გამოდის 1998 წლიდან
2012-10-04
სო­ფელ უდის სკო­ლა — გა­ნათ­ლე­ბის უძ­ვე­ლე­სი კე­რა სამ­ცხე­ში

და­არ­სე­ბი­დან 130 წლის­თა­ვის გა­მო

უდე ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და მდი­და­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე სო­ფე­ლია სამ­ხ­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში — სამ­ცხე­ში. მო­ძი­ე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბით, სოფ­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბა გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ენე­ო­ლით-ად­რე ბრინ­ჯა­ოს პე­რი­ო­დით. უდეს, მეს­ხე­თის სხვა სოფ­ლე­ბის მსგავ­სად, მო­უხ­და თურ­ქ­თა ბა­ტო­ნო­ბის მძი­მე უღ­ლის ტა­რე­ბა, რომ­ლის­გა­ნაც 1828 წლის ზაფხულ­ში გან­თა­ვი­სუფ­ლ­და. თურ­ქ­თა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ბა­ტო­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ენაც და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბაც. ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ალექ­სან­დ­რე ფრო­ნე­ლი (ყიფ­ში­ძე) ქვაბ­ლი­ა­ნის მხა­რე­ში, ახალ­ცი­ხის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კულ­ტუ­რულ ცენ­ტ­რად უდეს თვლი­და.
სო­ფელ უდე­ში აღ­ზ­რ­დილ მა­მუ­ლიშ­ვილ­თა შო­რის ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია სტე­ფა­ნე აღო­შაშ­ვილს, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლად თარ­გ­მ­ნა „მოთხ­რო­ბა და­ბა­დე­ბი­სა ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თ­ქ­მი­სა“. სოფ­ლის მკვიდ­რი იყო გრი­გოლ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც 1834 წელს შე­ად­გი­ნა „ფრან­გუ­ლი ენის თვით­მას­წავ­ლე­ბე­ლი“. მი­სი ნაშ­რო­მი საკ­მა­ოდ გვი­ან, 1899 წელს, გა­მო­ი­ცა ბა­თუმ­ში. მან­ვე შე­ად­გი­ნა „იტა­ლი­ურ-ქარ­თუ­ლი ენის თვით­მას­წავ­ლე­ბე­ლი“. ეთი­ო­პი­ა­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და პე­ტერ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ადი­სა­ბე­ბა­ში და­აარ­სა აფ­თი­ა­ქი „სა­ქარ­თ­ვე­ლო“.
XIX სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის ბო­ლოს, მას შემ­დეგ, რაც სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი გან­თა­ვი­სუფ­ლ­და თურ­ქ­თა ბა­ტო­ნო­ბი­სა­გან და შე­უ­ერ­თ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს, იგი იმავ­დ­რო­უ­ლად აღ­მოჩ­ნ­და მე­ო­რე დამ­პყ­რობ­ლის — რუ­სე­თის ხელ­ში, რო­მელ­მაც იმ­თა­ვით­ვე და­იწყო რუ­სი­ფი­კა­ტო­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. რე­ა­ლუ­რი საფ­რ­თხე შე­ექ­მ­ნა ყო­ვე­ლი­ვე ეროვ­ნულს — ქარ­თულ ენას, წესს, ჩვე­უ­ლე­ბას, ტრა­დი­ცი­ას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეპო­ქის უპირ­ვე­ლეს მოთხოვ­ნად იქ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის შე­ტა­ნა და მი­სი კულ­ტუ­რუ­ლი და­წი­ნა­უ­რე­ბა. რამ­დე­ნა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად ქარ­თულ ოჯახ­ში ქა­ლი იყო მიჩ­ნე­უ­ლი ძი­რი­თად აღ­მ­ზ­რ­დე­ლად და ეროვ­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­ც­ვე­ლად, აუცი­ლე­ლე­ბე­ლი გახ­და გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­თა გა­ნათ­ლე­ბა. უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ თურ­ქ­თა მრა­ვალ­წ­ლი­ან­მა ბა­ტო­ნო­ბამ მძი­მე ვი­თა­რე­ბა შექ­მ­ნა სა­ერ­თოდ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა კუთხე­ე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აქა­უ­რი ხალ­ხი გან­სა­კუთ­რე­ბით ერი­დე­ბო­და გო­გო­ნე­ბის სკო­ლა­ში გაგ­ზავ­ნას (ვა­ჟე­ბის გვერ­დით და ისიც მა­მა­კაც მას­წავ­ლე­ბელ­თან მე­ცა­დი­ნე­ო­ბას — აქ აშ­კა­რად ჩანს მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი თურ­ქე­თის გავ­ლე­ნა).
ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­ზეთ „ივე­რი­ის“ ფურ­ც­ლებ­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი კო­რეს­პონ­დენ­ცია ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას იძ­ლე­ვა ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­სა­ხებ: „გო­გო­ნებ­მა უჩი­ტელ­თან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ის­წავ­ლონ. უჩი­ტე­ლი რომ ქა­ლი იყოს, მა­შინ კი­დევ შე­იძ­ლე­ბაო“, — ასე მსჯე­ლობ­დ­ნენ რო­გორც მაჰ­მა­დი­ა­ნი, ისე ქრის­ტი­ა­ნი მეს­ხე­ბი. კა­თო­ლი­კე პა­ტა­რა ქა­ლე­ბი უმე­ტე­სად მო­ხუ­ცე­ბულ დე­და­კა­ცებ­თან სწავ­ლობ­დ­ნენ ქარ­თულ ლოც­ვებს და შემ­დ­გომ შე­მოკ­ლე­ბულ და ვრცელ საქ­რის­ტი­ა­ნო მოძღ­ვ­რე­ბას — ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბით. მას­წავ­ლე­ბელ დე­და­კა­ცებს „ოს­ტა­ტებს“ ეძახ­დ­ნენ. ხელ­ნა­წერ­თა წიგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის შემ­დეგ ოს­ტა­ტე­ბი ბეჭ­დუ­რის კითხ­ვას ას­წავ­ლიდ­ნენ. და­ბეჭ­დილ წიგ­ნ­თა შო­რის ხმა­რე­ბა­ში უფ­რო მე­ტად რომ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი საღ­მ­რ­თო წე­რი­ლის წიგ­ნე­ბი ჰქონ­დათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სას­ყი­დელს „ოს­ტა­ტე­ბი“ შე­გირ­დე­ბი­სა­გან არ იღებ­დ­ნენ, ხო­ლო შემ­დეგ, რო­ცა შე­გირ­დი და­ქალ­დე­ბო­და და გათხოვ­დე­ბო­და, მა­თი მეჯ­ვა­რე­ე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი იყ­ვ­ნენ „სა­ოს­ტა­ტო“ გა­და­ე­ხა­დათ, რაც სა­შუ­ა­ლოდ შვი­დი აბა­ზი­დან ორ მა­ნე­თამ­დე ჯდე­ბო­და. რო­გორც ჩანს, ეს წეს­ვე­უ­ლე­ბა ძვე­ლად მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყო­ფი­ლა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი“.
მას შემ­დეგ, რაც მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­უქ­მა ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და რუ­სუ­ლი სკო­ლე­ბის და­არ­სე­ბას შე­უდ­გა, გან­სა­კუთ­რე­ბით უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ქალ­თა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რა თქმა უნ­და, დი­დი იყო ე.წ. „ოს­ტა­ტე­ბის“ საქ­მი­ა­ნო­ბა. ამას­თა­ნა­ვე, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ქალ­თა გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერთ ფორ­მად იქ­ცა ე. წ. სა­ში­ნაო-სა­ო­ჯა­ხო სკო­ლე­ბი. ასე­თი სკო­ლე­ბი გო­გო­ნე­ბი­სათ­ვის მხო­ლოდ წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­და. მათ აგ­რეთ­ვე ას­წავ­ლიდ­ნენ: ან­გა­რიშს, ლოც­ვებს, ეტი­კეტს — ე.ი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქცე­ვის წე­სებს და, რაც მთა­ვა­რია, ქა­ლის ხელ­საქ­მეს: ჭრას, კერ­ვას, ქარ­გ­ვას, ქსო­ვას და ა.შ. სა­ერ­თოდ, სა­ში­ნაო სკო­ლე­ბის მი­ზა­ნი გლეხ­თა და ხე­ლო­სან­თა ოჯა­ხე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი გო­გო­ნე­ბი­სათ­ვის ელე­მენ­ტა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა იყო. XIX სა­უ­კუ­ნის I ნა­ხევ­რის მდგო­მა­რე­ო­ბით, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში რამ­დე­ნი­მე ასე­თი სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და, რო­მელ­თაც იმ დრო­ის შე­სა­ფე­რი­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი უძღ­ვე­ბოდ­ნენ.
XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სო­ფელ უდე­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ოდ­ნენ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი: ანა თო­მას ასუ­ლი ბა­ლა­ხაშ­ვი­ლი და პე­ლა­გია პეტ­რეს ასუ­ლი სა­რაშ­ვი­ლი. ისი­ნი ამ სო­ფელ­ში სკო­ლის გახ­ს­ნამ­დეც (1882წ.) და შემ­დ­გომ პე­რი­ოდ­შიც — ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე უფა­სოდ ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ გო­გო­ნე­ბის აღ­ზ­რ­დის საქ­მეს. წე­რა-კითხ­ვას­თან ერ­თად ას­წავ­ლიდ­ნენ ხელ­საქ­მეს. ამ­დე­ნად, იყ­ვ­ნენ ე.წ. „ოს­ტა­ტე­ბი“ — სო­ფელ უდის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი გან­მა­ნათ­ლე­ბელ­ნი. ანა ბა­ლა­ხაშ­ვი­ლი 1919 წელს, 75 წლის ასაკ­ში, თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­თან ერ­თად, სას­ტი­კი წა­მე­ბით მოკ­ლეს იქ შეჭ­რილ­მა თურ­ქებ­მა.
უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ქარ­თ­ვე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას უთ­მობ­და ქარ­თ­ველ კა­თო­ლი­კე­თა გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხს, ით­ვა­ლის­წი­ნებ­და რა მათ მდგო­მა­რე­ო­ბას, ე.ი. ქარ­თუ­ლი ტი­პი­კო­ნის უქონ­ლო­ბის გა­მო მა­თი გა­სომ­ხე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას. აღ­ნიშ­ნულს ასა­ბუ­თებს ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძის წე­რი­ლი: „ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ვა­ლეა ყო­ველს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო შკო­ლას მი­ე­ცეს შემ­წე­ო­ბა, მხო­ლოდ იქ, სა­დაც ქარ­თ­ვე­ლე­ბი არი­ან, ანუ ქარ­თ­ვე­ლი კა­თო­ლი­კე­ე­ბი“.
სწო­რედ ერთ-ერთ ასეთ სო­ფელს წარ­მო­ად­გენ­და უდე. 1882 წელს უდე­ში ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­არ­ს­და, სა­დაც ას­წავ­ლიდ­ნენ დე­და ენას, ან­გა­რიშს, რუ­სულ ენას, საღ­მ­რ­თო სჯულს. მე­ცა­დი­ნე­ო­ბა სე­ზო­ნუ­რად — ზამ­თ­რის პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად სკო­ლა მო­თავ­სე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა და­ქი­რა­ვე­ბულ მი­წურ ოდა­ში და მხო­ლოდ ვა­ჟე­ბი­სათ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი. რუ­სი­ფი­კა­ტო­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის პი­რო­ბებ­ში ქარ­თუ­ლი სკო­ლის გახ­ს­ნა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას წარ­მო­ად­გენ­და და, ამას­თა­ნა­ვე, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო უამ­რავ სიძ­ნე­ლეს­თან. „არც ერ­თი ქარ­თუ­ლი სკო­ლა, რაც არ უნ­და პა­წაწ­კინ­ტე­ლა იყ­ვეს, არ შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­ს­ნას, თუ მას არ წა­ვუმ­ძღ­ვა­რეთ წინ გრძე­ლი ფორ­მა­ლუ­რი მი­წერ-მო­წე­რა მთავ­რო­ბას­თან და არ მი­ი­ღო უკა­ნას­კ­ნე­ლის ნე­ბარ­თ­ვა, რო­მელ­საც იშ­ვი­ა­თად ეღირ­სე­ბით. არც ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლა არ შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მარ­თოს თუ არა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა­გან დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი პროგ­რა­მით. რუ­სუ­ლი ენა სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად ით­ვ­ლე­ბა და უსა­თუ­ოდ პირ­ვე­ლი წლი­დან­ვე უნ­და და­იწყონ მი­სი შეს­წავ­ლა, თუ არა და სკო­ლას უსა­თუ­ოდ ან­დერ­ძის აგე­ბა და და­მარ­ხ­ვა მო­ე­ლის“, — წერ­და იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი.
XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს, რუ­სი­ფი­კა­ტო­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის პი­რო­ბებ­ში, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და ქარ­თუ­ლი სა­ხალ­ხო სკო­ლის გახ­ს­ნას ქარ­თულ კა­თო­ლი­კურ სოფ­ლებ­ში. ამ სკო­ლის და­არ­სე­ბამ ხე­ლი შე­უწყო სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.
თავ­და­პირ­ვე­ლად, სკო­ლას ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავ­და — ვინ­მე სან­დ­რო, რო­მე­ლიც 1882-1889 წლებ­ში ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და მას. ივა­ნე ბა­რი­კა­ლაშ­ვი­ლი 1889 წელს და­ი­ნიშ­ნა უდის დაწყე­ბი­თი სკო­ლის გამ­გე მას­წავ­ლებ­ლად, სა­დაც 26 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. მან სო­ფელ უდე­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ა­არ­სა საკ­ვი­რაო სკო­ლა მოზ­რ­დილ­თათ­ვის, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ მი­ერ 1897 წელს და­არ­სე­ბულ სამ­კითხ­ვე­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კას, იქ­ვე მო­აწყო სა­ფუტ­კ­რე, გა­ა­შე­ნა ხე­ხი­ლის ბა­ღი, რა­საც იმ დრო­ი­სათ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და არა მარ­ტო მოს­წავ­ლე­თა შრო­მი­თი აღ­ზ­რ­დი­სათ­ვის, არა­მედ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით მშრო­მელ­თა და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლა­დაც. ასე­თი სა­მა­გა­ლი­თო მოღ­ვა­წე­ო­ბი­სათ­ვის და სას­კო­ლო ნაკ­ვეთ­ზე მე­ურ­ნე­ო­ბის მოწყო­ბი­სათ­ვის იგი სი­გე­ლით და ფუ­ლა­დი ჯილ­დო­თი (200 მა­ნე­თით) და­უ­ჯილ­დო­ე­ბი­ათ. მან­ვე შეკ­რი­ბა ხალ­ხუ­რი ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბის ნი­მუ­შე­ბი. 26 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუხ­ლ­ჩა­უხ­რე­ლად ზრუ­ნავ­და სკო­ლა­ზე და სო­ფელ­ზე. ამი­ტო­მაც იყო, რომ სო­ფელ უდის მკვიდ­რი ივა­ნე პავ­ლეს ძე მე­რა­ბიშ­ვი­ლი წერ­და: „სო­ფელ უდე­ში 1882 წელს სას­წავ­ლე­ბე­ლი და­არ­ს­და მთავ­რო­ბის მი­ერ და ივა­ნე იოსე­ბის ძე ბა­რი­კა­ლაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ცდი­ლობ­და ამ სოფ­ლის რო­გორც წე­რა-კითხ­ვით, ისე ზნე­ო­ბით გა­ნათ­ლე­ბას, მოს­პო თით­ქ­მის ყვე­ლა ძვე­ლი ჩვე­უ­ლე­ბა­ნი, რაც შე­ე­ხე­ბა ცრუ­მორ­წ­მუ­ნე­ო­ბას, მის ნაც­ვ­ლად გა­ავ­რ­ცე­ლა მათ­ში მა­მუ­ლის და გვა­როვ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი“. ივა­ნე ბა­რი­კა­ლაშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბას მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძე­მაც: „დღეს იგი მას­წავ­ლებ­ლად არის თა­ვის სო­ფელ უდე­ში, კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლია და მას­თან მწიგ­ნო­ბა­რიც. მი­სი წე­რი­ლე­ბი იბეჭ­დე­ბო­და გა­ზეთ „დრო­ე­ბა­ში“, „ივე­რი­ა­ში“, „ცნო­ბის ფურ­ცელ­ში“.
უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სწო­რედ ივა­ნე ბა­რი­კა­ლაშ­ვილ­მა იზ­რუ­ნა და სკო­ლა ორ­კ­ლა­სი­ა­ნად იქ­ნა გა­და­კე­თე­ბუ­ლი. 1894 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, აქ 50 მოს­წავ­ლე სწავლობდა. რო­გორც მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს, სკო­ლამ მი­სი წყა­ლო­ბით დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წია. 1901 წელს ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძე წერ­და: „დღეს მთელს ქვაბ­ლი­ან­ში ოთხ სო­ფელ­ში ლა­პა­რა­კო­ბენ ქარ­თულს — უდე­ში, არალ­ში, ვა­ლე­ში და ბო­ლა­ჯურ­ში. ამა­ვე სოფ­ლებ­ში არ­სე­ბობს წე­რა-კითხ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს მი­ერ გახ­ს­ნი­ლი სკო­ლე­ბი, ხო­ლო უდე­ში გახ­ს­ნი­ლია სა­ერ­თო სამ­კითხ­ვე­ლო, რომ­ლის ნა­ყო­ფიც ჩე­მის თვა­ლით ვნა­ხე აქა­ურს ხალ­ხ­ში. მდა­ბიო ხალ­ხი ქარ­თულ წე­რა-კითხ­ვას კარ­გად შე­ეჩ­ვია, გა­ზე­თებ­სა და ჟურ­ნა­ლებს სი­ა­მოვ­ნე­ბით კითხუ­ლო­ბენ“.
1909 წელს სო­ფელ უდი­სა და ახალ­ცი­ხის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დი­დი ზე­ი­მით აღ­ნიშ­ნა ივა­ნე ბა­რი­კა­ლაშ­ვი­ლის მას­წავ­ლებ­ლო­ბის 25 წლის­თა­ვი.
1914 წელს ივა­ნე ბა­რი­კა­ლაშ­ვი­ლი გა­დაყ­ვა­ნილ იქ­ნა გამ­გე მას­წავ­ლებ­ლად ჯერ ხერ­თ­ვის­ში, შემ­დეგ ხი­ზა­ბავ­რის სკო­ლა­ში, სა­ი­და­ნაც 1918 წელს გა­და­იყ­ვა­ნეს კავ­თის­ხევ­ში, იქ­ვე გარ­და­იც­ვა­ლა 1948 წელს.
მას შემ­დეგ, რაც ივა­ნე ბა­რი­კა­ლაშ­ვი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნა სო­ფელ უდი­დან, სკო­ლის გამ­გე-მას­წავ­ლე­ბე­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (1914-1916წწ) იყო პეტ­რე ვარ­ძე­ლო­ვი. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბამ­დე სკო­ლას უძღ­ვე­ბოდ­ნენ: ალექ­სან­დ­რე ხი­თა­რიშ­ვი­ლი და ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი. 1921 წლი­დან დღემ­დე, სკო­ლას 22 დი­რექ­ტო­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, სკო­ლამ სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბაც გა­ნი­ცა­და. კერ­ძოდ, 1923 წელს დაწყე­ბით სკო­ლად გა­და­კეთ­და, 1924 წელს ეწო­და გლე­ხი ახალ­გაზ­რ­დო­ბის სკო­ლა, 1929 წელს — შვიდ­წ­ლი­ან სკო­ლად, 1937-1938 სას­წავ­ლო წელს კი — სა­შუ­ა­ლო სკო­ლად, რომ­ლის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა 1940 წელს შედ­გა, იყო 27 კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი. 1970 წლი­დან, სკო­ლის ბა­ზა­ზე, გა­იხ­ს­ნა ახა­ლი — ¹ 2 სკო­ლა. მას კი ეწო­და ¹1 სკო­ლა. 2002 წელს უდის ¹1 სკო­ლას მი­ე­ნი­ჭა სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის და ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი იაკი­მე ბა­ლა­ხაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი.
