გამოდის 1998 წლიდან
2011-10-31
…ჩემს წი­ნა­პარ­თა მსგავ­სად ვე­ო­მე­ბი ურ­წ­მუ­ნოთ

1911 წლის 2(15) სექ­ტემ­ბერს მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლი სო­ფელ სან­ტა-მა­რი­ნე­ლას­თან, ად­რი­ა­ტი­კის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, პრო­ფე­სორ ავ­გუს­ტის­თან ერ­თად სე­ირ­ნობ­და. ზღვა სა­ოც­რად წყნა­რი იყო. უბე­დუ­რე­ბას თით­ქოს არა­ფე­რი მო­ას­წა­ვებ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამინ­დი აირია, ამო­ვარ­დ­ნილ­მა ქარ­მა ზღვა ააღელ­ვა. ამ დროს ყვი­რი­ლი გა­ის­მა. ვი­ღაც გან­წი­რუ­ლი ხმით შვე­ლას ითხოვ­და. ყვე­ლა ნა­პირს მი­აწყ­და, მაგ­რამ ზღვა­ში შეს­ვ­ლას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და. ამ დროს შეგ­რო­ვილ ხალხს ორი ვაჟ­კა­ცი გა­მო­ე­ყო და აქოჩ­რილ ტალ­ღებს შე­ე­ბა. ერ­თი მათ­გა­ნი მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლი იყო, მე­ო­რე — მი­სი მე­გო­ბა­რი პრო­ფე­სო­რი. მაშ­ვე­ლებ­მა მსხვერ­პ­ლის — ნა­ვე­ბის და­რა­ჯის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს, მაგ­რამ თვი­თონ ნა­პირს ვე­ღარ მი­აღ­წი­ეს. მი­ხე­ი­ლი ამ დროს მხო­ლოდ 53 წლის იყო.

***
მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლი (ერის­კა­ცო­ბა­ში — ალექ­სან­დ­რე) ახალ­ცი­ხე­ში და­ი­ბა­და, პეტ­რე თა­მა­რაშ­ვი­ლის ღა­რიბ და მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ან, კა­თო­ლი­კუ­რი აღ­მ­სა­რებ­ლო­ბის ოჯახ­ში. ათი შვი­ლი­დან მეცხ­რე იყო.14 წლის იყო, მა­მა რომ გარ­და­ეც­ვა­ლა. ად­რე და­ობ­ლე­ბულს ოჯახ­ზე ზრუნ­ვა და­აწ­ვა მხრებ­ზე, რის გა­მოც ნი­ჭი­ე­რი ყმაწ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სწავ­ლის­თ­ვის თა­ვი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა და ხე­ლო­ბის შე­სას­წავ­ლად ხა­რაზს მი­ბა­რე­ბო­და. 1874 წელს მი­ხე­ი­ლი თა­ვის ძმას­თან ჩა­ვი­და ქუ­თა­ის­ში ხე­ლოს­ნო­ბა­ში ბე­დის საც­დე­ლად. ძმის დუ­ქან­ში ერ­თხანს წა­ღებს ჰკე­რავ­და, მაგ­რამ ორი­ო­დე წე­ლი­წად­ში ძმე­ბი გა­კოტ­რ­დ­ნენ და საცხოვ­რებ­ლად ხა­შურ­ში გა­და­ვიდ­ნენ. დახ­ლი ვერც იქ და­ი­ყე­ნეს, სა­ხე­ლოს­ნო და­ხუ­რეს და მშობ­ლი­ურ ახალ­ცი­ხეს და­უბ­რუნ­დ­ნენ.
დაწყე­ბი­თი სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა იქ­ვე, „ქვე­მო ეკ­ლე­სი­ის“ სამ­რევ­ლო სკო­ლა­ში მი­ი­ღო, ივა­ნე გვა­რა­მა­ძის, იგი­ვე „ვინ­მე მეს­ხის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. იმ დროს გვა­რა­მა­ძე­ზე უკე­თე­სი მოძღ­ვა­რი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის მცოდ­ნე ბევ­რი არ იყო. მოძღ­ვარ­მა იგ­რ­ძ­ნო, რომ ბავ­შ­ვი დი­დი საქ­მი­სათ­ვის იყო მოვ­ლე­ნი­ლი და სა­გან­გე­ბო წვრთნა და­უწყო.
სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის 20 წლი­სამ მო­ი­ცა­ლა. 1878 წელს, ივა­ნე გვა­რა­მა­ძის და­ჟი­ნე­ბუ­ლი რჩე­ვით, 20 წლის თა­მა­რაშ­ვი­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე­პოლ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, პეტ­რე ხა­რის­ჭი­რაშ­ვი­ლის მი­ერ და­არ­სე­ბულ ქარ­თ­ველ კა­თო­ლი­კე­თა ფე­რი­ქო­ის ეკ­ლე­სი­ის სამ­რევ­ლო სას­წავ­ლე­ბელ­ში და იქ­ვე აღიკ­ვე­ცა ბე­რად. ამ სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბა ქარ­თულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად ის­წავ­ლე­ბო­და ფრან­გუ­ლი და ლა­თი­ნუ­რი. სამ წე­ლი­წად­ში მი­ხე­ი­ლი თა­ვი­სუფ­ლად და­ე­უფ­ლა ამ ენებს.
სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი სა­მი მოს­წავ­ლე შე­არ­ჩია და სას­წავ­ლებ­ლად ეს­პა­ნეთ­ში გაგ­ზავ­ნა. აქა­ურ სე­მი­ნა­რი­ა­ში მი­ხე­ილ­მა კი­დევ სა­მი წე­ლი დაჰ­ყო. პეტ­რე ხა­რის­ჭი­რაშ­ვილ­მა კვლავ გა­მო­არ­ჩია სწავ­ლას მოწყუ­რე­ბუ­ლი ყმაწ­ვი­ლი და ამ­ჯე­რად უკ­ვე პა­რიზ­ში, ლა­ზა­რეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ავ­ლი­ნა.
პა­რი­ზის სა­მეც­ნი­ე­რო ცხოვ­რე­ბის გაც­ნო­ბამ მი­ხე­ილ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. 1888 წელს, სას­წავ­ლებ­ლის წარ­ჩი­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, თა­მა­რაშ­ვი­ლი თა­ვის გა­ნუყ­რელ მე­გო­ბარ იოსებ მე­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად კონ­ს­ტან­ტი­ნე­პო­ლის ქარ­თ­ველ­თა ძმო­ბა­ში მი­იწ­ვი­ეს. ამ დრო­ის­თ­ვის დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი პეტ­რე ხა­რის­ჭი­რაშ­ვი­ლის ნაც­ვ­ლად კონ­ს­ტან­ტი­ნე­პო­ლის ქარ­თ­ველ­თა ცენტრს ნი­კო­ლოზ მან­ვე­ლიშ­ვი­ლი გა­ნა­გებ­და. მო­ნას­ტერ­ში ის ძვე­ლი აღ­ტყი­ნე­ბა და შე­მარ­თე­ბა აღარ სუ­ფევ­და.
