გამოდის 1998 წლიდან
2013-12-19
მი­ხა­კო წე­რეთლის უც­ნო­ბი არ­ქი­ვი­დან

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მი­ხა­კო წე­რეთ­ლის აქამ­დე უც­ნო­ბი პი­რა­დი არ­ქი­ვის გა­მო­ფე­ნა და ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის­თ­ვის სა­ზე­ი­მოდ გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნია, 11 დე­კემ­ბერს, ღვი­ნის კა­ფე-ბარ „ხა­რე­ბა­ში“ გა­ი­მარ­თა. მი­ხა­კო წე­რეთ­ლის პი­რა­დი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა მო­ი­ცავს პი­რა­დ წე­რი­ლებს, ფო­ტო­ებს, სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ნა­წილ­სა და სხვ. უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნერს ეკუთ­ვ­ნო­და, „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბამ“ შე­ი­ძი­ნა და ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს სა­ზე­ი­მოდ გა­დას­ცა. მი­ხა­კო წე­რე­თელ­მა, ემიგ­რან­ტი ქარ­თ­ვე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბა პო­ლი­ტი­კით და­იწყო, მაგ­რამ შემ­დეგ, მეც­ნი­ე­რულ მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გა. იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ასი­რი­ო­ლო­გი­ა­სა და ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ის­ტო­რი­ა­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მი­ერ ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სამ­შობ­ლო სა­მუ­და­მოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. 1900-1907 წლებ­ში მი­ხა­კო წე­რე­თე­ლი ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და საფ­რან­გეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში. საზღ­ვარ­გა­რეთ მეც­ნი­ე­რულ მუ­შა­ო­ბას­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც აწარ­მო­ებ­და. აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი ანარ­ქის­ტულ მოძ­რა­ო­ბა­ში, ამას­თან, ნა­ყო­ფი­ერ პუბ­ლი­ცის­ტურ მოღ­ვა­წე­ო­ბასაც ეწე­ო­და. ბუ­ბა კუ­და­ვა, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი: „ჩვენ­თ­ვის სულ ახ­ლა­ხან გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ მი­ხა­კო წე­რეთ­ლის ნა­თე­სა­ვებს — შთა­მო­მავ­ლებს (უშუ­ა­ლო მემ­კ­ვიდ­რე არ ჰყავ­და) ჰქონ­დათ მი­ხა­კოს პი­რა­დი არ­ქი­ვი­დან წიგ­ნე­ბი, წე­რი­ლე­ბი, ფო­ტო­ე­ბი და მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­ჭირ­ვე­ბის გა­მო, სურ­დათ გარ­კ­ვე­უ­ლი ანაზღა­უ­რე­ბა მი­ე­ღოთ ამა­ში. რო­გორც წე­სი, მემ­კ­ვიდ­რე­ე­ბი უსას­ყიდ­ლოდ გვწი­რა­ვენ ხოლ­მე მა­სა­ლებს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ში კი, ვცდი­ლობთ მოვ­ნა­ხოთ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი­ვე შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე შე­ი­ძი­ნა მი­ხა­კო წე­რეთ­ლის არ­ქი­ვი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კის ნა­წი­ლი და ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს გად­მოგ­ვ­ცა. ბო­ლო წლებ­ში ბევ­რი რამ გა­კეთ­და მი­ხა­კო წე­რე­თ­ლის ღვაწ­ლის წარ­მო­სა­ჩე­ნად, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ გა­სა­კე­თებ­ელია, თუნ­დაც მი­სი ნაშ­რო­მე­ბის პუბ­ლი­კა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. 21-ე სა­უ­კუ­ნეა და ჯერ კი­დევ სა­თა­ნა­დოდ არ ვი­ცით მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სხვა­თა შო­რის, გა­მო­სა­ცე­მად ვამ­ზა­დებთ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მისეულ პრო­ზა­ულ თარ­გ­მანს. ძა­ლი­ან ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ცუ­დი ჩა­რე­ვაა და თით­ქოს ცოდ­ვაა, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში პრო­ზა­ულ თარ­გ­მა­ნებს ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ბევ­რ­მა არც იცის, ალ­ბათ, რომ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პრო­ზა­უ­ლი თარ­გ­მა­ნი, ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, სწო­რედ მი­ხა­კო წე­რე­თელს აქვს და ის ჩვენს ცენ­ტ­რ­შია და­ცუ­ლი. იმე­დი გვაქვს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მის გა­მო­ცე­მას მო­ვა­ხერ­ხებთ. კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ეს არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი პრო­ზა­უ­ლი თარ­გ­მა­ნი — ბწკა­რებს სიტყ­ვა­სიტყ­ვით მიჰ­ყ­ვე­ბა თარ­გ­მა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა ამ არ­ქი­ვის ფი­ნან­სურ მხარ­დამ­ჭერს, კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ჩვენ­თ­ვის ასეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ში მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი თა­ნად­გო­მა არ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და იმის გან­ც­და, რომ მარ­ტო ჩვენ არ გვეს­მის ამის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ზრუ­ნავს სიძ­ვე­ლე­ე­ბის შეკ­რე­ბა­ზე, შეს­წავ­ლა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა­ზე“. არ­ქი­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სა­არ­ქი­ვო დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი ეთერ ქავ­თა­რა­ძე: „მი­ხა­კო წე­რე­თე­ლი უდი­დე­სი პო­როვ­ნე­ბაა არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბი­თაც. ის უდი­დე­სი ურარ­ტო­ლო­გი და ასი­რი­ო­ლო­გია, კე­ლი­ში­ნის ტექ­ს­ტე­ბის გა­შიფ­ვ­რით მან ბევ­რი პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რა ურარ­ტო­ლო­გი­ა­ში. დი­დი მეც­ნი­ე­რის გარ­და, დი­დი ეროვ­ნუ­ლი მოღ­ვა­წეა და ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო პრობ­ლე­მე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნი. მი­კა­ხო წე­რე­თე­ლი ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი უცხო­ო­ბა­ში გა­ა­ტა­რა და იქ თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით დი­დი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვა­ლიც და­ტო­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ვე­ლი სტრი­ქო­ნი მი­სი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი­დან ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ჩვენს ცენ­ტ­რ­ში და­ცუ­ლი მი­ხა­კო წე­რეთ­ლის არ­ქი­ვი და­ვა­მუ­შა­ვე და მი­ხა­რია, რომ მას, და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დ­გომ, ეს უც­ნო­ბი მა­სა­ლე­ბი შე­ე­მა­ტე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვა­ლი გა­და­ვავ­ლე ახ­ლად შე­ძე­ნილ არ­ქივს და შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და მი­სი და­მუ­შა­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა წინ მე­ლო­დე­ბა. ზო­გა­დად, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მოღ­ვა­წის შე­სას­წავ­ლად. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ მა­სა­ლე­ბი­დან ბევრ ახალს შე­ვიტყობთ ამ დი­დი მოღ­ვა­წის შე­სა­ხებ და კი­დევ უფ­რო გამ­დიდ­რ­დე­ბა მი­სი ბი­ოგ­რა­ფია იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფო­ტო­ე­ბით თუ წე­რი­ლე­ბით, რო­მე­ლიც ამ მა­სა­ლებ­შია. აქ არის მი­სი ერთ-ერ­თი უკა­ნას­კ­ნე­ლი წე­რი­ლიც, რო­მე­ლიც მი­სი ხე­ლით არ არის და­წე­რი­ლი, ბო­ლო დროს მას წე­რა და კითხ­ვა თა­ვად აღარ შე­ეძ­ლო, მაგ­რამ მი­სი ფრა­ზე­ბია ჩა­წე­რი­ლი. ასე­ვე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მი­სი ძმის — ვა­სილ წე­რეთ­ლის წე­რი­ლე­ბი, ისიც დი­დი მოღ­ვა­წე გახ­ლ­დათ. ძმე­ბი ად­რე და­ობ­ლ­დ­ნენ და ვა­სილს უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ასა­კით ბევ­რად უმ­ც­რო­სი ძმის აღ­ზ­რ­და­ში. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლაა, რო­მე­ლიც შე­ავ­სებს მი­ხა­კოს ბი­ოგ­რა­ფი­ას. სა­არ­ქი­ვო საქ­მე ისე­თი ჯა­დოს­ნუ­რია, შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ რომ არ ელო­დე­ბი, ისეთ ად­გი­ლას წა­აწყ­დე მა­სა­ლას, რომ­ლის მსგავ­სი არა­ფე­რი მო­ი­პო­ვე­ბა. სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა კი მოღ­ვა­წე­ზე ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა, რა­საც ნა­ბეჭ­დი პრო­დუქ­ცია არას­დ­როს მოგ­ცემს. სა­ო­ცა­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბაა, რო­ცა ეხე­ბი ხელ­ნა­წერს, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს სტრი­ქო­ნებს შო­რი­საა ჩა­ლა­გე­ბუ­ლი — რაც იქ არ წე­რია, იქ სწო­რედ ის წე­რია.“ ირი­ნა მა­ჩუ­რაშ­ვი­ლი, „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ პი­არ მე­ნე­ჯე­რი: „ჩვე­ნი კომ­პა­ნია ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლობს ეროვ­ნუ­ლი ხა­სი­ა­თის პრო­ექ­ტებს მხა­რი და­უ­ჭი­როს, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა არ არის. რო­დე­საც ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­დან დაგ­ვი­კავ­შირ­დ­ნენ და გვითხ­რეს, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნეს მი­ხა­კო წე­რეთ­ლის პი­რა­დი ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თ­ვე­ლი ერის­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია, მა­შინ­ვე გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა აღ­მოგ­ვე­ჩი­ნა და არ­ქი­ვი შეგ­ვე­ძი­ნა. თა­ვა­დაც ლი­ტე­რა­ტო­რი ვარ პრო­ფე­სი­ით და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ პი­რა­დად მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, შევ­ხე­ბო­დი ამ ნივ­თებს და ხელ­ნა­წერ­თა ცენ­ტ­რის­თ­ვის მათ გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. ჩვე­ნი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ამ იდე­ას აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით შეხ­ვ­დ­ნენ და დღე­ი­დან მი­ხა­კო წე­რეთ­ლის აქამ­დე უც­ნო­ბი არ­ქი­ვი ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლ ცეტ­რ­ში და­ი­დებს ბი­ნას. მი­სი სა­ზე­ი­მო გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ა­ლიც სწო­რედ კა­ფე-ბარ „ხა­რე­ბა­ში“ დავ­გეგ­მეთ. თუ კი­დევ იქ­ნე­ბა მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი, ჩვენ სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუ­ჭერთ მხარს“. კა­ფე-ბარ „ხა­რე­ბა­ში“ გა­მარ­თულმა პრე­ზენ­ტა­ცი­ამ, სრუ­ლად ასა­ხა ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წის რო­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის.

25-28(942)N