გამოდის 1998 წლიდან
2013-11-28
ოჯა­ხი ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის — რე­ფორ­მის ძი­რი­თა­დი მიღ­წე­ვე­ბი და შემ­დ­გო­მი ნა­ბი­ჯე­ბი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

„ყვე­ლა ბავშვს აქვს ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა“ — გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ის მი­ერ აღი­ა­რე­ბუ­ლი ეს უფ­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, მხო­ლოდ ფურცელზე და­წე­რილ უფ­ლე­ბად არ უნ­და დარ­ჩეს იმ 193 ქვეყ­ნის­თ­ვის, რომ­ლებ­მაც, ამ კონ­ვენ­ცი­ა­ზე მი­ერ­თე­ბით, მი­სი შეს­რუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღეს. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლომ 1994 წლი­დან აიღო და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­წი­ფო ცდი­ლობს მის შეს­რუ­ლე­ბას, თუმ­ცა წინ ჯერ კი­დევ ბევ­რი პრობ­ლე­მაა. არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის რე­ფორ­მის სფე­რო­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სია. ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მმარ­თ­ვე­ლო­ბა­ში მყო­ფი მხო­ლოდ სა­მი დი­დი ზო­მის ინ­ს­ტი­ტუ­ციაა მა­შინ, რო­დე­საც 2009 წელს ჯერ კი­დევ 41 იყო. იქ მცხოვ­რებ ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 4600-დან 109-მდე შემ­ცირ­და. რე­ფორ­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (ჲSაჳდ), გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (ჲnicef) და სხვა პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით.
რა მიღ­წე­ვე­ბია ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი რჩე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე — ამ კითხ­ვებს გას­ცა პა­სუ­ხი, 26-27 ნო­ემ­ბერს, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ამ, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო: სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის, იუნი­სე­ფი­სა და ჲSაჳდ-ის მი­ერ. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის რე­ფორ­მის მიღ­წე­ვე­ბი მი­მო­ი­ხი­ლეს, კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ხელ­წო­დე­ბაც სწო­რედ ბავ­შ­ვ­თა ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას ეხე­ბო­და. ვრცლად გა­ნი­ხი­ლეს ყვე­ლა ას­პექ­ტი, თუ რო­გორ ას­რუ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის რე­ფორ­მას.
ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის დი­დი ნა­წი­ლი რე­ფორ­მის მიღ­წე­ვებს და­ეთ­მო, იმავ­დ­რო­უ­ლად, მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯე­ბიც გა­ნი­საზღ­ვ­რა. რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ, ძი­რი­თად სა­ხელ­მ­წი­ფო თუ არა­სა­ხელ­მ­წი­ფო პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან, ქარ­თ­ველ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტებ­თან და პრაქ­ტი­კო­სებ­თან ერ­თად, კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და დსთ-ს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­აც იყო.
იუნი­სე­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­შა გრა­უ­მან­მა გა­ნაცხა­და: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­უძ­ლია იამა­ყოს სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბით ბავ­შ­ვ­თა დი­დი ზო­მის სამ­ზ­რუნ­ვე­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბი­სა და ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში აღ­ზ­რ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სფე­რო­ში. დი­დი ზო­მის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის ნაც­ვ­ლად, ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ახ­ლა ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ცხოვ­რობს, რაც გა­დამ­წყ­ვე­ტია მა­თი უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის. თუმ­ცა, კი­დევ უფ­რო უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი, რომ მოხ­დეს ბავ­შ­ვ­თა მი­ტო­ვე­ბის პრე­ვენ­ცია, გაძ­ლი­ერ­დეს ოჯახ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ზრუნ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბი და დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ოს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის უფ­რო მეტ ჯგუფს“.
2005 წლი­დან ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სფერ­ოში ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და სის­ტე­მის ყვე­ლა დო­ნე­ზე, რა­თა ბავ­შ­ვე­ბი მხო­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო მოხ­ვ­დ­ნენ სა­ხელ­მ­წი­ფო მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის მი­ზა­ნია, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბა უკა­ნას­კ­ნელ ზო­მად გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს და სა­ხელ­მ­წი­ფო და არა­სა­ხელ­მ­წი­ფო მზრუნ­ვე­ლო­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მა­თი ცხოვ­რე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი იყოს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლია რე­ზი­დენ­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბა და მო­ნი­ტო­რინ­გის მოთხოვ­ნე­ბი, მაგ­რამ ეს მოთხოვ­ნე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ეხე­ბა ეკ­ლე­სი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს.