თა­მა­რაშ­ვილს გულ­მა სამ­შობ­ლოს­კენ გა­მო­უ­წია. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­ს­ კი შავ­რაზ­მულ რე­ჟიმ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უხ­და. ჟან­დარ­მე­რი­ამ მას­ში იმ­პე­რი­ის­თ­ვის სა­ში­ში პი­როვ­ნე­ბა და­ი­ნა­ხა და ეჭ­ვის თვა­ლით და­უწყო ყუ­რე­ბა. თბი­ლის­ში თა­მა­რაშ­ვი­ლი მი­ძი­ნე­ბის ეკ­ლე­სი­ის მოძღ­ვ­რად გა­ნა­წე­სეს. მან აქ თა­ვი­სე­ბუ­რი „გა­ნა­წე­სი“ შე­მო­ი­ღო: ყო­ვე­ლი წირ­ვი­სას თუ ლოც­ვი­სას, ეკ­ლე­სი­ის კა­თედ­რი­დან, მრევლს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ცალ­კე­ულ ეპი­ზო­დებ­ზეც მო­უთხ­რობ­და. ცხა­დია, ეს ქარ­თ­ველ მრევლს ძალ­ზე მოს­წონ­და. მაგ­რამ გა­მოჩ­ნ­დ­ნენ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ნიც. სო­მეხ კა­თო­ლი­კე­ებს არ ესი­ა­მოვ­ნათ მათ მი­ერ­ვე გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ სი­მარ­თ­ლე, ამი­ტომ და­ბეზღე­ბე­ბით, ათას­გ­ვა­რი ცი­ლის­წა­მე­ბი­თა და ქრთა­მე­ბით თა­მა­რაშ­ვი­ლის­თ­ვის ჯერ თბი­ლის­ში, შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მღვდელ­თ­მ­სა­ხუ­რე­ბის აკ­რ­ძალ­ვას მი­აღ­წი­ეს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­შინ­დელ მთა­ვარ­მარ­თე­ბელ დუნ­დუ­კოვ-კორ­სა­კო­ვის ბრძა­ნე­ბით, მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვილს, რო­გორც არა­კე­თი­ლი აზ­რე­ბის მქო­ნეს, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი პრო­პა­გან­დის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მღვდელ­თ­მ­სა­ხუ­რე­ბა აუკ­რ­ძა­ლეს. მას უფ­ლე­ბა დარ­თეს ახალ­ცი­ხე­ში ეცხოვ­რა, ოღონდ, მღვდლის მო­ვა­ლე­ო­ბა არც აქ უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.
ახალ­ცი­ხე­ში ჩა­სუ­ლი თა­მა­რაშ­ვი­ლი თა­ვის მოძღ­ვარ­თან და უფ­როს მე­გო­ბარ­თან — ივა­ნე გვა­რა­მა­ძეს­თან საყ­ვა­რელ საგ­ნებ­ზე სა­უბ­რით იქარ­ვებ­და დარდს. თუმ­ცა, მა­ლე ის ახალ­ცი­ხი­და­ნაც გა­ა­ძე­ვეს. რო­გორც მთავ­რო­ბის მი­ერ შე­რის­ხულს არც რომ­ში წას­ვ­ლის ნე­ბარ­თ­ვას აძ­ლევ­დ­ნენ. სომ­ხუ­რი ტი­პი­კო­ნის მქო­ნე ახალ­ცი­ხის ეკ­ლე­სი­ა­მაც არ მი­ი­ღო. მა­მი­სე­ულ სახ­ლ­ში კი სი­ღა­რი­ბე და შიმ­ში­ლი მე­ფობ­და.
1890 წელს მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვილ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა ყო­ველ­გ­ვა­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე სტამ­ბოლ­ში ჩა­სუ­ლი­ყო. აქე­დან რომ­ში გა­ე­მარ­თა და რო­მის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი. უსახ­ს­როდ დარ­ჩე­ნილს მხსნე­ლად თა­ვი­სი­ვე ნი­ჭი­ე­რე­ბა მო­ევ­ლი­ნა. მას სტი­პენ­დია და­უ­ნიშ­ნეს. 1894 წელს თა­მა­რაშ­ვილ­მა აკა­დე­მია წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა და დოქ­ტო­რის წო­დე­ბა მო­ი­პო­ვა. მის ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, მეც­ნი­ე­რუ­ლი მუ­შა­ო­ბის ეტა­პი დად­გა.
