გამოდის 1998 წლიდან
2012-05-30
მე ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნე­ბის ხატ­ვა მიყ­ვარს!

ეს სიტყ­ვე­ბი მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ველ მხატ­ვარს ლა­დო გუ­დი­აშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის. მხატ­ვა­რი მე­მა­ტი­ა­ნე — ასე იხ­სე­ნე­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას. მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა, მხატ­ვ­რულ სა­ხე­თა მდი­და­რი სამ­ყა­რო მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზია. ლა­დო გუ­დი­აშ­ვილ­მა ფუნ­ჯით გა­ა­ცოცხ­ლა ქარ­თუ­ლი ფრეს­კა და ჩუ­ქურ­თ­მა, ქარ­თუ­ლი თქმუ­ლე­ბე­ბი და ზღაპ­რე­ბი, ძვე­ლი თბი­ლი­სის ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა და ხალ­ხუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი, ნი­კო ფი­როს­მა­ნიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა და ადა­მი­ან­თა ბე­დი, 20-30-იანი წლე­ბის რე­ა­ლუ­რი სი­ნამ­დ­ვი­ლე... ეს ის ძი­რი­თა­დი თე­მე­ბია, რომ­ლებ­საც მხატ­ვ­რის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს. მი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ლა­მა­ზი, სათ­ნო, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი­თა და ამაღ­ლე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბით სავ­სე პერ­სო­ნა­ჟე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მხატ­ვარ­მა დროს გა­უს­წ­რო, მის ტი­ლო­ებ­ზე მო­ციმ­ცი­მე მზის სხი­ვე­ბი, წლის ნე­ბის­მი­ერ დროს ათ­ბობს ადა­მი­ანს, მას­ზე ბევრს წე­რენ და სა­უბ­რო­ბენ... დღეს კი, მის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს მი­სი შვი­ლი ჩუ­ქურ­თ­მა გუ­დი­აშ­ვი­ლი.

წი­ნაპ­რე­ბი
გუ­დი­აშ­ვი­ლე­ბის გვა­რი წარ­მო­შო­ბით მთი­უ­ლე­თი­და­ნაა. ბა­ბუა — და­ვით გუ­დი­აშ­ვი­ლი დუ­შე­თი­დან იყო, ბე­ბია ელი­სა­ბე­დი — ფა­სა­ნა­უ­რი­დან. რო­გორც ნა­ამ­ბო­ბი­დან ვი­ცი, ბა­ბუ­ას ელი­სა­ბე­დი ცხე­ნით მო­უ­ტა­ცე­ბია, საცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­სუ­ლან და ბი­ნა ძვე­ლი უბ­ნის — ჩუ­ღუ­რე­თის მახ­ლობ­ლად, რი­ყის ქუ­ჩა­ზე და­უ­დევთ.
ბე­ბია და ბა­ბუა თბი­ლი­სურ ბო­ჰე­მურ ცხოვ­რე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ, მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­დ­ნენ და მთელ თა­ვი­სუ­ფალ დროს ორი ვა­ჟის — ვახ­ტან­გი­სა და ლა­დოს აღ­ზ­რ­დას ან­დო­მებ­დ­ნენ. ბავ­შ­ვო­ბის წლე­ბის გახ­სე­ნე­ბა მა­მას ყო­ველ­თ­ვის და­დე­ბით ემო­ცი­ას ჰგვრი­და: „ჩემ­მა ბავ­შ­ვო­ბამ ძვე­ლი თბი­ლი­სის უბან­ში გა­ი­ა­რა. ეს იყო ძალ­ზე ღა­რი­ბუ­ლი, მაგ­რამ უაღ­რე­სად თა­ვი­სე­ბუ­რი, უაღ­რე­სად კო­ლო­რი­ტუ­ლი უბა­ნი“. ლა­დოს ძმა — ვახ­ტან­გი თურ­მე ძა­ლი­ან კარ­გად ხა­ტავ­და, მშობ­ლე­ბიც ხელს უწყობ­დ­ნენ მონ­დო­მე­ბულ და ნი­ჭი­ერ მხატ­ვარს. ლადოს აღ­ზ­რ­და კი, ბე­ბი­ას მუ­სი­კო­სად გა­ნუზ­რა­ხავს და მის­თ­ვის კერ­ძო მას­წავ­ლე­ბე­ლიც აუყ­ვა­ნია.  რო­გორც კი ლა­დო ვი­ო­ლი­ნო­ზე დაკ­ვ­რას და­იწყებ­და, თურ­მე გუ­ლის არე­ში სა­ში­ნელ ტკი­ვილს გრძნობ­და. სა­ბო­ლო­ოდ, საქ­მე იქამ­დე მი­სუ­ლა, რომ ექი­მის რჩე­ვით ლა­დოს მუ­სი­კის­თ­ვის თა­ვი და­უ­ნე­ბე­ბია. იქ, სა­დაც მა­მა ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, მე­ზო­ბელ­თან სტუმ­რად გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვა­რი ზო­მე­რი მო­დი­ო­და. ერ­თხელ ბე­ბი­ას მის­თ­ვის ვახ­ტან­გის ჩა­ნა­ხა­ტე­ბის ალ­ბო­მი უჩ­ვე­ნე­ბია. ალ­ბო­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, მხატ­ვ­რის ყუ­რადღე­ბა პუშ­კი­ნის პორ­ტ­რე­ტს მი­უქ­ცე­ვია, რო­მე­ლიც ლა­დოს ჩა­უ­ხა­ტავს ძმის ალ­ბომ­ში. აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ მხატ­ვარს უთ­ქ­ვამს: ვინც ეს და­ხა­ტა, მხატ­ვა­რი სწო­რედ ის გა­მო­ვაო. ამის შემ­დეგ, ლა­დო მშობ­ლებ­მა ფერ­წე­რი­სა და ქან­და­კე­ბის სკო­ლა­ში მი­ა­ბა­რეს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ნა­ტიფ ხე­ლოვ­ნე­ბა­თა წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ­მა კავ­კა­სი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ა­არ­სა.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლა­დო თა­ვის „მო­გო­ნე­ბე­ბის წიგ­ნ­ში“ წერს: „სამ­ხატ­ვ­რო სას­წავ­ლებ­ლის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, გე­ლათ­ში ექ­ს­კურ­სი­ა­ზე რომ წაგ­ვიყ­ვა­ნეს. რო­ცა ტა­ძარ­ში შე­ვე­დი, სა­ო­ცა­რი გან­ც­და და­მე­უფ­ლა. ფან­ტას­ტი­კუ­რი სა­ნა­ხა­ვი იყო, მზე სარ­კ­მ­ლი­დან რომ ჭვრეტ­და ღვთის­მ­შობ­ლის მო­ზა­ი­კას. ეს მზის სხი­ვი ისე სა­ოც­რად ანა­თებ­და მას, რომ ცრემ­ლის გორ­გა­ლი ძლივს გა­დავ­ყ­ლა­პე“. ეს არ იყო წუ­თი­ე­რი ემო­ცია, ამის შემ­დეგ ლა­დო აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გა ძვე­ლი ტაძ­რე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ფრეს­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლას. ვე­ლო­სი­პე­დიც კი იყი­და, მცხე­თა­ში რომ ევ­ლო. ერ­თხელ, ქარ­მა გზი­და­ნაც გა­და­აგ­დო და ხე­ლი იტ­კი­ნა. ამ ტრავ­მის გა­მო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლა­დო ჯარ­ში არ წიყ­ვა­ნეს.
