გამოდის 1998 წლიდან
2013-12-26
ჩე­მი მი­ზა­ნი სწავ­ლის შემ­დეგ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბაა

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ლუ­კა კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი

ესაუბრა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

— ლუ­კა, დღი­უ­რებ­ში წერ, რომ იელის უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­ნი ახი­რე­ბა იყო. რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და, რო­ცა მსოფ­ლი­ოს სა­უ­კეთ­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ჩა­რიცხ­ვი­სა და სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ შეტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღე?
— დი­დი მად­ლო­ბა, რომ თქვენს სა­გა­ზე­თო რუბ­რი­კა­ში მო­მიწ­ვი­ეთ. უცხო­ეთ­ში სწავ­ლა ძა­ლი­ან ბევ­რი ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს სა­ინ­ფორ­მა­ციო ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ  და ინ­ტერ­ნე­ტის წყა­ლო­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ცნო­ბის მო­პო­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მა­ინც მგო­ნია, რომ ბევ­რ­მა არ იცის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმ უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც ამე­რი­კუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა სთა­ვა­ზობს უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს. ამი­ტომ შე­ვეც­დე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა ამომ­წუ­რა­ვად, გავ­ცე პა­სუ­ხი თქვენს კითხ­ვებს.
სკო­ლის თორ­მე­ტი­ვე კლა­სი თბი­ლის­ში და­ვამ­თავ­რე. დავ­დი­ო­დი სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თულ-ფრან­გულ კო­ლეჯ­ში, სა­დაც მარ­თ­ლა კარ­გად ას­წავ­ლი­ან ფრან­გულ ენას და ამი­ტო­მაც მე­გო­ნა, თუ ოდეს­მე სას­წავ­ლებ­ლად სად­მე უცხო­ეთ­ში წა­ვი­დო­დი, ეს აუცი­ლებ­ლად საფ­რან­გე­თი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და და, საფ­რან­გე­თის ნაც­ვ­ლად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში, ერ­თი სე­მეს­ტ­რით, ბელ­გი­ა­ში წა­ვე­დი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით და იქ ფრან­გუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ამ ერ­თ­მა სე­მეს­ტ­რ­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა, რომ უცხო­ეთ­ში მინ­დო­და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ასე­ვე გა­დამ­წყ­ვე­ტი აღ­მოჩ­ნ­და ჩე­მი შემ­თხ­ვე­ვი­თი შეხ­ვედ­რა ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თან, მა­რი­ამ მე­ლი­ქა­ძეს­თან. მა­რი­ამ­მა მა­შინ სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ მითხ­რა: და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ა­ბა­რა ჰარ­ვარ­დ­ში და სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით სწავ­ლობ­და. ინ­გ­ლი­სუ­რი, ამ დრო­ის­თ­ვის, უკ­ვე საკ­მა­ოდ კარ­გად ვი­ცო­დი და რად­გა­ნაც ევ­რო­პის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ამე­რი­კა­ში სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობ­და, გა­დავ­წყ­ვი­ტე მა­რი­ა­მის გაკ­ვა­ლულ გზას დავ­დ­გო­მო­დი. თუმ­ცა მა­შინ ნამ­დ­ვი­ლად არ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მი­მი­ღებ­და სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ანს შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნი­დან და, ამას­თან ერ­თად, სრუ­ლად და­მა­ფი­ნან­სებ­და. საქ­მე იმა­შია, რომ კერ­ძო ბა­კა­ლავ­რის პროგ­რა­მე­ბი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად ძვი­რი ღირს. მახ­სოვს, ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ გა­დაწყ­ვეტს რო­მე­ლი­მე კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩე­მი ოთხ­წ­ლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის ამ­დე­ნი ფუ­ლის გა­დახ­დას? მე­ო­რე მხრივ, მა­რი­ამ­მა მითხ­რა, რომ ამე­რი­კის ათამ­დე უძ­ვე­ლეს­მა და ყვე­ლა­ზე შეძ­ლე­ბულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (ესე­ნია: ჰარ­ვარ­დი, იელი, პრინ­ს­ტო­ნი, დარ­თ­მუ­ტი, ამ­ჰერ­ს­ტი და მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი) ბო­ლო ათი წე­ლია, და­ამ­კ­ვიდ­რა სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბის ახა­ლი წე­სი, ე.წ. need-blind admission, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევს აპ­ლი­კან­ტის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას და მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის, პერ­სო­ნა­ლუ­რი ეს­სეს და აპ­ლი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით აფა­სებს. ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მო­სახ­ვედ­რად ათა­სო­ბით სტუ­დენ­ტი ეჯიბ­რე­ბა ერ­თ­მა­ნეთს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან (იელ­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, 30,000-მდე აპ­ლი­კა­ცი­ას იღე­ბენ და აქე­დან მხო­ლოდ 1,300 აპ­ლი­კან­ტი, ანუ 7% ხდე­ბა სტუ­დენ­ტი), მაგ­რამ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულ ნაკ­ლე­ბად შეძ­ლე­ბულ სტუ­დენტს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას უწევს— მთლი­ა­ნად ფა­რავს ყვე­ლა ხარჯს ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ­გ­ვა­რად, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა და სტი­პენ­დია არა აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზე, არა­მედ ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
