ვებს. მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის­გან იღებს უკუ­კავ­შირს და გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას, ანუ გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბა არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა­ზე, რომ მას და­უს­ვა დი­აგ­ნო­ზი — შე­უძ­ლია თუ არა კარ­გი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, არა­მედ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი გან­ვი­თარ­დეს. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბას ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი იძ­ლე­ვა (რა თქმა უნ­და, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს ჩვენ გა­და­ვამ­ზა­დებთ. მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი 15 დე­კემ­ბერს დას­რულ­დე­ბა). თუ გაკ­ვე­თი­ლი ხარ­ვე­ზი­ა­ნია და მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ მო­ი­პო­ვა სა­თა­ნა­დო კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი, მას ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, ერ­თი თვის გან­მა­ვ­ლო­ბა­ში, ხე­ლახ­ლა მო­იწ­ვი­ოს შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი აჩ­ვე­ნოს.
რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რად ფას­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლი? ამის­თ­ვის სქე­მა­ში რამ­დე­ნი­მე დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მია ჩა­დე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი — უნ­და იყოს კო­რე­ლა­ცია ში­და და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­ფა­სე­ბებს შო­რის. შე­ფა­სე­ბე­ბი, სულ მცი­რე, ერ­თ­მა­ნეთს აც­დე­ნი­ლი არ უნ­და იყოს. მას­წავ­ლე­ბელს აქვს უფ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე­ჯერ ჩა­ა­ტა­როს გაკ­ვე­თი­ლი, ჩა­წე­როს და შემ­დეგ შე­არ­ჩი­ოს რო­მე­ლი გაგ­ზავ­ნოს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის. ესეც მი­სი ერ­თ­გ­ვა­რი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მია.
მე­ო­რე — ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ში­და შე­ფა­სე­ბი­სას მას­წავ­ლე­ბელს არ აფა­სებს ჯგუ­ფი, რო­მელ­საც არ ენ­დო­ბა. რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, მას­წავ­ლებ­ლებს ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თვი­თონ აერ­ჩი­ათ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი — მა­გა­ლი­თად, კა­თედ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ფლო­ბენ იმ კომ­პე­ტენ­ცი­ებს, ასე­ვე გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან იმ პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით, რო­მელ­თა გა­მოც მას­წავ­ლებ­ლებ­მა მათ ნდო­ბა გა­მო­უცხა­დეს. ამ­დე­ნად, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლებ­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი არი­ან თა­ვი­ან­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­მო, ამავ­დ­რო­უ­ლად, მათ ენ­დო­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი.
და მე­სა­მე — ობი­ექ­ტუ­რო­ბის დამ­ც­ვე­ლი მე­ქა­ნიზ­მია შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა იმის გა­რან­ტი­ას, რომ არ მოხ­დეს მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია.
პრაქ­ტი­კის კვლე­ვა მე­სა­მე სა­ვალ­დებ­ულო აქ­ტი­ვო­ბაა. თუ­კი უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა სურს, მას აუცი­ლებ­ლად მო­უ­წევს პრაქ­ტი­კის კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტ­ში აღ­წე­რი­ლია ისე­თი კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც კვლე­ვის გარ­კ­ვე­ულ უნა­რებს მო­ითხოვს. ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და ჩა­ა­ტა­როს პრაქ­ტი­კის კვლე­ვა.
გან­ვ­მარ­ტავ, რა არის პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა და რა­ტომ შე­მო­ვი­ტა­ნეთ ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბელს  პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ეხ­მა­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვიც და­ეხ­მა­როს, ასე­ვე შე­საძ­ლოა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებს და­ეს­წ­როს, მაგ­რამ არის ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც სხვაგ­ვარ რე­ა­გი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბელს უნ­და გა­აჩ­ნ­დეს კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რომ სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­იკ­ვ­ლი­ოს რა პრობ­ლე­მე­ბია სკო­ლა­ში, შე­ი­მუ­შა­ოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა, ანუ ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად. რო­გორც გითხა­რით, უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად პრაქ­ტი­კის კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა არ დას­ჭირ­დე­ბა.
