გამოდის 1998 წლიდან
2013-12-06
TIMSS 2011 — ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე მა­თე­მა­ტი­კა­ში

 

ია კუტალაძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და საგნობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მეორე ნაწილი

სწავ­ლე­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი დრო. სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მო­ცე­მუ­ლია ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში. ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მე-4 კლა­სის­თ­ვის მა­თე­მა­ტი­კას უთ­მობს მთლი­ა­ნი კუ­რი­კუ­ლუ­მის და­ახ­ლო­ე­ბით 13-22%-ს, მე-8 კლას­ში კი — 10-18%-ს.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ქვეყ­ნე­ბი, მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის­თ­ვის დათ­მო­ბი­ლი დრო­ის მი­ხედ­ვით, საკ­მა­ოდ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან. მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა­ზე წე­ლი­წად­ში და­ხარ­ჯუ­ლი დრო­ის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩა­მორ­ჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს რო­გორც მე-4, ასე­ვე მე-8 კლას­ში. თუმ­ცა მე-4 კლა­სის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მა­გა­ლი­თად, კო­რეა და­ახ­ლო­ე­ბით იმ­დე­ნი­ვე დროს ხარ­ჯავს მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა­ზე, რამ­დენ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო, თუმ­ცა ის მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი რე­ი­ტინ­გუ­ლი სი­ის ერთ-ერ­თი ლი­დე­რია. ეს შე­დე­გი იმის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ მო­ვიყ­ვა­ნეთ, რომ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ისაა, თუ რამ­დე­ნად ნა­ყო­ფი­ე­რა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის­თ­ვის დათ­მო­ბი­ლი სა­ა­თე­ბი მოს­წავ­ლის სწავ­ლის ხელ­შე­საწყო­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი დრო­ის გაზ­რ­და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად საკ­მა­რი­სი არ არის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს დრო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და ეფექ­ტი­ა­ნად იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.
პე­და­გოგ­თა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სწავ­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მე-4 კლას­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მა­ღა­ლი ინ­დექ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი 42 ქუ­ლით აღე­მა­ტე­ბა იმ მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს, რო­მელ­თა პე­და­გო­გებს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის და­ბა­ლი ინ­დექ­სი აქვთ (მეტ-ნაკ­ლე­ბად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ). სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით სხვა­ო­ბა მხო­ლოდ ხუთ ქუ­ლას შე­ად­გენს. მე-8 კლას­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მა­ღალ ხა­რის­ხ­სა და მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს შო­რის კავ­ში­რის ტენ­დენ­ცია არ არის მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლი.
მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა. მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლია სწავ­ლის პრო­ცეს­ში, თუ ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ძა­ლის­ხ­მე­ვას იჩენს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ზრუ­ნავს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე და ამას­თან, შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს მის­თ­ვის დი­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს (Newmann, 1986). ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ უფ­რო მე­ტი ცოდ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვილს და პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სკო­ლი­სა და სწავ­ლის მი­მართ.
TIMSS 2011-ის შე­დე­გე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ მოს­წავ­ლის ჩარ­თ­ვა სწავ­ლის პრო­ცეს­ში კავ­შირ­შია მის მიღ­წე­ვებ­თან მა­თე­მა­ტი­კა­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მე-4 კლა­სელ­თა 42%-ს მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა­სა და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს. მე-8 კლას­ში ეს მაჩ­ვე­ნებ­ლი 25%-მდე მცირ­დე­ბა. ჩარ­თუ­ლო­ბა პო­ზი­ტი­ურ კავ­შირ­შია მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­თან რო­გორც მე-4, ისე­ვე მე-8 კლას­ში. მე-4 კლას­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ჩარ­თუ­ლო­ბა მა­თე­მა­ტი­კა­ში სა­შუ­ა­ლოდ 43-ქუ­ლი­ან უპი­რა­ტე­სო­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლეს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შემ­თხ­ვე­ვა­ში სხვა­ო­ბა 65 ქუ­ლას შე­ად­გენს. და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე შე­დე­გი იკ­ვე­თე­ბა მე-8 კლას­შიც.
სას­კო­ლო მზა­ო­ბა. საკ­ლა­სო ატ­მოს­ფე­როს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს მოს­წავ­ლე­თა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს. გარ­კ­ვე­უ­ლი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად მოს­წავ­ლე­ებს აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის სა­ხით, რად­გან უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნა სწავ­ლის წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს.