1917-19 წლებ­ში მა­მამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო „ქარ­თ­ველ ხე­ლო­ვან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში: 1916 წელს — ნა­ბახ­ტე­ვის ეკ­ლე­სი­ის მე-10 სა­უ­კუ­ნის ფრეს­კე­ბის გად­მო­სა­ხა­ტად მოწყო­ბილ ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში; და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სის შემ­ს­წავ­ლელ ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში და 1917 წელს — ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი ძეგ­ლე­ბის — ოშ­კის, ხა­ხუ­ლის, იშ­ხა­ნის, პარ­ხ­ლის, ოთხ­თა ეკ­ლე­სი­ის შემ­ს­წავ­ლელ ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში, რო­მელ­საც ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. ექ­ს­პე­დი­ცი­ებ­ში ლა­დო ქარ­თულ ძეგ­ლებს ეც­ნო­ბო­და, იღებ­და ფრეს­კის პი­რებს. „ამ ფრეს­კებ­მა სა­კუ­თა­რი თა­ვი მა­პოვ­ნი­ნეს“ — ხში­რად იგო­ნებ­და მა­მა.

პა­რი­ზი, გზა დი­დე­ბის­კენ...
1919 წელს, თბი­ლის­ში, დი­დე­ბის ტა­ძარ­ში (ახ­ლან­დე­ლი სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რეა) მო­ეწყო გა­მო­ფე­ნა სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვ­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, რა­თა ისი­ნი, და­ოს­ტა­ტე­ბის მიზ­ნით, გა­ეგ­ზავ­ნათ პა­რიზ­ში. გა­დაწყ­და, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ გამ­გ­ზავ­რე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ: და­ვით კა­კა­ბა­ძე, შალ­ვა ქი­ქო­ძე და ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში, პა­რიზ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ელე­ნე ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი და ქე­თე­ვან მა­ღა­ლაშ­ვი­ლი. პა­რიზ­ში ლა­დო რონ­სო­ნის „თა­ვი­სუ­ფალ აკა­დე­მი­ა­ში“ სწავ­ლობ­და, და­დი­ო­და სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­შიც (კორ­მო­ნის სა­ხე­ლოს­ნო). მო­ნა­წი­ლე­ობ­და გა­მო­ფე­ნებ­ში — პა­რი­ზი, რო­მი, ვე­ნე­ცია, ინ­დო­ე­თი, ბრი­უ­სე­ლი, ამ­ს­ტერ­და­მი.
1922 წელს, პა­რი­ზის „ლა ლი­კორ­ნის“ გა­ლე­რე­ა­ში, ლა­დოს პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მო­ეწყო. სა­მი წლის შემ­დეგ, ლა­დოს ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა იმარ­თე­ბა „ბი­ის“ გა­ლე­რე­ა­ში, რო­მელ­საც  ასე­ვე დი­დი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად. აი, რას წერ­და ცნო­ბი­ლი ფრან­გი ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე ან­დ­რე სალ­მო­ნი: „ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი თა­ვის მო­წო­დე­ბად რაცხს, უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა, იყოს მხატ­ვა­რი. არა­და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ რას ნიშ­ნავს მხატ­ვ­რო­ბა დე­ლაკ­რუ­ას, კურ­ბეს, სე­ზა­ნის, სი­ო­რას შემ­დეგ. ამას­თა­ნა­ვე, იგი, სა­კუ­თა­რი ნა­ტუ­რის იდუ­მა­ლე­ბი­სა და თა­ვი­სი რა­სის­მი­ე­რი ინ­ს­ტინ­ქ­ტე­ბის წყა­ლო­ბით, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ახერ­ხებს დარ­ჩეს პო­ე­ტად, რის­თ­ვი­საც იგი მუ­დამ ეყ­ვა­რე­ბათ. მე მას ვე­რა­ვის შე­ვა­და­რებ.…იქ­ნებ, ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი მა­მამ­თა­ვა­რია ხე­ლოვ­ნე­ბი­სა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­და, უწინ ჩაგ­რულ­მა ერ­მა, ხვალ უნ­და შექ­მ­ნას, მე მჯე­რა, რომ ჩემს თბი­ლი­სელ ჭა­ბუკ მე­გო­ბარს ბრწყინ­ვა­ლე მო­მა­ვა­ლი აქვს“. საფ­რან­გეთ­ში, ამა­ვე წელს, გა­მო­ი­ცა  ცნო­ბი­ლი კრი­ტი­კო­სის მო­რის რე­ი­ნა­ლის მო­ნოგ­რა­ფია — „ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი“: „ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლის ექ­ს­პო­ზი­ცია ჩვენ­თ­ვის იყო აღ­მო­ჩე­ნა, რო­მელ­მაც უაღ­რე­სად თა­ვი­სე­ბუ­რი მხატ­ვა­რი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა. იგი აზ­როვ­ნებს ისე­ვე რთუ­ლად, ან, შე­საძ­ლოა, ისე­ვე სა­დად, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბი მი­სი ქვეყ­ნი­სა, რო­მელ­საც უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცია აქვს. პა­რი­ზუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის მაც­დუ­ნე­ბელ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­შიც სრუ­ლად შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ეროვ­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი, დარ­ჩა ქარ­თ­ვე­ლად მას შემ­დეგ, რაც მსოფ­ლი­ოს გა­მო­ჩე­ნილ მხატ­ვარ­თა გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით ხერ­ხებს ეზი­ა­რა“.
ლა­დო პა­რიზ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის უდი­დეს მე­ქა­ში მოხ­ვ­და, მაგ­რამ არ და­კარ­გა თა­ვი­სი ხედ­ვა, გე­მოვ­ნე­ბა. ჰქონ­და უშ­რე­ტი ფან­ტა­ზია, გრძნო­ბა სამ­შობ­ლოს არ­სის. ლა­დოს წარ­მა­ტე­ბა დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბო­და. მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­ი­ძი­ნეს: მად­რი­დის „პრა­დოს“ მუ­ზე­უმ­მა, პა­რი­ზის გა­ლე­რე­ებ­მა, ევ­რო­პელ­მა და ამე­რი­კელ­მა კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­მა.

