გამოდის 1998 წლიდან
2014-01-23
უცნაური გადაწყვეტილებით ნაპოვნი „ნამდვილი საქმე“

ლა­ლი მარ­გი­ა­ნი

შარ­შან, მე­გობ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, გა­დავ­წყ­ვი­ტე სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მე­ცა­და ბე­დი. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­ში ქალ­ბა­ტონ­მა და­რე­ჯან ნი­გუ­რი­ან­მა სა­მი სკო­ლა შე­მომ­თა­ვა­ზა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვა­კან­სია მუ­ლახ­შიც იყო, არ­ჩე­ვა­ნი ლა­ხა­მუ­ლა­ზე შე­ვა­ჩე­რე. ცო­ტა არ იყოს, ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უც­ნა­უ­რად ეჩ­ვე­ნა ქალ­ბა­ტონ და­რე­ჯანს და მკითხა, თუ ვიც­ნობ­დი ვინ­მეს ლა­ხა­მუ­ლა­ში.
— დი­რექ­ტორს ვიც­ნობ-მეთ­ქი — ისე­თი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი კი­ლო­თი ვუ­პა­სუ­ხე, თა­ვად გა­მიკ­ვირ­და.
ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ნა­ზი ჭიღ­ლა­ძე რომ ლა­ხა­მუ­ლა­ში ას­წავ­ლი­და. მას­ზე სა­გა­ზე­თო და რა­დი­ო­წე­რი­ლე­ბიც მქონ­და იმ წლებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მას შემ­დეგ მხო­ლოდ ერ­თხელ შევ­ხ­ვ­დი და არც მი­ფიქ­რია, ოდეს­მე მას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა თუ მხვდე­ბო­და წი­ლად. ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არც ჩემს სა­ახ­ლობ­ლოს და­უ­ტო­ვე­ბია უკო­მენ­ტა­როდ, მაგ­რამ აზ­რი არ შე­მიც­ვ­ლია.
ოქ­ტომ­ბ­რის ერთ მზი­ან დი­ლით ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო სოფ­ლის შა­რას და­ვა­დე­ქი...
მად­ლო­ბე­ლი ვარ სა­კუ­თა­რი თა­ვის, არ­ჩე­ვან­ში რომ არ შევ­ც­დი და უკან არ და­ვი­ხიე, რად­გან სა­ო­ცა­რი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი უმალ ვიგ­რ­ძე­ნი. მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩე­მი მე­გობ­რე­ბის, რომ და­მა­ძა­ლეს და ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი საქ­მე მა­პოვ­ნი­ნეს ამ­დე­ნი ხნის „შეს­ვე­ნე­ბის“ შემ­დეგ.
***
ლა­ხა­მუ­ლა მდი­და­რი ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის მქო­ნე სო­ფე­ლია. წყა­რო­ებ­ში ხჳჳჳ ს-ის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, ამა­ვე სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც „ხი­დის მთა­ვარ­მო­წა­მის“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. აქ დღემ­დე ინა­ხე­ბა ლა­ხა­მუ­ლის ოთხ­თა­ვი ტყა­ვის ყდით, რო­მე­ლიც მე-12 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ლა­ხა­მუ­ლის წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში ფი­ცის და­სა­დე­ბად შო­რე­უ­ლი თე­მე­ბი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და დამ­ფი­ცებ­ლე­ბა­დაც ლა­ხა­მუ­ლე­ლე­ბი ჰყავ­დათ. მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უდი­დე­სი პა­ტი­ვით ხვდე­ბოდ­ნენ ლა­ხა­მუ­ლის წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ას და ამ სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებს, რომ­ლებ­თა­ნაც ჰქონ­დათ მოყ­ვ­რო­ბა, ნა­თე­სა­ო­ბა და სხვ. „ხი­დის წმ. გი­ორ­გი“ (ჯგრა­აგ ბო­გაშ) დღე­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­ლო­ცა­ვად ით­ვ­ლე­ბა ზე­მო სვა­ნეთ­ში.
ვი­ნა­ი­დან ლა­ხა­მუ­ლა სვა­ნე­თის და­სავ­ლე­თით უკი­დუ­რე­სი სო­ფე­ლი იყო, ბალ­ს­ზე­მო სვა­ნე­თი­დან ბარ­ში და ბა­რი­დან მთა­ში მი­მა­ვალ მგზავრს ხში­რად უწევ­და იქ ღა­მის­თე­ვა და მას ლა­ხა­მუ­ლა ღირ­სე­ულ მას­პინ­ძ­ლო­ბას უწევ­და, ამი­ტომ სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია სო­ფელს დღემ­დე მოჰ­ყ­ვე­ბა.
