გამოდის 1998 წლიდან
2012-10-25
ხევსურეთის სიძველეთა არქივიდან

„ჩვენს სო­ფელს ახ­ლა
და­მეწყ­რი­ლი ხე­ო­ბა
იცავს,
გაგ­ვი­ფერ­მ­კ­რ­თალ­და
ძა­გა­ნის და იახ­ს­რის მი­თი,
ხმლე­ბი კი არა
ხევ­სუ­რეთ­ში და­ჟან­გ­და
მი­წა,
ახ­ლა ვსხედ­ვართ და
არაგ­ვე­ლებს
თი­თებ­ზე
ვით­ვ­ლით.“

                                         გი­ორ­გი არა­ბუ­ლი

„ფი­ზი­კუ­რად ხევ­სუ­რი ჯან­სა­ღია და მა­გა­რი. ამას­თა­ნა­ვე ის ამ­ტა­ნია და გამ­რ­ჯე. ხევ­სუ­რი სა­შუ­ა­ლო ტა­ნი­საა, მხარ­ბე­ჭი­ა­ნი და კუნ­თებ­მა­გა­რი. სა­ხით ის გა­რუ­ჯუ­ლია და პირ­მ­რ­გ­ვა­ლი. ცხვი­რი ხევ­სურს სწო­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბი­სა აქვს, თვა­ლე­ბი დი­დი და ლურ­ჯი. ქცე­ვა­ში დინ­ჯია, მოქ­მე­დე­ბა­ში კი მარ­დი. გუ­ლა­დო­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა ხევ­სურს არ აკ­ლია და თა­ვის პი­როვ­ნე­ბის და­სა­ცა­ვად თავ­გან­წირ­ვამ­დის მი­დის (იცი­ან სის­ხ­ლის აღე­ბა). გულ­ზ­ვი­ა­დი და თავ­მოყ­ვა­რე ხევ­სუ­რი ზნე­ობ­რივ შე­უ­რაცხ­ყო­ფა­სა და ფი­ზი­კურ სი­მა­ხინ­ჯეს ვერ იტანს და თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­საც სჩა­დის. ცო­ტა­ო­დენს წყე­ნა­საც არა­ვის და­უთ­მო­ბენ და არა­ვის არ და­ებ­რიყ­ვე­ბი­ან. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მათ ძლი­ერ უყ­ვართ. უცხოს­თან ხევ­სუ­რი ამა­ყია, მას ხევ­სუ­რო­ბით თა­ვი მო­აქვს, უცხო­უ­რი არ მოს­წონს და მას არც ბა­ძავს. ამას­თა­ნა­ვე ხევ­სუ­რი ფრთხი­ლია და ჭკვი­ა­ნი. ის ადა­მი­ანს ძნე­ლად თუ და­ენ­დო­ბა, მაგ­რამ დან­დო­ბილს ხევ­სუ­რი სა­მა­რემ­დის ჩაჰ­ყ­ვე­ბა და არ უღა­ლა­ტებს. ხევ­სუ­რის ქა­ლი ტა­ნით ჯმუ­ხია და ქცე­ვით დინ­ჯი, მას ქა­ლუ­რი სი­ნა­ზე აკ­ლია და მა­მა­კა­ცუ­რი იერი გა­დაკ­რავს. ხევ­სურ ქალ­საც ახა­სი­ა­თებს სი­მარ­დე და გუ­ლა­დო­ბა. მაგ­რამ შრო­მი­სა და მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­მო ხევ­სურ ქალს სევ­დი­ა­ნი და მო­ღუ­შუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა აქვს. მრუ­შო­ბა და გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა ხევ­სურს ეჯავ­რე­ბა და მას აქ ად­გი­ლი არა აქვს.“  —  ასე ახა­სი­ა­თებს ხევ­სუ­რებს ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნი.
ან­თ­რო­პო­ლო­გი­უ­რად ხევ­სუ­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან აღ­მო­სავ­ლურ-ქარ­თუ­ლი ტი­პის სა­ხით, მთი­ან რე­გი­ონ­ში და უგ­ზო პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბის გა­მო, ხევ­სურ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი გამ­ხ­და­რია. ხევ­სუ­რე­ბის უმ­ტე­სო­ბას თვა­ლე­ბი ღია ფე­რის აქვს, თმის ფე­რი კი ქე­რა­დან მუქ წაბ­ლის­ფ­რამ­დე მერ­ყე­ობს. ხევ­სუ­რულ სა­ხე­სა და ნაკ­ვ­თებს უფ­რო თხე­ლი და წყო­ბი­ლი ეთ­ქ­მის.

გუ­და­ნი
ძვე­ლი ან­დ­რე­ზე­ბით, „ხევ­სუ­რე­თის“ და­სახ­ლე­ბის უპირ­ვე­ლეს კე­რად სო­ფე­ლი გუ­და­ნი მი­იჩ­ნე­ვა. „თავ­და­პირ­ველ ხევ­სუ­რულ გვა­რებს ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, არა­ბუ­ლი და გო­გო­ჭუ­რი წარ­მო­ად­გენ­და“, და­ნარ­ჩე­ნი გვა­რე­ბი კი შედ­გე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა წარ­მო­შო­ბის მთი­ე­ლე­ბი­სა­გა­ნო.
შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ გუ­და­ნის და­არ­სე­ბის დროს ან იმა­ზე უწინ, ფხო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა გვა­რე­ბი არ მდგა­რიყ­ვ­ნენ. შე­საძ­ლოა, ფხოვ­ში რო­მე­ლი­ღაც სხვა გვა­რე­ბის მომ­ძ­ლავ­რე­ბი­სას შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე გვა­რი გუ­დან­ში ერ­თად იყ­რი­და თავს და ძმად შეყ­რის გზით ერ­თი­ან­დე­ბო­და გუ­და­ნის ჯვარ­ში, ან ფხო­ვის და­სუს­ტე­ბის პრო­ცეს­ში, ძლი­ერ­დე­ბო­და რა მი­სი ერთ-ერ­თი თე­მი — „ხევ­სუ­რე­თი“, შე­ითხ­ზა ან­დ­რე­ზი ხევ­სუ­რე­თი­სა და იქ მცხოვ­რე­ბი სა­მი ძმის შე­სა­ხებ. არა­ბას, ჭინ­ჭა­რას და გო­გო­ჭას (ზო­გი ან­დ­რე­ზით, გო­გო­ჭა არა­ბა­სა და ჭინ­ჭა­რას ბი­ძაა ან სა­ერ­თოდ არ იხ­სე­ნი­ე­ბა) გუ­დან­ში და­სახ­ლე­ბი­სას მა­თი კი­დევ ერ­თი „ძმა“ — აფ­შო­ე­ლი გელ­და­უ­რი ლი­ქო­კის ხე­ო­ბა­ში სახ­ლ­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით XVII სა­უ­კუ­ნემ­დე, ლი­ქო­კის ხე­ო­ბა­ში დგა­ნან მა­გან­ძუ­რის მოძ­მე გვა­რე­ბი. დღე­ვან­დე­ლი ლი­ქო­კის ხე­ო­ბის მკვიდ­რ­ნი, ბას­ხა­ჯა­უ­რი­სა და ვა­ჩი­ა­უ­რის გარ­და, აქ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლან, ნა­წი­ლი — „გელ­დი­ა­უ­რის სა­ქა­ლო­ზე“ (ზე­სი­ძედ). „ხევ­სუ­რებ პირ­ველ­ში ვყო­ფი­ლორთ ლი­ქოკ­შია და გუ­დან, მემრ ზე­ის­ტე­ჩო­ში გა­და­სუ­ლან“ (სა­ნა­თის­ძეთ ბაჭყუ­რას ან­დ­რე­ზი, ჩა­უ­წე­რია თ. ოჩი­ა­ურს).
ლი­ქო­კის, გუ­და­ნის და შემ­დეგ გორ­შეღ­მის ხე­ო­ბის მკვიდ­რ­ნი სა­ფუძ­ველს უყ­რი­ან „ხევ­სუ­რე­თის“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. აქ იხ­ვე­წე­ბა და იქ­მ­ნე­ბა დღე­ვან­დე­ლი ხევ­სუ­რე­თის ყო­ფი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ტა­ლა­ვარ-ჩაც­მუ­ლო­ბა, ნაჭ­რე­ლა, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, სა­ხუ­ცო ტექ­ს­ტე­ბი, კა­ცის კა­ცო­ბის მუხ­ლე­ბი, ადა­თობ­რი­ვი სა­მარ­თა­ლი, უქ­მე­ე­ბი და დღე­ო­ბე­ბი.