უსაქართველოდ ცხოვრება არ შემიძლია
მი­უ­ხე­და­ვად დი­დი წარ­მა­ტე­ბი­სა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ ლა­დოს არ ას­ვე­ნებ­და სამ­შობ­ლო­ზე ფიქ­რი. ეს არ იყო ბა­ნა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი. ის ცდი­ლობ­და, ყო­ველ ქარ­თ­ველ­ში, მის ის­ტო­რი­ა­ში, მის ლე­გენ­დებ­ში და­ე­ნა­ხა ამაღ­ლე­ბუ­ლი, იდი­ა­ლუ­რი სი­ლა­მა­ზე, ის­ტო­რი­უ­ლი სი­მარ­თ­ლე. „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე!“ — აი, ერ­თა­დერ­თი ფიქ­რი, რო­მე­ლიც მას ასულ­დ­გ­მუ­ლებ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მა­შინ, რო­დე­საც ლა­დომ პა­რიზ­ში მო­ი­პო­ვა დი­დი აღი­ა­რე­ბა, მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი იფი­ნე­ბო­და შე­სა­ნიშ­ნავ გა­ლე­რე­ებ­ში... იწყე­ბო­და გზა დი­დე­ბის­კენ, მან მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა — დაბ­რუნ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც „სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რე­ა­ლიზ­მის“ დრო­შა ფრი­ა­ლებ­და. პა­რი­ზი­დან გა­მომ­გ­ზავ­რე­ბის წინ, ლა­დოს­თან მი­სუ­ლა ერთ-ერ­თი პა­რი­ზუ­ლი გა­ლე­რე­ის მე­პატ­რო­ნე რო­ზენ­ბერ­გი, რო­მელ­საც ლა­დოს გა­დარ­წ­მუ­ნე­ბა უც­დია: „თქვენ მი­დი­ხართ სწო­რედ იმ დროს, რო­ცა იწყე­ბა თქვე­ნი აღი­ა­რე­ბა, თუ არ გა­და­ი­ფიქ­რებთ, იცო­დეთ, ეს იქ­ნე­ბა დი­დი შეც­დო­მა!… თუ გინ­დათ ამაღ­ლ­დეთ — დარ­ჩით“. ამ შეხ­ვედ­რას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მა ასე იხ­სე­ნებ­და: „მე ავ­ღელ­დი. ამ სიტყ­ვებს მე­უბ­ნე­ბა კა­ცი, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე მე­ცე­ნა­ტო­ბა გა­უ­წია პი­კა­სოს, დე­რენს, მა­ტისს, მან გა­უხ­ს­ნა გზა ბევრ მხატ­ვარს...“ და უთ­ქ­ვამს: „მე უსა­ქარ­თ­ვე­ლოდ ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია!“
„...რო­გო­რი სი­ხა­რუ­ლი ვიგ­რ­ძე­ნი, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ნა­პი­რო და­ვი­ნა­ხე. მზით გა­ნა­თე­ბუ­ლი შე­მომ­ხ­ვ­და აჭა­რის მთე­ბი... ხუ­თი წლის წინ მას­თან გან­შო­რე­ბის სევ­და და ტკი­ვი­ლი ახ­ლა ისე­თი სი­ხა­რუ­ლით მეც­ვ­ლე­ბო­და, რომ სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა... ალ­ბათ, ამ ქვეყ­ნად, არ არ­სე­ბობს უფ­რო დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა, ვიდ­რე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბაა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გან­ც­და და­მე­უფ­ლა, რო­ცა მშობ­ლი­ურ მი­წა­ზე დავ­დ­გი ფე­ხი“. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მა ასე გა­ნიც­დი­და სამ­შობ­ლოს, მა­ინც მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ დაბ­რუნ­და მა­მა პა­რი­ზი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რა­ტომ თქვა უარი ასეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე? იცით, ამ კითხ­ვას რო­დის გა­ე­ცა პა­სუ­ხი? — რო­ცა ლა­დო გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რ­ძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე მა­მას მთაწ­მინ­დის­კენ უამ­რა­ვი ხალ­ხი მი­ა­ცი­­ლებ­და, რეკ­და ქაშ­ვე­თის ტაძ­რის გლო­ვის ზა­რე­ბი. ახალ­გაზ­რ­დე­ბი მთა­წ­მინ­დის­კენ მი­მა­ვალ აღ­მარ­თ­ზე ხე­ლით მი­ას­ვე­ნებ­დ­ნენ გან­ს­ვე­ნე­ბუ­ლის სა­სახ­ლეს. სწო­რედ მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, მა­მა მარ­თა­ლი იყო, რომ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ლა­დოს ხომ ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­მა მო­უ­ტა­ნა ასე დი­დი აღი­ა­რე­ბა.

პა­რი­ზი, კა­ფე „რო­ტონ­და“
საფრანგეთში ლა­დო კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რ­ში მოხ­ვ­და. მა­შინ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მხატ­ვ­რე­ბი პა­რიზ­ში იყ­რიდ­ნენ თავს, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში პა­რი­ზი ით­ვ­ლე­ბო­და მხატ­ვ­რო­ბის მე­ქად. იქ მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ მო­დი­ლი­ა­ნი, პი­კა­სო, იაპო­ნე­ლი ფუ­ჯი­ტა... და მრა­ვა­ლი სხვა. მას ბედ­ნი­ე­რე­ბა ხვდა წი­ლად, ამ ადა­მი­ა­ნებს გაც­ნო­ბო­და. ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს პა­რი­ზულ კა­ფე „რო­ტონ­და­ში“ ხვდე­ბოდ­ნენ.
მა­შინ მო­დი­ლი­ა­ნი კა­ფე „რო­ტონ­და­ში“, ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის, ხა­ტავ­და მო­დე­ლებს. მა­მა მას ასე იხ­სე­ნებ­და:
„...ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი ყო­ველ სა­ღა­მოს კა­ფე „რო­ტონ­და­ში“ თა­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ად­გი­ლას იდ­გა და აკე­თებ­და ჩა­ნა­ხა­ტებს. ხში­რად ჩვენს თვალ­წინ იქ­მ­ნე­ბო­და მი­სი სას­წა­უ­ლებ­რი­ვი სუ­რა­თე­ბი... მა­შინ იგი ცნო­ბი­ლი არ იყო... სი­ცოცხ­ლე­ში თით­ქ­მის არა­ვინ იძენ­და მის სუ­რა­თებს. ბევრს არ ეს­მო­და, მაგ­რამ ვი­საც ეს­მო­და, ვინც იმ­თა­ვით­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და მი­სი ფა­სი, არც ისი­ნი ყი­დუ­ლობ­დ­ნენ... მო­დი­ლი­ა­ნის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ კი, თით­ქ­მის უსას­ყიდ­ლოდ და­ი­სა­კუთ­რეს. მი­სი სუ­რა­თე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­შია თავ­მოყ­რი­ლი... და, ალ­ბათ, ვე­რა­სო­დეს მო­ხერ­ხ­დე­ბა მი­სი, მთლი­ა­ნად თუ არა, რამ­დე­ნად­მე მა­ინც, სრუ­ლი გა­მო­ფე­ნის ნახ­ვა...
მი­სი ნა­ხა­ტე­ბი „უსიტყ­ვო სა­უბ­რე­ბია“. იგი გან­ზ­რახ კი არ აგ­რ­ძე­ლებ­და ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ებს, რო­გორც ზოგ­ჯერ აღ­ნიშ­ნა­ვენ, ხაზს კი არ უს­ვამ­და ასი­მეტ­რი­უ­ლო­ბას, ასე ხე­დავ­და და ასე ხა­ტავ­და... ასე­თი იყო მი­სი ხელ­წე­რა... მან მხატ­ვ­რო­ბა და­ა­სახ­ლა სა­ოც­რად პო­ე­ტუ­რი სა­ხე­ე­ბით...  პო­ე­ტუ­რი და ლა­მა­ზი იყო იგი გა­რეგ­ნუ­ლა­დაც. მუ­დამ მოწყე­ნი­ლი და­დი­ო­და, ფერ­მ­კ­რ­თა­ლი... მა­შინ იგი უკ­ვე ავად იყო და ჩემს იქ ყოფ­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მო­დი­ლი­ა­ნის სიკ­ვ­დი­ლი ნამ­დ­ვი­ლი ტრა­გე­დია იყო და ეს იმა­ვე დღეს იგ­რ­ძ­ნო ყვე­ლამ. მას შემ­დეგ მის სა­ხელს აღარ სცილ­დე­ბა ეპი­თე­ტე­ბი: „დი­დი“, „გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი“, „გე­ნი­ა­ლუ­რი“.
