გამოდის 1998 წლიდან
2012-05-30
ირო­ელ­თა გვა­რის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქრო­ნი­კე­ბი­დან

ძა­ლი­ან ხში­რად ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მსმე­ნია, რომ უჭირთ ბავშვებისთვის სა­კითხა­ვი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვა, არა­და, ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში თით­ქოს „წიგ­ნე­ბის წარ­ღ­ვ­ნაა“. მომ­რავ­ლ­და ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ტი­პის სქელ­ტა­ნი­ა­ნი ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ან, სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვე­ნი მო­ზარ­დე­ბი თარ­გ­მა­ნე­ბის ამა­რა არი­ან დარ­ჩე­ნი­ლი. რამ გა­ნა­პი­რო­ბა სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბის კრი­ზი­სი, ვერ გეტყ­ვით, მაგ­რამ ფაქ­ტია, დი­დი არ­ჩე­ვა­ნი არ არის. ამ ბო­ლო დროს ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში მო­ექ­ცა მწე­რა­ლი ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ჟან­რით — ფენ­ტე­ზით — შე­მო­ვი­და ქარ­თულ სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბა­ში და სულ ცო­ტა ხან­ში სპა­ტიო ად­გი­ლიც კი და­იმ­კ­ვიდ­რა. ნა­ტოს რო­მა­ნებ­მა უკ­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ე­ბიც მო­ი­პო­ვა. ახა­ლი ნი­შა გაჩ­ნ­და მო­ზარ­დ­თათ­ვის — მი­თო­ლო­გი­ით მოთხ­რო­ბი­ლი ირო­ელ­თა გვა­რის ქრო­ნი­კე­ბი, თუმ­ცა სა­მი­ვე რო­მა­ნი — ახა­ლი ირე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­თი და ახა­ლი გმი­რე­ბით.
მწე­რა­ლი ტრა­დი­ცი­ას არ ღა­ლა­ტობს და სულ მა­ლე, 25 მა­ისს, 2 სა­ათ­ზე, „წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე“ უკ­ვე ნაც­ნო­ბი გმი­რი ლი­ლე იროე­ლი კი­დევ ერ­თი ახა­ლი რო­მა­ნით — „ოთხი მხა­რე და ოთხი სვე­ტი“ წარ­დ­გე­ბა ჩვენ წი­ნა­შე. წიგ­ნის წარ­დ­გი­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე, მკითხ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, „ლი­გა­მუს­ში“ საყ­ვა­რელ მწე­რალს შეხ­ვ­დეს და რო­მა­ნის გმირ­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­როს სრუ­ლი­ად ახალ სამ­ყა­რო­ში. ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ველს კი, ვთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს მწე­რალ ნა­ტო და­ვი­თაშ­ვილ­თან.

— ნა­ტო და­ვი­თაშ­ვილ­მა ქარ­თულ სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბა­ში ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟან­რით „ფენ­ტე­ზი“ — მი­თო­ლო­გი­ურ სი­უ­ჟე­ტებ­ზე აგე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით — და­იმ­კ­ვიდ­რა თა­ვი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს ჟან­რი?
რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­დი­ო­და მულ­ტ­ფილ­მე­ბი ჰერ­კუ­ლე­სის გმი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ. მა­შინ ჩე­მი შვი­ლი 5 წლის იქ­ნე­ბო­და. გა­დავ­წყ­ვი­ტე, ქარ­თულ ზღაპ­რებ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი მი­თე­ბიც მო­მე­ყო­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში შე­სა­ფე­რი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა ვერ მო­ვი­ძიე. მა­შინ ერთ-ერ­თი გა­მომ­ცემ­ლო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი და სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სა­კუ­თარ სირ­ცხ­ვი­ლა­დაც ჩავ­თ­ვა­ლე.