ხევ­სუ­რის სახლ-კა­რი
ხევ­სურ­თა საცხოვ­რებ­ლე­ბი, სახ­ნავ-სა­თე­სი სა­ვარ­გუ­ლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის გა­მო, ძნე­ლად მი­სად­გომ, კლდო­ვან ად­გი­ლებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი კოშ­კურ-ქვით­კი­რე­ბუ­ლი იყო, რა­საც თავ­დაც­ვი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც ჰქონ­და.
ხევ­სუ­რის მი­ერ საცხოვ­რებ­ლად ად­გი­ლის შერ­ჩე­ვას გან­საზღ­ვ­რავ­და ჯვა­რი და ქა­დაგ-მკითხა­ვი. ცალ­კე­ულ საბ­რ­ძო­ლო კოშ­კებ­სა და ქავ-ცი­ხე­ებს (გა­ლავ­ნი­ან კოშ­კებს) უფ­რო ძლი­ე­რი გვა­რე­ბი აშე­ნებ­დ­ნენ. ხში­რად კოშ­კე­ბის ქვეშ „და­რა­ნიც“ იყო და­ტა­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც წყა­როს უკავ­შირ­დე­ბო­და და სა­მა­ლავ­საც წარ­მო­ად­გენ­და. კოშ­კე­ბი, ძი­რი­თა­დად, სი­პერ­დი­ა­ნი (პი­რა­მი­დულ­სა­ხუ­რა­ვი­ა­ნი) იყო. კოშ­კის სა­ძირ­კ­ველ­ში, სიმ­ტ­კი­ცის ნიშ­ნად, იცოდ­ნენ მუ­ხის კუნ­ძის ან რკი­ნის ნაჭ­რის ჩა­ტა­ნე­ბა. ცოდ­ნი­ათ ხე­ლოვ­ნუ­რი დამ­ცავ­ზღუ­დი­ა­ნი (ფლის­კი­ნა, ანუ ბირ­ქი) თხრი­ლი­ა­ნი კოშ­კე­ბის მშე­ნებ­ლო­ბაც (სამ­ხა­რა­უ­ლე­ბის კოშ­კე­ბი ქუდ­ნის­ლა­ზე).
XVII სა­უ­კუ­ნი­დან, ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში არაგ­ვის ერის­თავ­თა ლაშ­ქ­რო­ბის შემ­დეგ, კოშ­კუ­რი კულ­ტუ­რა დაქ­ვე­ი­თე­ბას გა­ნიც­დის და იც­ვ­ლე­ბა ქვით­კი­რუ­ლი და ტე­რა­სულ-კა­ლო­ი­ა­ნი სახ­ლე­ბით.
ქვის მშრა­ლი წყო­ბით შენ­დე­ბო­და ხევ­სუ­რუ­ლი სახ­ლი, რო­მელ­შიც ში­გა ტიხ­რე­ბი გა­მოწ­ნუ­ლი და თი­ხით შე­ლე­სი­ლი იყო. შიგ­ნი­დან ქვის კედ­ლებ­საც თი­ხა­ში აზე­ლი­ლი ჩა­ლი­თა და თხის ბალ­ნით ლე­სავ­დ­ნენ.
პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის შე­სას­ვ­ლე­ლი წარ­მო­ად­გენ­და „ქა­რი­პა­ნის“, სა­დაც ზაფხუ­ლო­ბით სა­ქო­ნელს აბამ­დ­ნენ. ქა­რი­პა­ნი­დან ჯერ საძ­რო­ხე­ში (სა­ხოზ­და­გე, სახ­ვას­ტა­გე) იყო შე­სას­ვ­ლე­ლი, შემ­დეგ „ნაწ­ვ­ლის კა­რით“ ოჯა­ხის ძი­რი­თად სამ­ყო­ფო ოთახ­ში იყო გა­სას­ვ­ლე­ლი, მაგ­რამ ამ შე­სას­ვ­ლელ-გა­სას­ვ­ლე­ლით მხო­ლოდ ქა­ლე­ბი სარ­გებ­ლობ­დ­ნენ. მა­მა­კა­ცე­ბი მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან, ჭერ­ხო­დან ჩად­გ­მუ­ლი კი­ბით ჩა­დი­ოდ­ნენ სამ­ყოფ­ში (40-იანი წლე­ბი­დან სამ­ყოფ­ში პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­დან შე­სას­ვ­ლე­ლი ცალ­კე კა­რე­ბი გა­მო­ი­ღეს).
სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი, სამ­ყო­ფი და საძ­რო­ხე ერ­თ­მა­ნე­თის­გან ტიხ­რით იყო­ფო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, ტი­ხა­რი ნა­ხევ­რამ­დე იყო ამოყ­ვა­ნი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჭე­რამ­დე ას­წი­ეს და ზოგ­მა ქვის კე­დე­ლი ამო­ა­შე­ნა, წნე­ლის ტიხ­რის ნაც­ვ­ლად. იმ­დე­ნად შე­გუ­ე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ხევ­სუ­რე­ბი სა­ქონ­ლის გვერ­დით ყოფ­ნას, რომ ამ­ბობ­დ­ნენ: სა­ქონ­ლის ცოხ­ნის ხმა თუ არ მეს­მის, ვერ ვი­ძი­ნე­ბო. „სამ­ყო­ფოს“ შუ­ა­გულს წარ­მო­ად­გენ­და კე­რა (ყვერფ-კე­რა), რომ­ლის თავ­ზე, ჭერ­ში, და­ტო­ვე­ბუ­ლი იყო ღი­ო­ბი კვამ­ლის გა­სას­ვ­ლე­ლად, სა­ი­და­ნაც სი­ნათ­ლეც შე­მო­დი­ო­და. ოთა­ხის და­სავ­ლეთ მხა­რეს, კედ­ლის გას­წ­ვ­რივ, იდ­გა გრძე­ლი, ორ­ნა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­მა­მა­ცო სკა­მი და ოთა­ხის ნა­წილ­საც „სა­მა­მა­ცო“ ერ­ქ­ვა. სა­მა­მა­ცო სკამ­ზე მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბი სხდე­ბოდ­ნენ, დამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ასა­კის მი­ხედ­ვით. სა­მა­მა­ცოს მო­პირ­და­პი­რე კე­დელ­თან კი  „სა­დი­ა­ცო“ მხა­რე იყო, სა­დაც იდ­გა სა­დი­ა­ცო სკა­მი, კა­რა­და ან გო­დო­რი ჯამ-ჭურ­ჭ­ლის­თ­ვის, ტაბ­ლა, ვარ­ც­ლი, ტაგ­რუ­ცი და ა.შ.
სამ­ყო­ფო ოთახს, სი­ნათ­ლის შე­სას­ვ­ლე­ლად, კედ­ლებ­ში და­ტა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ვიწ­რო შუ­კუ­მე­ბი. ისი­ნი ისე იყო და­ტა­ნე­ბუ­ლი კედ­ლებ­ში, რომ მზის სა­კულ­ტო ერ­თ­გ­ვარ ობ­სერ­ვა­ტო­რი­ას წარ­მო­ად­გენ­და. შუ­კუ­მი­დან შე­მო­სუ­ლი მზის სხი­ვით ად­გენ­დ­ნენ დღე-ღა­მის კლე­ბა-მა­ტე­ბას. მა­მა­კა­ცე­ბი ჭერ­ხო­ში იძი­ნებ­დ­ნენ ჩა­ლა­გე­ბულ ტახ­ტებ­სა და ლაჭ­ნებ­ში. ზედ გუ­და­ნუ­რებს იფა­რებ­დ­ნენ.
ჭერ­ხო­ში იყო აგ­რეთ­ვე სა­ო­ჯა­ხო ინ­ვენ­ტა­რის და მარ­ც­ვ­ლე­უ­ლის შე­სა­ნა­ხი გოდ­რე­ბი, კი­დობ­ნე­ბი, ტაგ­რუ­ცე­ბი, ხოკ­რე­ბი, თიკ­რუ­ნე­ბი და სხვა სა­ხის ნივ­თე­ბი. ცალ მხა­რეს სა­ქონ­ლის საკ­ვებ თი­ვა-ჩა­ლას აწყობ­დ­ნენ.
ჭერ­ხო და ყო­ვე­ლი ღია ტე­რა­სა გა­და­ხუ­რუ­ლი იყო ბა­ნით. ძი­რი­თა­დად ბან­ზე, სა­დაც პურს აკა­ლო­ვებ­დ­ნენ, და­შე­ნე­ბუ­ლი იყო მა­ღალ­ბა­ნი­ა­ნი კა­ლო, სა­დაც ძნას ლე­წავ­დ­ნენ.
ბა­ნი ძნე­ლად მო­სავ­ლე­ლი იყო. იგი წა­რმო­ად­გენ­და ხის კო­ჭებ­ზე გან­ლა­გე­ბულ ჩა­ლი­სა და ხის წვრილ ტო­ტებ­ზე დატ­კეპ­ნილ თი­ხა-მი­წას, რო­მელ­საც ირ­გ­ვ­ლივ ბრტყე­ლი ქვის სა­ნა­პი­რო­ე­ბი ჰქონ­და შე­მოწყო­ბი­ლი. ბანს რე­გუ­ლა­რუ­ლი ტკეპ­ნა სჭირ­დე­ბო­და. ამი­ტომ უთ­ქ­ვამთ ხევ­სუ­რებ­ზე: ეგე­ნი ის ხალ­ხია, მზე­ში შინ რო შე­დი­ან და წვი­მა­ში გა­რეთ გა­მო­დი­ა­ნო, ე.ი წვი­მის დროს ბა­ნებს ტკეპ­ნი­ა­ნო.