„...რო­ცა პი­კა­სო­ზე ვფიქ­რობ, ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში შო­რე­უ­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბის დღე­ე­ბი ცოცხ­ლ­დე­ბა და კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა კა­ფე „რო­ტონ­და“ — ად­გი­ლი, სა­დაც მას ვხვდე­ბო­დი ხოლ­მე. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მის სა­ხეს, ხე­ლებს, მოძ­რა­ო­ბას... გა­სა­ოც­რად ლა­მა­ზი, პა­ტა­რა ხე­ლე­ბი ჰქონ­და. რა­ღაც მო­უს­ვენ­რო­ბა ემ­ჩ­ნე­ო­და. შემ­დეგ­ში შე­და­რე­ბით უფ­რო კარ­გად გა­ვი­ცა­ნი, მივ­ხ­ვ­დი, რომ მო­უს­ვენ­რო­ბა მი­სი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბა იყო. ამ თვი­სე­ბას კი­დევ უფრო უს­ვამ­და ხაზს სა­ოც­რად ცოცხა­ლი თვა­ლე­ბი. უკ­ვე შე­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი შა­ვი თმა ჰქონ­და. ხში­რად მი­ნა­ხავს სევ­დი­ა­ნი, ფიქ­რებ­ში წა­სუ­ლი. სა­ა­თო­ბით ჩუ­მად იჯ­და ხოლ­მე „რო­ტონ­და­ში“. მი­ნა­ხავს ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლიც.“

„ნი­ნა, ნი­ნა, მე ვხა­ტავ ქა­შვ­ეთს!” …
1947 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქ­მა, შე­სა­ნიშ­ნავ­მა პი­როვ­ნე­ბამ — კა­ლის­ტ­რა­ტე ცინ­ცა­ძემ ლა­დოს ქა­შვ­ე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მო­ხატ­ვა შეს­თა­ვა­ზა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ლა­დო თა­ვი­სი თა­ო­ბის მხატ­ვ­რე­ბი­დან ის ერ­თა­დერ­თი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ვინც იმ ავად­სახ­სე­ნე­ბელ დრო­ში ეკ­ლე­სი­ის მო­ხატ­ვას გა­ბე­დავ­და. ფა­შიზ­მი­სა და ბოლ­შე­ვიზ­მის ჯო­ჯო­ხეთ­გა­მოვ­ლილ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზა უნ­და მო­ე­ძებ­ნა. ეს იყო გზა, რო­მელ­საც ტაძ­რამ­დე უნ­და მი­ეყ­ვა­ნა მხატ­ვა­რი. ლა­დომ შე­ბე­და ამ გზა­ზე და გა­ი­ა­რა კი­დეც.
მა­მა ცხოვ­რე­ბა­ში სა­ოც­რად თავ­მ­და­ბა­ლი და მო­რი­დე­ბუ­ლი კა­ცი იყო, თუმ­ცა შე­მოქ­მე­დე­ბა­ში — ძა­ლი­ან შემ­ტე­ვი. ამი­ტო­მაც გა­ბე­და ალ­ბათ და თა­ვი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი უშუ­ა­ლო­ბით მთავ­რო­ბის ერთ-ერთ წევრს ეკ­ლე­სი­ის მო­ხატ­ვა­ზე რჩე­ვა ჰკითხა. ცხა­დია, ის პი­როვ­ნე­ბა ლა­დოს ვერც „კი“-ს ეტყო­და და ვერც „არა“-ს. ასე უთ­ქ­ვამს, ეს პი­რა­დად თქვე­ნი გა­და­საწყ­ვე­ტიაო.
მახ­სოვს ის დღე. მა­მა ჩქა­რი ნა­ბი­ჯით მო­დი­ო­და ქაშ­ვეთ­თან. ჩა­მო­უხ­ვია ქუ­ჩა­ზე... — „ნი­ნა, ნი­ნა, მე ვხა­ტავ ქა­შვ­ეთს!“
ძა­ლი­ან კრე­ა­ტი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში. სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ის­წავ­ლა უძ­ვე­ლე­სი იტა­ლი­უ­რი ტექ­ნი­კა და და­იწყო ურ­თუ­ლე­სი ეს­კი­ზე­ბის კე­თე­ბა. მას არ უჭირ­და ხატ­ვა, გა­გი­ჟე­ბუ­ლი ხა­ტავ­და. მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სა­კურ­თხე­ველ­ში ღვთის­მ­შობ­ლის ღვთა­ე­ბა გა­მო­ე­სა­ხა, საწყი­სი — სიყ­ვა­რუ­ლის, და­ბა­დე­ბის, სიმ­შ­ვი­დის დე­დის, მფარ­ვე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი. „მე გა­დავ­წყ­ვი­ტე ღვთის­მ­შო­ბე­ლი წა­მო­მეყ­ვა­ნა ჩვენ­ს­კენ, მი­წის­კენ. უარი ვთქვი ზე­თის სა­ღე­ბა­ვებ­ზე, ვხა­ტავ­დი ენ­კა­უს­ტი­კის ურ­თუ­ლე­სი წე­სით — ცხე­ლი, ადუ­ღე­ბუ­ლი ფე­რე­ბით. მაგ­რამ ფე­რა­დი ფხვნი­ლე­ბი არ იშო­ვე­ბო­და, ძებ­ნა-ძებ­ნით მი­ვაკ­ვ­ლი­ეთ ძველ მღე­ბა­ვებს... ხა­რა­ჩო­ებ­ზე ცხრა თვე ჰა­ერ­ში ვი­ყა­ვი გა­ყე­ნე­ბუ­ლი, სის­ხ­ლი მდი­ო­და ხოლ­მე ცხვი­რი­დან“. დღე და ღა­მე ხა­ტავ­და. მე მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მახ­სოვს დე­დას მივ­ყავ­დი ხოლ­მე. მა­მა ამიყ­ვანდა ხელ­ში, მი­მიყ­ვან­და ფრეს­კას­თან და მეტყო­და: „გეს­მის ან­გე­ლო­ზე­ბის ფრთე­ბის შრი­ა­ლი?“
„ლა­დო ფრეს­კე­ბის­თ­ვის იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, ფრეს­კა იყო მი­სი სამ­ყა­რო, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბა­ზე ჟრუ­ან­ტე­ლი უვ­ლი­და ტან­ში, წო­ნას­წო­რო­ბა­საც კი ჰკარ­გავ­და“ —  ასე იხ­სე­ნებ­და მას დე­და­ჩე­მი.
თეთ­რად გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბი­სა და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად, ცხრა თვე­ში მო­ხა­ტა ლა­დომ ეკ­ლე­სი­ის აბ­ს­ცე­სი. ღვთის­მ­შო­ბე­ლი  და­ხა­ტა ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის სა­ხით, მთე­ლი ფორ­მე­ბით, სი­ლა­მა­ზით, გვერ­დით და­უ­ხა­ტა ბრო­წე­უ­ლის ხე, სიმ­ბო­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი. კო­მუ­ნის­ტებ­მა და­უ­წუ­ნეს ლა­დოს ნა­ხა­ტი, უფ­რო მე­ტიც — გა­ლან­ძღეს, ბრა­ლად საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ის ღა­ლა­ტი და ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი წა­უ­ყე­ნეს, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან გა­რიცხეს და თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვ­რო აკე­დე­მი­ი­დან და­ითხო­ვეს... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მრევ­ლ­მაც არ მო­ი­წო­ნა ფრეს­კა. მა­მას ურ­წ­მუ­ნო­ე­ბა და ღვთის გმო­ბა დას­წა­მეს, წმინ­დან­თა სა­ხე­ე­ბი ტრა­დი­ცი­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში ვერ თავ­ს­დე­ბაო. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, მლოც­ვე­ლე­ბი, ეკ­ლე­სი­ა­ში აღარ შე­დი­ოდ­ნენ. პატ­რი­არ­ქი კა­ლის­ტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო ლა­დოს ნა­მუ­შევ­რით. ერთ-ერთ მო­ცი­ქულ­ში ლა­დომ პატ­რი­არ­ქის სა­ხე ჩა­ხა­ტა.  მაგ­რამ მა­შინ მა­მას პატ­რი­არ­ქი ვერ და­ი­ცავ­და. ლა­დომ ხატ­ვა ვე­ღარ გა­აგ­რ­ძე­ლა, უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. მას უნ­დო­და მთლი­ა­ნად ტა­ძა­რი მო­ე­ხა­ტა, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ომ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი გმი­რე­ბის და­ხატ­ვა.
