გამოდის 1998 წლიდან
2012-10-04
კეთილი ფიქრის, კეთილი სიტყვის, კეთილი საქმის საწინდარი

19 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­კურ­სის „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ დას­კ­ვ­ნი­თი ტუ­რი გა­ი­მარ­თა.
კონ­კურ­სან­ტებ­მა სა­სურ­ველ ენა­ზე (ქარ­თუ­ლი, ინ­გ­ლი­სუ­რი, ფრან­გუ­ლი, სომ­ხუ­რი) წარ­მო­ად­გი­ნეს შერ­ჩე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი, მი­ნი-ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი პო­ე­მის შე­სა­ხებ. კონ­კურ­სან­ტებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის იშ­ვი­ათ წიგ­ნ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ ვიქ­ტო­რი­ნა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­კურ­ს­ში „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. კონ­კურ­სან­ტ­თა შე­ფა­სე­ბი­სას ჟი­უ­რი (თავ­მ­ჯ­დო­მა­რე — გია მურ­ღუ­ლია, წევ­რე­ბი: მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლი, ლა­ლი და­თაშ­ვი­ლი, და­ვით მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი) გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას უთ­მობ­და მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბას, პო­ე­მის მოქ­მედ, ცოცხალ სიტყ­ვა­ში გარ­და­სახ­ვას, მარ­თ­ლ­მეტყ­ვე­ლე­ბას — ბგე­რა­თა სწო­რად და გარ­კ­ვე­ვით გა­მოთ­ქ­მას, არა­ქარ­თ­ველ­თა მი­ერ ქარ­თუ­ლი ენის ფლო­ბის უნარს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს კონ­კურ­ს­ში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ერევ­ნის სას­წავ­ლო კომ­პ­ლექ­სის „მხი­თარ სე­ბას­ტა­ცის“ (დი­რექ­ტო­რი — აშოტ ბლე­ი­ა­ნი) მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ასე­ვე ნი­ნოწ­მინ­დის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის, გან­ძის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლის (დი­რექ­ტო­რი — სარ­ქის დურ­გა­რი­ა­ნი) არა­ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი.
კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დიპ­ლო­მე­ბი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბით და­ჯილ­დოვ­დ­ნენ. ვიქ­ტო­რი­ნა­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა თბი­ლი­სის 115-ე სა­ჯა­რო სკო­ლის გუნ­დ­მა — „სჯობს სი­ცოცხ­ლე­სა ნაძ­რახ­სა სიკ­ვ­დი­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი“.
ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვა“ პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მი­თა და პრი­ზით და­ჯილ­დოვ­და ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გან­ძის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი ნა­ნა ბარ­ჯა­ძე-მი­ხა­ნაშ­ვი­ლი; მე­ო­რე ხა­რის­ხის დიპ­ლო­მი და პრი­ზი გა­და­ე­ცა თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კერ­ძო სკო­ლის „მზე­კა­ბა­ნი — 2007“ VIII კლა­სის მოს­წავ­ლეს — მა­რი­ამ მა­კა­რი­ძეს; მე­სა­მე ად­გი­ლი გა­ი­ნა­წი­ლეს — თბი­ლი­სის 116-ე, 23-ე და 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლების მკითხ­ვე­ლებ­მა და გა­და­ე­ცათ სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი. ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „სა­უ­კე­თე­სო კომ­პო­ზი­ცია“ და­ჯილ­დოვ­დ­ნენ: თბი­ლი­სის 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი — ტა­ტი­ა­ნა შა­თი­რიშ­ვი­ლი (პირ­ვე­ლი ად­გი­ლი) და ერევ­ნის სას­წავ­ლო კომ­პ­ლექ­სის „მხი­თარ სე­ბას­ტა­ცი“ პე­და­გო­გი რი­ნა შა­გი­ნი­ა­ნი (მე­ო­რე ად­გი­ლი).
ღო­ნის­ძი­ე­ბის და­საწყის­ში დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გო პრო­ფე­სორ რე­ვაზ სი­რა­ძის ხსოვ­ნას, რო­მე­ლიც გა­სულ წლებ­ში პრო­ექ­ტის ქო­მა­გი და ჟი­უ­რის სა­პა­ტიო წევ­რი იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ამ დღეს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა რე­ვაზ სი­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბის და­არ­სე­ბას. კლუბს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი — გი­ორ­გი კი­ლა­ძე და ნი­ნო ხვე­დე­ლი­ძე უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბენ.