უდის სკო­ლამ რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, და­ქი­რა­ვე­ბულ მი­წურ სახ­ლ­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. სა­შუ­ა­ლო სკო­ლად გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ კი, გან­თავ­ს­და სა­ხელ­მ­წი­ფოს სახ­ს­რე­ბით აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბა­ში. 1976 წელს სკო­ლის ძველ შე­ნო­ბას მი­უ­შენ­და კე­თილ­მოწყო­ბი­ლი სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი.
უდის სკო­ლა ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლაა. აქ მუ­შა­ობ­დ­ნენ რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი: მი­ხე­ილ კო­პა­ძე, გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი, პეტ­რე გი­ქოშ­ვი­ლი, სი­მონ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, კონ­ს­ტან­ტი­ნე ყვა­ვა­ძე, ნი­ნო გი­ქოშ­ვი­ლი, ან­ტონ ობო­ლაშ­ვი­ლი, პავ­ლე გზი­რიშ­ვი­ლი.
სკო­ლის ის­ტო­რი­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ 1978 წელს მეს­ხეთ­ში პირ­ვე­ლი სკო­ლა იყო, სა­დაც მა­თე­მა­ტი­კის გაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის კლა­სე­ბი გა­იხ­ს­ნა. 1982 წელს კი, აღი­ნიშ­ნა სკო­ლის და­არ­სე­ბის 100 წლის­თა­ვი.
უდის სკო­ლამ მრა­ვა­ლი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­ზარ­და. მათ შო­რის მო­ი­აზ­რე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხ­ვა დრო­სა და სივ­რ­ცე­ში მო­უხ­დათ მოღ­ვა­წე­ო­ბა, ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნეს დი­დი გო­ნი­ე­რე­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რი­თაც სა­კუ­თა­რი თა­ვიც წარ­მო­ა­ჩი­ნეს და მშობ­ლი­უ­რი სკო­ლაც. ასეთ ადა­მი­ან­თა რიცხ­ვი ძალ­ზედ დი­დია. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ უდის სკო­ლის მრა­ვა­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ეწე­ვა სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას მეც­ნი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გ­ში, შე­სა­ბა­მი­სად აქვთ სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი და არი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბის ავ­ტო­რე­ბი. ამ­რი­გად, უდის სკო­ლის სა­ხით ადი­გე­ნის რა­ი­ონ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი სკო­ლა ამ მხა­რე­შიც და სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც, მას ასოც­და­ა­თი წლის ის­ტო­რია აქვს.
XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს სო­ფელ უდე­ში სკო­ლის გარ­და ერთ-ერთ კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და ბიბ­ლი­ო­თე­კა-სამ­კითხ­ვე­ლო, რო­მე­ლიც „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ ხელ­შეწყო­ბით იქ­ნა და­არ­სე­ბუ­ლი.
უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის და­ფუძ­ნე­ბის სა­კითხ­ში ამ კუთხის მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სურ­ვი­ლი თან­მ­ხ­ვედ­რი აღ­მოჩ­ნ­და. ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო საქ­მი­ა­ნო­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში მხო­ლოდ ქ. ახალ­ცი­ხის ბიბ­ლი­ო­თე­კის და­ფუძ­ნე­ბით არ ამო­წუ­რუ­ლა. 1897 წელს გა­ზე­თი „ცნო­ბის ფურ­ცე­ლი“ იტყო­ბი­ნე­ბო­და: „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნე­ბა დარ­თო მთავ­რო­ბამ, რომ სო­ფელ უდე­ში გა­მარ­თოს სა­ხალ­ხო სამ­კითხ­ვე­ლო და წიგ­ნ­თ­სა­ცა­ვი. პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი წიგ­ნ­თ­სა­ცა­ვის საქ­მე­ში იქა­უ­რი მცხოვ­რე­ბი ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა“.
