გამოდის 1998 წლიდან
2011-11-03
დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ წელს მე­ტი პე­და­გო­გი გა­და­ლა­ხავს ბა­რი­ერს

გვე­სა­უბ­რე­ბა გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კვლე­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ია კუ­ტა­ლა­ძე

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი ორი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა: საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და, რომელიც ამოწ­მებს კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის და ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი მე­თო­დი­კის ცოდ­ნას და ზო­გა­დი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და, რო­მელ­საც აბა­რებს ყვე­ლა პე­და­გო­გი, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, რა სა­განს ას­წავ­ლის ის. პროფესიული უნა­რე­ბის ტეს­ტი მო­ი­ცავს შემდეგ სა­კითხებს: ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სწავ­ლის თე­ო­რი­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ეფექ­ტუ­რი სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი, რო­მელ­თა ცოდ­ნაც აუცი­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის.
რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ტეს­ტ­ზე? ტეს­ტი სირ­თუ­ლის თვალ­საზ­რი­სით 2010 წლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტეს­ტის ანა­ლო­გი­უ­რი იყო. არ შეც­ვ­ლი­ლა არც პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ტეს­ტის ფორ­მა­ტი. 2010 წლის გა­მოც­დის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ტეს­ტ­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის ფარ­გ­ლებ­ში: კერ­ძოდ, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ გავ­ზარ­დეთ არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და შე­ვამ­ცი­რეთ ღია და­ვა­ლე­ბე­ბის წი­ლი. გარ­კ­ვე­უ­ლი კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ ღია ტი­პის და­ვა­ლე­ბებ­ში, კერ­ძოდ, ე.წ. სი­მუ­ლა­ცი­ურ და­ვა­ლე­ბა­ში „სა­ქა­ღალ­დე“. ამ და­ვა­ლე­ბა­ში აპ­ლი­კანტს ვთხოვ­დით პი­რო­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და ანა­ლიზს, შემ­დეგ კი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზის აღ­წე­რას. ანა­ლი­ზის კომ­პო­ნენ­ტი პე­და­გო­გებს გა­უ­ჭირ­დათ, მის ნაც­ვ­ლად პა­სუ­ხებ­ში ხში­რად გვხვდე­ბო­და პი­რო­ბის პე­რიფ­რა­ზი. წელს ოდ­ნავ შევ­ც­ვა­ლეთ მოთხოვ­ნე­ბი. 2011 წლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტეს­ტ­ში (სი­მუ­ლა­ცი­უ­რი და­ვა­ლე­ბა „ფო­რუ­მი“) პრობ­ლე­მა უკ­ვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და სა­თა­უ­რად გა­მო­ტა­ნი­ლი იყო და­ვა­ლე­ბა­ში და პე­და­გო­გი­სა­გან მო­ითხოვ­და მხო­ლოდ აღ­წე­რი­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და და­სა­ბუ­თე­ბას, ანუ პე­და­გოგს უნ­და აღე­წე­რა თუნ­დაც ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, რომ­ლი­თაც მო­აგ­ვა­რებ­და და­ვა­ლე­ბა­ში აღ­წე­რილ პრობ­ლე­მას და და­ე­სა­ბუ­თე­ბი­ნა თა­ვი­სი პა­სუ­ხი. ვფიქ­რობ, გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ამან გა­ა­ი­ო­ლა და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა.
პრო­ფე­სი­ული უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე 2011 წელს რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყო, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 000-მდე პე­და­გო­გი. პე­და­გოგ­თა საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა. მათ შო­რის იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, ვინც შარ­შან ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა და წელს წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­და. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ ტი­პის გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნა. თუმ­ცა, არის პე­და­გოგ­თა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც ვერც შარ­შან გა­და­ლა­ხა ბა­რი­ე­რი და ვერც წელს. ასე­თი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის და იმათ­თ­ვის, ვინც 2012 წელს პირ­ვე­ლად მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ში, აუცი­ლებ­ლად მო­ვამ­ზა­დებთ შე­დე­გე­ბის დე­ტა­ლურ ანა­ლიზს. გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ტრა­დი­ცი­უ­ლ გა­მო­ცე­მა­ში — „რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის“ გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა 2011 წლის ტეს­ტე­ბი, ყვე­ლა ტი­პუ­რი შეც­დო­მა, რო­მე­ლიც და­უშ­ვეს პე­და­გო­გებ­მა, აუცი­ლებ­ლად თან­დარ­თუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, რას უნ­და მი­აქ­ცი­ონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა პედ­გო­გებ­მა და ა.შ. ამა­ვე ბუკ­ლეტ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად, იქ­ნე­ბა ამო­ნა­რი­დე­ბი პე­და­გოგ­თა რე­ა­ლუ­რი სა­გა­მოც­დო ნაშ­რო­მე­ბი­დან (რა თქმა უნ­და, სა­ხე­ლი­სა და გვა­რის მი­თი­თე­ბის გა­რე­შე), პა­სუ­ხე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გან­ხილ­ვა და სხვ.