უარ­ყო­ფი­ლი მხატ­ვა­რი ათი წე­ლი ჩუ­მად, თვალ­ს­მო­ფა­რე­ბუ­ლი მუ­შა­ობ­და. თით­ქ­მის ორ­მო­ცი წე­ლი ლა­დოს პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა არ გა­უ­მარ­თავს. მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, რო­ცა ქა­შვ­ე­თის ეკ­ლე­სი­ის მო­ხატ­ვის ნე­ბა დარ­თეს, უკ­ვე 80 წელს იყო მიღ­წე­უ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ასა­კის გა­მო, მა­მამ ვე­ღარ შეძ­ლო ქა­შვ­ე­თის მხატ­ვ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბა.
მი­უ­ხე­და­ვად დევ­ნი­სა, ლა­დო ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. მხატ­ვა­რი ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა მოგ­წონ­დეთ ან არ მოგ­წონ­დეთ. ზოგს მი­ქე­ლან­ჯე­ლო მოს­წონს, ზოგს — ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი, ზოგს — მო­დი­ლი­ა­ნი და ზოგს კი — პი­კა­სო... მთა­ვა­რი ეს არ არის. მთა­ვა­რია, რომ ლა­დო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო. აი, ახ­ლა, რო­დე­საც თქვენ­თან ერ­თად მა­მას ვიხ­სე­ნებ, მე ის მახ­სენ­დე­ბა სა­ო­ცა­რი სიწ­მინ­დის და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბად. მას არ ეში­ნო­და ნი­ჭი­ე­რი შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნის აღი­ა­რე­ბა. ყო­ველ­თ­ვის უხ­ვად აბ­ნევ­და სა­ქე­ბარ სიტყ­ვებს. ამი­ტო­მაც იყო, ალ­ბათ, რომ ლა­დო ყვე­ლას უყ­ვარ­და. ის მთავ­რო­ბაც კი, რო­მე­ლიც ლან­ძღავ­და და დევ­ნი­და მა­მას, დიდ პა­ტივს სცემ­და. მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, ქა­შვ­ე­თის მრევ­ლი და მლოც­ვე­ლე­ბი, ქუ­ჩა­ში ხვდე­ბოდ­ნენ ლა­დოს და ხე­ლებს უკოც­ნიდ­ნენ.  ხში­რად ამ­ბობ­და: „მე არ ვი­ცი, მხატ­ვა­რი ვარ თუ არა, გა­ვი­დეს დრო და თუ ვინ­მეს ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად მო­უნ­დე­ბა ჩემს სა­ხე­ლოს­ნო­სი მოს­ვ­ლა, და თუ ვინ­მეს მო­ე­წო­ნე­ბა თუნ­დაც ერ­თი სუ­რა­თი მა­ინც, მე ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი“.
ხში­რად მე­კითხე­ბი­ან: იყო თუ არა მორ­წ­მუ­ნე ლა­დო? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მორ­წ­მუ­ნე იყო, მაგ­რამ არა ეკ­ლე­სი­უ­რი. ვერ ვიტყ­ვი, რომ მა­მა ხში­რად და­დი­ო­და ეკ­ლე­სი­ა­ში, ან­თებ­და სან­თ­ლებს... ის იყო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად, რა­ღაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მორ­წ­მუ­ნე. ყვე­ლა­ფერ­ში სუ­ლი­ე­რე­ბას ხე­დავ­და, ამ­ბობ­და: „არ შე­იძ­ლე­ბა იყო მო­ნა არაფ­რის! არც რე­ლი­გი­ის და არც სხვა რა­მის. შენ შე­ნი სუ­ლი უნ­და მი­ი­ტა­ნო სა­კურ­თხე­ველ­თან, მაგ­რამ მო­ნო­ბა — ეს და­უშ­ვე­ბე­ლია“.

ასე უყ­ვარ­დათ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 
ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ჩუ­ქა­რი, რაც ლა­დოს უფალ­მა უბო­ძა, ეს იყო დე­და­ჩე­მი — ნი­ნა. უზო­მოდ ნი­ჭი­ე­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, სა­ო­ცა­რი შე­მარ­თე­ბი­სა და უდი­დე­სი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი. ნი­ნა ფრი­ად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო. წერ­და მო­ნოგ­რა­ფი­ებს, თარ­გ­მ­ნი­და ფრან­გუ­ლი­დან. მან მა­მას სახ­ლ­ში სა­ოც­რად ლა­მა­ზი, მშვი­დი და დი­დე­ბუ­ლი გა­რე­მო შე­უქ­მ­ნა, ამი­ტო­მაც იყო, ალ­ბათ, ჩვენს სახლს უამ­რა­ვი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი რომ სტუმ­რობ­და. დე­და წარ­მო­შო­ბით გუ­რი­ი­დან იყო. ოზურ­გე­თის გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და და ფოს­ტა­ში მბეჭ­და­ვად და­იწყო მუ­შა­ო­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, სწავ­ლობ­და არ­ტის­ტულ სტუ­დი­ა­ში. ეს იყო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­თან არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, არ­სე­ნიშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. მოყ­ვა­რულ­თა თე­ატ­რ­ში (ახ­ლან­დე­ლი მუს­კო­მე­დია) ერთ-ერთ სპექ­ტაკ­ლ­ში, რო­მელ­საც ლა­დო აფორ­მებ­და, დე­და, რო­გორც დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი, ეპი­ზო­დურ როლს თა­მა­შობ­და. სწო­რედ აქ გა­იც­ნეს დედ-მა­მამ ერ­თ­მა­ნე­თი. ლა­დოს ნი­ნა ისე მოს­წო­ნე­ბია, მის­თ­ვის სე­ან­სიც შე­უ­თა­ვა­ზე­ბია. საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. დე­დას მი­სი ერ­თი მე­გო­ბა­რი ხში­რად ახ­სე­ნებ­და: „გახ­სოვს ნი­ნა, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ლა­დოს გა­მო­ფე­ნა­ზე ვი­ყა­ვით, ასე­თი სურ­ვი­ლი გაგ­ვიმ­ხი­ლე: ოჰ, რო­გორ მინ­და მქონ­დეს ისე­თი სახ­ლი, სა­დაც ასე­თი სუ­რა­თე­ბი იქ­ნე­ბო­და გა­მო­ფე­ნი­ლი და პო­ე­ტე­ბი წა­ი­კითხა­ვენ ლექ­სებს“. რას იფიქ­რებ­და მა­შინ დე­და, რომ მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ ეს სურ­ვი­ლი აუს­რულ­დე­ბო­და.