ეფექ­ტუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჯერ აფა­სე­ბენ მოს­წავ­ლის ცოდ­ნას, უნა­რებ­სა და მის მი­ერ ცნე­ბე­ბის გა­გე­ბას, შემ­დ­გომ ახალ იდე­ებს, უნა­რებ­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ებს უკ­ვე არ­სე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის სა­ხით წი­ნა­პი­რო­ბის არარ­სე­ბო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ბა­რი­ერს წარ­მო­ად­გენს შემ­დ­გო­მი სწავ­ლი­სათ­ვის, რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ მოს­წავ­ლის მი­ერ ახა­ლი ცნე­ბე­ბის ათ­ვი­სე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია უკ­ვე შე­ძე­ნილ ცოდ­ნა­ზე: „ყო­ვე­ლი ახა­ლი სა­კითხი, რა­საც ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობს, უნ­და და­უ­კავ­შირ­დეს იმას, რაც მან უკ­ვე იცის“ (McLaughlin et al., 2005, გვ.5).
TIMSS 2011-ის შე­დე­გე­ბი ასე­თია: სას­კო­ლო მზა­ო­ბა­სა და მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს შო­რის პო­ზი­ტი­უ­რი კავ­ში­რია რო­გორც მე-4, ასე­ვე მე-8 კლას­ში. კლას­ში, სა­დაც ჭარ­ბო­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის სა­ხით, მიღ­წე­ვის დო­ნე უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე კლას­ში, სა­დაც სწავ­ლე­ბა შეზღუ­დუ­ლია ამ ფაქ­ტო­რის გა­მო.
საკ­ვე­ბი­სა და ძი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა. TIMSS 2011 ადას­ტუ­რებს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ცუ­დად სძი­ნავთ ან საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­ან, მიღ­წე­ვის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი დო­ნით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­ცე­მე­ბი ასე­თია: ძი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბის ფაქ­ტო­რი მა­თე­მა­ტი­კა­ში მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე არ აისა­ხე­ბა არც მე-4 და არც მე-8 კლა­სის შე­დეგ­ზე. კვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე გავ­ლე­ნის თვალ­საზ­რი­სით უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი აღ­მოჩ­ნ­და. მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თაც არ აქვთ კვე­ბის პრობ­ლე­მე­ბი, აქვთ 20-23 ერ­თე­უ­ლით უკე­თე­სი შე­დე­გი, ვიდ­რე იმ მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თაც ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ.
წეს­რი­გის დამ­რ­ღ­ვე­ვი და ინ­ტე­რე­სის არ­მ­ქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი. კლას­ში, სა­დაც დის­ციპ­ლი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი უფ­რო და­ბა­ლია, ვიდ­რე იქ, სა­დაც ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი არ არ­სე­ბობს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას ინ­ტე­რე­სის არ­მ­ქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მი­მარ­თე­ბით. ეს ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც.
კლა­სის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი კლას­ში საკ­მა­ოდ დიდ დროს ატა­რე­ბენ, იქ შექ­მ­ნილ­მა გა­რე­მომ და კლა­სის სტრუქ­ტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვებ­ზე. კლა­სის ერთ-ერთ ფუნ­და­მენ­ტურ მა­ხა­სი­ა­თე­ბელს კლას­ში ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წარ­მო­ად­გენს.
კლა­სის ზო­მა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კლა­სის ზო­მი­სა და მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვე­ბი ხში­რად ურ­თი­ერ­გა­მომ­რიცხავ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ კლა­სის ზო­მა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე (Ajayi, Ogunyemi, 1990; Afolabi, 2002). კლა­სის ზო­მა თა­ვის­თა­ვად არ უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღალ აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებს. ეს ორი ცვლა­დი გა­შუ­ა­ლე­ბუ­ლია ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა: მოს­წავ­ლე­თა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი,  საგ­ნის სპე­ცი­ფი­კა და სხვ.
TIMSS-ის 2011 წლის მი­ხედ­ვით არ იკ­ვე­თე­ბა მკა­ფიო კავ­ში­რი კლა­სის ზო­მა­სა და მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს შო­რის. თუმ­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია იმ კლა­სებ­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 35-ზე მე­ტია.
შევ­ნიშ­ნოთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმ მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გი, რო­მელ­თა კლას­ში 35-ზე მე­ტი მოს­წავ­ლეა, ასე­თი­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო­ზე გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია.
თუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­ცე­მებს სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის ჭრილ­ში გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, ვნა­ხავთ, რომ სოფ­ლის სკო­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში უფ­რო მკა­ფი­ოდ იკ­ვე­თე­ბა მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე . სოფ­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, რაც უფ­რო მე­ტი მოს­წავ­ლეა კლას­ში, მით უფ­რო და­ბა­ლია მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი. ეს შე­დე­გი კონ­სის­ტენ­ტუ­რია ერთ-ერ­თი კვლე­ვის შე­დეგ­თან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მცი­რე ზო­მის კლა­სებ­ში ყვე­ლა­ზე მეტ სარ­გე­ბელს ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი იღე­ბენ (Class size and students performance, literature review. Hannover research, 2012). სოფ­ლის სკო­ლე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ კონ­ტექ­ს­ტ­ზე კი ჩვენ წი­ნა პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გვქონ­და სა­უ­ბა­რი.
სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი სწავ­ლე­ბი­სას მრა­ვალ სტრა­ტე­გი­ას იყე­ნე­ბენ, თუმ­ცა ბავ­შ­ვე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გად მა­შინ სწავ­ლო­ბენ, რო­ცა ისი­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი და ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან. რო­გო­რია მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა?  მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა­სა და სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პე­ბი მო­ი­ცავს მას­წავ­ლე­ბელ­თა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბულ მო­ლო­დინს იმის შე­სა­ხებ, თუ რა უნ­და ის­წავ­ლონ მოს­წავ­ლე­ებ­მა უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (Sabean, Bavaria, 2005).
მოს­წავ­ლის ჩარ­თ­ვა სწავ­ლის პრო­ცეს­ში. სწავ­ლის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თ­ვა კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პია. ამ თე­ო­რი­ი­ის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე სწავ­ლის პრო­ცე­სის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა და არა — ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სი­უ­რი მიმ­ღე­ბი. ცოდ­ნის მი­ღე­ბა­ში კი იგუ­ლის­ხ­მე­ბა ამ ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა, აგე­ბა მოს­წავ­ლის აქ­ტი­უ­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მოს­წავ­ლე უკეთ ით­ვი­სებს მა­შინ, რო­დე­საც ის ახ­დენს სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით წყვეტს სა­კითხს, და­ვა­ლე­ბას. მოს­წავ­ლის მი­ერ ცოდ­ნის აგე­ბა, ცხა­დია, არ გუ­ლის­ხმობს ცოდ­ნის უბ­რა­ლოდ გა­და­ცე­მას. TIMSS 2011-ის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სკა­ლა, სა­ხელ­წო­დე­ბით მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თ­ვა სწავ­ლა­ში, გან­კუთ­ვ­ნი­ლი იყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. იგი მო­ი­ცავ­და შე­კითხ­ვებს სწავ­ლე­ბის იმ სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­თა და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად და ნას­წავ­ლის გან­სამ­ტ­კი­ცებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა კი კავ­შირ­შია მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­თან.
სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თილ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტი წე­სე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა­ზე კეთ­დე­ბა. იმის­თ­ვის, რომ სწავ­ლე­ბის პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე­ებს შე­ვუქ­მ­ნათ მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბის მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, აუცი­ლე­ბე­ლია, გა­გე­ბის, გა­აზ­რე­ბის ფონ­ზე ვას­წავ­ლოთ ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კა. მა­თე­მა­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­გე­ბა, გა­აზ­რე­ბა და არა მი­სი მე­ქა­ნი­კუ­რი და­მახ­სოვ­რე­ბა, უღ­ვი­ვებს მოს­წავ­ლე­ებს მა­თე­მა­ტი­კის მი­მართ ინ­ტე­რესს და ქმნის სა­ფუძ­ველს მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბი­სად­მი ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ საგ­ნი­სად­მი პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე მა­თე­მა­ტი­კის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სწავ­ლი­სა და მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.
სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. International Society for Technology in Education-ის მი­ხედ­ვით, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას ძლი­ე­რი პო­ზი­ტი­უ­რი ეფექ­ტი აქვს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე მხო­ლოდ მა­შინ, თუ ეს პრო­ცე­სი შე­სა­ბა­მი­სად იქ­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. სწავ­ლე­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით და­სა­ნერ­გად აუცი­ლე­ბე­ლია: მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა; სას­წავ­ლო გეგ­მას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დაც­ვა; მი­სი, რო­გორც ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი სას­წავ­ლო მა­სა­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა; თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა და ა.შ (International Society for Technology in Education, 2008.Technology and Student Achievement — The ჳIndelible Link).