თა­მარ ბა­რი­საშ­ვი­ლი, პრო­ექ­ტის „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „პრო­ექ­ტი უკ­ვე მეცხ­რედ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მო­წო­დე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სათ­ვის უპირ­ვე­ლე­სი წიგ­ნის უკეთ გა­საც­ნო­ბად, მსოფ­ლიო აზ­როვ­ნე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მრწამ­სის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­კურ­სი ამ­ჯე­რა­დაც ახალ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში ჩა­ტარ­და. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა რომ მას­პინ­ძ­ლობ­და ღო­ნის­ძი­ე­ბას, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ წელს „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ვახ­ტან­გი­სე­უ­ლი გა­მო­ცე­მის 300 წლის იუბი­ლეა.
მი­ხა­რია, რომ ბა­ტო­ნი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ჩემს ინი­ცი­ა­ტი­ვას — და­ფუძ­ნე­ბუ­ლი­ყო რე­ვაზ სი­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბი“ — და­დე­ბი­თად შეხ­ვ­და და მხარ­და­ჭე­რა აღ­გ­ვით­ქ­ვა. ეს წა­მოწყე­ბა ბევრ ლი­ტე­რა­ტორს, ქარ­თუ­ლი სიტყ­ვი­ე­რე­ბის მოყ­ვა­რულს, მეც­ნი­ერ­სა და მას­წავ­ლე­ბელს გა­ა­ხა­რებს, მცი­რე­დით მა­ინც შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქებს იმ ტკი­ვილს, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია ბა­ტო­ნი რე­ზოს მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბით. სწო­რე­დაც რომ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სივ­რ­ცე­ში უნ­და და­ვან­დეს ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბა.
მად­ლო­ბას ვუხ­დი კონ­კურ­სის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და სომ­ხე­თის მას­შ­ტა­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შ­რომ­ლებს: ნი­ნო ხვე­დე­ლი­ძეს, გი­ორ­გი თეთ­რუ­აშ­ვილ­სა და გი­ორ­გი კი­ლა­ძეს; ნი­ნოწ­მინ­დის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას და კომ­პ­ლექს „რა­ბა­თის“ დი­რექ­ტორს — ბა­ტონ ნო­დარ გო­რო­ხოვს.
გია მურ­ღუ­ლია, თბი­ლი­სის 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მას­პინ­ძ­ლო­ბის­თ­ვის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი და პე­და­გო­გე­ბი პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს აკე­თე­ბენ. არა­ფე­რია იმა­ზე კარ­გი სა­ნა­ხა­ვი, რო­დე­საც ახალ­გაზ­რ­და ადა­მი­ა­ნე­ბი სხე­დან და „ვეფხის­ტყა­ო­სან­ზე“ სა­უბ­რო­ბენ და ეს სა­უ­ბა­რი და­უს­რუ­ლე­ბე­ლია. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­არ­ს­დე­ბა „ვეფხის­ტყა­ოს­ნის, მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბი“, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ კარ­გი საქ­მე­ე­ბი აკე­თონ. არ­სე­ბობს ფიქ­რის ეკო­ლო­გია, 21-ე სა­უ­კუ­ნემ იმ­დე­ნად და­ა­ნაგ­ვი­ა­ნა ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ხან­და­ხან აუცი­ლე­ბე­ლია ეკო­ლო­გი­უ­რი სი­სუფ­თა­ვე ფიქ­რის, გან­ზ­რახ­ვის. მაზ­დი­ა­ნებს ჰქონ­დათ თა­ვი­ან­თი სა­მე­ბა: კე­თი­ლი ფიქ­რი, კე­თი­ლი სიტყ­ვა, კე­თი­ლი საქ­მე. ეს ძა­ლი­ან კარ­გი პრინ­ცი­პია. მე­ტი რა არის ადა­მი­ა­ნი? მე­რე რა, რომ მაზ­დი­ა­ნე­ბის სა­მე­ბაა. მინ­და, მეც ვუ­სურ­ვო პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს — კე­თი­ლი ფიქ­რი, კე­თი­ლი სიტყ­ვა, კე­თი­ლი საქ­მე, ამა­ში მათ სწო­რედ „ვეფხის­ტყა­ო­სან­ზე“ ფიქ­რი და­ეხ­მა­რე­ბათ“.