რი­თი იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ ხევ­სუ­რე­ბი
ხევ­სუ­რე­ბი დღე­ში სამ­ჯერ ჭა­მენ: დი­ლას (სა­დი­ლი), შუ­ადღი­სას (სამ­ხა­რი) და სა­ღა­მოს (ვახ­შა­მი). პურს ჭა­მენ ტაბ­ლა­ზე, რო­მე­ლიც ხის და­ბა­ლი და მოკ­ლე სუფ­რაა და ამ ტაბ­ლა­ზე დი­ა­სახ­ლი­სი ყვე­ლას თა­ვის კერძს ჩა­მო­უ­რი­გებს. პუ­რის ჭა­მის დროს ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი ცალ­კე სხდე­ბი­ან და თა­ვი­ან­თი ცალ­კე სუფ­რა უდ­გათ.
პურს აცხო­ბენ და ჭა­მენ ქე­რი­სას, ქერ-სვი­ლი­სას და იშ­ვი­ა­თად იფ­ქ­ლი­სას. იფქლს ქერ-სვი­ლა­ში გა­უ­რე­ვენ და ისე აცხო­ბენ ხა­ტო­ბა­სა და ქორ­წილ­ში. პურს აცხო­ბენ ნა­ფუ­არ­სა (ხა­ში­ანს) და უფუ­არს (უხა­შოს). სა­ში­ნაო პურს არც კი ცრი­ან. პუ­რი აქ ცხვე­ბა მრგვა­ლი ფორ­მი­სა და ლა­ვა­ში, მაგ­რამ ბედ­ნი­ერ დღე­ებ­ში (ქორ­წი­ლი, სტუმ­რო­ბა და სხვ.) აცხო­ბენ აგ­რეთ­ვე მრგვალ ხმი­ა­დებს, რომ­ლებ­საც საჭ­ვ­რე­თა­თი აჭ­რე­ლე­ბენ, ხო­ლო მის ნა­პი­რებს ხე­ლით მოჭ­რე­ხენ. საჭ­ვ­რე­თა ხი­საა, მას­ზე სხვა­დას­ხ­ვა ნიშ­ნე­ბია ამოჭ­რი­ლი და ყვე­ლა ოჯახს სა­კუ­თა­რი ნიშ­ნი­ა­ნი საჭ­ვ­რე­თა აქვს.
აცხო­ბენ აგ­რეთ­ვე ჭი­ჭი­ტას, რო­მე­ლიც მრგვა­ლია (ბუბ­ლი­კი) და ნა­პი­რი დაჭ­რე­ლე­ბუ­ლი აქვს. მოგ­რ­ძო ფორ­მის ლა­ვა­შებ­საც ხში­რად აჭ­რე­ლე­ბენ. ქა­და ცხვე­ბა ყვე­ლი­ა­ნი და ხა­ვი­წი­ა­ნი (გუ­ლი­ა­ნი), აცხო­ბენ მრგვალ და თხელ პურს, კე­ცე­ულს, რომ­ლის გუ­ლი ყვე­ლი­თა და მწვა­ნი­ლი­თაა შე­ზა­ვე­ბუ­ლი. კე­ცე­ულს ერ­ბო­ში აწო­ბენ და ისე ჭა­მენ. ხინ­კა­ლი იცი­ან ხორ­ცი­სა. ჭა­მენ მო­ხარ­შუ­ლი სი­მინ­დის კვერს, ღურ­ღუ­ჭელს. მაჭ­კატს აკე­თე­ბენ წმინ­და ფქვი­ლი­სას, რო­მელ­საც რძე­ში გახ­ს­ნი­ან, თხლად ერ­ბო­ში მოს­წ­ვა­ვენ და ერ­ბო­თი­ვე ჭა­მენ.
პურს ხევ­სუ­რეთ­ში ქვის ღუ­მელ­ში აცხო­ბენ. ღუ­მე­ლი მი­შე­ნე­ბუ­ლია სახ­ლის სარ­კ­მელ­თან. ის სი­პი ქვის­გა­ნაა ნა­გე­ბი და შუ­ა­ში და­ტა­ნე­ბუ­ლი აქვს ბრტყე­ლი და თხე­ლი სი­პი ქვა. ღუ­მელს ქვეშ ცეცხლს უნ­თე­ბენ, სი­პი ხურ­დე­ბა და მას­ზე პუ­რის ცომს აწყო­ბენ.
რძის ნა­წარ­მე­ბი­დან ჭა­მენ ერ­ბო­სა და ნა­ღებ­მოხ­დილ ყველს, აგ­რეთ­ვე კალტს, კა­რაქს და ნა­ღებს არ ჭა­მენ, ზო­გი რძე­საც არ სვამს.
ჭა­მენ კა­რა­ქის ძირს, რო­მელ­საც სი­მინ­დის ფქვილს მო­აყ­რი­ან და კოვ­ზით მი­ირ­თ­მე­ვენ.
ხორ­ცე­უ­ლი­დან ჭა­მენ ხა­რის, ძრო­ხი­სა და ცხვრის ხორცს, ძი­რი­თა­დად, მო­ხარ­შულ­სა და მშრალს, წვნი­ა­ნე­ბი­დან ყა­ურ­მას აკე­თე­ბენ. ნა­ნა­დი­რე­ვი­დან კი — ჯიხ­ვის ხორცს. ჯიხ­ვი ხევ­სუ­რეთ­ში ბევ­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით არ­ხოტ­სა და შა­ტი­ლის მთებ­ში. ჯიხ­ვ­ზე ნა­დი­რო­ბა­ში ხევ­სუ­რე­ბი და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი არი­ან და ბლო­მა­დაც ხო­ცა­ვენ. ჯიხ­ვის ტყავს ქურ­ქად იყე­ნე­ბენ და ყი­დი­ან. ჯიხ­ვის ტყა­ვი აქ ერთ ლიტ­რა ერ­ბოდ იყი­დე­ბა. ღორ­სა და კურ­დღელს ხევ­სუ­რი არ ჭამს, ხა­ტი გვიკ­რ­ძა­ლავ­სო, ზო­გან ქა­თამ­სა და კვერ­ცხ­საც არ ჭა­მენ, — ხა­ტის გვე­ში­ნიაო. თევზს კი ჭა­მენ. ხორცს ხევ­სუ­რე­ბი ახ­მო­ბენ და ისე ინა­ხა­ვენ.
ბოს­ტ­ნე­უ­ლი და ხი­ლი აქ არ ხა­რობს და ხევ­სუ­რე­ბი ტყი­სა და მინ­დ­ვ­რის ხი­ლით იკ­ვე­ბე­ბი­ან. მხო­ლოდ ბა­რი­სა­ხოს თემ­ში გვხვდე­ბა ზო­გი ბოს­ტ­ნე­უ­ლი და ხი­ლი. ამ ბო­ლო ხა­ნებ­ში აქ კარ­ტო­ფი­ლიც ითე­სე­ბა და ხევ­სუ­რე­ბი კარ­ტო­ხას ჭა­მენ.
ძლი­ერ ეტა­ნე­ბი­ან მხალს, რო­მე­ლიც მა­რილ­წყალ­ში იხარ­შე­ბა, შემ­დეგ ერ­ბო­ში მო­შუ­შა­ვენ და ისე  მიირთმევენ.