ამ დრო­ის­თ­ვის მე­ტად მწვა­ვედ იდ­გა ქარ­თ­ველ კა­თო­ლი­კე­თა წარ­მო­მავ­ლო­ბის სა­კითხი. სომ­ხუ­რი კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის მეს­ვე­უ­რე­ბი ამ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, რომ ქარ­თ­ვე­ლი კა­თო­ლი­კე­ნი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობ­დ­ნენ. ისი­ნი, ვინც დღეს თავს ქარ­თ­ველ კა­თო­ლი­კე­ებს უწო­დე­ბენ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში გა­ქარ­თ­ვე­ლე­ბუ­ლი სომ­ხე­ბი არი­ა­ნო.1886 წელს კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ებ­ში ქარ­თუ­ლი ენა აკ­რ­ძა­ლეს. ივა­ნე გვა­რა­მა­ძე წერ­და მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვილს: რომ არა ჩვე­ნი ქა­ლე­ბის დი­დი შე­მარ­თე­ბა, ამ ბრძა­ნე­ბის შემ­დეგ ქარ­თულ ქა­და­გე­ბას სა­ერ­თოდ ვე­ღარ შევ­ძ­ლებ­დი­თო.
ქარ­თ­ვე­ლი კა­თო­ლი­კე­ნი რო­მის პაპ­თა­ნაც ჩა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ არც ამან გა­მო­ი­ღო შე­დე­გი. 1894 წელს პა­პის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი დეკ­რე­ტით, აღ­მო­სავ­ლე­თის კა­თო­ლი­კე­ებს სა­ერ­თოდ აეკ­რ­ძა­ლათ ლა­თი­ნუ­რი ტი­პი­კო­ნით წირ­ვა, მათ მხო­ლოდ სომ­ხუ­რი ტი­პი­კო­ნით უნ­და ეწი­რათ.
კავ­კა­სი­ის მთა­ვარ­მარ­თებ­ლის 1893 წლის მა­ი­სის ბრძა­ნე­ბა­ში თბი­ლი­სის ქარ­თ­ველ კა­თო­ლი­კე­თა ეკ­ლე­სია სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ად იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.
და­იწყო და­ვა ქარ­თუ­ლი კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის თა­ო­ბა­ზე. სა­ჭი­რო გახ­და დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა. ასე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი კი რო­მის არ­ქი­ვებ­ში ინა­ხე­ბო­და. 1892 წელს თბი­ლი­სის კა­თო­ლი­კურ­მა ეკ­ლე­სი­ამ თხოვ­ნით მი­მარ­თა მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვილს, მო­ე­ძი­ე­ბი­ნა ვა­ტი­კა­ნის წიგ­ნ­თ­სა­ცა­ვებ­ში სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბი. შეკ­ვე­თა სი­ა­მოვ­ნე­ბით იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი. თა­მა­რაშ­ვი­ლის მი­ერ მო­ძი­ე­ბულ­მა დო­კუ­მენ­ტებ­მა საქ­მე ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ქარ­თ­ვე­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­დაწყ­ვი­ტა.
რო­მის არ­ქი­ვებ­ში მი­ხე­ი­ლი არა მარ­ტო სა­ეკ­ლე­სიო, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა­საც შე­უდ­გა. 1898 წელს ის რო­მი­დან წერ­და თა­ვის მას­წავ­ლე­ბელს — ივა­ნე გვა­რა­მა­ძეს: „წიგ­ნებს დღი­დან დღე­ზე ვპო­უ­ლობ. ძებ­ნა­ზე დიდ შრო­მა­სა ვდებ, ხში­რად 40-60 ტომს და ათა­სო­ბით ფურ­ც­ლებს ვფურ­ც­ლავ და ზოგ­ჯერ სრუ­ლე­ბით ვე­რა­ფერს ვპო­უ­ლობ და ზოგ­ჯერ უც­ბად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­სა­ნიშ­ნავ­სა და სა­სი­ა­მოვ­ნო ქა­ღალ­დებს შევ­ხ­ვ­დე­ბი, კი­დევ დრო ბევ­რი უნ­და, რომ ამის­თა­ნა დო­კუ­მენ­ტე­ბი შევ­კ­რი­ბო.“
ამ მარ­თ­ლაც ტი­ტა­ნურ შრო­მას თა­მა­რაშ­ვი­ლი უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბის პი­რო­ბებ­ში ეწე­ო­და. მი­სი ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი ამ დროს მღვდელ­თ­მ­სა­ხუ­რე­ბის მცი­რე თან­ხა იყო.