ეს გა­მო­ცე­მა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა პე­და­გო­გებს, უკეთ მო­ემ­ზა­დონ მო­მა­ვა­ლი წლის გა­მოც­დი­სათ­ვის.
თუ პე­და­გოგ­თა ნაშ­რო­მე­ბის გა­ა­­ნა­ლი­ზე­ბას ახ­ლა­ვე შე­ვეც­დე­ბით, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ნო­მერ პირ­ველ პრობ­ლე­მად რჩე­ბა ის, რომ პე­და­გო­გე­ბი არ პა­სუ­ხო­ბენ და­ვა­ლე­ბის ყვე­ლა მი­თი­თე­ბას. თი­თო­ე­ულ და­ვა­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე მი­თი­თე­ბა აქვს, რო­მელ­საც აპ­ლი­კან­ტე­ბი მე­ტი ყუ­რადღე­ბით უნ­და მო­ე­კი­დონ. წელს გა­მო­იკ­ვე­თა კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა — პედ­აგო­გე­ბი ზოგ­ჯერ არ პა­სუ­ხობ­დ­ნენ იმ კითხ­ვას, რო­მე­ლიც და­ვა­ლე­ბა­შია დას­მუ­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი ღია ტი­პის და­ვა­ლე­ბა სწორ­დე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ პა­სუ­ხი და­ვა­ლე­ბა­ში დას­მუ­ლი კითხ­ვის რე­ლე­ვან­ტუ­რია. ხში­რი იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­სუ­ხი აც­დე­ნი­ლი იყო პი­რო­ბას. წე­რია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან კარ­გად ნას­წავ­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი ფრა­ზე­ბი, მაგ­რამ რო­ცა პა­სუ­ხი პი­რო­ბას/კითხ­ვას არ პა­სუ­ხობს, ფას­დე­ბა ნუ­ლი ქუ­ლით. ნაშ­რო­მის შე­ფა­სე­ბის პირ­ვე­ლი კრი­ტე­რი­უ­მი პა­სუ­ხის რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბაა.
გარ­და ამი­სა, კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა არ­გუ­მენ­ტი­რე­ბის ნა­წი­ლი. რო­დე­საც ვთხოვთ პე­და­გოგს მსჯე­ლო­ბას, კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის აღ­წე­რას, იმავ­დ­რო­უ­ლად, ვთხოვთ და­სა­ბუ­თე­ბა­საც — რა­ტომ შე­უწყობს ხელს მის მი­ერ აღ­წე­რი­ლი აქ­ტი­ვო­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან გვინ­და შე­ვა­ფა­სოთ, რამ­დე­ნად გა­აზ­რე­ბუ­ლია ის ცოდ­ნა, რა­საც პე­და­გო­გი ამ­ჟ­ღავ­ნებს. ხში­რად პა­სუ­ხებ­ში ხდე­ბა უბ­რა­ლოდ რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა იმი­სა, რაც ნას­წავ­ლი აქვთ პე­და­გო­გებს, მა­გა­ლი­თად, ახ­სოვთ რო­მე­ლი­მე თე­ო­რია ან ავ­ტო­რი, მაგ­რამ კონ­კ­რე­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა უჭირთ. სწო­რედ ამი­ტო­მაც ღია და­ვა­ლე­ბა­ში ვითხოვთ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბას. და­სა­ბუ­თე­ბის კომ­პო­ნენ­ტის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა იყო ძი­რი­თა­დი ხარ­ვე­ზი პე­და­გო­გე­ბის ნაშ­რო­მებ­ში, რა თქმა უნ­და, ყვე­ლას არ ვგუ­ლის­ხ­მობ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჩვენს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში აუცი­ლებ­ლად შე­ვი­ტანთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, მო­ვამ­ზა­დებთ ნი­მუ­შებს, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის ნა­წი­ლი იმის­თ­ვის, რომ პა­სუ­ხი იყოს სრუ­ლი და შე­ფა­სე­ბაც მა­ღა­ლი.