ხა­ტის მსა­ხურ­ნი
ხევ­სუ­რეთ­ში ხუ­ცე­სი ორ­გ­ვა­რია — სუ­ლის ხუ­ცი და ხა­ტის ხუ­ცი. სუ­ლის ხუ­ცე­სის მო­ვა­ლე­ო­ბას შე­ად­გენს მიც­ვა­ლე­ბუ­ლის წე­სის რი­გის შეს­რუ­ლე­ბა, ტაბ­ლე­ბის კურ­თხე­ვა, სუ­ლის წყა­როს და­ლოც­ვა და სხვა. ეს არ შე­უძ­ლია ხა­ტის ხუ­ცესს, რო­მელ­საც ეკ­რ­ძა­ლე­ბა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ოჯახ­ში შეს­ვ­ლა, რად­გან ხევ­სუ­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი უწ­მინ­დუ­რია და ხა­ტი დაგ­ვ­მი­ზე­ზავ­სო. ამი­ტომ ხა­ტის ხუ­ცესს ევა­ლე­ბა მხო­ლოდ ხა­ტის სამ­სა­ხუ­რი და მი­სი წე­სე­ბის უმ­წიკ­ვ­ლო შეს­რუ­ლე­ბა, ის ხატ­ში ხალხს ამ­წყა­ლობ­ლებს, საკ­ლა­ვებს ხო­ცავს, საღ­ვ­თოს იხ­დის და სხვ.
ხა­ტის საქ­მე ხუცს ეკითხე­ბა და მას აქ დი­დი გავ­ლე­ნა აქვს, ხა­ტო­ბას წეს­რიგს ხუ­ცი იცავს — ვინც მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბას და­არ­ღ­ვევს, მას ხუ­ცი აჯუ­რუ­მებს — საკ­ლავს ან ფულს ახ­დე­ვი­ნებს.
ხა­ტის დრო­შის გა­მო­ტა­ნა მხო­ლოდ ხუცს შე­უძ­ლია. ხუ­ცი­ვე დაკ­ლავს სა­სოფ­ლო საკ­ლავს და სო­ფელს და­ამ­წყა­ლობ­ლებს. ავი­სა და ცუ­დის ჩამ­დენს, ქურ­დ­სა და თე­მის მო­ღა­ლა­ტეს ხუ­ცი და­ა­რის­ხებს, თა­სით ლუდს დაღ­ვ­რის და და­იწყევ­ლე­ბა. ხუცს თემ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გავ­ლე­ნა აქვს, მის რჩე­ვა-და­რი­გე­ბას ხა­ტის ყმი­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხა­სი­ა­თი ეძ­ლე­ვა. ხუცს ცუდ­სა და საწყენს ვე­რა­ვინ შეჰ­კად­რებს, მას მუ­დამ სუფ­რის თავ­ში სვა­მენ.
ამას­თა­ნა­ვე, ხუც­მა უნ­და იწ­მინ­დოს, ხა­ტის დარ­ბა­ზი და სა­კულ­ტო ნივ­თე­ბიც წმინ­დად და­იც­ვას, რა­თა ხატ­მა თე­მი არ და­ა­მი­ზე­ზოს. ამი­ტომ, ხა­ტო­ბის წინ, ექ­ვ­სი კვი­რა ხუ­ცი წმინ­დობს და მარ­ხუ­ლობს. ამ დროს ის დი­აცს არ ეკა­რე­ბა, მე­ბოს­ლე ქალ­თა­ნაც არ გა­ივ­ლის და მას არც და­ე­ლა­პა­რე­კე­ბა. თუ წმინ­დო­ბის დროს ხუცს ძილ­ში ცო­ლი ან ვინ­მე სხვა ქა­ლი და­ე­სიზ­მ­რე­ბა, მა­შინ რაც არ უნ­და ცი­ვი ზამ­თა­რი იყოს, მან მდი­ნა­რე წყალ­ში უნ­და იბა­ნა­ოს.
ხუ­ცო­ბა ხა­ტის არ­ჩე­ვან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით არ გა­და­დის, ერ­თხელ არ­ჩე­უ­ლი ხუ­ცე­სი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ბერ­დე­ბა და თუ ხა­ტი აირ­ჩევს, მის შვილს შე­უძ­ლია ხუ­ცო­ბის მი­ღე­ბა. ხუცს ხევ­სუ­რეთ­ში გა­სამ­რ­ჯე­ლო არ ეძ­ლე­ვა, ის მხო­ლოდ საკ­ლა­ვის ფეშ­ხო­სა და ტყავს იღებს.