ბიბ­ლი­ო­თე­კის და­სა­არ­სებ­ლად სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა. კერ­ძოდ, 1897 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი ზა­ა­ლიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მოწ­ვე­ულ იქ­ნა ბიბ­ლი­ო­თე­კა-სამ­კითხ­ვე­ლოს თა­ნამ­გ­რ­ძ­ნობ პირ­თა კრე­ბა, სა­დაც არ­ჩე­ულ იქ­ნა სამ­ზ­რუნ­ვე­ლო კო­მი­ტე­ტი, მღვდელ სი­მონ ბა­ლა­ხო­ვის (ბა­ლა­ხაშ­ვი­ლის), გრი­გოლ და პეტ­რე აღო­შო­ვე­ბის (აღო­შაშ­ვი­ლე­ბის) და ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით. სამ­ზ­რუნ­ვე­ლო კო­მი­ტეტ­მა ყვე­ლა ხარ­ჯი თვი­თონ იკის­რა, წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბას უნ­და გა­მო­ე­წე­რა ქარ­თუ­ლი პე­რი­ო­დუ­ლი პრე­სა, წიგ­ნე­ბი და რუ­სუ­ლი გა­ზე­თი „კავ­კა­ზი“. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი გამ­გე­ო­ბა მო­წო­ნე­ბით შეხ­ვ­და და მი­სი დახ­მა­რე­ბით სო­ფელ უდე­ში ბიბ­ლი­ო­თე­კა 1897 წლის 1 ივ­ლისს და­ფუძ­ნ­და. რო­გორც სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ე­ბი­დან ირ­კ­ვე­ვა ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი კარ­გად უძღ­ვე­ბო­და ბიბ­ლი­ო­თე­კას: „დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის ღირ­სია ამ ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­გე მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც უფა­სოდ აქვს დათ­მო­ბი­ლი ორი ოთა­ხი“. თვი­თონ­ვე უძღ­ვე­ბო­და ე.წ. კო­ლექ­ტი­ურ კითხ­ვას.
სო­ფელ უდე­ში ბიბ­ლი­ო­თე­კის და­არ­სე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით მო­წო­ნე­ბით შეხ­ვ­და ახალ­გაზ­რ­დო­ბა. მთა­ვა­რი გამ­გე­ო­ბი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ისი­ნი წერ­დ­ნენ: „სო­ფელ უდის ახალ­გაზ­რ­დო­ბა არა­სო­დეს არ და­ი­ვიწყებს იმ სი­კე­თეს, რო­მე­ლიც წე­რა-კითხ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მოგ­ვა­ნი­ჭა ჩვენ საწყალ ერს და გაგ­ვიხ­ს­ნა სამ­კითხ­ვე­ლო-წიგ­ნ­თ­სა­ცა­ვი 1 ივ­ლისს 1897 წელ­სა“.
ბიბ­ლი­ო­თე­კის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ძალ­ზე დი­დი იყო. იგი წარ­მო­ად­გენ­და ბიბ­ლი­ო­თე­კა-სამ­კითხ­ვე­ლოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გამ­გე­ე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევ­დ­ნენ რო­გორც წე­რა-კითხ­ვის მცოდ­ნე მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე აწარ­მო­ებ­დ­ნენ კო­ლექ­ტი­ურ კითხ­ვას და წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბას. ბიბ­ლი­ო­თე­კა- სამ­კითხ­ვე­ლოს მი­ერ გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მო­სახ­ლე­ო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი და­წი­ნა­უ­რე­ბა და მათ­ში ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა-დაც­ვა. ამ­დე­ნად, ბიბ­ლი­ო­თე­კამ ერ­თ­დ­რო­უ­ლად შე­ას­რუ­ლა რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი მი­სია.
სო­ფელ უდის ბიბ­ლი­ო­თე­კა 1916 წლი­დან და­ექ­ვემ­დე­ბა­რა წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ახალ­ცი­ხის გან­ყო­ფი­ლე­ბას. 1919 წელს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა შეწყ­ვი­ტა, რად­გან მთლი­ა­ნად იქ­ნა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სერ­ვერ ბე­გის ბან­დე­ბი­სა­გან.
XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, სო­ფელ უდე­ში, კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­არ­სე­ბას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და, რამ­დე­ნა­დაც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მძლავრ კე­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ. ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა კარ­გად გა­არ­თ­ვეს თა­ვი ეპო­ქის მოთხოვ­ნებს. რად­გან მათ პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვაც ჰქონ­დათ.
ნა­ტო ყრუ­აშ­ვი­ლი
ახალ­ცი­ხის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო
უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი­კის დოქ­ტო­რი,
ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი;
სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მის
მეც­ნი­ერ მუ­შა­კი

25-28(942)N