მაია კო­ბა­ხი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „ჩვენ ყვე­ლას „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ გვა­ერ­თი­ა­ნებს. დი­დი მად­ლო­ბა ერევ­ნის სას­წავ­ლო კომ­პ­ლექ­სის მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ჩვე­ნი პრო­ექ­ტით და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ნენ კონ­კურ­ს­ში. ისი­ნი ჩვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, სომ­ხე­თის პე­და­გოგ­თა პროფ­კავ­ში­რის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და ხელ­შეწყო­ბით ჩა­მობ­რ­ძან­დ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ასე­ვე დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პრო­ექ­ტის ავ­ტორს, ქალ­ბა­ტონ თა­მარ ბა­რი­საშ­ვილს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნად­გო­მი­სათ­ვის და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მხა­რი და­უ­ჭი­რა პრო­ექტს და წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. რად­გან პრო­ექ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სუ­ლი­ერ აღ­ზ­რ­დას, ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პროფ­კავ­ში­რი მო­მა­ვალ­შიც აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რ­ძე­ლებს პრო­ექ­ტის ხელ­შეწყო­ბას“.
რუ­ზა­ნა ათო­რა­კა­ლი­ა­ნი, გან­ძის ¹2 სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სკო­ლის VIII კლა­სის მოს­წავ­ლე: „მი­ხა­რია, რომ პრო­ექ­ტ­ში „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ სო­მე­ხი ბავ­შ­ვე­ბიც ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. ჩვენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ და ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, ქარ­თუ­ლად ვი­ცო­დეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და კულ­ტუ­რა, ჩვენ აუცი­ლებ­ლად ვის­წავ­ლით „ვეფხის­ტყა­ო­სანს“ ქარ­თულ ენა­ზე“.
ტა­ტი­ა­ნა შა­თი­რიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „ჩვენ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ კომ­პო­ზი­ცი­ა­ში — „ჰან­გე­ბი ვეფხის­ტყა­ოს­ნი­დან“ ვსა­უბ­რობთ იმ მუ­სი­კა­ლუ­რი საკ­რა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პო­ე­მა­შია ნახ­სე­ნე­ბი. სწო­რედ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას და­ი­ნა­ხეს მოს­წავ­ლე­ებ­მა, რომ ტა­რი­ე­ლი და ავ­თან­დი­ლი გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან არა მარ­ტო რო­გორც მებ­რ­ძო­ლი რა­ინ­დე­ბი, არა­მედ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან წილ­ნა­ყა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩვე­ნი კომ­პო­ზი­ცი­ი­დან ნათ­ლად ჩანს, თუ რა ად­გი­ლი უჭი­რავს პო­ე­მა­ში მუ­სი­კა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მუ­სი­კის ფარ­გ­ლებ­ში გან­გ­ვე­ხი­ლა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“. ბევ­რი სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც დღეს ქარ­თულ ეს­ტ­რა­და­ზე მღე­რი­ან, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ფრა­ზებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაა შექ­მ­ნი­ლი. დი­დი მად­ლო­ბა პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და ჟი­უ­რის, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი შრო­მა სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სეს და შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრი­ზით — და­ვით მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მი­ერ ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნით“ დაგ­ვა­ჯილ­დო­ვეს“.
რი­ნა შა­გი­ნი­ა­ნი, ერევ­ნის სას­წავ­ლო კომ­პ­ლექს „მხი­თარ სე­ბას­ტა­ცის“ ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვენ­თ­ვის დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. ჩვენს სას­წავ­ლე­ბელ­ში დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას, რაც სას­წავ­ლებ­ლის დი­რექ­ტო­რის — აშოტ ბლე­ი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა (აშოტ ბლე­ი­ა­ნი თბი­ლი­სის მე­რი­ის მი­ერ და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ოქ­როს მედ­ლით, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რის ელ­ჩი). მე­ო­რე წე­ლია, სას­წავ­ლე­ბელ­ში ქარ­თუ­ლი ენა, რო­გორც უცხო ენა, ისე ის­წავ­ლე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბი დიდ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლი­სად­მი, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რი­სად­მი. ყო­ვე­ლი წლის 14 აპ­რილს ჩვე­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს ქარ­თუ­ლი ენის დღეს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ ჩა­მოვ­დი­ვართ. მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს „სა­ი­ათ­ნო­ვას“ სკო­ლას­თან. დი­დი მად­ლო­ბა პრო­ექ­ტის — „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, რომ­ლებ­მაც პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცეს. მო­მა­ვალ­ში მსგავს პრო­ექ­ტებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თ­ვე­ბით“.