სწო­რედ ამ მიზ­ნით და­იწყო დი­დი ზო­მის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია, რომ­ლის შე­დე­გად თი­თო­ე­ულ ბავშვს მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აღი­ზარ­დოს ოჯა­ხურ ან ოჯა­ხურ გა­რე­მოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ გა­რე­მო­ში.
2009 წლი­დან 2013 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი იყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და 2008-2011 და 2012-2015 წლე­ბის ბავ­შ­ვ­თა ეროვ­ნუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბით და წინ წა­მო­სწია პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო შემ­დეგ სა­კითხებ­ზე: დი­დი ზო­მის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი ოპ­ტიმი­ზა­ცია/და­ხურ­ვა; სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვი­სა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ბავ­შ­ვ­თა მი­ტო­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის; მზრუნ­ვე­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მშო­ბელ­თა მზრუნ­ვე­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის. ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მმარ­თ­ვე­ლო­ბა­ში მყო­ფი მხო­ლოდ სა­მი დი­დი ზო­მის ინ­ს­ტი­ტუ­ციაა (თბი­ლი­სის ჩვილ ბავ­შ­ვ­თა სახ­ლი და ორი ბავ­შ­ვ­თა სახ­ლი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის). შე­და­რე­ბის­თ­ვის, 2009 წლის და­საწყის­ში 41 სა­ხელ­მ­წი­ფო ბავ­შ­ვ­თა სახ­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. 2013 წლის ივ­ლის­ში და­ი­ხუ­რა ორი ბავ­შ­ვ­თა სახ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. დი­დი ზო­მის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 4600-დან 120-მ­დე შემ­ცირ­და. ამ 120 ბავ­შ­ვის უმე­ტე­სო­ბა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნეა.
იმ 4600 ბავშ­ვი­დან, რომ­ლე­ბიც 2008 წელს ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, ასე­ვე იმ ბავ­შ­ვე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ მოხ­ვ­დ­ნენ სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ, 2300 ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახს და­უბ­რუნ­და, 1600 შვი­ლობ­ლო­ბა­ში გან­თავ­ს­და, 700 მცი­რე ზო­მის სა­ო­ჯა­ხო სახ­ლებ­ში გა­და­ვი­და.
გარ­და ამი­სა, 4000 ბავ­შ­ვი გან­თავ­ს­და მე­ურ­ვე­ო­ბა/მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ და, შე­სა­ბა­მი­სად, გან­ხორ­ცი­ელ­და მა­თი სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ მოხ­ვედ­რის პრე­ვენ­ცია.
2010 წელს მთავ­რო­ბამ და­ნერ­გა ე.წ. რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პა­კე­ტი ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც (სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მი­ერ შე­ფა­სე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე) სა­კუ­თარ შვი­ლებს იბ­რუ­ნე­ბენ. ეს პა­კე­ტი მო­ი­ცავ­და თი­თო ბავ­შ­ვ­ზე, თვე­ში, 50 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბას, სა­მე­დი­ცი­ნო დაზღ­ვე­ვას და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დღის ცენ­ტ­რის უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბას. ასე­ვე გა­ფარ­თოვ­და და გაძ­ლი­ერ­და შვი­ლო­ბი­ლო­ბის კომ­პო­ნენ­ტი. ამ­ჟა­მად, 1070 ბავ­შ­ვია გან­თავ­სე­ბუ­ლი მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში (რე­გუ­ლა­რუ­ლი, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და გა­და­უ­დე­ბე­ლი), მათ შო­რის 100 გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე.
იმ ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის კი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­ში ვერ ბრუნ­დე­ბი­ან და ვერ თავ­ს­დე­ბი­ან მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში, არ­სე­ბობს მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლე­ბი, გან­კუთ­ვ­ნი­ლი არა­უ­მე­ტეს 8-10 ბავ­შ­ვი­სათ­ვის. ამ ტი­პის სახ­ლებ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა ყო­ფი­ლი დი­დი ზო­მის სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი. ამ დრო­ი­სათ­ვის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 350 გო­გო-ბი­ჭი ცხოვ­რობს მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­ში.