მას შემ­დეგ, რაც ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ვის­მი­ნე და ავ­წონ-დავ­წო­ნე, გა­დავ­წყ­ვი­ტე ბე­დი მე­ცა­და და თბი­ლის­ში ჩა­ვა­ბა­რე ამე­რი­კუ­ლი კო­ლე­ჯე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­და SაT (ქარ­თუ­ლი ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ანა­ლო­გი), გა­მოც­დე­ბი ფრან­გულ ენა­ში, ის­ტო­რი­ა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში; ასე­ვე ინ­ტერ­ნე­ტით შე­ვავ­სე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი. ამ პრო­ცესს თან ახ­ლ­და ბევ­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბა და შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ თავ­და­უხ­რე­ლი შრო­მი­სა და მონ­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ამ კო­ლე­ჯებ­ში მოხ­ვედ­რის შან­სი მი­ნი­მა­ლუ­რია. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად იელის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და­ნიშ­ნულ დრო­ზე ად­რე და­მი­რე­კეს და მითხ­რეს მი­გი­ღე­თო, თა­ნაც სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით. ბევ­რი ფიქ­რის გა­რე­შე დავ­თან­ხ­მ­დი მათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და 2010 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კო­ნეკ­ტი­კუ­ტის ქა­ლაქ ნიუ-ჰე­ვენ­ში.
— რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო ამე­რი­კის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე, რას გუ­ლის­ხ­მობს ლი­ბე­რა­ლურ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა?
— ამე­რი­კის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, იგი­ვე ლiberal აrts ჶducation, ქარ­თუ­ლად ითარ­გ­მ­ნე­ბა, რო­გორც ლი­ბე­რა­ლურ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ცდი­ლობს ამ სის­ტე­მის დამ­კ­ვიდ­რე­ბას, რაც ჩე­მი აზ­რით, სა­სი­ხა­რუ­ლოა. ამე­რი­კა­ში კი ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დი­დი ტრა­დი­ცია არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად რომ ავ­ხ­ს­ნა, ეს სის­ტე­მა გუ­ლის­ხ­მობს ბა­კა­ლავ­რის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის არა მხო­ლოდ ერთ რო­მე­ლი­მე  დარ­გ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბას, არა­მედ ასე­ვე ზო­გა­დი, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. 18 წლის ახალ­გაზ­რ­დამ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ იცის, რო­მელ პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლოს. ამი­ტო­მაც ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სტუ­დენტს ავალ­დე­ბუ­ლებს ოთხი წლის მან­ძილ­ზე აიღოს კურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­რის და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ანა­ლი­ზის უნა­რებს ავი­თა­რებს და რომ­ლე­ბიც ყვე­ლა მეც­ნი­ე­რე­ბის დარგს მო­ი­ცავს. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, იელის ყვე­ლა სტუ­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია აირ­ჩი­ოს ორ-ორი კურ­სი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სფე­რო­სა და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში. ასე­ვე, თი­თო­ე­ულ­მა სტუ­დენ­ტ­მა უნ­და და­ხუ­როს ორ-ორი კურ­სი წე­რა­ში, ანა­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბა­სა და უცხო ენა­ში. ამავ­დ­რო­უ­ლად, სტუ­დენ­ტი ეუფ­ლე­ბა ერთ რო­მე­ლი­მე სფე­როს თუ პრო­ფე­სი­ას: ოთხი წლის მან­ძილ­ზე კურ­სე­ბის ერ­თი მე­სა­მე­დი მო­ი­ცავს სწო­რედ სტუ­დენ­ტის major-ს, ანუ პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მას. ამ­გ­ვა­რად, ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნია, ვრცე­ლი და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი ცოდ­ნა მი­ა­წო­დოს სტუ­დენტს, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში უფ­რო გა­აზ­რე­ბულ და სწორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­სა თუ კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
— მი­ამ­ბე იელის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, ვინ არი­ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ცნო­ბი­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი?
— რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტს, რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სია ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტ­ზე. დღეს­დღე­ო­ბით ის კვლე­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი, გლო­ბა­ლუ­რი ცენ­ტ­რია, რო­მე­ლიც წამ­ყ­ვან მეც­ნი­ე­რებ­სა და მკვლე­ვა­რებს იწ­ვევს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან. იელის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­სა და პრო­ფე­სო­რებს შო­რის არი­ან: 51 ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი (მხო­ლოდ წელს იელის ორ­მა პრო­ფე­სორ­მა მი­ი­ღო ნო­ბე­ლის პრე­მია ეკო­ნო­მი­კი­სა და ფი­ზი­ო­ლო­გი­ის დარ­გებ­ში), ამე­რი­კის ხუ­თი პრე­ზი­დენ­ტი (ტაფ­ტი, ფორ­დი, მა­მა-შვი­ლი ბუ­შე­ბი, კლინ­ტო­ნი) და არა­ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი, დიპ­ლო­მა­ტი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და მსა­ხი­ო­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან. რა თქმა უნ­და, აქ სტუ­დენ­ტე­ბი ძა­ლი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან კარ­გი პრო­ფე­სო­რე­ბით: წელს ერთ-ერთ კურსს პუ­ლი­ცე­რის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ის­ტო­რი­კო­სი, ჯონ გე­დი­სი მას­წავ­ლის, ხო­ლო შარ­შან ეკო­ნო­მი­კის ლექ­ცი­ას სწო­რედ წლე­ვან­დე­ლი ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, რო­ბერტ ში­ლე­რი მი­კითხავ­და. ჩე­მი ერთ-ერ­თი მენ­ტო­რი, შე­ი­ლა ბენ­ჰა­ბი­ბი კი ცნო­ბი­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი და კრი­ტი­კუ­ლი თე­ო­რი­ის სკო­ლის (ევ­რო­პუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და ფრან­კ­ფურ­ტ­ში, 1930-იანი წლე­ბის და­საწყის­ში) წამ­ყ­ვა­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. მარ­თა­ლია, იელი წამ­ყ­ვა­ნი ცენ­ტ­რია მეც­ნი­ე­რე­ბის თით­ქ­მის ყვე­ლა დარ­გ­ში, მაგ­რამ ხში­რად გა­მო­ყო­ფენ ხოლ­მე იელის სა­მარ­თ­ლის, არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და დრა­მის სკო­ლებს, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო­ებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ასეთ წარ­მა­ტე­ბას იელის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უზარ­მა­ზა­რი რე­სურ­სე­ბი­სა და სახ­ს­რე­ბის მო­ზიდ­ვით მი­აღ­წია; ყო­ველ­წ­ლი­უ­რად კო­ლე­ჯის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი არ იშუ­რე­ბენ ფულს და შე­მო­წი­რუ­ლო­ბებს თა­ვი­ან­თი ალ­მა მა­ტე­რის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, წელს იელ­მა თა­ვის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა, 250 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ი­ღო ერთ-ერ­თი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის­გან. ეს შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი ხმარ­დე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, კვლე­ვებს, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას (იელის ბიბ­ლი­ო­თე­კა სი­დი­დით მე­ო­რეა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში) და ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ლე­რე­ას, რო­მე­ლიც არა­ერთ ცნო­ბილ ნა­მუ­შე­ვარს ინა­ხავს.
რაც შე­ე­ხე­ბა ბა­კა­ლავ­რის პროგ­რა­მას, იელის სტუ­დენ­ტე­ბი თორ­მეტ საცხოვ­რე­ბელ კო­ლეჯ­ში არი­ან და­ნა­წი­ლე­ბუ­ლე­ბი და ამ კო­ლე­ჯებ­ში ცხოვ­რო­ბენ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ნეო-გო­თი­კურ სტილ­შია აგე­ბუ­ლი — უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეს­ვე­უ­რებს დი­დი სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ იელი ამ­გ­ვა­რად ოქ­ს­ფორ­დ­სა და კემ­ბ­რიჯს დამ­ს­გავ­სე­ბო­და.
— რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და რამ გა­ნა­პი­რო­ბა არ­ჩე­ვა­ნი?
— მე პი­რა­დად ჩემს მეიჯო­რად, ანუ მთა­ვარ დარ­გად ავირ­ჩიე ეთი­კის, პო­ლი­ტი­კის და ეკო­ნო­მი­კის პროგ­რა­მა. ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის კი არა, ამე­რი­კე­ლე­ბის­თ­ვი­საც მი­ჭირს ხოლ­მე იმის ახ­ს­ნა, თუ რას ნიშ­ნავს ჩე­მი პროგ­რა­მა და რო­ცა უნი­ვერ­სი­ტეტს და­ვამ­თავ­რებ, ფი­ლო­სო­ფო­სი ვიქ­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სი თუ ეკო­ნო­მის­ტი. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ესაა ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ოქ­ს­ფორ­დის პო­ლი­ტი­კის, ფი­ლო­სო­ფი­ის და ეკო­ნო­მი­კის ცნო­ბი­ლი პროგ­რა­მის მა­გა­ლით­ზეა შექ­მ­ნი­ლი და რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს არა მხო­ლოდ ამ სა­მი დარ­გის შეს­წავ­ლას, არა­მედ მათ და­კავ­ში­რე­ბას, რო­გორც ეს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა — პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფია და იდე­ო­ლო­გია ხში­რად გან­საზღ­ვ­რავს რე­ა­ლურ პო­ლი­ტი­კას, რო­მელ­საც, თა­ვის მხრივ, უდი­დე­სი ზე­გავ­ლე­ნა აქვს ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ზე. ამ­გ­ვა­რად, ჩე­მი პროგ­რა­მა ამ სამ დარგს შო­რის არ­სე­ბულ კავ­ში­რებს შე­ის­წავ­ლის და საკ­მაო თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებს სტუ­დენტს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თუ კლა­სე­ბის არ­ჩე­ვან­ში. სწო­რედ ამ პროგ­რა­მის ზო­გა­დი ხა­სი­ა­თი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­მო მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. სა­ერ­თოდ არა­სო­დეს მიყ­ვარს ერ­თი სფე­რო­თი თა­ვის შეზღუდ­ვა და ამი­ტო­მაც კარ­გად მო­ვერ­გე ჩემს პროგ­რა­მას.
— სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ხომ არ მო­გი­წია სას­წავ­ლებ­ლი­დან რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში წას­ვ­ლა, კერ­ძოდ სად და რა მიზ­ნით?
უნი­ვერ­სი­ტე­ტი ასე­ვე არ იშუ­რებს სახ­ს­რებს, რომ სტუ­დენ­ტე­ბი ზაფხუ­ლო­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე გა­აგ­ზავ­ნოს. პირ­ვე­ლი კურ­სის შემ­დეგ იელის გრან­ტით გა­ვემ­გ­ზავ­რე ჩი­ლე­ში ას­ტ­რო­ნო­მი­ი­სა და ას­ტ­რო­ფი­ზი­კის შე­სას­წავ­ლად. მა­შინ ჯერ კი­დევ არ მქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, რომ პო­ლი­ტი­კურ ფი­ლო­სო­ფი­ას ვის­წავ­ლი­დი და ბავ­შ­ვო­ბის გა­ტა­ცე­ბის, ას­ტ­რო­ნო­მი­ის შეს­წავ­ლა გა­დავ­წყ­ვი­ტე. ჩი­ლე ულა­მა­ზე­სი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც მარ­თ­ლაც გა­სა­ო­ცა­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სწო­რედ იქ, სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებს არ გავ­ყო­ლო­დი. იელ­მა ასე­ვე და­მა­ფი­ნან­სა მე­ო­რე კურ­სის შემ­დეგ ზაფხულს, რო­დე­საც გა­ე­როს ჟე­ნე­ვის ოფის­ში გა­ვი­ა­რე სტა­ჟი­რე­ბა და ამ ზაფხულ­საც, რო­ცა პრა­ღა­ში რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში სა­მუ­შა­ოდ გა­ვემ­გ­ზავ­რე.