ათენ­გე­ნო­ბა
ეს არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი, რომ­ლის ის­ტო­რია III-IV სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­დის, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია წა­მე­ბუ­ლი ბერ­ძე­ნი მღვდელ­მოძღ­ვ­რის ათე­ნე­გე (ათი­ნო­გენ) სე­ბას­ტი­ე­ლის სა­ხელ­თან. ათენ­გე­ნო­ბა ფარ­თოდ ყო­ფი­ლა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და სომ­ხეთ­ში. მოძ­რავი დღე­სას­წა­უ­ლი იყო და არის დღე­საც. იმარ­თე­ბო­და ივ­ნის-ივ­ლის­ში, აღ­დ­გო­მი­დან 98-ე დღეს. ათენ­გე­ნო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ხალ­ხი შე­სა­წი­რა­ვი­სა და სა­თა­ნა­დო რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბით ცდი­ლობ­და ხა­ტის მფარ­ვე­ლო­ბა და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა.
ეს დღე­სას­წა­უ­ლი დღეს­დღე­ი­სო­ბით მხო­ლოდ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ხევ­სუ­რეთ­ში და ხევ­ში მას ათენ­გე­ნო­ბას ეძა­ხი­ან, თუ­შეთ­ში  ათ­ნი­გე­ნო­ბას, ზო­გან კი იმ ხა­ტის სა­ხელს, სა­დაც დღე­ო­ბა იმარ­თე­ბა (ლა­შა­რო­ბა, თა­მა­რო­ბა, სე­რო­ბა და ა. შ.).
თუმ­ცა, დღეს მთი­ელ­თა ათენ­გე­ნო­ბას, სა­ხელ­წო­დე­ბის გარ­და, თით­ქ­მის აღა­რა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ქრის­ტი­ა­ნულ დღე­სას­წა­ულ­თან. ეს არის ტი­პობ­რი­ვი ხალ­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც იმარ­თე­ბა ივ­ლი­სის II ნა­ხე­ვარ­ში, სხვა­დას­ხ­ვა დღეს (ივ­ლი­სის ბო­ლოს, 20 რიცხ­ვის შემ­დეგ პირ­ვე­ლი შა­ბა­თი­დან). ამ დღეს ხა­ტებ­თან იკ­რი­ბე­ბა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა ხა­რობს, ქე­ი­ფობს, ყველ­გან სუფ­რაა გაშ­ლი­ლი, ხუ­ცე­სე­ბი „ხუ­ცო­ბენ“, ხა­ტებ­თან იწი­რე­ბა საკ­ლა­ვი, შე­საძ­ლე­ბე­ლია მთა­ვა­რია ხევ­სუ­რუ­ლი ლუ­დის და­გე­მოვ­ნე­ბა.