TIMSS-ის მი­ხედ­ვით, სწავ­ლე­ბი­სას კომ­პი­უ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს შო­რის კავ­ში­რი არ ფიქ­სირ­დე­ბა არც მე-4 და არც მე-8 კლას­ში. ამას­თან, დაწყე­ბით კლა­სებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო შე­დეგ­თან მი­მარ­თე­ბით, უფ­რო და­ბა­ლია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში კომ­პი­უ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა, მე-8 კლას­ში კი პი­რი­ქით (რთუ­ლი სათ­ქ­მე­ლია, რამ­დე­ნად ასა­ხავს ეს შე­დე­გი რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბას). თუმ­ცა, მე-8 კლას­ში იმ მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თა მას­წავ­ლებ­ლე­ბიც არ იყე­ნე­ბენ კომ­პი­უ­ტერს სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ, მაგ­რამ უკე­თე­სი შე­დე­გი აქვთ, იმ მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით, რო­მელ­თა მას­წავ­ლებ­ლე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში იყე­ნე­ბენ კომ­პი­უ­ტერს. ასე­თი­ვე მცი­რე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა სა­ერ­თა­შო­რი­სო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, თუმ­ცა, უპი­რა­ტე­სო­ბა ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში აქვთ იმ მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თა მას­წავ­ლებ­ლე­ბი კომ­პი­უ­ტერს იყე­ნე­ბენ, რო­გორც დამ­ხ­მა­რე სას­წავ­ლო რე­სურსს.
სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა და შე­ფა­სე­ბა. სიღ­რ­მი­სე­უ­ლი სწავ­ლი­სა და მოს­წავ­ლე­თა პროგ­რე­სის შე­ფა­სე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კომ­პო­ნენტს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს. მა­თე­მა­ტი­კა­ში მოს­წავ­ლე­თათ­ვის მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა რო­გორც ქვეყ­ნებს შო­რის, ისე ქვეყ­ნებს შიგ­ნით. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებს, ტი­პუ­რად, იმ მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლე­ვენ, რომ­ლე­ბიც ამას ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ჭი­რო­ე­ბენ. სხვა ქვეყ­ნებ­ში ბავ­შ­ვებს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ვარ­ჯი­ში­სათ­ვის ეძ­ლე­ვათ. ამის გა­მო, კვლე­ვე­ბი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­რე­ულ შე­დე­გებს გვაწ­ვ­დის (Cooper, Robinson & Patall, 2006; Trautwein, 2007).
არის თუ არა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი? ამ კითხ­ვა­ზე ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­დე­ბი­თი ან უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, TIMSS-ის 2007 წლის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ში არ­სე­ბობს და­დე­ბი­თი კო­რე­ლა­ცია სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის დიდ მო­ცუ­ლო­ბა­სა და მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს შო­რის, მა­შინ რო­დე­საც იმა­ვე კვლე­ვის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ნა­წილ­ში ასე­თი აშ­კა­რა კო­რე­ლა­ცია არ იკ­ვე­თე­ბა (Mullis, O’Martin & Foy, 2007).
მკვლევ­რე­ბის აზ­რით, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის ასაკ­ზე. კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლის ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლის უნა­რი. სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა მოს­წავ­ლე­თა ასაკ­თან ერ­თად მა­ტუ­ლობს.
მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა. TIMSS-ის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბას დრო­ის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს უთ­მო­ბენ. შე­ფა­სე­ბის სიხ­ში­რე და ფორ­მა­ტი სწავ­ლე­ბი­სა და სას­კო­ლო პე­და­გო­გი­კის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­დი­კა­ტო­რებს წარ­მო­ად­გენს.
მოს­წავ­ლე­თა პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რომ­ლებ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი მა­თე­მა­ტი­კურ ტეს­ტ­სა თუ გა­მოც­დას უტა­რე­ბენ, არ­სე­ბი­თად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­ცე­მი­სა­გან. ამას­თან,  სა­ერ­თა­შო­რი­სო მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია იმ მოს­წავ­ლე­თა პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც ტეს­ტი­რე­ბი­სას ან გა­მოც­და­ზე აძ­ლე­ვენ ისეთ და­ვა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ახ­ს­ნას ან და­სა­ბუ­თე­ბას მო­ითხოვს. თუმ­ცა, სწო­რედ მსჯე­ლო­ბის კომ­პო­ნენ­ტ­ში ქარ­თ­ველ მერ­ვეკ­ლა­სე­ლებს, სხვა კოგ­ნი­ტურ სფე­რო­ებ­თან შე­და­რე­ბით, უარე­სი შე­დე­გი აქვთ, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი მსჯე­ლო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
და­ბო­ლოს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა, რომ­ლე­ბიც უპა­სუ­ხებს კვლე­ვით გა­მოვ­ლე­ნილ რე­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და პრობ­ლე­მებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის სრულ­ყო­ფას სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე.
ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ TIMSS კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბა პრაქ­ტი­კოს პე­და­გო­გებ­საც და­ეხ­მა­რე­ბა მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

25-28(942)N