— ალ­ბათ იელის უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მი­ამ­ბე შე­ნი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბის შე­სა­ხებ
— მახ­სოვს, სა­ნამ იელ­ში ჩა­მო­ვი­დო­დი, ვფიქ­რობ­დი, რომ ძა­ლი­ან დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა იქ­ნე­ბო­და ჩემს თა­ნა­კურ­სე­ლებ­სა და ჩემს შო­რის. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე­გო­ნა, რომ ჩემ ირ­გ­ვ­ლივ ძა­ლი­ან შეძ­ლე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლე­ბი იცხოვ­რებ­დ­ნენ. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ბა­კა­ლავ­რე­ბის 50% ნა­წი­ლობ­რივ ან სრულ და­ფი­ნან­სე­ბას იღე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, აქა­უ­რო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას არ უჩი­ვის. პირ­ველ კურ­ს­ზე ჩე­მი უშუ­ა­ლო მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ამე­რი­კა­ში გაზ­რ­დი­ლი ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი, პა­კის­ტა­ნე­ლი და კო­რე­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, ემიგ­რან­ტე­ბის შვი­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც არა­ერ­თი სირ­თუ­ლე გა­და­ლა­ხეს და ჩემ­სა­ვით, სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­დან აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ იელ­ში. მა­შინ და­ვი­ნა­ხე, თუ რო­გო­რი მე­რი­ტოკ­რა­ტი­უ­ლია იელი, ისე­ვე რო­გორც ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა: სა­ი­და­ნაც უნ­და იყო წარ­მო­შო­ბით, თუ ბევრს იშ­რო­მებ, წარ­მა­ტე­ბას აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ და სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც მოხ­ვ­დე­ბი.  გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ესაა ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბაც, რო­მე­ლიც დღე­საც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს იზი­დავს ამ ქვეყ­ნი­სა­კენ. რა თქმა უნ­და ეს ოც­ნე­ბა, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბევ­რის­თ­ვის მხო­ლოდ ოც­ნე­ბად რჩე­ბა. იმის გა­მო, რომ ჩემს მე­ზობ­ლებ­თან ბევ­რი სა­ერ­თო აღ­მო­მაჩ­ნ­და, ისი­ნი ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი გახ­დ­ნენ: ორი მათ­გა­ნი თბი­ლის­შიც მეს­ტუმ­რა ზაფხულს. დღე­საც გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ აქა­უ­რი სტუ­დენ­ტე­ბის შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, ნი­ჭი­ე­რე­ბით და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით. მარ­თა­ლია ყვე­ლას წიგ­ნებ­ში არ აქვს თა­ვი ჩარ­გუ­ლი, მაგ­რამ რა­ღა­ცით გა­მორ­ჩე­უ­ლი ნამ­დ­ვი­ლა­დაა: ზო­გი ნა­სას კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია, ზო­გიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გოლ­ფის მო­თა­მა­შე. სწავ­ლის გარ­და სტუ­დენ­ტე­ბი ათას კლას­გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ესეც ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­არ­ჩევს ამე­რი­კულ სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას: აქ სტუ­დენ­ტე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ან სპორ­ტულ კლუ­ბებ­ში ვარ­ჯი­შო­ბენ, ან სტა­ტი­ებს წე­რენ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­მო­ცე­მე­ბის­თ­ვის, ან კი­დევ პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. შარ­შან მეც ვთა­მა­შობ­დი რაგ­ბის კლუბ­ში და ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი იელის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში. ამ ასო­ცი­ა­ცი­ამ და­მა­ფი­ნან­სა გა­სულ მარტს, რო­დე­საც ამე­რი­კე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ათ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად და მი­სი ის­ტო­რიისა და პო­ლი­ტი­კის უკეთ გა­საც­ნო­ბად.
— ლუ­კა, ამე­რი­კა­შიც ისე სწრა­ფად გა­დის დრო, რო­გორც  „ჯა­დოს­ნურ მთა­ში“?