1894 წელს, თა­მა­რაშ­ვი­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე­პო­ლის ქარ­თ­ველ კა­თო­ლი­კე­თა და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, ფე­რი­ქო­ვის (კონ­ს­ტან­ტი­ნე­პო­ლის ერთ-ერ­თი უბა­ნი) ქარ­თუ­ლი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლო­ბას იწყებს და თა­ვი­სი ლექ­ცი­ე­ბით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა­ში მოჰ­ყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი, მაგ­რამ სკო­ლა­ში გა­მე­ფე­ბულ­მა ფორ­მა­ლო­ბამ და რუ­ტი­ნამ მა­ლე მას გუ­ლი აუც­რუა.
1459 წელს ყვარ­ყ­ვა­რე ათა­ბა­გის მი­ერ პაპ­თან გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში კარ­გად ჩანს არა მარ­ტო სამ­ცხის მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუ­ფა­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია, არა­მედ მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ალ­ღო და შექ­მ­ნი­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის ღრმა ანა­ლი­ზის უნა­რიც. „…ჩემს წი­ნა­პარ­თა მსგავ­სად ვე­ო­მე­ბი ურ­წ­მუ­ნოთ. გა­სულ წლებ­ში მე­ზო­ბელ ქრის­ტი­ან მთავ­რებ­თან ომი რომ არ მომ­ხ­დე­ნო­და, უფ­რო მო­მე­ტე­ბუ­ლად გა­ვი­მარ­ჯ­ვებ­დი ურ­წ­მუ­ნო­ებ­ზე. ახ­ლა შე­ვუ­რიგ­დი ყვე­ლა ჩემს მე­ზო­ბელ ქრის­ტი­ან მთა­ვარს და გარ­დავ­წყ­ვი­ტე მთე­ლი ჩე­მი ღო­ნე და შეძ­ლე­ბა მო­ვიხ­მა­რო ოს­მა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. მე­ვე უნ­და წა­ვუძღ­ვე 20 000 ცხე­ნო­სანს სა­ომ­რად, რა­თა შე­ერ­თე­ბუ­ლის ძა­ლით შე­ვე­ბათ და ვსძლი­ოთ ოს­მალთ.
გპირ­დე­ბით, რომ ერ­თის ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვიპყ­რობთ ანა­ტო­ლი­ა­სა და ყვე­ლა ქვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ოს­მა­ლოს ამ მხა­რეს უჭი­რავს.
მე­ო­რე მხა­რეს თქვენ და­გი­ტო­ვებთ. ორ ჯარს შუა მოქ­ცე­უ­ლი ოს­მა­ლე­თი და­მარ­ცხ­დე­ბა. უწყო­დეთ, რომ თუ ახ­ლა ჩვენ­თან ერ­თად არა­ფერს იმოქ­მე­დებთ, შემ­დეგ­ში, კი­დე­ვაც რომ გუ­ლით მო­ინ­დო­მოთ, ვე­რა­ფერს გა­ა­ა­რი­გებთ, რად­გან ურ­ჯუ­ლო ოს­მა­ლე­თი მუ­დამ­დღე ძლი­ერ­დე­ბა და ვე­ღარც შევ­ძ­ლებთ შემ­დეგ­ში გულ­მოდ­გი­ნეთ შე­ერ­თე­ბას.“
თა­მა­რაშ­ვილ­მა ისიც და­ა­სა­ბუ­თა, რომ ასე­თი კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მ­ნა ჩა­ი­შა­ლა სწო­რედ და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო­თა მი­ზე­ზით. ირან-თურ­ქე­თის ექ­ს­პან­სი­ის დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნა­პი­რა მხა­რე­ებს — სამ­ცხეს და კა­ხეთს გა­უ­ჭირ­დათ. მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში მა­ნუ­ჩარ ათა­ბაგ­მა და ალექ­სან­დ­რე კახ­თა მე­ფემ თა­ვი­ანთ სამ­ფ­ლო­ბე­ლო­ებ­ში კა­თო­ლი­კე მი­სი­ო­ნე­რე­ბი მი­ი­პა­ტი­ჟეს, რაც იმის უტყუ­ა­რი ნი­შა­ნი იყო, რომ ევ­რო­პა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია გრძელ­დე­ბო­და.