რად­გა­ნაც ეს სი­ახ­ლეა, არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა გვაქვს და­გეგ­მი­ლი იმი­სათ­ვის, რომ მას­წავ­ლებ­ლებს და­ვეხ­მა­როთ კვლე­ვის უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში. მა­გა­ლი­თის­თ­ვის გეტყ­ვით, რომ გზამ­კ­ვ­ლე­ვის მე­ო­რე ნა­წი­ლის ერთ-ერ­თი თა­ვი სწო­რედ პრაქ­ტი­კის კვლე­ვას მი­ეძღ­ვ­ნე­ბა. ცენ­ტ­რ­ში მათ­თ­ვის ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემთ, მო­ემ­ზა­დონ და გა­მო­ი­მუ­შა­ონ სა­ჭი­რო უნა­რე­ბი. ტრე­ნინ­გე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გარ­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან 40-მა სკო­ლამ გა­ა­ფორ­მა მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ისი­ნი მას­წავ­ლებ­ლებს კვლე­ვის კომ­პო­ნენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან. შე­დე­გად, ეს სკო­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ, ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პრაქ­ტი­კის კვლე­ვა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხრი­დან, ეს პე­და­გო­გე­ბის ხელ­შეწყო­ბაა, რომ კვლე­ვე­ბი სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ჩა­ა­ტა­რონ. რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, ეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა და მას­ში პე­და­გო­გი 2 კრე­დიტ­ქუ­ლას მო­ი­პო­ვებს.
— უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ისე რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა, რო­მე­ლიც არც ერ­თი კრე­დიტ­ქუ­ლით არ ფას­დე­ბა. რა­ში და­ეხ­მა­რე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა პე­და­გო­გებს?
— მარ­თა­ლია, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით არ ფას­დე­ბა, მაგ­რამ სქე­მის მი­ხედ­ვით, სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა. კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს დაწყე­ბუ­ლი აქვთ, გა­დამ­ზად­დ­ნენ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პე­და­გო­გებს და­ეხ­მა­რე­ბი­ან კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა­ში — თუ რო­მე­ლი­მე პუნ­ქ­ტი მათ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რია, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი გა­ნუ­მარ­ტა­ვენ. დე­კემ­ბ­რის ბო­ლომ­დე აქვთ დრო, რომ და­ას­რუ­ლონ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა.
პე­და­გო­გის­თ­ვის ეს მარ­თ­ლაც კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კა. რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბელს არა­ვინ აფა­სებს, არ ამოწ­მებს. ეს მხო­ლოდ სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ზე რეფ­ლექ­სიაა — რა ორი­ენ­ტი­რე­ბი და­ი­სა­ხოს მო­მავ­ლის­თ­ვის. თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი მას­წავ­ლებ­ლებს ში­და და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. თუ ის რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სებს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს,  ხარ­ვე­ზებ­საც აღ­მო­ა­ჩენს და სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზა­საც იპო­ვის. ეს კი­დევ ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა, რო­მე­ლიც ქუ­ლე­ბით არ ფას­დე­ბა.
— სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გარ­და, სქე­მის მი­ხედ­ვით, უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, თუ ის წინ­ს­ვ­ლა­ზე ფიქ­რობს, გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქვს და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. თუმ­ცა, თუ­კი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ი­სურ­ვებს და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მა­საც შე­უძ­ლია და­აგ­რო­ვოს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც შე­ე­ნა­ხე­ბა და და­ეხ­მა­რე­ბა შემ­დ­გომ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლა­ში. რა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი აქვს უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი?
— და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პი­საა, შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხ­ვა კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით ფას­დე­ბა. მათ შო­რი­საა უკ­ვე დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი აქ­ტი­ვო­ბა — ტრე­ნინ­გი. თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლი ტრე­ნინ­გებს და­ეს­წ­რე­ბა, მას ეს სა­ა­თე­ბი კრე­დიტ­ქუ­ლებ­ში აესა­ხე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ან აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი. ვმუ­შა­ობთ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­თან, რომ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ვი­ტა­ნოთ ცვლი­ლე­ბე­ბი, რა­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მებ­მა შეძ­ლონ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გავ­ლა. აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ტრე­ნინგ-პროგ­რა­მის გავ­ლა მას­წავ­ლებ­ლებს ისე­ვე შე­უ­ფას­დე­ბათ კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით, რო­გორც ცენ­ტ­რ­ში გავ­ლი­ლი ტრე­ნინ­გე­ბი. თუმ­ცა, უმ­თავ­რე­სია, ვი­ცო­დეთ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს მას­წავ­ლე­ბე­ლი ტრე­ნინ­გ­ზე მოს­მე­ნილს პრაქ­ტი­კა­ში და ტრე­ნინ­გი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნებს. ამის­თ­ვის, ჩვენ შევ­ც­ვა­ლეთ ტრე­ნინ­გის შე­ფა­სე­ბის ფორ­მე­ბი. თუმ­ცა მთა­ვა­რია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­ახ­დი­ნოს შე­ძე­ნი­ლი უნა­რე­ბის გა­და­ტა­ნა/ტრან­ს­ფე­რი — საკ­ლა­სო ოთახ­ში. შემ­დეგ შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს ტრე­ნერს გა­უგ­ზავ­ნის, ანუ ტრე­ნინ­გი დას­რუ­ლე­ბუ­ლად არ ჩა­ით­ვ­ლე­ბა და მას­წავ­ლე­ბელს კრე­დიტ­ქუ­ლა არ მი­ე­ნი­ჭე­ბა, ვიდ­რე არ შე­ფას­დე­ბა შეძ­ლო თუ არა მოს­მე­ნი­ლი უნა­რე­ბის საკ­ლა­სო ოთახ­ში გა­და­ტა­ნა. შე­დე­გად, გვექ­ნე­ბა პე­და­გო­გე­ბის პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ევ­რო­პუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სის­ტე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 25 სა­ა­თი 1 კრე­დი­ტის ტო­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბლებს ამის მი­ხედ­ვით მი­ე­ნი­ჭე­ბათ კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი.