ლა­ხა­მუ­ლის სკო­ლა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, პი­ო­ნე­რია მთე­ლი სვა­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. მთელ ბალ­ს­ქ­ვე­მო სვა­ნეთ­ში ლა­ხა­მუ­ლის სკო­ლა ერ­თა­დერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რი იყო, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ კვა­ჭა­ძემ და­ა­არ­სა. ეს იყო დაწყე­ბი­თი სკო­ლა, რო­მე­ლიც 1932 წელს არას­რულ სა­შუ­ა­ლო სკო­ლად გა­და­კეთ­და და მას ლეო კვა­ჭა­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. სკო­ლა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და რო­გორც ლა­ხა­მუ­ლის, ისე ბე­ჩოს, ეცე­რის, ფა­რის, ლუ­ჰის, ნაკ­რის ცოდ­ნას­მოწყუ­რე­ბულ ახა­ლ­­გაზ­რ­დებს. ასე­თი სკო­ლა სულ სა­მი იყო ზე­მო სვა­ნეთ­ში. ლა­ხა­მუ­ლის სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მა­ღალ მწვერ­ვა­ლებს წარ­მა­ტე­ბით იპყ­რობ­დ­ნენ. მათ შო­რის იყ­ვ­ნენ: გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი ფსი­ქო­ლო­გი და ფი­ლო­სო­ფო­სი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ნამ­დ­ვი­ლი წევ­რი, მეც­ნი­ე­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე ან­გია ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ალექ­სი (ალი) და­ვი­თი­ა­ნი — სვა­ნუ­რი ენი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის აღი­ა­რე­ბუ­ლი მკვლე­ვა­რი...
დღეს სკო­ლას სა­თა­ვე­ში უდ­გას  უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი, ლა­ხა­მუ­ლე­ლე­ბის რძა­ლი, ღირ­სე­უ­ლი შვი­ლე­ბის დე­და — ნა­ზი ჭიღ­ლა­ძე-სა­ბა­ნი­ძე, რო­მელ­მაც მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო (პრო­ფე­სი­უ­ლი და საგ­ნობ­რი­ვი — ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა) და დი­რექ­ტო­რე­ბის (უკ­ვე მე­ო­რედ) გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა. ის ლა­ხა­მუ­ლის სა­ბა­ზო სკო­ლას 1987 წლი­დან ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. სკო­ლა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი და, შე­სა­ბა­მი­სად, მცი­რე­რე­სურ­სი­ა­ნია, მაგ­რამ ვცდი­ლობთ, არ ჩა­მოვ­რ­ჩეთ დიდ სკო­ლებს.
ტარ­დე­ბა ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ში­და­სას­კო­ლო და სკო­ლის­გა­რე­შე  ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა რა­ი­ო­ნუ­ლი მას­შ­ტა­ბი­თაც გვა­სა­ხე­ლეს ჭად­რაკ­ში (მას­წავ­ლე­ბე­ლი — მა­ცი ჭკა­დუა): 2 პირ­ვე­ლი ად­გი­ლი (და­ვით კვი­რი­კა­ძე, ან­რი და­ვი­თი­ა­ნი), 1 მე­ო­რე (ვე­ნე­რა სუ­ბე­ლი­ა­ნი) და 1 მე­სა­მე (ლუ­კა კვი­რი­კა­ძე). კონ­კურ­ს­გა­რე­შე კი, მკლავ­ჭიდ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბიც გა­მოვ­ლინ­დ­ნენ (გი­ორ­გი და ბა­ჩუ­კი ჭკა­დუ­ე­ბი).
წლე­ვან­დე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, არას­ტა­ბი­ლუ­რად და ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რად და­იწყო. წლე­ბია არ­სე­ბობს გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კ­ვ­ნა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ლა­ხა­მუ­ლა მეწყერ­სა­შიშ ზო­ნა­დაა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე წელს სა­შიშ­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რი და პრობ­ლე­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. სო­ფე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­და. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცია გა­მოცხად­და, ევა­კუ­ი­რე­ბულ იქ­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი. ორი კვი­რის მან­ძილ­ზე შეწყ­ვე­ტი­ლი იყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, სო­ფე­ლი შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ებ­რ­ძო­და სტი­ქი­ას... ჩვენ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექ­ტის „კა­ტას­ტ­რო­ფის რის­კის შემ­ცი­რე­ბა სკო­ლებ­ში — დი­პე­კოს“ ფარ­გ­ლებ­ში გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში.