თა­მა­რაშ­ვი­ლი დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მობს ვახ­ტანგ VI-ისა და სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბის გა­შუ­ქე­ბას, ასე­ვე ფარ­თოდ მი­მო­ი­ხი­ლავს თე­ი­მუ­რა­ზი­სა და ერეკ­ლეს ხა­ნას, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს მათ და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ ორი­ენ­ტა­ცი­ას.
მისი წიგ­ნი გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე იქ­ცა სა­ერ­თო ქარ­თულ მოვ­ლე­ნად. „გა­მო­ცე­მულ­მა თქვენს მი­ერ „ის­ტო­რია კა­თო­ლი­კო­ბი­სა ქარ­თ­ველ­თა შო­რის“ ყო­ვე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყუ­რე და კუთხე და­ი­ა­რა და ყველ­გან აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ნა­თე­ლი წა­ი­ღო და სიბ­ნე­ლეს სხი­ვი მი­ა­ყე­ნა და დას­ძ­რა და დაჰ­ფან­ტა იჭ­ვი­ა­ნო­ბა, გა­მო­ვიდ­ნენ ას­პა­რეზ­ზედ თქვე­ნი ჰაზ­რე­ბის დამ­ც­ველ­ნი…“ .
„შე­ნი გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი, რო­მელ­ნიც არი­ან დო­კუ­მენ­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის გვა­როვ­ნო­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ტი­პი­კო­ნი­სა, მარ­თ­ლაც ძვირ­ფა­სი და და­უ­ფა­სე­ბელ­ნი სა­უნ­ჯე­ნი არი­ან მა­მუ­ლის შვი­ლე­ბი­სათ­ვის და თავ­გა­სუ­ლი მტრე­ბის­თ­ვის ლა­გა­მის ამო­სა­დე­ბად. მარ­თ­ლა რომ შე­ნი შრო­მა ძვირ­ფა­სია ჩვე­ნი საწყა­ლი ქვეყ­ნის­თ­ვის… “ — წერ­დ­ნენ წიგ­ნის გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე. ილი­ას „ივე­რია“ კი 1902 წლის N 254-ში აღ­ნიშ­ნავ­და: „ეს მარ­ტო კა­თო­ლი­კო­ბის ის­ტო­რია კი არ არის, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ში­ნა­გა­ნი ცხოვ­რე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ის­ტო­რიაა და ამ მხრივ ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნი მე­ო­რე ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბაა.“
მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლის წიგნს გა­მო­ეხ­მა­უ­რნენ: იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, აკა­კი წე­რე­თე­ლი, მო­სე ჯა­ნაშ­ვი­ლი, ნი­კო მა­რი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, თე­დო სა­ხო­კია, მი­ხე­ილ წე­რე­თე­ლი, ივა­ნე გვა­რა­მა­ძე და სხვე­ბი. ყვე­ლა მათ­გა­ნი აღ­ნიშ­ნავ­და ავ­ტო­რის მი­ერ გა­წე­ულ ტი­ტა­ნურ შრო­მას და სა­მეც­ნი­ე­რო ბრუნ­ვა­ში შე­მო­ტა­ნი­ლი ფას­და­უ­დე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ნუ­ზომ­ლად დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის არა­ერ­თი ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი მოვ­ლე­ნის ახ­ს­ნის საქ­მე­ში.
უსახ­ს­რო­ბის გა­მო მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვილ­მა თა­ვი­სი წიგ­ნის მე­ო­რე ტო­მის გა­მო­ცე­მა ვერ შეძ­ლო. მან ის­ღა მო­ა­ხერ­ხა, რომ ცალ­კე გა­მო­ყო სა­კითხე­ბის ნა­წი­ლი და ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის გამ­ყალ­ბე­ბელ­თა წი­ნა­აღ­მ­დეგ პო­ლე­მის­ტუ­რი წიგ­ნის სა­ხით და­ბეჭ­და.