მე­ო­რე და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბაა სტუ­დენ­ტის ან მას­წავ­ლებ­ლის კონ­სულ­ტი­რე­ბა. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ას, ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას ან დახ­მა­რე­ბას უწევს სტუ­დენტს ან დამ­წყებ მას­წავ­ლე­ბელს, რად­გან ეს და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბაა, ის კრე­დიტ­ქუ­ლებს მი­ი­ღებს. დას­წ­რე­ბა, გან­ხილ­ვა და გაკ­ვე­თი­ლის ერ­თობ­ლი­ვად და­გეგ­მ­ვა საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მი­ა­ნო­ბაა და რო­გორც გითხა­რით, ამ აქ­ტი­ვო­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი შეძ­ლებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბას.
შემ­დ­გო­მი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით შე­უ­ფას­დე­ბა, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე მოხ­სე­ნე­ბის წარ­დ­გე­ნაა. კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის­თ­ვის კო­მი­სია სპე­ცი­ა­ლუ­რად არ­ჩევს პე­და­გო­გის ნაშ­რო­მებს. საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­ნაცხა­დი შე­მო­დის მას­ზე მო­სახ­ვედ­რად, დი­დი კონ­კუ­რენ­ციაა. იქ გა­მოს­ვ­ლით, ერ­თ­გ­ვა­რად, ფას­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრაქ­ტი­კა და გა­წე­ულ შრო­მა­ში კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი ენი­ჭე­ბა. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი მხო­ლოდ ჩვე­ნი ცენ­ტ­რის მი­ერ იყოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის კონ­ფე­რენ­ცი­ებს მა­გა­ლი­თად, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც აწყო­ბენ.
მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით უფას­დე­ბათ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რო­ბაც. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევრს ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა უწევს სკო­ლა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ის იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი­დან ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი (რომ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ბევ­რად მა­ღა­ლია), ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს, კონ­სულ­ტი­რე­ბას უწევს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, წე­ლი­წად­ში 1 კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს. ხო­ლო ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბი 3 წლის მან­ძილ­ზე 1 კრე­დიტ­ქუ­ლას.
თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი სტა­ჟი­რე­ბას გა­დის, ეს აქ­ტი­ვო­ბაც 1 კრე­დიტ­ქუ­ლით ფას­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­მო­დი­ან პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რად­გან სტა­ჟი­რე­ბა უცხო ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ბევ­რად უფ­რო ხში­რად და სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის მი­ერ ტარ­დე­ბა. თუმ­ცა, სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა, რაც მას­წავ­ლებ­ლებს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გაზ­რ­და­ში ეხ­მა­რე­ბა, უფას­დე­ბა და კრე­დი­ტებს იღე­ბენ.