16 ოქ­ტომ­ბერს ზუგ­დიდ­ში გა­ი­მარ­თა დას­კ­ვ­ნი­თი პრე­ზენ­ტა­ცია და მო­ნა­წი­ლე­თა და­ჯილ­დო­ე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: ზუგ­დი­დის ¹1, მეს­ტი­ის ¹1, ფო­თის ¹3, ლა­სუ­რი­ა­შის და ჩვე­ნი — ლა­ხა­მუ­ლის სკო­ლე­ბი. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სა­მი სკო­ლი­დან ერთ-ერ­თი ჩვენ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ვჳ-ვჳჳ-ვჳჳჳ-ჳხ კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი: და­ვით კვი­რი­კა­ძე, ლექ­სო ჭკა­დუა, ბა­ჩუ­კი ჭკა­დუა, ვე­ნე­რა სუ­ბე­ლი­ა­ნი, ან­რი და­ვი­თი­ა­ნი. გად­მოგ­ვე­ცა პრი­ზი — ფე­რა­დი პრინ­ტე­რი. ეს ნამ­დ­ვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, თუმ­ცა ჩვენ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ­მა კლიპ­მა „ლა­ხა­მუ­ლა-S.ჴ.S!“ დამ­ს­წ­რე­თა­გან ბევრს აუჩუ­ყა გუ­ლი.
მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე რე­სურ­სი­სა და ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი სას­წავ­ლო პი­რო­ბე­ბი­სა, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ ბლო­გე­ბის კონ­კურ­ს­ში „გა­ი­ცა­ნით ჩე­მი რა­ი­ო­ნი“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.
ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი ათე­ულ­ში მოხ­ვ­და და 3 დე­კემ­ბერს, პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ით, ჟი­უ­რის წი­ნა­შე წარ­ვ­დე­ქით (ვჳჳ-ვჳჳჳ-ჳხ კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი: ბა­ჩუ­კი ჭკა­დუა, ვე­ნე­რა სუ­ბე­ლი­ა­ნი, ან­რი და­ვი­თი­ა­ნი, ლე­დი ჭკა­დუა), ხო­ლო 18 დე­კემ­ბერს და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზეც აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. მარ­თა­ლია, სა­მე­ულ­ში ვერ მოვ­ხ­ვ­დით, მაგ­რამ სი­გე­ლე­ბი და ას­ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი გად­მოგ­ვე­ცა.
შე­იძ­ლე­ბა ბევ­რის­თ­ვის ეს მიღ­წე­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ იმ დი­დი და მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი სკო­ლე­ბის ფონ­ზე, ჩვენ­თ­ვის — სვა­ნე­თის სოფ­ლის ერ­თი პა­ტა­რა სკო­ლის­თ­ვის — ეს დი­დი წარ­მა­ტე­ბა და სტი­მუ­ლია შემ­დ­გო­მი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის.
მინ­და სკო­ლის სა­ხე­ლით მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ასე­თი კონ­კურ­სი რომ გა­მო­აცხა­და და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვ­ცა, ჩვე­ნი პა­ტა­რა სო­ფე­ლი ყვე­ლას­თ­ვის გაგ­ვეც­ნო. მად­ლო­ბა, რომ 200 ნა­მუ­შევ­რი­დან ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რის პა­ტი­ვი გვერ­გო.
მათ, ვი­საც და­ა­ინ­ტე­რე­სებს ჩვე­ნი ბლო­გი, შე­უძ­ლი­ათ ნა­ხონ მი­სა­მარ­თ­ზე: https://www.laxamulisskola.biogspot.com
და­ბო­ლოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ფე­ლი ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის ზღვარ­ზეა, იმედს ვი­ტო­ვებთ, უფა­ლი არ გაგ­ვ­წი­რავს და ჯგრა­აგ ბო­გა­ში და­ი­ფა­რავს ლა­ხა­მუ­ლას, მის მკვიდრთ და სო­ფე­ლი იცოცხ­ლებს მრა­ვალ­ჟა­მი­ერ!

25-28(942)N