მა­ნა­ნა წე­რე­თე­ლი, თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კერ­ძო სკო­ლის „მზე­კა­ბა­ნი — 2007“ პე­და­გო­გი: „მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ამ პრო­ექ­ტ­ში. ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა გვარ­წ­მუ­ნებს, რომ ხან­და­ხან ძა­ლი­ან შორს ვართ ზნე­ობ­რი­ო­ბის­გან. ძა­ლი­ან ხში­რად არის სა­ჭი­რო­ე­ბა იმი­სა, რომ ვი­კითხოთ „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, რო­გორც სა­გან­ძუ­რი, რო­გორც ზნე­ობ­რი­ვი სრულ­ყო­ფის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა, რად­გან ისე­ვე სრულ­ყო­ფი­ლი გახ­დეს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, რო­გორც „...მა­მაი ჩვე­ნი ზე­ცა­თაი სრულ არს“.
ნა­ნა ბარ­ჯა­ძე-მი­ხა­ნაშ­ვი­ლი, გან­ძის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „მი­ხა­რია, რომ დღეს ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან, სო­მეხ ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე ვარ ამ დი­დი ღო­ნის­ძი­ე­ბის. პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვით ჩვენ გა­მოვ­ხა­ტეთ უკ­ვ­და­ვი პო­ე­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და და­ინ­ტე­რე­სე­ბა. თუ დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად რა­ი­მე სჭირ­დე­ბა ჩვენს ერს, ეს არის ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. დი­დი მად­ლო­ბა პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც მო­ზარ­დე­ბის სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ“.
ლა­ლი და­თაშ­ვი­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი: „ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ბა­ზა­ზე „ვეფხის­ტყა­ოს­ნის მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბის“ და­ფუძ­ნე­ბა, კი­დევ ერ­თი კე­თი­ლი საქ­მის და­საწყი­სია. მი­მაჩ­ნია, რომ კლუ­ბი ბევრ ადა­მი­ანს მი­ა­ნი­ჭებს ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ც­დას. შემ­თხ­ვე­ვი­თი არ არის, რომ კლუ­ბი რე­ვაზ სი­რა­ძის სა­ხე­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან მან შექ­მ­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი ეპო­ქა ქარ­თუ­ლი ეს­თე­ტი­კუ­რი აზ­რის ის­ტო­რი­ი­სათ­ვის. მი­სი „ვეფხვის­ტყა­ოსა­ნი და ვეფხვის­ტყაოს­ნო­ბა“ ძა­ლი­ან დი­დი ფიქ­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა და კარ­გი იქ­ნე­ბა თუ მას მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან და წა­ი­კითხა­ვენ.
რაც კი ღი­რე­ბუ­ლი მო­ი­პო­ვა კა­ცობ­რი­ო­ბამ, ეს მოხ­და მხო­ლოდ ფიქ­რის კულ­ტუ­რის გზი­თა და სა­შუ­ა­ლე­ბით. მი­ხა­რია, რომ პრო­ექ­ტი „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას“.
მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლი, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე: „ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სწო­რედ ეროვ­ნუ­ლ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში უნ­და იქ­მ­ნე­ბო­დეს კლუ­ბე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­დე­ბის სუ­ლი­ერ აღ­ზ­რ­დას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ყვე­ლამ უნ­და იცო­დეს, რომ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა არის ქვეყ­ნის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა რომ მხო­ლოდ წიგ­ნ­სა­ცა­ვი არ არის, ამას სწო­რედ დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ცხად­ჰ­ყოფს. „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ქარ­თუ­ლი შე­დევ­რია, რო­მელ­ზეც თა­ო­ბე­ბი იზ­რ­დე­ბოდ­ნენ და მო­მა­ვალ­შიც უნ­და აღი­ზარ­დონ. ჩვე­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კა, ყო­ველ­თვის მხარ­დამ­ჭე­რი იქ­ნე­ბა მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და ყვე­ლა ჯან­საღ წა­მოწყე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა“.
ნი­ნო ხვე­დე­ლი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი: „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ უდა­ვოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის მო­ზარ­დ­თა, ამ­ჯე­რად ქარ­თ­ვე­ლი, სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­მე­გობ­რე­ბას, მათ­ში ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კულ­ტუ­რი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გაღ­რ­მა­ვე­ბას.
„ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პირ­ვე­ლი აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მის 300 წლის იუბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­ექ­ტ­ში, წელს პირ­ვე­ლად, ჩა­ერ­თო სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა. ჩვენ წარ­მო­ვად­გი­ნეთ გა­მო­ფე­ნა „ვეფხის­ტყა­ოს­ნის” აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი“. გა­მოვ­ფი­ნეთ იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ცუ­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ კო­ლექ­ცი­ის ნა­წი­ლი. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, გაც­ნო­ბოდ­ნენ რო­გორც 1712 წლით და­თა­რი­ღე­ბულ ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სის სტამ­ბა­ში და­ბეჭ­დილ, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ანა­ში დას­ტამ­ბუ­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ გა­მო­ცე­მებს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ინ­გ­ლი­სურ, იტა­ლი­ურ, ფრან­გულ, გერ­მა­ნულ, ეს­პა­ნურ, პო­ლო­ნურ, ჩე­ხურ, რუ­მი­ნულ, ეს­ტო­ნურ, ბულ­გა­რულ, ბე­ლო­რუ­სულ, მოლ­და­ვურ, სომ­ხურ, ებ­რა­ულ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ, არა­ბულ, სპარ­სულ, ჩი­ნურ, იაპო­ნურ, მონ­ღო­ლურ, თათ­რულ, თურ­ქულ, აფხა­ზურ, იაკუ­ტურ და სხვა ენებ­ზე და­ბეჭ­დი­ლი წიგ­ნე­ბი. შო­თა რუს­თა­ვე­ლის უკ­ვ­და­ვი პო­ე­მა მსოფ­ლი­ოს 37 ქვე­ყა­ნა­ში 46 ენა­ზეა და­ბეჭ­დი­ლი, გა­მო­ცე­მა­თა რიცხ­ვი კი 400-მდეა. ქარ­თულ ენა­ზე და­ბეჭ­დი­ლია 100-ზე მე­ტი ისე­თი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც პო­ე­მის სრულ ტექსტს შე­ი­ცავს. ამ ჩა­მო­ნათ­ვალს არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, ფრაგ­მენ­ტუ­ლი ან პრო­ზა­უ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი. ამ წიგ­ნე­ბის დამ­თ­ვა­რი­ე­ლებ­ლი­სათ­ვის, თვა­ლის ერ­თი გა­დავ­ლე­ბი­თაც, ცხა­დი ხდე­ბა, თუ რა ძვირ­ფა­სი სა­გან­ძუ­რი დაგ­ვი­ტო­ვა დიდ­მა შო­თამ „ერის სა­უნ­ჯედ“ „სა­ე­რო ბიბ­ლი­ად“ წო­დე­ბუ­ლი პო­ე­მის სა­ხით.
პრო­ექ­ტ­ში წელს, ასე­ვე პირ­ვე­ლად, ჩა­ტარ­და ვიქ­ტო­რი­ნა, რომ­ლის­თ­ვი­საც სა­კითხე­ბი შე­ირ­ჩა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით: პო­ე­მის ში­ნა­არ­სობ­რივ-ტექ­ს­ტო­ლო­გი­უ­რი და წიგ­ნ­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­თი, კერ­ძოდ, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ გა­მო­ცე­მა­თა, მა­თი ბეჭ­დ­ვი­სა და მომ­ზა­დე­ბის კუთხით. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, მოს­წავ­ლე­ებს დავ­ხ­მა­რე­ბო­დით სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შე­ეს­წავ­ლათ არა მარ­ტო რუს­თა­ვე­ლის ეპო­ქა და მი­სი უკ­ვ­და­ვი პო­ე­მა, არა­მედ გაც­ნო­ბოდ­ნენ ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სის ღვაწლს ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ბეჭ­დ­ვის ის­ტო­რი­ა­სა და ქარ­თ­ვე­ლი ერის გა­ნათ­ლე­ბის საქ­მე­ში. იშ­ვი­ათ გა­მო­ცე­მა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ცუ­ლი წიგ­ნ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის კა­ბი­ნე­ტის ფონ­დი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მკითხ­ვე­ლი გა­ეც­ნოს „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“, სხვა ძველ­ნა­ბეჭ­დი და გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის წიგ­ნის ბეჭ­დ­ვი­სა და გა­მო­ცე­მის, ქა­ღალ­დი­სა და შრიფ­ტის, წიგ­ნის გა­ფორ­მე­ბი­სა და მი­სი მხატ­ვ­რო­ბის, გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის, სა­გა­მომ­ცემ­ლო ნიშ­ნე­ბი­სა და ექ­ს­ლიბ­რი­სე­ბის ის­ტო­რი­ას. ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო წიგ­ნის ის­ტო­რი­ის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა მო­ზარდ თა­ო­ბებ­ში წიგ­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გაღ­რ­მა­ვე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბაა“.
ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ისა­უბ­რეს კონ­კურ­სის — „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ავ­სებს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რის და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი კი­ლა­ძის წა­მოწყე­ბას „21-ე სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ შექ­მ­ნის თა­ო­ბა­ზე.
გი­ორ­გი კი­ლა­ძე: „ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას „ფე­ის­ბუ­ქის“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ზე აქვს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გვერ­დი „ებ­ლიტ­ფო“, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბელ ფო­რუმს წარ­მო­ად­გენს და სხვა­დას­ხ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს. სწო­რედ „ებ­ლიტ­ფოს“ მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით გაჩ­ნ­და იდეა 21-ე სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ შექ­მ­ნი­სა.
პრო­ექტს ძა­ლი­ან ბევ­რი მსურ­ვე­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რუს­თა­ვე­ლის პო­ე­მის ერ­თი სტრო­ფის გა­და­წე­რა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლო. გა­დამ­წე­რი თა­ვად ირ­ჩევ­და სა­სურ­ველ სტროფს. პრო­ექ­ტი ორი წე­ლი გრძელ­დე­ბო­და. ხელ­ნა­წე­რებს გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ასა­კი­სა და ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი. სულ მა­ლე, გა­მო­ი­ცე­მა ხელ­ნა­წე­რი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რი იქ­ნე­ბა და ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შე­ი­ნა­ხე­ბა“.
მე­ო­რე დღეს, პე­და­გოგ­თა პროფ­კავ­ში­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გან­ძე­ლი და ერევ­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი კონ­კურ­სის სხვა მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად ახალ­ცი­ხე­ში გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ. მოს­წავ­ლე­ებს გულ­თ­ბი­ლი მას­პინ­ძ­ლო­ბა გა­უ­წია „რა­ბა­თის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა ნო­დარ გო­რო­ხოვ­მა. სტუმ­რებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს „რა­ბა­თის“ კომ­პ­ლექ­სი, სო­მე­ხი ბავ­შ­ვე­ბი აღ­ტა­ცე­ბას ვერ მა­ლავ­დ­ნენ არა მარ­ტო რა­ბა­თის სი­ლა­მა­ზით, არა­მედ ახალ­ცი­ხის ხალ­ხუ­რი ან­სამ­ბ­ლის „ბინ­დის“ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის გა­მო. ქარ­თ­ველ­მა და სო­მეხ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ცი­ხე-სი­მაგ­რის ის­ტო­რი­ულ ფონ­ზე კი­დევ ერ­თხელ წა­ი­კითხეს ნაწყ­ვე­ტე­ბი „ვეფხის­ტყა­ოს­ნი­დან“ და ერ­თობ­ლი­ვად შე­ას­რუ­ლეს ქარ­თუ­ლი და სომ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი.
მე­სა­მე დღეს, ერევ­ნელ სტუმ­რებს გან­ძის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლამ უმას­პინ­ძ­ლა, სა­დაც მო­ეწყო სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, პე­და­გოგ ნა­რა მხი­თა­რი­ა­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით; გა­ი­მარ­თა ლი­ტე­რა­ტუ­რულ-მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო, ქარ­თულ და სომ­ხურ ენებ­ზე. ერევ­ნე­ლმა მოს­წავ­ლე­ე­ბმა, თა­ვი­ანთ პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, მო­ის­მი­ნეს ქარ­თუ­ლი და სომ­ხუ­რი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბი. სტუმ­რებ­მა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ფა­რავ­ნის ტბა და ფო­კის მო­ნას­ტე­რი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლი­სის 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლას, ერევ­ნის „მხი­თარ სე­ბას­ტა­ცის“ სას­წავ­ლო კომ­პ­ლექ­ს­სა და გან­ძის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლას შო­რის, გა­ფორ­მ­და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის მემორანდუმი.

მაკა ყიფიანი

25-28(942)N