ზო­გა­დად, მი­თო­ლო­გია ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფე­ნო­მე­ნად მი­მაჩ­ნია. თან ეს ისე­თი ფე­ნო­მე­ნია, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ეროვ­ნე­ბას­თან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს გა­ვი­აზ­როთ, რა ფა­სე­უ­ლო­ბას ვფლობთ მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის სა­გან­ძურ­ში, ჩვენს პი­როვ­ნე­ბას თა­ვი­სე­ბუ­რად აყა­ლი­ბებს. ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და თვით­მ­ყო­ფა­დია. ნამ­დ­ვი­ლად მე­ნა­ნე­ბა, მხო­ლოდ მკვლე­ვარ­თა ანა­ბა­რა რომ დარ­ჩეს. წე­რა-კითხ­ვის უცო­დი­ნარ­მა ხალ­ხ­მა ას­წ­ლე­უ­ლო­ბის მან­ძილ­ზე შე­ი­ნა­ხა და თა­ო­ბებს გა­დას­ცა. დღეს თუ არ მო­ვუყ­ვე­ბით ჩვენს შვი­ლებს ქარ­თულ მი­თებ­სა თუ ან­დ­რე­ზებს, ხვალ მათ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის­თ­ვის გა­და­სა­ცე­მი აღა­რა­ფე­რი ექ­ნე­ბათ. ამას მივ­ხ­ვ­დი მა­შინ, რო­ცა ჩემ­მა ხუ­თი წლის ვაჟ­მა ჰერ­კუ­ლე­სის ყვე­ლა გმი­რო­ბა იცო­და, კო­პა­ლა­სა და იახ­სა­რის გმი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ კი არა­ფე­რი გა­ე­გო. მაგ­რამ მო­ზარდს მი­თო­ლო­გი­ით მხო­ლოდ ლექ­სი­კო­ნე­ბით ვერ და­ა­ინ­ტე­რე­სებ, თუ არ მოხ­და მი­სი შეხ­ვედ­რა უშუ­ა­ლოდ გმი­რებ­თან, არ თა­ნა­უგ­რ­ძ­ნო და არ უგულ­შე­მატ­კივ­რა. ამი­ტო­მაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შევ­თა­ვა­ზე, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ქარ­თულ მი­თებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და­ე­წე­რათ მოთხ­რო­ბე­ბი, სი­უ­ჟე­ტებ­საც კი ვთა­ვა­ზობ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ჩემ­თ­ვის სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ საქ­მეს ხე­ლი მა­შინ არა­ვინ მო­კი­და. ჰო­და, გა­დავ­წყ­ვი­ტე თა­ვად მე­თა­ვა. მი­თო­ლო­გი­ას კი ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ფენ­ტე­ზის ჟან­რი. ასე და­ვიწყე ჩე­მი პირ­ვე­ლი წიგ­ნი „ამ­ბა­ვი ლი­ლე ირო­ე­ლი­სა“.
— წიგ­ნებ­ზე რო­გორ მუ­შა­ობთ?
პირ­ველ წიგნს „ამ­ბა­ვი ლი­ლე ირო­ე­ლი­სა“ სა­მი წე­ლი ვწერ­დი. აქე­დან 2 წე­ლი მა­სა­ლებს ვაგ­რო­ვებ­დი და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკითხუ­ლობ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბა ღრმად რომ ჩავ­წ­ვ­დო­მო­დი ქარ­თულ მი­თო­ლო­გი­ას, შე­მეს­წავ­ლა უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბა და არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ნა­ოს­ნო­ბა და ფორ­ტი­ფი­კა­ცი­უ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბიც კი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სამ­შ­ვილ­დის ბრძო­ლის და­სა­წე­რად სამ­შ­ვილ­დე­შიც კი ვი­ყა­ვი. ძვე­ლი კოლ­ხე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბას კი სტრა­ბონ­თან მი­ვაკ­ვ­ლიე. ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბა­ში კი ნაც­ნო­ბი ბუ­კი­ნის­ტე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ვგრძნობ, რო­ცა ქარ­თულ მი­თო­ლო­გი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვწერ, სულ ვფრთხი­ლობ, რომ რა­მე არ ვავ­ნო. თუმ­ცა, ვცდი­ლობ ამან ტექ­ს­ტის სი­ლა­ღე­ზე გავ­ლე­ნა არ იქო­ნი­ოს. ბევ­რად უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ ორი­გი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო­ე­ბის გა­მო­გო­ნე­ბი­სას. იქ ფან­ტა­ზი­ას ფეხ­და­ფეხ მივ­დევ, სა­ით­კე­ნაც მი­ბიძ­გებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი სა­ფიქ­რა­ლი მქონ­და პირ­ვე­ლი წიგ­ნის წე­რი­სას, რად­გან ღვთის­შ­ვი­ლებ­ზე ვწერ­დი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს აღ­მო­სავ­ლე­თი მთი­ა­ნე­თის ეთ­ნოგ­რა­ფია შე­ვის­წავ­ლე. ხომ უნ­და მცოდ­ნო­და, რას ჭამ­დ­ნენ, რო­გორ სახ­ლებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, რა ეც­ვათ, სა­ხე­ლე­ბი რა ჰქონ­დათ, მინ­დ­ვ­რის მცე­ნა­რე­ებს რას ეძახ­დ­ნენ და რი­თი მკურ­ნა­ლობ­დ­ნენ, რო­გორ ერ­თო­ბოდ­ნენ და თა­მა­შობ­დ­ნენ, ორ­თაბ­რ­ძო­ლი­სას რა ილე­თებს იყე­ნებ­დ­ნენ. ამ დე­ტა­ლე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე ვერ აღ­ვად­გენ­დი იმ სამ­ყა­როს, რო­მელ­შიც ჩვე­ნი მი­თე­ბი და ან­დ­რე­ზე­ბი იბა­დე­ბოდ­ნენ. ამის გა­რე­შე ერთ გა­სარ­თობ ზღა­პარს დავ­წერ­დი მხო­ლოდ.
— ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მი რო­მა­ნი გა­მო­ე­ცით, მათ­გან ორ­მა უკ­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ე­ბი მო­გი­ტა­ნათ — 2008 წელს რო­მან­მა „რო­ცა ფრთო­სა­ნი ლო­მე­ბი დაბ­რუნ­დე­ბი­ან“ — „ოქ­როს ბუმ­ბუ­ლი“ და გა­სულ წელს, „ნის­ლებ­ში და ნის­ლებს მიღ­მა“ — „გა­ლა“.
ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სე­ბის ძალ­ზე მად­ლი­ე­რი ვარ. ფაქ­ტობ­რი­ვად, „ოქ­როს ბუმ­ბულ­მა“ მი­ბიძ­გა, წე­რის­თ­ვის ხე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად მო­მე­კი­და. „გა­ლამ“ კი არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე­ში და­მარ­წ­მუ­ნა.
„გია ქარ­ჩხა­ძის გა­მომ­ცემ­ლო­ბის“ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ბავ­შ­ვო პრო­ზის კონ­კურ­სი „ოქ­როს ბუმ­ბუ­ლი“ ჩემ­თ­ვის ტრამ­პ­ლი­ნი­ვით გა­მოდ­გა. იგი იმი­თაც იყო სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მას­ზე ავ­ტო­რე­ბი გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბელ ტექ­ს­ტებს ვი­ნა­ო­ბის გა­რე­შე ვაგ­ზავ­ნი­დით. დამ­წყე­ბი ავ­ტო­რის­თ­ვის ასეთ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
— ისევ ფენ­ტე­ზის და­ვუბ­რუნ­დეთ, ვინ არი­ან თქვე­ნი გმი­რე­ბი და რას მო­უთხ­რო­ბენ ისი­ნი პა­ტა­რებს? რო­გორ ახერ­ხებთ ირე­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს ამ­ბე­ბის მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ასე და­მა­ჯე­რებ­ლად მი­წო­დე­ბას?
ჩე­მი წიგ­ნე­ბის მკითხ­ვე­ლე­ბის ასა­კი ძა­ლი­ან ფარ­თოა — 10-12 წლის ასა­კი­დან, ზე­და ზღვა­რი კი არა აქვს. მოკ­ლედ, სა­ო­ჯა­ხო სა­კითხა­ვია. ეს ფენ­ტე­ზის ჟან­რის­თ­ვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და ამი­თა­ცაა იგი ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო. ასე რომ, ფენ­ტე­ზი ოჯახ­ში თა­ო­ბა­თა კავ­შირ­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­საც უწყობს ხელს. ხში­რად ვურ­ჩევ ჩემს ახალ­გაზ­რ­და მკითხ­ვე­ლებს, მშობ­ლებს თა­ვა­დაც შეს­თა­ვა­ზონ წა­სა­კითხად წიგ­ნე­ბი, შემ­დეგ ესა­უბ­რონ და მა­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­ი­გონ.