სწორ­ფ­რო­ბა
სწორ­ფ­რო­ბა ხევ­სუ­რეთ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი წე­სია, რო­მელ­საც ძმო­ბი­ლო­ბა­საც უწო­დე­ბენ. რო­დე­საც ქალ-ვაჟ­ნი ასაკ­ში ჩად­გე­ბი­ან, ირ­ჩე­ვენ თა­ვი­ანთ სწორ­ფერს. არ­ჩე­ვა­ნი პი­რად მო­წო­ნე­ბა­ზე და სიყ­ვა­რულ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ ქალ-ვაჟს ერ­თ­მა­ნე­თი მო­ე­წო­ნა, ვა­ჟი ქალს ძმო­ბას ეტყ­ვის და ამის შემ­დეგ მათ შო­რის და­იწყე­ბა სწორ­ფ­რო­ბის რო­მან­ტი­კა. სწორ­ფე­რო­ბენ ერ­თი თე­მი­სა და გვა­რის ქალ-ვაჟ­ნი,  ნა­თე­სავ­თა შო­რის სწორ­ფ­რო­ბა იშ­ვი­ა­თია. სწორ­ფერ ვაჟს უნ­და ახა­სი­ა­თებ­დეს რა­ინ­დო­ბა და ნაძ­მო­ბი ქა­ლი­სად­მი თავ­და­დე­ბა და ერ­თ­გუ­ლე­ბა.
ძმო­ბი­ლო­ბა, ტრფი­ა­ლი, პირ­ველ ხა­ნებ­ში, გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მო­კითხ­ვა-სა­ჩუქ­რებ­ში. სწორ­ფე­რი ქა­ლი თა­ვის ძმო­ბილს უქ­სოვს და უქარ­გავს სა­ბე­ჭურს, საწ­ვი­ვეს, სა­თამ­ბა­ქო­ეს და სხვ. ვა­ჟი კი, თა­ვის ძმო­ბილ ქალს უძღ­ვ­ნის მძი­ვებს, ღილ-ქინ­ძის­თა­ვებს, ვერ­ცხ­ლის სამ­კა­ულს და სხვ.
ამას ჩქა­რა მოჰ­ყ­ვე­ბა გა­მიჯ­ნუ­რე­ბულ სწორ­ფერ­თა წო­ლა. წვე­ბი­ან ჭერ­ხო­ში და ვაჟ­თან ქა­ლი მი­დის, რო­მელ­საც ძმო­ბილ­თან ერ­თი „მი­ნა“ (ბოთ­ლი) არა­ყიც უბით მი­აქვს. ვა­ჟი თავს მო­იმ­ძი­ნა­რებს, ქა­ლი გა­მო­აღ­ვი­ძებს მას და არაყს შე­ას­მევს.
ახ­ლად შეყ­რი­ლი სწორ­ფერ­ნი ერ­თ­მა­ნეთს ძლი­ერ მო­რი­დე­ბით ეალერ­სე­ბი­ან. შე­იძ­ლე­ბა კოც­ნა, ხვევ­ნა-ალერ­სი და ძმო­ბი­ლის მკლავ­ზე წო­ლა. გულ­მ­კერ­დი სწორ­ფე­რებს ერ­თ­მა­ნეთ­ზე აქვთ მიკ­რუ­ლი, ფე­ხე­ბი და მუ­ცე­ლი კი მო­შო­რე­ბით უნ­და და­ი­ჭი­რონ. ქა­ლის ფა­რა­გი­სა და სა­ყე­ლოს ღი­ლის შეხ­ს­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, რაც ვაჟ­კაცს უნა­მუ­სო­ბა­ში ჩაეთ­ვ­ლე­ბა; ასეთ სწორ­ფერს დან­დო­ბი­ლი ქა­ლი მო­ი­ძუ­ლებს და სა­თე­მოდ შე­არ­ცხ­ვენს.
რო­ცა ალერ­სით დატ­კ­ბე­ბი­ან, ერ­თ­მა­ნეთს ზურგს შე­აქ­ცე­ვენ და და­ი­ძი­ნე­ბენ; ან ვა­ჟი გუ­ლაღ­მა დაწ­ვე­ბა, ქა­ლი მის გულ­მ­კერ­დ­ზე თავს დას­დებს და ისე მი­ი­ძი­ნებს; მაგ­რამ ქალს არ უნ­და და­ა­თენ­დეს — სირ­ცხ­ვი­ლია. სწორ­ფერ­თა წო­ლა ხევ­სუ­რეთ­ში შე­იძ­ლე­ბა მკა­ში, მუ­შა­ში, ქორ­წილ­ში და „ახა­ლუ­ხალ­ში“ (ლხინ­ში), სა­დაც წო­ლა გა­თე­ნე­ბამ­დე გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ წო­ლა ისე უნ­და მო­აწყონ, რომ მო­ხუ­ცებ­მა არ და­ი­ნა­ხონ, თო­რემ უზ­რ­დე­ლო­ბა­ში ჩა­ეთ­ვ­ლე­ბათ.
ხატ­ში სწორ­ფერ­თა წო­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლია. მე­ბოს­ლე სწორ­ფერ­თა­ნაც წვე­ბი­ან, მაგ­რამ სამ­რევ­ლო­დან მო­შო­რე­ბით, სად­მე მინ­დორ­ზე. სწორ­ფერ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის და­ჭე­რა ხევ­სუ­რუ­ლი ადა­თით აკ­რ­ძა­ლუ­ლია და ამ მხრივ ნაძ­მობ­მა ქალ­ზე არა­ვი­თა­რი ძა­ლა­დო­ბა არ უნ­და იხ­მა­როს.  ძმო­ბი­ლი ქა­ლი თუ და­ორ­სულ­და, რაც აქ იშ­ვი­ა­თი შემ­თხ­ვე­ვაა, სწორ­ფე­რი ყო­ველ­გ­ვარ ზო­მებს მი­მარ­თავს,  რომ მას მუ­ცე­ლი მო­უ­შა­ლოს და თე­მის რის­ხ­ვა ამით აიც­დი­ნოს. ერ­თი გვა­რი­სა და სოფ­ლის ძმო­ბი­ლის შერ­თ­ვა სა­სირ­ცხ­ვოდ ით­ვ­ლე­ბა და ხევ­სუ­რუ­ლი ადა­თით აკ­რ­ძა­ლუ­ლია. დამ­ნა­შა­ვეს თე­მი მო­იკ­ვეთს და გან­დევ­ნის.
ზოგ­ჯერ სწორ­ფ­რებს ცი­ლა­ო­ბაც კი მოს­დით, მაგ­რამ მათ შო­რის ჩხუ­ბი და მტრო­ბა იშ­ვი­ა­თია და საქ­მეც დათ­მო­ბით თავ­დე­ბა.

ახა­ლი წე­ლი ხევ­სუ­რეთ­ში
ხევ­სუ­რე­ბი „წელ­წადს“ დი­დი სამ­ზა­დი­სით ეგე­ბე­ბი­ან. წი­ნა დღით სახ­ლ­სა და მის კარ­მი­და­მოს ასუფ­თა­ვე­ბენ და ყვე­ლა­ნი ახა­ლი ტა­ლა­ვა­რით იმო­სე­ბი­ან. სა­ა­ხალ­წ­ლოდ ოჯა­ხებ­ში არაყს ხდი­ან და ლუდს ხარ­შა­ვენ.
დი­ა­სახ­ლი­სი სა­ა­ხალ­წ­ლო კვე­რებს და ერთ დიდ სა­მეკ­ვ­ლეო კვერს აცხობს, რო­მელ­ზე­დაც გა­მო­სა­ხუ­ლია ჯვა­რი, კა­ცი, სახ­ნი­სი, ხა­რი, ძრო­ხა, ცხე­ნი, ქე­რის თავ­თა­ვი და სხვ. სა­მეკ­ვ­ლეო კვერს გა­მოცხო­ბის დროს აკ­ვირ­დე­ბი­ან და რო­მე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაც აიწევს, იმ წე­ლი­წადს ის იქ­ნე­ბა მრა­ვა­ლი და დოვ­ლა­თი­ა­ნი. შემ­დეგ დი­ა­სახ­ლი­სი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის­თ­ვის აცხობს ბე­დო­ბის კვერს. თი­თო­ე­ულ ბე­დის­კ­ვერს თა­ვი­სი ნი­შა­ნი აზის, გა­მოცხო­ბის დროს ვი­სიც აფუვ­დე­ბა, ის ბე­დი­ა­ნი და ყის­მა­თი­ა­ნი იქ­ნე­ბაო.
ახალ­წ­ლის სა­ღა­მოს ოჯა­ხი­დან ხატ­ში გზავ­ნი­ან მეკ­ვ­ლეს, რო­მელ­საც მი­აქვს არა­ყი და იმ­დე­ნი წუ­ლის სან­თე­ლი, რამ­დე­ნი ქუ­დო­სა­ნი­ცაა ოჯახ­ში. მეკ­ვ­ლეს დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ოჯა­ხი­დან არა­ვინ გა­ვა.
ხევ­სუ­რი ხალ­ხის მკურ­ნა­ლო­ბა
ხევ­სუ­რეთ­ში ხალ­ხის მკურ­ნა­ლო­ბას სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა. წი­ნათ კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და ხევ­სუ­რე­თის დოს­ტა­ქარს, რო­მე­ლიც რთულ ოპე­რა­ცი­ა­ში 5-10 ძრო­ხის სა­ფა­სურს იღებ­და. ამი­ტომ ხევ­სუ­რეთ­ში ბევ­რი ეტა­ნე­ბო­და დოს­ტაქ­რო­ბას. მათ შო­რის იყ­ვ­ნენ გა­მორ­ჩე­უ­ლი დოს­ტაქ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც რთულ ოპე­რა­ცი­ებს და თა­ვის ქა­ლის ტრე­პა­ნა­ცი­ა­საც კი აკე­თებ­დ­ნენ.
დღეს კი, დამ­კეჭ­ნე­ლი ხევ­სუ­რი, თუ და­კეჭ­ნი­ლი მე­შუღ­ლე თავ­ში არ არის დაჭ­რი­ლი, დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის ექიმს მი­მარ­თავს, მაგ­რამ თუ ჭრი­ლო­ბა თავ­შია, მე­შუღ­ლეს დაჭ­რი­ლი გა­სა­სინ­ჯად ჯერ დოს­ტა­ქარ­თან მიჰ­ყავს და ჭრი­ლო­ბის სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით დრა­მას იხ­დის. შემ­დეგ დაჭ­რი­ლი ექიმ­თან მკურ­ნა­ლობს, რაც დამ­ჭ­რელს გა­ცი­ლე­ბით იაფი უჯ­დე­ბა, ვიდ­რე ხევ­სუ­რი დოს­ტა­ქა­რი. მაგ­რამ ესეც შე­თან­ხ­მე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზოგ­ჯერ თავ­ში და­კეჭ­ნი­ლი ექიმ­თან არ წა­ვა და დოს­ტა­ქარ­თან არ­ჩევს მკურ­ნა­ლო­ბას. ამი­ტომ თავ­ზე მძი­მე ჭრი­ლო­ბის დროს ხევ­სუ­რი დღე­საც თა­ვის დოს­ტა­ქარ­თან წამ­ლობს. ამ დოს­ტაქ­რებს შო­რის ცნო­ბი­ლია არ­ხო­ტე­ლი ალე­კა ოჩი­ა­უ­რი, ქო­ბუ­ლო­ე­ლი მგე­ლი­კა ლი­ქო­კე­ლი და შა­ტი­ლე­ლი გუ­გუა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