ერთ-ერ­თი და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბაა სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა. სას­წავ­ლო რე­სურ­სებ­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლე­ბი. მაგ., უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს აქვს სხვა კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი — დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კო­ლე­გებს გა­უ­ზი­ა­როს — რას აკე­თებს, რო­გორ აკე­თებს, რა გა­მოს­დის კარ­გად, რა პრობ­ლე­მებს ხე­დავს, რო­გორ ას­წო­რებს და ა.შ. მას­წავ­ლე­ბელს ამ ტი­პის სტა­ტი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა კრე­დიტ­ქუ­ლე­ბად ჩა­ეთ­ვ­ლე­ბა. ამავ­დ­რო­უ­ლად, ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ისტ-ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან კარგ სას­წავ­ლო რე­სურ­სებს ამ­ზა­დე­ბენ და იყე­ნე­ბენ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლე­ბელს ეს და­უ­ფას­დე­ბა. თუ­კი რე­სურ­სი ერ­თ­ჯე­რა­დი არ არის და რი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა მას­წავ­ლე­ბელ­საც შე­უძ­ლია — ასე­თი რე­სურ­სის მომ­ზა­დე­ბა კრე­დიტ­ქუ­ლით შე­ფას­დე­ბა. ეს ერ­თ­გ­ვა­რი სტი­მუ­ლია, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი მე­ტად გა­ნი­ვი­თა­რონ და არ ელო­დონ, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ და შე­თა­ვა­ზე­ბულ რე­სურ­სებს. სას­წავ­ლო რე­სურ­სის შექ­მ­ნა 1 კრე­დიტ­ქუ­ლაა, სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა, მე­თო­დუ­რი პუბ­ლი­კა­ცია — 2 კრე­დიტქუ­ლა, ხო­ლო გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შექ­მ­ნა — 4 კრე­დიტ­ქუ­ლით ფას­დე­ბა.
ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბის შექ­მ­ნა­ში, თუ­კი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი ეს აქ­ტი­ვო­ბა მათ  2 კრე­დიტ­ქუ­ლას მო­უ­ტანს.
სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კი­დევ ერ­თი პუნ­ქ­ტი, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის აღი­ა­რე­ბაა, რო­მელ­შიც მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი. რო­გორ მოხ­დე­ბა ამ პროგ­რა­მის გა­მორ­ჩე­ვა და რო­მე­ლი პროგ­რა­მა რამ­დე­ნი კრე­დი­ტით შე­ფას­დე­ბა, ეს მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ახ­ლო მო­მა­ვალ­ში გა­მო­ი­ცე­მა. ასე­თი პროგ­რა­მე­ბის სპექ­ტ­რი ძა­ლი­ან დი­დია. კრე­დი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, თუ რა დატ­ვირ­თ­ვა აქვს  მას­წავ­ლე­ბელს თი­თო­ე­უ­ლი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით — დაწყე­ბუ­ლი 1 კრე­დი­ტი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი 6 კრე­დი­ტამ­დე. და­ბო­ლოს, და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებს „ძვე­ლი სქე­მით“ და­ვას­რუ­ლებ, ძვე­ლი სქე­მა იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ი­პო­ვონ კრე­დი­ტე­ბი. რო­გორც გითხა­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ხედ­ვით კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დათ­ვ­ლა.
და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი არ არის მხო­ლოდ კრე­დი­ტე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად, ის აჩ­ვე­ნებს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე — პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუ­ნავს და, შე­სა­ბა­მი­სად, ის მზარ­დი მას­წავ­ლე­ბე­ლია. ევ­რო­პის, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე გან­ვი­თა­რე­ბულ მსოფ­ლი­ო­ში, სა­უ­ბა­რია უწყ­ვეტ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ერ­თხელ აიღოს დიპ­ლო­მი და იქ და­ამ­თავ­როს სა­კუ­თარ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა, ეს მუდ­მი­ვი და უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სია.
— კი­დევ ერ­თხელ რომ დავ­კონ­კ­რეტ­დეთ, რამ­დე­ნი კრე­დიტ­ქუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა სჭირ­დე­ბა უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და რამ­დე­ნი — წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად?
— უფ­როს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უნ­და და­აგ­რო­ვოს 19 კრე­დიტ­ქუ­ლა იმი­სათ­ვის, რომ გა­და­ვი­დეს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე. აქე­დან, სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბით — 13 და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბით — 6 კრე­დიტ­ქუ­ლა.
ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი — ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი კვლე­ვა. სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად უნ­და და­აგ­რო­ვოს ჯა­მუ­რად 13 ქუ­ლა, აქე­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წილ­ში 9 კრე­დიტ­ქუ­ლაა, და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით — 4.
— რა ხდე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი გან­საზღ­ვ­რულ ვა­და­ში ვერ და­აგ­რო­ვებს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბელ 13 კრე­დიტ­ქუ­ლას?
— ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი არც ისე რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ინც ვერ ახერ­ხებს ამას, კი­დევ ერთ შანსს ვაძ­ლევთ — ვუ­მა­ტებთ ერთ წე­ლი­წადს, რო­მე­ლიც სა­პი­ლო­ტე წლის და­ნა­მა­ტია და თუ 4+1 წე­ლი­წად­შიც ვერ შეძ­ლებს საკ­მა­რი­სი კრე­დი­ტე­ბის მოგ­რო­ვე­ბას და სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, მა­შინ კი­დევ ერთ წელს ვუ­მა­ტებთ, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ოს და კრე­დი­ტე­ბი მო­აგ­რო­ვოს. თუ ამა­საც ვერ შე­ას­რუ­ლებს, მა­შინ მის ად­გილ­ზე ვა­კან­სია ცხად­დე­ბა. რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლე­ბელს უნ­და შე­ექ­მ­ნას ისე­თი გა­რე­მო, რო­მელ­შიც ის პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა და ღირ­სე­ულ ანაზღა­უ­რე­ბა­საც მი­ი­ღებს, მაგ­რამ ჩვენ მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა გვაქვს და, პირ­ველ რიგ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბის უფ­ლე­ბა­ზე უნ­და ვი­ფიქ­როთ.
— დღეს­დღე­ო­ბით, რო­მე­ლი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლია უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს?
— ნე­ბის­მი­ე­რი და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის — კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (ახ­ლა­ხან ჩა­ვა­ტე­რეთ ეროვ­ნუ­ლი და ისტ-ის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი), ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წ­რე­ბა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ტარ­დე­ბა ჩვენს ცენ­ტ­რ­ში. ასე­ვე შე­უძ­ლია წი­ნას­წარ იმუ­შა­ოს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გაზ­რ­და­ზე, მა­გა­ლი­თად, პრაქ­ტი­კის კვლე­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. ანუ შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბის გა­ნ­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ყვე­ლა იმ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვა, რო­მე­ლიც კრე­დი­ტებს მო­უ­ტანს. ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბი­დან კი, ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლი კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი — დე­კემ­ბ­რის ბო­ლოს დამ­ტ­კიც­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ქა­ღალ­დის სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რაც მას­წავ­ლებ­ლებს უკე­თეს ორი­ენ­ტირს მის­ცემს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა­ში, ამას­თან ჩვენ სქე­მის გზამ­კ­ვ­ლე­ვის მე­ო­რე ნა­წილ­ზე ვმუ­შა­ობთ, ისიც ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა და მათ პრაქ­ტი­კულ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.
— მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი რო­გორ მივ­ლენ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე?
— პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ანუ ნე­ბის­მი­ე­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია, გახ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი. არ­სე­ბობს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­ან. ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან. ეს ბრძა­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს გან­საზღ­ვ­რონ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უძ­ლი­ათ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა. გარ­და ამი­სა, ვიდ­რე სკო­ლა­ში შე­ვა, მას საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევს, ანუ სკო­ლა­ში მის­ვ­ლამ­დე საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია უკ­ვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს. ასე­ვე, თუ მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით აქვს მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა ან აქვს მა­ი­ნო­რი პე­და­გო­გი­კა­ში — მას­წავ­ლებ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მა გავ­ლი­ლი, პრო­ფე­სი­ა­ში რომ შე­ვი­დეს, მხო­ლოდ საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა მო­უ­წევს გა­მოც­დის გზით. მა­ი­ნო­რის პროგ­რა­მა სტუ­დენ­ტ­მა პირ­ვე­ლი კურ­სის შემ­დეგ,  ნე­ბის­მი­ერ კურ­ს­ზე შე­იძ­ლე­ბა აირ­ჩი­ოს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ ადა­მი­ანს საგ­ნის გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს, მაგ­რამ არ აქვს პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია, მას სა­ხელ­მ­წი­ფო და­უ­ფი­ნან­სებს მას­წავ­ლებ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბელ ერ­თ­წ­ლი­ან პროგ­რა­მას (60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას). 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე აკ­რე­დი­ტა­ცია გა­მოცხად­დე­ბა და რო­გორც გითხა­რით,  და­ფი­ნან­სე­ბას სა­ხელ­მ­წი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ხელ­მ­წი­ფო წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რავს კვო­ტას, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დენ ადა­მი­ანს და­ა­ფი­ნან­სებს. თუ­კი ვინ­მე ამ კვო­ტის მიღ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაწყ­ვეტს პროგ­რა­მის გავ­ლას, რა თქმა უნ­და, მას პროგ­რა­მის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და თა­ვად მო­უ­წევს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N