წე­რი­სას თა­ვად უნ­და გჯე­რო­დეს და მკითხ­ვე­ლიც და­გი­ჯე­რებს. ფენ­ტე­ზის წე­რი­სას უმ­თავ­რე­სია, რომ ყვე­ლა მოვ­ლე­ნა გა­მო­გო­ნი­ლი სამ­ყა­რო­სათ­ვის ნორ­მა იყოს. პრინ­ციპ­ში, სწო­რედ ესაა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ზღა­პარ­სა და ფენ­ტე­ზის შო­რის.
მარ­თა­ლია ირე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ზე ვწერ, მაგ­რამ ეს არა­რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო არა­ნაკ­ლებ რე­ა­ლურ აღ­წე­რას მო­ითხოვს, ტყუ­ილს ვერ გა­ა­პა­რებ. ყვე­ლა­ფე­რი გა­აზ­რე­ბუ­ლი უნ­და გქონ­დეს — გე­ოგ­რა­ფი­ი­დან დაწყე­ბუ­ლი რა­სე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცი­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. უამ­რა­ვი დე­ტა­ლია მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, რაც სხვა ჟან­რებ­ში არ გჭირ­დე­ბა. ყვე­ლა გა­მო­გო­ნი­ლი სამ­ყა­როს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი კი ჩვე­ნის გა­მო­ძა­ხი­ლია. ყველ­გან შეხ­ვ­დე­ბით ერ­თ­გუ­ლე­ბას, მე­გობ­რო­ბას, გმი­რო­ბას, თავ­გან­წირ­ვას, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­სა თუ ურ­თი­ერ­თ­გა­ტა­ნას. აი, ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და მათ დაც­ვა­ზე ვწერ.
სამ წიგ­ნ­ში მთა­ვა­რი გმი­რი ლი­ლეა. იგი ირო­ელ­თა გვა­რი­და­ნაა. ჩემს ხელ­ში და­ი­ბა­და და ახ­ლა უკ­ვე მო­წი­ფუ­ლი ვაჟ­კა­ცია. თა­ვი არა მარ­ტო თა­ვის ქარ­თულ მი­თო­ლო­გი­ურ სამ­ყა­რო­ში, არა­მედ სხვა გა­მო­გო­ნილ ორი­გი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ებ­შიც გა­მო­ი­ჩი­ნა.
„ნის­ლებ­ში და ნის­ლებს მიღ­მაც“ ჩვენს მი­თო­ლო­გი­ურ სამ­ყა­რო­ზე და ან­დ­რე­ზებ­ზე და­ფუძ­ნე­ბი­თაა და­წე­რი­ლი. ასე რომ, მი­სი მთა­ვა­რი გმი­რე­ბი, ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღი გო­გო-ბი­ჭე­ბი — ერეკ­ლე, გვან­ცა, მა­ხა­რე და გა­მა­ხე­ლა — ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი არი­ან. მარ­თა­ლია, ამ წიგ­ნ­ში ლი­ლე არ არის, მაგ­რამ მთა­ვა­რი გმი­რი ერეკ­ლე, ლი­ლეს წი­ნა­პა­რია და ისიც ირო­ელ­თა გვა­რი­და­ნაა. გა­მო­დის, ირო­ელ­თა გვა­რის ქრო­ნი­კებს ვწერ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა წიგ­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ის­ტო­რიაა, ახა­ლი სამ­ყა­რო­ე­ბით, რა­სე­ბი­თა და გმი­რე­ბით. წიგ­ნ­ში „ნის­ლებ­ში და ნის­ლებს მიღ­მა“ რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი ან­დ­რე­ზი გა­მო­ვი­ყე­ნე. ამ წიგ­ნის და­წე­რის სურ­ვი­ლი კი, ცრო­ლის მთის ან­დ­რეზ­მა გა­მი­ჩი­ნა. პირ­ვე­ლად წა­ვი­კითხე თუ არა, მა­შინ­ვე ამ წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი და­მე­ბა­და.