გუ­დი­აშ­ვი­ლის ჩუ­ქურ­თ­მა
მშობ­ლე­ბი­სათ­ვის ნა­ნატ­რი და ნაგ­ვი­ა­ნე­ბი შვი­ლი ვი­ყა­ვი. რო­დე­საც დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, სა­ხე­ლის შე­სარ­ჩე­ვად მა­მას სულ­ხან-სა­ბას ლექ­სი­კო­ნი გა­და­უშ­ლია და უთ­ქ­ვამს: რო­მელ სიტყ­ვა­საც თითს და­ვა­დებ, ჩემს ქა­ლიშ­ვილს სა­ხე­ლად და­ვარ­ქ­მე­ვო. სამ­ჯერ გა­და­უშ­ლია წიგ­ნი და სა­მი­ვე­ჯერ სიტყ­ვა „ჩუ­ქურ­თ­მა“ მი­უ­თი­თე­ბია. აი, ასე და­მარ­ქ­ვა მა­მამ უჩ­ვე­უ­ლო სა­ხე­ლი — ჩუ­ქურ­თ­მა.
მშობ­ლებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ვიზ­რ­დე­ბო­დი ოჯახ­ში, სა­დაც  სუ­ლი­ე­რი სა­მოთხე იყო. მარ­თა­ლია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად ძა­ლი­ან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი და ამაღ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, და­რე­კავ­და ზა­რი, გა­ვა­ღებ­დი კარს და ჩემ წინ დი­დე­ბუ­ლი გა­ლაკ­ტი­ო­ნი იდ­გა... მახ­სოვს, ერ­თხელ, დი­ლის ექვს სა­ათ­ზე შე­მო­ვარ­და, მა­მას უთხ­რა: „ლა­დო, მე მო­გი­ტა­ნე ტი­ლო და და­ხა­ტე ლურ­ჯა ცხე­ნე­ბი“. ჩვენს სახ­ლ­ში გე­ნი­ო­სე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ: გა­ლაკ­ტი­ო­ნი, ტი­ცი­ა­ნი, პა­ო­ლო, გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძე, ბო­რის პას­ტერ­ნა­კი, რიხ­ტე­რი... ყვე­ლას უყ­ვარ­და ჩვენ­თან მოს­ვ­ლა... მო­დი­ოდ­ნენ და იწყე­ბო­და ჭეშ­მა­რი­ტი ნი­ჭი­სა და გე­ნი­ის ზე­ი­მი. ეს იყო სა­ო­ცა­რი სა­ღა­მო­ე­ბი... სა­უბ­რობ­დ­ნენ პო­ე­ზი­ა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, სი­ლა­მა­ზე­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე... წარ­მო­იდ­გი­ნეთ გოგ­ლა თა­მა­და... ლა­დოს სა­ხე­ლოს­ნო­ში იატაკ­ზე გა­ფენ­დ­ნენ „ლურჯ სუფ­რას“, მო­უს­ხ­დე­ბოდ­ნენ და ასე გრძელ­დე­ბო­და გა­თე­ნე­ბამ­დე. მე მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ფერ ამას ჩე­მი სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი­დან ჩუ­მად ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს.
მა­მას თა­ვის „მო­გო­ნე­ბე­ბის წიგ­ნ­ში“ მრა­ვა­ლი ასე­თი შეხ­ვედ­რა აქვს  აღ­ბეჭ­დი­ლი: „პო­ე­ტუ­რი შთა­გო­ნე­ბით სავ­სე სა­ა­თე­ბი მახ­სოვს პას­ტერ­ნაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით! რო­ცა თბი­ლის­ში ჩა­მო­დი­ო­და, ჩვენ­თან უსა­თუ­ოდ მო­დი­ო­და ხოლ­მე. ჩე­მი ერ­თი კე­თი­ლი მე­გო­ბა­რი ისიც იყო. იგი ხომ მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­თა და პო­ე­ზი­ი­თაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან...
მახ­სოვს, ბო­ლო შეხ­ვედ­რის დროს მითხ­რა: სა­ქარ­თ­ვე­ლო იმი­ტომ არ­სე­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სი­ხა­რუ­ლის შეც­ნო­ბა შეძ­ლონ... ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ქარ­თ­ველ მე­გო­ბარ­თა შო­რის მიყ­ვარს ყოფ­ნაო.
ისე რო­გორც ყვე­ლა შეხ­ვედ­რა, ეს დღეც და­უ­ვიწყა­რი დარ­ჩა ჩემ­თ­ვის: წი­ნას­წარ და­მი­რე­კა. მო­ვალ, თუ ჩე­მი აწე­წი­ლი ბე­დით არა­ფერს და­გი­შა­ვე­ბო. ევ­გე­ნი ევ­ტუ­შენ­კოს­თან ერ­თად იყო...
კარ­გა ხანს ის­ხ­დ­ნენ... უკ­ვე სულ ჩა­მობ­ნელ­და. ავან­თე დი­დი სან­თ­ლე­ბი. ბო­რი­სი კითხუ­ლობ­და ლექ­სებს, ლა­პა­რა­კობ­და პო­ე­ზი­ა­ზე, მხატ­ვ­რო­ბა­ზე, იგო­ნებ­და გარ­და­სულ დღე­ებს, ოცი­ა­ნი და ოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის თბი­ლისს, ტი­ცი­ანს, პა­ო­ლოს... დაღ­ლი­ლი, ნაღ­ვ­ლი­ა­ნი სა­ხე ჰქონ­და, აღარ მგო­ნია, რომ ოდეს­მე კი­დევ მო­მიხ­დეს აქ ჩა­მოს­ვ­ლაო — ამ­ბობ­და... მარ­თ­ლაც, მა­ლე გარ­და­იც­ვა­ლა...“
ხე­ლო­ვან­თა ოჯახ­ში აღ­ზ­რ­დი­ლი, ბავ­შ­ვო­ბი­დან ბა­ლეტ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. და­ვამ­თავ­რე ლე­ნინ­გ­რა­დის (სანკტ-პე­ტერ­ბურ­გი) ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ვმუ­შა­ობ­დი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რ­ში. ვცეკ­ვავ­დი კორ­დე­ბა­ლეტ­ში, რო­მელ­საც გე­ნი­ა­ლუ­რი ბა­ლეტ­მა­ის­ტე­რი ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გავ­ხ­დი ბა­ლე­ტის რე­პე­ტი­ტო­რი, გი­ორ­გი ალექ­სი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. ეს ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სიაა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს შექ­მ­ნა ის, რა­საც თა­ვად ვერ მი­აღ­წიე. უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ იმით, რომ ვა­კე­თებ­დი იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თე­ატ­რ­ში გა­ვი­ცა­ნი ჩე­მი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე — გუ­რამ მე­ლი­ვა, რო­მე­ლიც 30 წე­ლი, ჯან­სუღ კა­ხი­ძეს­თან ერ­თად, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ოპე­რის თე­ატრს. მყავს ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი — ანა­ნო მე­ლი­ვა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ძე — და­თო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე და ერ­თი შვი­ლიშ­ვი­ლი — ელი­სა­ბე­დი.