ტა­ლა­ვა­რი
„ხევ­სურს წი­თე­ლი ჯვრი­ა­ნი ჩო­ხა ად­ვი­ლად საც­ნობს ხდის“ (ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა).
ხევ­სუ­რის „ახი­რე­ბუ­ლი ჩაც­მა-და­ხურ­ვა... გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლია და სა­ინ­ტე­რე­სოა თვით უცხო კაც­თათ­ვი­საც და მე­ტად­რე ჩვენ ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის“  (ალ. ყაზ­ბე­გი).
რო­მელ ხალ­ხებ­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ებს არ და­უ­კავ­ში­რეს მკვლე­ვა­რებ­მა ხევ­სუ­რის ტა­ლა­ვა­რი — ინ­დო­ევ­რო­პე­ლებს, რე­ტე­ნუ­ე­ლებს, შუ­ამ­დი­ნა­რეთს, ევ­რო­პელ ჯვა­როს­ნებს... ერ­თი კი ნა­თე­ლია, რომ კავ­კა­სი­ის მთი­ა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ფი­დან ხევ­სუ­რუ­ლი ტო­ლის (შა­ლის) ტა­ლა­ვა­რის სა­ხით ჩვენ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი გვაქვს ის­ტო­რი­უ­ლი ხა­ნის ჩაც­მუ­ლო­ბის იშ­ვი­ა­თი, ორი­გი­ნა­ლუ­რი ნი­მუ­ში. იგი გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი არ­ქა­უ­ლო­ბით, მა­სა­ლით, აჭ­რი­ლო­ბი­თა და ქარ­გუ­ლო­ბით, რაც ცნო­ბი­ლი იყო ქალ­დე­ვე­ლებ­ში, ურარ­ტუ­ე­ლებ­ში, ხე­თებ­ში, ბა­ბი­ლო­ნე­ლებ­ში, ეგ­ვიპ­ტე­ლებ­ში.
ასე­ვე ეც­ვათ ძველ იბე­რი­ელ ტო­მებს და გვი­ა­ნო­ბამ­დე ხევ­სურ­თა უშუ­ა­ლო მე­ზობ­ლებ­საც. ლა­მა­ზი ტა­ლა­ვა­რი, რო­მე­ლიც ოდით­გან­ვე სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სრულ­ყ­ვეს ხევ­სუ­რებ­მა. უძ­ვე­ლე­სი კვარ­თი, თა­ვი­სი შემ­დ­გო­მი აჭ­რი­ლო­ბი­თა და ჯვრი­დან მომ­დი­ნა­რე გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტი, უმაღ­ლეს დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნეს ხევ­სურ­მა ქა­ლებ­მა და ჩაწ­ვ­დ­ნენ ბუ­ნებ­რივ ფერ­თა სა­ი­დუმ­ლოს. თუ ფხოვ­ში იყ­ვ­ნენ მჭედ­ლო­ბის მე­სა­ი­დუმ­ლე გვა­რე­ბი და გა­და­შენ­დ­ნენ, იყ­ვ­ნენ და ჩვენ დრომ­დე მო­აღ­წი­ეს ნა­ხა­ტი­სა და ფე­რის მე­სა­ი­დუმ­ლე ოს­ტატ­მა ქა­ლებ­მა.
ხევ­სუ­რელ ქალ­საც ფე­რა­დად მო­ქარ­გუ­ლი შა­ლის ტა­ლა­ვა­რი აც­ვია, მე­ტად­რე ჯუ­ბა და ფა­ფა­ნა­გი მშვე­ნივ­რა­დაა მორ­თუ­ლი, თავ­ზე კეკ­ლუ­ცად მან­დი­ლი ახ­ვე­ვია. თმა კარ­გი აქვს, გრძე­ლი, მრა­ვალ ნაწ­ნა­ვე­ბად დაწ­ნი­ლი და შუბ­ლ­ზე დახ­ვე­უ­ლი.
„...თუ ხევ­სუ­რებ­მაც თა­ვი­ან­თი ტა­ლა­ვა­რი ნა­ყიდ ფარ­ჩი­სა­ზე გას­ც­ვა­ლეს, მა­შინ ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია ხევ­სუ­რეთ­ში ხევ­სუ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა“ (ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა).