— იყო სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლი, ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, რად­გან პა­ტა­რე­ბი ყვე­ლა­ზე გულ­წ­რ­ფე­ლი და ფა­ქი­ზი მკითხ­ვე­ლე­ბი არი­ან და ასე­თი­ვე გულ­წ­რ­ფე­ლო­ბას მო­ითხო­ვენ თქვენ­გა­ნაც, რო­გორც მწერ­ლის­გან. ხში­რად დი­დე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო დე­ტა­ლი მათ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს...
კი­დევ ერ­თხელ აღ­ვ­ნიშ­ნავ, ჩე­მი მკითხ­ვე­ლე­ბი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი არი­ან. მა­თი და­ჯე­რე­ბა და გუ­ლის მო­გე­ბა ბევ­რად უფ­რო რთუ­ლია. გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა­სა და სი­ფა­ქი­ზეს­თან ერ­თად, ამ ასა­კის მკითხ­ვე­ლი რომ გენ­დოს და და­ინ­ტე­რეს­დეს, აუცი­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია — რო­გორც თა­ნას­წო­რებს, ისე უნ­და ესა­უბ­რო. ყო­ველ­გ­ვა­რი ენის მოჩ­ლე­ქი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი თხრო­ბის გა­რე­შე. ჩე­მი მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ძი­რი­თა­დად მო­ზარ­დე­ბი არი­ან. ბევ­რ­ჯერ უფ­რო­სე­ბის ტვირ­თ­საც იკი­დე­ბენ. ხში­რად დგე­ბი­ან არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე.
— რო­გორ ფიქ­რობთ, რო­გო­რი უნ­და იყოს მწე­რალ­სა და მკითხ­ველს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა...
მე მიყ­ვარს ჩემს მკითხ­ვე­ლებ­თან სა­უ­ბა­რი, მა­თი კითხ­ვე­ბი­სა და აზ­რის მოს­მე­ნა. ხში­რა­დაც ვხვდე­ბი მათ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძა­ლი­ან ბევრ ქა­ლაქ­ში ვარ ნამ­ყო­ფი შეხ­ვედ­რებ­ზე და რა­ღა თქმა უნ­და — თბი­ლის­ში. მკითხ­ველ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ფე­ის­ბუ­ქის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მაქვს. მწე­რენ წე­რი­ლებს, კითხ­ვებს, მი­ზი­ა­რე­ბენ აზ­რებს. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ ჩე­მი გა­მომ­ცემ­ლე­ბის — „გია ქარ­ჩხა­ძის გა­მომ­ცემ­ლო­ბი­სა“ და „ლო­გოს პრე­სის“. არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა მო­მიწყ­ვეს მკითხ­ველ­თან.
ერთ-ერ­თი შეხ­ვედ­რის დროს ერ­თ­მა გო­გო­ნამ მირ­ჩია, კარ­გი იქ­ნე­ბა ცხენ­ზე თუ და­წერ­თო. ამას უნ­და ვუ­მად­ლო­დე წიგ­ნ­ში ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი გმი­რის სა­ღა­რი ცხე­ნის — ქე­დას გა­მო­ჩე­ნას.
— ამ ბო­ლო დროს იმა­ზეც ალა­პა­რაკ­დ­ნენ, რომ მომ­რავ­ლ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი პრო­ზა­ი­კო­სი ქა­ლე­ბი და თით­ქოს ეს ხელ­წე­რა­ზეც იგ­რ­ძ­ნო­ბა. მკითხ­ვე­ლი კი, ალ­ბათ, ნა­წარ­მო­ე­ბის კითხ­ვი­სას ამას ვერ უნ­და გრძნობ­დეს. ჩემ­თ­ვის ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია თამ­თა მე­ლაშ­ვი­ლის „გათ­ვ­ლა“, რო­მე­ლიც ომის თე­მა­ზე და­ი­წე­რა. თქვე­ნი აზ­რი ამის შე­სა­ხებ.