შო­რი­დან მო­სუ­ლი აღი­ა­რე­ბა
სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1957 წლის 12 მა­ისს, ლა­დოს და­ბა­დე­ბის სა­მოც წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლის­ში, დი­დი ექ­ს­პო­ზი­ცი­ის გახ­ს­ნა და­ი­გეგ­მა. და­ი­ბეჭ­და კა­ტა­ლო­გი, სამ­ხატ­ვ­რო გა­ლე­რე­ა­ში ტი­ლო­ე­ბი გა­ნა­თავ­სეს, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­დაწყ­ვი­ტეს გა­მო­ფე­ნა აღარ გა­ეხ­ს­ნათ. ქა­ლაქ­ში ხმა უცებ გავ­რ­ცელ­და, გა­მო­ფე­ნა აკ­რ­ძა­ლეს და ნა­მუ­შევ­რე­ბი უნ­და გა­ი­ტა­ნო­ნო. ამას მოჰ­ყ­ვა ახალ­გაზ­რ­დე­ბის პრო­ტეს­ტი — ღა­მე სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­თან გა­ა­ტა­რეს, დი­ლით ხალ­ხი მოგ­როვ­და, შე­ტე­ხეს კა­რი და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ გა­მო­ფე­ნა გა­ეხ­ს­ნათ. გა­მო­ფე­ნას დი­დი ოვა­ცია, ლა­დოს სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მოჰ­ყ­ვა. ამ გა­მო­ფე­ნამ  ეს­თე­ტი­კურ სამ­ყა­რო­ში ზღვა­რი გა­ავ­ლო. დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელ­მა  პირ­ვე­ლად ნა­ხა „საბ­ჭო­თა მხატ­ვ­რის“ ნა­მუ­შევ­რე­ბი, რო­მელ­ზეც ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბის ნაც­ვ­ლად ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი ეხა­ტა. სწო­რედ ამ გა­მო­ფე­ნამ მო­აბ­რუ­ნა და მის­ცა უფ­ლე­ბა ქარ­თ­ველ მხატ­ვ­რებს, ეხა­ტათ შიშ­ვე­ლი ქა­ლე­ბი. „არ მი­ნა­ხავს მა­ნამ­დე რო­მელ­სა­მე გა­მო­ფე­ნა­ზე ასე­თი მღელ­ვა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, აღ­გ­ზ­ნე­ბუ­ლი გან­წყო­ბა. ყო­ვე­ლი სუ­რა­თის წინ იდ­გ­ნენ, ფიქ­რობ­დ­ნენ, მსჯე­ლობ­დ­ნენ, გა­ნიც­დიდ­ნენ“ —  წერ­და დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი. შემ­დეგ გა­მო­ფე­ნა მოს­კოვ­ში გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც ლა­დო კრი­ტი­კო­სებ­მა „მის­ტი­კოს“ და „ერო­ტო­მან“ მხატ­ვ­რად მო­ნათ­ლეს.
ლა­დოს 100 წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში გა­ი­მარ­თა, გა­მო­ფე­ნი­ლი იყო მი­სი ბო­ლო ნა­მუ­შევ­რე­ბი. დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო იმით, რომ 80 წლის მხატ­ვა­რი ასე კარ­გად გრძნობ­და და აღიქ­ვამ­და ქა­ლის სხე­უ­ლის სი­ლა­მა­ზეს, ქა­ლის მკერდს. ჩვენ არ უნ­და შეგ­ვ­რ­ცხ­ვეს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შიშ­ვე­ლი ტა­ნის. პა­ტა­რა ბავ­შ­ვებ­მაც უნ­და იცოდ­ნენ ვე­ნე­რა მი­ლო­სე­ლი, მი­ქე­ლან­ჯე­ლოს და­ვი­თი. შიშ­ვე­ლი ტა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ეს უდი­დე­სი სი­ლა­მა­ზეა. აუცი­ლე­ბე­ლია, ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლის ასა­კი­დან­ვე ვა­ზი­ა­როთ ნა­ტუ­რას, იმი­ტომ რომ აქე­დან იბა­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა. მინ­და ახალ­გაზ­რ­და, დამ­წყებ მხატ­ვ­რებს ვუთხ­რა: ახალ­გაზ­რ­დო­ბა სა­ოც­რე­ბაა! წი­ნათ თუ მხატ­ვა­რი ხა­ტავ­და აკ­რ­ძა­ლულ თე­მას — მა­მა­ცი იყო. ახ­ლა, ეს ყვე­ლა­ფე­რი დაშ­ვე­ბუ­ლია, არა­ნა­ი­რი შეზ­ღუდ­ვე­ბი არ არის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. მთა­ვა­რია, მო­ი­ტა­ნო შე­ნი  სათ­ქ­მე­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფორ­მა. თუ ამას შეძ­ლებ, მა­შინ ხარ მხატ­ვა­რი. დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი გა­მო­ფე­ნი­დან რომ გა­მო­ვა, გაჰ­ყ­ვე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და მე­ო­რე დღეს გა­ი­ფიქ­რებს, რა სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ყა­რო ვნა­ხე...  აი, ეს არის  ნამ­დ­ვი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა, დი­დი ნი­ჭი და ამას ყვე­ლა­ფერს ჰქვია — ბედ­ნი­ე­რე­ბა!

გუ­დი­აშ­ვი­ლი და ფი­როს­მა­ნი
ლა­დოს ძა­ლი­ან მოს­წონ­და და უყ­ვარ­და ფი­როს­მა­ნი, რო­გორც მოვ­ლე­ნა — მი­სი მხატ­ვ­რო­ბა, თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფი­როს­მან­მა დი­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ლა­დო­ზე, მაგ­რამ არა მის მხატ­ვ­რულ ფორ­მა­ზე. ლა­დოს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ფი­როს­მა­ნის ხა­ზი მკვეთ­რად ისა­ხე­ბა. მა­მას ნა­მუ­შე­ვა­რი „ფი­როს­მა­ნის სიკ­ვ­დი­ლი“ შე­დევ­რია. სახ­ლ­ში გვაქვს და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­როს­მანს ეძღ­ვ­ნე­ბა: „მარ­გა­რი­ტა“ და „ფი­როს­მა­ნის ზმა­ნე­ბა“.
„მე მას რამ­დენ­ჯერ­მე პი­რა­დად შევ­ხ­ვ­დი. მა­ღა­ლი კა­ცი იყო, შე­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი, უკან გა­და­ვარ­ცხ­ნი­ლი თმა ჰქონ­და. ფერ­მ­კ­რ­თალ­სა და მო­ტე­ხილ სა­ხეს­თან სდევ­და რა­ღაც­ნა­ი­რი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი, მე ვიტყო­დი, ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რი იერი და სიმ­შ­ვი­დე. წვე­რი შეკ­რე­ჭი­ლი ჰქონ­და და ულ­ვა­ში ქვე­ვით დაშ­ვე­ბუ­ლი. ეც­ვა ნაც­რის­ფე­რი პი­ჯა­კი და სქე­ლი, სა­ღე­ბა­ვე­ბით დას­ვ­რი­ლი შარ­ვა­ლი.