— ზო­გა­დად შევ­ნიშ­ნე, რომ აქ ნამ­დ­ვი­ლად ისე­ვე სწრა­ფად გა­დის დრო, რო­გორც „ჯა­დოს­ნურ მთა­ში“. უკ­ვე მე­ოთხე კურ­ს­ზე ვარ და მა­ის­ში დიპ­ლომს ავი­ღებ, მაგ­რამ ამ ოთხ­მა წელ­მა მარ­თ­ლა ელ­ვი­სე­ბუ­რად ჩა­ი­ა­რა. თუმ­ცა თო­მას მა­ნის რო­მა­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­დაც დრო უსაქ­მუ­რო­ბის, დას­ვე­ნე­ბი­სა და მო­ნო­ტო­ნუ­რო­ბის გა­მო გა­დის მა­ლე, კო­ლეჯ­ში ეს და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის­გან ხდე­ბა. მგო­ნი ამ ოთხი წლის მან­ძილ­ზე დღე არ გა­სუ­ლა, რა­მე რომ არ მქო­ნო­და გა­სა­კე­თე­ბე­ლი. სწავ­ლას­თან ერ­თად ყო­ვე­ლი სე­მეს­ტ­რი ვმუ­შა­ობ­დი. იელი კი ფა­რავს ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯებს, მაგ­რამ წიგ­ნე­ბის­თ­ვის და ისე­დაც ყვე­ლას სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბით ფუ­ლი. ამ ოთხ წე­ლი­წად­ში რად აღარ ვი­მუ­შა­ვე: პრო­ფე­სო­რე­ბის ასის­ტენ­ტად ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტ­ზე, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რად და კლერ­კა­დაც.
— რო­გო­რი ქა­ლა­ქია ნიუ-ჰე­ვე­ნი, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი?
— იელ­ში, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბის 50% და­ფი­ნან­სე­ბას იღებს, და­ნარ­ჩე­ნი 50% ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან შეძ­ლე­ბუ­ლი, პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­და­ნაა. ამას­თან ერ­თად, საკ­მა­რი­სია რამ­დე­ნი­მე კვარ­ტ­ლით გას­ც­დე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ას, რომ სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სი­ნამ­დ­ვი­ლეს და­ი­ნა­ხავ: ქა­ლაქ ნიუ-ჰე­ვენ­ში, სა­დაც იელი მდე­ბა­რე­ობს, მრავ­ლად არი­ან აფ­რო-ამე­რი­კე­ლე­ბი და ემიგ­რან­ტე­ბი ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კი­დან. ამ ქა­ლაქ­ში გა­ჭირ­ვე­ბა, კრი­მი­ნა­ლი და უმუ­შევ­რო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლია და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჭარბ სო­ცი­ა­ლურ კონ­ტ­რასტს ქმნის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ, ყო­ველ­მ­ხ­რივ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ სტუ­დენ­ტო­ბას­თან.
— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას, რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— ახ­ლა ყვე­ლა ჩე­მი მე­ოთხე­კურ­სე­ლი მე­გო­ბა­რი იმა­ზე ფიქ­რობს, თუ რას გა­ა­კე­თე­ბენ მა­ი­სის შემ­დეგ, რო­ცა კო­ლე­ჯის დიპ­ლომს მი­ი­ღე­ბენ. მათ შო­რის, რა თქმა უნ­და, მეც ვარ. ბევ­რი წამ­ყ­ვა­ნი კომ­პა­ნია ჩა­მო­დის ჩვენს კამ­პუს­ზე და ცდი­ლობს სტუ­დენ­ტე­ბი მი­ი­ზი­დოს და და­ა­საქ­მოს. მა­თი დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა ფი­ნან­სუ­რი და სა­კონ­სულ­ტა­ციო ფირ­მაა. უოლ სტრი­ტი და ფი­ნან­სე­ბი დღე­ვან­დელ დღეს წამ­ყ­ვა­ნი ინ­დუს­ტ­რიაა და, მოგ­ვ­წონს ეს თუ არა, უზარ­მა­ზა­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლი სწო­რედ ამ სფე­რო­ში მი­ე­დი­ნე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზეც ფიქ­რობს: ზოგს სა­მარ­თ­ლის სკო­ლა­ში უნ­და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, ზო­გიც უკ­ვე სა­დოქ­ტო­რო­ზე ფიქ­რობს. მეც სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა მინ­და: ვცდი­ლობ მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე ჩა­ბა­რე­ბას, პო­ლი­ტი­კის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუთხით. მგო­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა უფ­რო და უფ­რო ფა­სობს და ჩე­მი მი­ზა­ნიც სწო­რედ სწავ­ლის შემ­დეგ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბაა. უამ­რავ სუ­ბი­ექ­ტურ მი­ზეზ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ჩემს ოჯახს, მე­გობ­რებს თუ ძვირ­ფას მო­გო­ნე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, ასე­ვე ვფიქ­რობ, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე უკეთ შევ­ძ­ლებ ჩე­მი ცოდ­ნი­სა და უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას.

25-28(942)N