თუ ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ზა­ნი არაა, ვი­ცო­დე მთხრო­ბე­ლი მა­მა­კა­ცია თუ ქა­ლი, მი­სი კითხ­ვი­სას ვერ უნ­და მივ­ხ­ვ­დე, თუ რო­მე­ლი სქე­სის ნა­აზ­რე­ვია. რო­გორც მკითხ­ვე­ლი ასე ვფიქ­რობ, რო­გორც მწე­რა­ლი — მით უმე­ტეს. სხვა­თა შო­რის, ჩე­მი პირ­ვე­ლი წიგ­ნი ფსევ­დო­ნი­მით გა­მო­ი­ცა. ყვე­ლა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მა­მა­კა­ცი ვი­ყა­ვი. „ოქ­როს ბუმ­ბულ­ზე“ გა­ირ­კ­ვა ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი ვი­ნა­ო­ბა. ჟი­უ­რის გა­უ­ჭირ­და კი­დეც სი­მარ­თ­ლის და­ჯე­რე­ბა. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბა­ტა­ლურ სცე­ნებ­სა და ორ­თაბ­რ­ძო­ლებ­ზე წე­რა.
— რო­გორ იღებთ კრი­ტი­კას? და სა­ერ­თოდ, თუ ჰყავს დღეს ლი­ტე­რა­ტუ­რას კრი­ტი­კო­სე­ბი, შემ­ფა­სებ­ლე­ბი?
პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ კრი­ტი­კა­ში ყვე­ლა სა­ღად მო­აზ­როვ­ნე მწე­რა­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს. კრი­ტი­კა აუცი­ლე­ბე­ლია და ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა ავ­ტორს. კარ­გად მეს­მის, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კა საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი და კო­მერ­ცი­უ­ლად არა­მომ­გე­ბი­ა­ნი საქ­მეა. ამის გა­მო, არც მიკ­ვირს, კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა რომ არის. სამ­წუ­ხა­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­ფა­სე­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნალ კრი­ტი­კო­სებ­ზე მე­ტად, ბლო­გე­რე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რამ­დე­ნი­მე ბლოგ­ზე შევ­ხ­ვ­დი ჩე­მი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­ებს და შემ­დეგ გა­ჩა­ღე­ბულ დის­კუ­სი­ას. ამას რა ჯო­ბია, რო­ცა შენს გმი­რებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, მათ ხა­სი­ათს არ­ჩე­ვენ, კა­მა­თო­ბენ.
— მინ­და თარ­გ­მან­ზეც ისა­უბ­როთ, დღეს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას ხელს უშ­ლის მთარ­გ­მ­ნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის, ფაქ­ტობ­რი­ვად, არარ­სე­ბო­ბა. ძა­ლი­ან ცო­ტა მწე­რა­ლი ითარ­გ­მ­ნე­ბა უცხო­ურ ენა­ზე. თუ გი­ფიქ­რი­ათ იმა­ზე, რომ თქვე­ნი რო­მე­ლი­მე რო­მა­ნი ითარ­გ­მ­ნოს?
რა თქმა უნ­და, მი­ფიქ­რია და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი გა­მომ­ცემ­ლე­ბი ჩემ­ზე მე­ტად ფიქ­რო­ბენ ამა­ზე. მსოფ­ლიო უნ­და და­ა­ინ­ტე­რე­სო ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რით. უნ­და მი­ა­წო­დო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ჟან­რე­ბი, რა­შიც ნამ­დ­ვი­ლად ჩა­მოვ­რ­ჩე­ბით. შე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბით ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­იპყ­რო. ამას, რაც არ უნ­და სწო­რი პო­ლი­ტი­კა და თან­ხე­ბი გქონ­დეს, დროც სჭირ­დე­ბა. ყვე­ლა ჩე­მი წიგ­ნის უცხო­ე­ნო­ვა­ნი სი­ნოფ­სი­სი და თარ­გ­მ­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე თა­ვი არ­სე­ბობს. საზღ­ვარ­გა­რეთ მათ გა­სა­ტა­ნად ჩე­მი გა­მომ­ცემ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ.
— რას იტყ­ვით, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს ქარ­თულ სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბა­ში?