ბავ­შ­ვ­თა მზრუნ­ვე­ლო­ბის სის­ტე­მის ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო კომ­პო­ნენ­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შა­ოს გაძ­ლი­ე­რე­ბაა. რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პა­კე­ტის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შა­კებ­მა ხე­ლი შე­უწყ­ვეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 1000 ბავ­შ­ვის ბო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბას. რე­ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი მა­თი მხრი­დან მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ასე­ვე, სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ არი­ან მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­სა და მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბიც.
პრო­ცე­სის ხელ­შეწყო­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით, შე­იქ­მ­ნა ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო, რო­მელ­შიც შე­დი­ან ძი­რი­თა­დი დო­ნო­რე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გ­ენ­ლე­ბი. მთავ­რო­ბის ძლი­ერ პო­ლი­ტი­კურ ნე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ჲნჳCჶფ-ის, ჲSაჳდ-ისა და სხვა მხა­რე­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბით, მდგრა­დი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო შე­იქ­მ­ნა.
ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სის­ტე­მის რე­ფორ­მას გას­დევს ძლი­ე­რი ად­ვო­კა­ტი­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ოჯა­ხუ­რი ზრუნ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბის სა­ზი­ა­ნო შე­დე­გებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას. კამ­პა­ნია მო­ი­ცავს: დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა­სა და ჩვე­ნე­ბას; ბილ­ბორ­დე­ბის დამ­ზა­დე­ბა­სა და გან­თავ­სე­ბას; ტრე­ნინ­გე­ბი­სა და მრგვა­ლი მა­გი­დის მოწყო­ბას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის.
სწო­რედ ამ შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­შა გრა­უ­მან­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას ბო­ლო წლე­ბის მიღ­წე­ვე­ბი მი­უ­ლო­ცა და რე­ფორ­მის პრო­ცეს­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, რო­მელ­მაც, 2009 წლი­დან დღემ­დე, 6 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი ჩა­დო ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში.
ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სის­ტე­მის რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ფა­ზა ყვე­ლა­ზე დი­დი შე­დე­გით — ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბის და­ხურ­ვით დას­რულ­და. რო­გორც იქნა, წარ­სულს ჩა­ბარ­და საბ­ჭო­თა სის­ტე­მის გად­მო­ნაშ­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბავშვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის­თ­ვის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კვლავ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა იმი­სათ­ვის, რომ თი­თო­ე­ულ ბავშვს ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იცხოვ­როს და აღი­ზარ­დოს ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში. რად­გან დი­დი ზო­მის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის რე­ფორ­მის ფო­კუ­სი ფარ­თოვ­დე­ბა და შე­ე­ხე­ბა სხვა და­უც­ველ ჯგუ­ფებ­საც, ისე­თე­ბის, რო­გო­რე­ბი­ცაა: ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი, არა­სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ში ან ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და/ან მო­მუ­შა­ვე, კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბი. სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის მხარ­და­ჭე­რას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ასა­ხუ­ლია ახალ, 2013-2015 წლის, ბავ­შ­ვ­თა სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში. ეს გეგ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის რე­ფორ­მის ახალ ეტაპს წარ­მო­ად­გენს.
„სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რომ მო­მა­ვა­ლი წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცეს სწო­რედ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით“ — გა­ნაცხა­და კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ ეკა ბე­სე­ლი­ამ და სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა, რომ 2014 წე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის წლად გა­მოცხად­დეს: „ჩვენ გვქონ­და ძა­ლი­ან მძი­მე სტა­ტის­ტი­კა. გა­ე­როს ეგი­დით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 77 ათას­ზე მე­ტი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მცხოვრე­ბი ბავ­შ­ვი და­ფიქ­სირ­და და სა­ქარ­თ­ვე­ლო, ამ მხრივ, მარ­თ­ლაც არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც მა­ღა­ლია ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სი­ღა­რი­ბის კუთხით. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი პრობ­ლე­მაა — ბავ­შ­ვე­ბი ქუ­ჩა­ში, ბავ­შ­ვე­ბი უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში, მაგ­რამ იმ რე­ფორ­მამ, რო­მე­ლიც გა­ე­როს მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მსხვი­ლი სა­ბავ­შ­ვო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში, რა­მაც, შე­სა­ბა­მი­სად, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის რიცხ­ვიც შე­ამ­ცირ­და. სა­ხელ­მ­წი­ფომ პრი­ო­რი­ტე­ტად აიღო იმ ოჯა­ხე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, სა­დაც ბავშ­ვე­ბი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ცხოვ­რო­ბენ. ამ კუთხით, ვფიქ­რობთ, ახა­ლი ტი­პის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნ­და მივ­ცეთ მთავ­რო­ბას. ჩვე­ნი კო­მი­ტე­ტი სწო­რედ ამ ინი­ცი­ატი­ვით გა­მო­დის და ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტ­შიც მსჯე­ლო­ბენ. სურ­ვი­ლი გვაქვს, მო­მა­ვა­ლი წე­ლი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის წლად გა­მო­ვაცხა­დოდ. პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მო­ვაცხა­დოთ ბავ­შ­ვე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმი­სა­თვის, რომ მათ აღარ იცხოვ­რონ სი­ღა­რი­ბე­ში, უსახ­ლ­კა­როდ. უახ­ლო­ეს წლებ­ში შიმ­ში­ლის­გან არც ერ­თი ბავ­შ­ვი აღარ უნ­და გარ­და­იც­ვა­ლოს. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა მხარ­და­ჭე­რი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის, ასე­ვე მთავ­რო­ბის მხრი­დან“.
ჲSაჳდ-ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­სი­ის დი­რექ­ტო­რის, სტი­ვენ ჰე­ი­კე­ნის გან­ცხა­დე­ბით: „ჲSაჳდ-ის და ჲნჳCჶფ-ის მი­ერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ბავ­შ­ვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ დაწყე­ბულ კამ­პა­ნი­ას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში უნ­და მო­ექ­ცეს. დღეს, ასე­ვე, გან­ვი­ხი­ლავთ ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ც­ი­ე­ლე­ბის შე­დე­გად მიღ­წე­ულ შე­დე­გებს. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მა გან­ხორ­ცი­ელ­და. ჩვენ მხარ­ში ვუდ­გა­ვართ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას, რა­თა აღ­მო­იფხ­ვ­რას ის ძა­ლა­დო­ბა, რო­მე­ლიც ოჯა­ხებ­ში ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა“. მან დი­დი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლას, ვინც ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.
კონ­ფე­რენ­ცი­ამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საკ­ვან­ძო სა­კითხებ­ზე გა­ე­მარ­თათ დის­კუ­სია. დის­კუ­სი­ებ­მა და პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­მა უკეთ წარ­მო­ა­ჩი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბი და სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი მხა­რის­თ­ვის.
ამას­თან ერ­თად, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და:
— შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მუდ­მი­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის მხარ­დამ­ჭე­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე;
— სო­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დის ოპე­რა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე — ფონ­დი­სა, რო­მე­ლიც მხარს და­უ­ჭერს ბავ­შ­ვ­თა მი­ტო­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ას და რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ას მოქ­ნი­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბით;
— სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მიმ­ღე­ბი ოჯა­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე, გა­დამ­ზა­დე­ბა­სა და მო­ნი­ტო­რინ­გ­ზე.
და­ი­სა­ხა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც, ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის რე­ფორ­მის მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იმ ძი­რი­თად სფე­რო­ებ­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, რო­მელ­საც უნ­და მო­ი­ცავ­დეს ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის რე­ფორ­მის შემ­დე­გი ფა­ზა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.
ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სის­ტე­მის რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ფა­ზა ყვე­ლა­ზე დი­დი შე­დე­გით — ბავ­შ­ვ­თა სახ­ლე­ბის და­ხურ­ვით დას­რულ­და. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მომ­დევ­ნო ფა­ზა­ზე გა­დას­ვ­ლის­თ­ვის მხარ­და­ჭე­რა გა­მოცხად­და.

25-28(942)N