ჩე­მი სუ­ბი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბით, პე­და­გო­გე­ბი უკეთ იყ­ვ­ნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, ვიდ­რე პირ­ველ წელს, რაც ალ­ბათ ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა. თა­ვის­თა­ვად, იმ პე­და­გო­გებ­მა, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლებ­მა მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ში, 2010 წელს, დი­დი გამ­ბე­და­ო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს, რად­გან ეს სრუ­ლი­ად ახა­ლი ფორ­მა­ტის გა­მოც­და იყო. 2010 წელს იყო ისე­თი პა­სუ­ხე­ბიც, რომ­ლე­ბიც, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, კარგ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას არ ტო­ვებ­და. წელს ასე­თი ნა­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რე იყო. თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბა­რი­ე­რი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია — გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით რომ ჩა­ა­ბა­როს პე­და­გოგ­მა, მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის 60%-ზე მე­ტი უნ­და და­აგ­რო­ვოს. ბევ­რ­მა პედა­გოგ­მა ეს მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რი მა­ინც ვერ დაძ­ლია. ვფიქ­რობ, ამა­ში ტრა­გი­კუ­ლი არა­ფე­რია. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, 2014 წლის ჩათ­ვ­ლით გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ წელს კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა იმ აპ­ლი­კან­ტ­თა რიცხ­ვი, ვინც გა­და­ლა­ხავს ბა­რი­ერს. რა­ო­დე­ნობ­რი­ვად წელს გა­ცი­ლე­ბით მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­და­ლა­ხა პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ტეს­ტის ბა­რი­ე­რი, ვიდ­რე შარ­შან. იმე­დი მაქვს, ასე­თი დი­ნა­მი­კა მო­მა­ვალ­შიც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.
ჩვე­ნი მხრივ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თ­ვის, რომ ხე­ლი შე­ვუწყოთ პე­და­გო­გებს, უკეთ მო­ემ­ზა­დონ. გამოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა შარ­შან პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის გა­მოს­ცა დამ­ხ­მა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რა „ეფექ­ტი­ა­ნი სწავ­ლე­ბა“, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ენი­თაა მო­ცე­მუ­ლი სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ყო­ველ წელს გა­მოვ­ცემთ კრე­ბულს „რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის­თ­ვის“. სა­ვა­რა­უ­დოდ, ნო­ემ­ბერ­ში ეს კრე­ბუ­ლი და­ი­ბეჭ­დე­ბა და მი­ვა პე­და­გო­გე­ბამ­დე. გარ­და ამი­სა, ძველ გა­მო­ცე­მებს აუცი­ლებ­ლად ავ­ტ­ვირ­თავთ ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე — www.naec.ge. პირ­ველ გა­მო­ცე­მას ახ­ლავს და­ნარ­თი, რო­მე­ლიც დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს პე­და­გო­გებს. და­ნარ­თ­ში მოკ­ლე­დაა მი­მო­ხი­ლუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რი­ე­ბი, რო­მელ­თა ცოდ­ნაც მათ სტან­დარ­ტით მო­ეთხო­ვე­ბათ. კი­დევ ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან აქ­ტი­ვო­ბას ვგეგ­მავთ — რა­ი­ო­ნებ­ში გას­ვ­ლას და პე­და­გო­გებ­თან შეხ­ვედ­რებს. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თ­ვის, რომ მო­მა­ვალ წელს უფ­რო მეტ­მა პე­და­გოგ­მა გა­და­ლა­ხოს ბა­რი­ე­რი.
რაც შე­ე­ხე­ბა საგ­ნობ­რივ გა­მოც­დებს, იცით, რომ წელს სი­ახ­ლე იყო — მომ­ზად­და ყვე­ლა საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და და, ფაქ­ტობ­რი­ვად, სის­ტე­მა უკ­ვე სრულ­ყო­ფი­ლად ამოქ­მედ­და. მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ის ხარ­ვე­ზე­ბი, რაც წელს იყო დაშ­ვე­ბუ­ლი პე­და­გოგ­თა ნაშ­რო­მებ­ში, კარ­გად იყოს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და პე­და­გო­გე­ბამ­დე მი­ტა­ნი­ლი, რაც აუცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ღებს სა­თა­ნა­დო შე­დეგს. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის შე­მო­ღე­ბა ხა­რის­ხის რე­გუ­ლი­რე­ბის კარ­გი მე­ქა­ნიზ­მია, ის ხელს უწყობს მოქ­მე­დი და დამ­წყე­ბი პე­და­გო­გე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გან­საზღ­ვ­რავს ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბას, რო­მე­ლიც პე­და­გოგ­თა ოს­ტა­ტო­ბა­ზე, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­სა და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მინ­და მათ წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო მო­მა­ვალ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­სა და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ნო­ბა­ში.

ესაუბრა
ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N