მახ­სოვს, ერ­თხელ შე­ვიყ­ვა­ნეთ მხატ­ვარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრე­ბა­ზე. მკერ­დ­ზე გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი იჯ­და და გა­რინ­დე­ბუ­ლი და გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ერთ წერ­ტილს მის­ჩე­რე­ბო­და. სა­ხე ფა­რულ სი­ხა­რულ­სა და გაკ­ვირ­ვე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და. ასე იჯ­და მთე­ლი სხდო­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და ხმა არ გა­უ­ღია. სხდო­მის გა­თა­ვე­ბის შემ­დეგ შე­მო­ეხ­ვივ­ნენ მხატ­ვ­რე­ბი და და­უწყეს გა­მო­კითხ­ვა. პა­სუხს იძ­ლე­ო­და მოკ­ლედ, ლა­პა­რა­კობ­და ცო­ტას. და­ინ­ტე­რეს­და ორა­ტო­რე­ბით. „ჰო­და, რა გვინ­და, ძმე­ბო, იცით? — თქვა მან, — ...უსა­თუ­ოდ სა­ჭი­როა ავა­შე­ნოთ დი­დი სახ­ლი, რომ შე­ვი­ყარ­ნეთ ხოლ­მე, ვი­ყი­დოთ დი­დი სტო­ლი და სა­მო­ვა­რი, ვსვათ ჩაი, ბევ­რი ვსვათ და ვი­ლა­პა­რა­კოთ მხატ­ვ­რო­ბა­ზე. თქვენ კი ეს არ გინ­დათ, თქვენ სულ სხვას ლა­პა­რა­კობთ“.

გუ­დი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლოს­ნო
მის სა­ხე­ლოს­ნო­ში ყო­ველ­დღე იბა­დე­ბო­და ახა­ლი ხა­ზი, ფე­რი, ნა­ხა­ტი, კომ­პო­ზი­ცია, სუ­რა­თი. ყო­ველ­თ­ვის მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა შე­მოქ­მე­დი ისე ხა­ტავ­და, რო­გორც ლა­დო. მი­სი მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი სა­ოც­რად ამაღ­ლე­ბუ­ლი იყო. უყ­ვარ­და კარ­გი მუ­სი­კა, ჯა­ზი და ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კის ფონ­ზე ქმნი­და ნა­მუ­შევ­რებს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღე­ვან­დე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა რომ მო­ეს­მი­ნა, მას­ში ახალ შე­მოქ­მე­დე­ბით ღერძს და­ბა­დებ­და. ხა­ტავ­და მხატ­ვ­რო­ბის ყო­ველ­გ­ვა­რი წე­სე­ბის გა­რე­შე. მი­სი მე­გო­ბა­რი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვა­რი სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძე ამ­ბობ­და: ლა­დო ისე ხა­ტავს, ფან­ქარს ფურ­ც­ლი­დან  ნა­ხა­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე არ იღებს და საშ­ლელს სა­ერ­თოდ არ ხმა­რობ­სო. თუ ნა­ხა­ტი არ მო­ე­წო­ნე­ბო­და ან რო­გორც მხატ­ვა­რი, ვერ გა­დაწყ­ვეტ­და რა­ი­მე პრობ­ლე­მას, მა­შინ­ვე მოხ­ს­ნი­და მოლ­ბერ­ტი­დან, მი­აბ­რუ­ნებ­და და ისე და­დებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აუცი­ლებ­ლად მი­უბ­რუნ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან ად­რე დგე­ბო­და და ბევრს მუ­შა­ობ­და. მა­მა სა­ო­ცა­რი ეს­თე­ტი იყო, ძა­ლი­ან არ­ტის­ტუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და. უყ­ვარ­და კოხ­ტად ჩაც­მა, და­დი­ო­და რო­მა­უ­ლი სან­დ­ლე­ბით და მოხ­ვე­უ­ლი შარ­ფით. ლა­დო შე­სა­ნიშ­ნა­ვად ცეკ­ვავ­და. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბა.
მე ისე ვარ ჩა­ძი­რუ­ლი ლა­დოს უმ­შ­ვე­ნი­ე­რეს სამ­ყა­რო­ში, რომ ჩემ­თ­ვის მა­მას ყო­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი დრო­ის გარ­კ­ვე­ულ მო­ნაკ­ვეთს ნიშ­ნავს. მი­სი  შე­მოქ­მე­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ციკლს მო­ი­ცავს. შე­მოქ­მე­დე­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბის თე­მა­ტი­კა, ერ­თი მხრივ, ძვე­ლი თბი­ლი­სის ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბის სცე­ნე­ბია, მე­ო­რე მხრივ — სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­სუ­ლის მი­ერ შთა­გო­ნე­ბული ლე­გენ­დე­ბი და სი­უ­ჟე­ტე­ბი. პა­რი­ზი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, თე­მა­ტი­კა ფარ­თოვ­დე­ბა. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში აისა­ხა ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის წარ­სუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცხოვ­რე­ბა. ლა­დოს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს მშვე­ნი­ე­რე­ბის თე­მას, რო­მელ­საც იგი დი­დი სით­ბო­თი და პო­ე­ტუ­რი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით გად­მოგ­ვ­ცემს. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის სა­ში­ნე­ლე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი გრა­ფი­კუ­ლი სე­რია, რო­მე­ლიც  1942 წელს, ძი­რი­თა­დად, სა­გა­რე­ჯო­ში შე­იქ­მ­ნა, სა­დაც ომის პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი უსაფ­რ­თხო­ე­ბის გა­მო, დრო­ე­ბით საცხოვ­რებ­ლად გა­და­ვე­დით. ამ ციკ­ლის ნა­ხა­ტებ­ში მა­მამ იმ პე­რი­ოდს ნი­ღა­ბი ახა­და. აქ ნათ­ლად ჩანს მხატ­ვ­რის სათ­ქ­მე­ლი, თუ რა წა­მე­ბა­ში იყო სი­ლა­მა­ზე, მშვე­ნი­ე­რე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბა, თუ ვინ იყო სა­თა­ვე­ში. ან­ტი­ფა­შის­ტუ­რი ნა­ხა­ტე­ბის სე­რი­ა­ში,  ლა­დო გვიჩ­ვე­ნებს ფა­შიზ­მის ამო­რა­ლურ არსს, რი­თაც იგი მთელ სა­კა­ცობ­რიო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას და­უ­პი­რის­პირ­და. მრა­ვა­ლი წე­ლი ეს ნა­ხა­ტე­ბი მა­მას სა­ხე­ლოს­ნო­ში ინა­ხე­ბო­და, არა­ვინ იცო­და მა­თი არ­სე­ბო­ბა. გა­ინ­ტე­რე­სებთ, ასე­თი ნა­ხა­ტე­ბის მხატ­ვა­რი რო­გორ გა­და­ურ­ჩა რეპ­რე­სი­ებს, დახ­ვ­რე­ტას? ლა­დო არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მხატ­ვა­რი, პო­ლი­ტი­კას­თან ახ­ლო­საც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. რო­გორც ფერ­მ­წე­რი და მხატ­ვა­რი, ამ­ბობ­და: მე დაკ­ვე­თით ვერ ვმუ­შა­ობ, არ შე­მიძ­ლია. რა თქმა უნ­და, ჰქონ­და დაკ­ვე­თი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბიც, მაგ­რამ მათ­შიც ისეთ თე­მა­ტი­კას დებ­და, რო­გო­რიც მოს­წონ­და და უხა­რო­და.
მა­მა ბე­დის­წე­რამ, ღმერ­თის მფარ­ვე­ლო­ბამ და ღვთის­მ­შო­ბელ­მა გა­და­არ­ჩი­ნა. თა­ვის დრო­ზე, ღვთის­მ­შო­ბელ­მა მა­მას ვი­ო­ლი­ნო და ხე­მი ფუნ­ჯით შე­უც­ვა­ლა. მას ყველ­გან და ყო­ველ­თ­ვის მფარ­ვე­ლად ან­გე­ლო­ზი ჰყავ­და.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N