სა­ო­მა­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა
ხევ­სუ­რის სა­ო­მა­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, მი­სი­ვე ტა­ლავ­რის მსგავ­სად, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ლა­მა­ზი იყო.
ში­ნა­უ­რი და გა­რე­შე მტრის­გან მუდ­მი­ვი საფ­რ­თხე, თავ­მომ­წო­ნე­ო­ბა, საზღ­ვ­რის სი­ახ­ლო­ვე, ჩრდი­ლო­ელ მე­ზობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა „ხევ­სუ­რებს აიძუ­ლებ­და უფ­რო ბე­ჯი­თად ეზ­რუ­ნათ საბ­რ­ძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ზე, ვიდ­რე სა­ქონ­ლის მომ­რავ­ლე­ბა­ზე“ (ალ. ყაზ­ბე­გი). მა­მა­კაცს ტახ­ტის თავ­თან ეკი­და ფარ-ხმა­ლი, ჯაჭ­ვი და თო­ფი, სა­გან­გე­ბოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი საგ­ზა­ლი და ახ­ლად გა­ბან­დუ­ლი ჯღან-ქა­ლა­მა­ნი. იგი ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მზად იყო სა­ლაშ­ქ­როდ.
„ხევ­სურს... გვერ­დ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ფარ-ხმა­ლი ად­ვი­ლად საც­ნობს ხდი­და; სა­დაც უნ­და იყოს ხევ­სუ­რი... იმას თან გა­ნუყ­რე­ლად აქვს იარა­ღი... ხევ­სუ­რი მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დრო­საც კი არ იშო­რებს ტა­ნი­დან იარაღს...“  (ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა).
„უცებ მე­ხუ­თე თუ მე­ა­თე სა­უ­კუ­ნე­ში გა­დავ­სახ­ლ­დი... დრო­ში­სა და დე­კა­ნო­ზის წინ — ოცი­ოდ ლან­დი ჟამ­თა წარ­სულ­თა, შე­ჭე­დი­ლი ჩაფხუ­ტე­ბით, პე­რან­გე­ბით, სამ­კ­ლა­ვე­ე­ბით, მრგვა­ლი ფა­რე­ბით, ად­ლ­ზე უგ­რ­ძე­სი დაშ­ნე­ბით, ად­ლი­ა­ნი სა­ტევ­რე­ბით, ბუნ­გ­რ­ძე­ლი შუ­ბე­ბით, და­ლურ­ს­მუ­ლი კომ­ბ­ლე­ბით და ბუნ­მოკ­ლე სათხე­დე­ბით. ირ­გ­ვ­ლივ ჭა­ბუ­კე­ბი და ყრმე­ბი ეხ­ვივ­ნენ, ისი­ნიც ხან­ჯ­ლე­ბით, მშვილ­დის­რე­ბით, კარ­პა­ჭე­ბით, ხის მუ­ზა­რა­დე­ბით, კა­ჟი­ა­ნი თო­ფე­ბით და გრძე­ლი ხმლე­ბით ას­ხ­მულ­ნი, რო­მელ­ნიც ტან­მორ­ჩილ ბალ­ღებს მი­წა­ზე დას­თ­რე­ვენ...“  (მ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი).
„ტან­ზე ჯავ­შა­ნი ეც­ვათ, მკლა­ვებ­ზე სამ­კ­ლა­უ­რი, მხარ­ზე ფა­რი და წელ­ზე ხან­ჯა­ლი: თავ­ზე ჩაფხუ­ტი ეხუ­რათ, რომ­ლის ქვე­ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი რკი­ნის წვრი­ლი ძეწ­კ­ვე­ბი მხრე­ბამ­დე სწვდე­ბათ. ფა­რე­ბი აქა-იქ ნაჭ­დევ­ნი და ჯავ­შან­ნი საკ­მა­ოდ შეც­ვე­თილ­ნი მოწ­მობ­დ­ნენ, რომ მორ­კი­ნალთ არა ერ­თი მკაც­რი შებ­რ­ძო­ლე­ბა ხვდე­ნო­დათ, ბევრ მათ­განს ჭრი­ლო­ბის კვა­ლი შერ­ჩე­ნო­და სა­ხე­ზე: ეს ალ­ბათ „სა­ცე­რუ­ლი მოხ­ვედ­რო­დათ. მე­ო­მარ­ნი ფა­რი­კა­ობ­დ­ნენ, რო­გორც ვი­კინ­გე­ბი...“ (გრ. რო­ბა­ქი­ძე).

შა­ტი­ლი
შა­ტი­ლი, ქარ­თუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერ­თი ბრწყინ­ვა­ლე, უნი­კა­ლუ­რი ძეგ­ლია. კლდე­ზე შე­ფე­ნი­ლი სო­ფე­ლი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, საცხოვ­რე­ბე­ლიც იყო და ცი­ხე­სი­მაგ­რეც, იგი სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე და­რა­ჯობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩრდი­ლო­ეთ გად­მო­სას­ვ­ლე­ლებს.
სოფ­ლის კი­დე­ებს მი­უყ­ვე­ბა ერ­თ­მა­ნეთ­თან მიჯ­რით ნა­გე­ბი ცი­ხე-სახ­ლე­ბის რი­გი და იქ­მ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი, მი­უ­ვა­ლი დამ­ც­ვე­ლი კე­დე­ლი, რო­მე­ლიც სა­ი­მე­დოდ კე­ტავს სო­ფელს. გა­რე სამ­ყა­როს­თან შა­ტილს არ­ღუ­ნის ხე­ო­ბა­ში გა­მა­ვა­ლი ერ­თა­დერ­თი ვიწ­რო გზა აკავ­ში­რებს. შა­ტი­ლის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა ტე­რა­სუ­ლია, შე­ნო­ბა­თა ძი­რი­თა­დი ტი­პია ბრტყელ­სა­ხუ­რა­ვი­ა­ნი სახ­ლი და კოშ­კუ­რი საცხოვ­რე­ბე­ლი. სო­ფელს, შე­ნო­ბებს შო­რის, მთელ სი­მაღ­ლე­ზე აუდის ვიწ­რო ქვის კი­ბე, აქა-იქ შე­მორ­ჩე­ნი­ლია ძვლე­ბი­სა­გან შეკ­რუ­ლი ფი­ცარ­ნა­გე­ბი — გა­და­სას­ვ­ლე­ლე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით, მტრის შე­მო­სე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მთე­ლი სოფ­ლის შე­მორ­ბე­ნა ქუ­ჩა­ში გა­მო­უს­ვ­ლე­ლად.

მუ­ცო
მუ­ცო, სო­ფე­ლი დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მდი­ნა­რე არ­დო­ტის­წყ­ლის (არ­ღუ­ნის მარ­ჯ­ვე­ნა შე­ნა­კა­დი) ხე­ო­ბა­ში, ხევ­სუ­რე­თის შე­მო­სას­ვ­ლე­ლის ის­ტო­რი­უ­ლი და­რა­ჯი და დამ­ც­ვე­ლი იყო. სო­ფე­ლი ზღვის დო­ნი­დან 1880 მეტ­რ­ზეა, დუ­შე­თი­დან 121 კმ-შია.
სო­ფელ­ში, რო­მე­ლიც თით­ქ­მის გა­უ­კაც­რი­ელ­და ერთ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ხნის წინ, და­ახ­ლო­ე­ბით, 40-მდე შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­მაგ­რე­ბუ­ლი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სახ­ლია გან­ლა­გე­ბუ­ლი ვერ­ტი­კა­ლურ ტე­რა­სებ­ზე. მუ­ცო-არ­დო­ტის ხე­ო­ბის­თავ­ზე ოთხი საბ­რ­ძო­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ცი­ხე-კოშ­კი და რამ­დე­ნი­მე ძვე­ლი სტრუქ­ტუ­რის ნან­გ­რე­ვია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მი­სად­გო­მად რთულ სო­ფელ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ორი­გი­ნა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ის პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლია ტუ­რის­ტე­ბი­სა და მთამ­ს­ვ­ლე­ლე­ბის­თ­ვის. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა­ზე სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლ­თა სი­ა­შია.

25-28(942)N