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი სავ­სეა სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რით, ქარ­თულ სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბას მა­ინც უჭირს. გა­მომ­ცემ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, უცხო­უ­რი­დან თარ­გ­მ­ნილ ილუს­ტ­რი­რე­ბულ წიგ­ნებს ან ენ­ციკ­ლო­პე­დი­ებს გა­მოს­ცე­მენ, და არა — ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნებს. მე ნამ­დ­ვი­ლად გა­მი­მარ­თ­ლა. თუ შეხ­ვ­დე­ბით ქარ­თ­ველ ავ­ტორს, ისიც პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის წიგ­ნე­ბით. მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლად ცო­ტა იწე­რე­ბა. თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბით, მო­ი­ძი­ეთ ამ ბო­ლო წლებ­ში გა­მო­სუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბი 12-წლი­დან მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის. თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლა­დაც არ გე­ყო­ფათ. რო­დე­საც ამ ასა­კის მკითხ­ველს ვხვდე­ბი და მე­კითხე­ბი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის რა წა­ი­კითხონ, პა­სუ­ხის გა­ცე­მა ნამ­დ­ვი­ლად მი­ჭირს.
ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯო­ბია და ჩვენ — მშობ­ლე­ბიც ვცო­დავთ. ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის უფ­რო ილუს­ტ­რი­რე­ბულ, სქელ­ტა­ნი­ან ენ­ციკ­ლო­პე­დი­ებს ვყი­დუ­ლობთ, ვიდ­რე სა­კითხავ მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. ალ­ბათ, ქვეც­ნო­ბი­ე­რად, რაც თა­ვად ძა­ლი­ან გვაკ­ლ­და ბავ­შ­ვო­ბა­ში, იმის შევ­სე­ბას ვცდი­ლობთ. ძა­ლი­ან კარ­გია, რო­ცა ბავ­შ­ვი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ებ­ში იქე­ქე­ბა, ეძებს, მაგ­რამ მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას არა­ნაკ­ლე­ბი, არა­მედ უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა სჭირ­დე­ბა, რად­გან სწო­რედ ის იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ბავ­შ­ვის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.
2012 წე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბის­თ­ვის მა­ინც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წე­ლი გა­მოდ­გა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლი თეა თო­ფუ­რია და ავ­ტორ-ილუს­ტ­რა­ტო­რი სან­დ­რო ასა­თი­ა­ნი და­ა­სა­ხე­ლა. 2010 წელს ამ პრე­მი­ა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი „ლი­ბო“ და ილუს­ტ­რა­ტო­რი ლე­ლა ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი იყ­ვ­ნენ წარ­დ­გე­ნილ­ნი, თუმ­ცა, არა­ქარ­თუ­ლი მხა­რის მი­ერ. გა­სულ წელს კონ­კურ­ს­მა სა­ერ­თოდ ქარ­თ­ვე­ლე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. არა­და, კონ­კურ­სი 2003 წლი­დან ტარ­დე­ბა.
— სულ მა­ლე წიგ­ნის მე-13 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი გა­იხ­ს­ნე­ბა. რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა და რი­თი ხვდე­ბით ფეს­ტი­ვალს?
წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი უსაყ­ვარ­ლე­სი დღე­სას­წა­უ­ლია. მას­ში სხვა­დას­ხ­ვა დროს ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი — რო­გორც გა­მომ­ცე­მე­ლი, რო­გორც მკითხ­ვე­ლი და რო­გორც ავ­ტო­რი. გა­მო­გიტყ­დე­ბით, მე­სა­მე ამ­პ­ლუა ბევ­რად მსი­ა­მოვ­ნებს. წელს წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე მკითხ­ველს შევ­თა­ვა­ზებ ახალ წიგნს — „ოთხი მხა­რე და ოთხი სვე­ტი“. წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის უკ­ვე ნაც­ნო­ბი გმი­რია — ლი­ლე ირო­ე­ლი. თუმ­ცა სამ­ყა­რო, სა­დაც ის მოხ­ვ­დე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი. უკ­ვე მე­ოთხე წე­ლია, ჩე­მი გმი­რე­ბი მკითხ­ვე­ლებს პირ­ვე­ლად სწო­რედ წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე ხვდე­ბი­ან.

ესა­უბ­რა
ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N