1902 წელს, იტა­ლი­ა­ში, იტა­ლი­ურ ენა­ზე მხი­ტა­რის­ტ­თა კონ­გ­რე­გა­ცი­ის წევ­რ­მა ტერ-გაბ­რი­ელ ნა­ხა­პე­ტი­ან­მა გა­მოს­ცა წიგ­ნი „სომ­ხის კა­თო­ლი­კე­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და სა­კითხი კა­თო­ლი­კე სო­მეხ­თა და ქარ­თ­ველ­თა შო­რის“, რო­მელ­შიც ქარ­თ­ველ­თა მი­მართ ცი­ლის­წა­მე­ბა იყო გად­მონ­თხე­უ­ლი.
1904 წელს, ისევ და ისევ სტე­ფა­ნე ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და პავ­ლე მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი­სა და ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, გა­მო­ი­ცა მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლის წიგ­ნი „პა­სუ­ხი სო­მეხ მწერ­ლებს, რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფენ ქარ­თ­ველ­თა კა­თო­ლი­კო­ბას“ (ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვა).
ნაშ­რომ­ში სა­თა­ნა­დო ასახ­ვა ჰპო­ვა ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის წარ­მო­შო­ბის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სო­მეხ­თა შე­მო­ხიზ­ვ­ნი­სა და გად­მო­სახ­ლე­ბის, კა­თო­ლი­კე მი­სი­ო­ნერ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის, ქარ­თ­ველ კა­თო­ლი­კე­ებ­ში სომ­ხუ­რი რი­ტის გავ­რ­ცე­ლე­ბის და სხვა სა­კითხებ­მა.
1905 წლის­თ­ვის მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვილ­მა ფრან­გულ ენა­ზე მო­ამ­ზა­და ნაშ­რო­მი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც და­ურ­თო დო­კუ­მენ­ტუ­რი ტექ­ს­ტე­ბი, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი რუ­კე­ბი, სუ­რა­თე­ბი და ა.შ. ასე­თი ნაშ­რო­მის გა­მო­ცე­მა, ცხა­დია, გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ჯდე­ბო­და. მას ამ­ჯე­რა­დაც ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის იმე­დი ჰქონ­და, მაგ­რამ 1904 წელს გარ­დაც­ვ­ლი­ლი სტე­ფა­ნე ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლის მემ­კ­ვიდ­რე­ებ­მა და ძმებ­მა აღარ ისურ­ვეს მკვლე­ვა­რის დახ­მა­რე­ბა. სა­ჭი­რო გახ­და აკა­კი წე­რეთ­ლის, ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძის, ცხა­და­ძის და სხვა ქარ­თ­ველ მოღ­ვა­წე­თა დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა, რომ ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლებს კვლავ მოწყა­ლე თვა­ლით შე­ე­ხე­დათ რომ­ში მყო­ფი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის­თ­ვის.
მათ კვლავ აღუდ­გი­ნეს დახ­მა­რე­ბა თა­მა­რაშ­ვილს და წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­შიც თა­ნად­გო­მა აღუთ­ქ­ვეს. 1910 წელს წიგ­ნი ფრან­გულ ენა­ზე გა­მო­ი­ცა.
სა­ყო­ველ­თაო შე­ფა­სე­ბით, ამ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა მო­ას­წა­ვებ­და ახა­ლი ეტა­პის დაწყე­ბას ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი­ის სფე­რო­ში. ევ­რო­პელ­თათ­ვის ის ნამ­დ­ვილ აღ­მო­ჩე­ნად იქ­ცა. თვით მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ „ად­რე ჩემს მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი ამ წიგ­ნ­თან მო­სა­ტა­ნი და სახ­სე­ნე­ბე­ლიც არ არი­ან.“
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წიგ­ნ­მა 1910 წლის ივ­ნის­ში ჩა­მო­აღ­წია. ლ. გო­ზა­ლიშ­ვი­ლი თა­მა­რაშ­ვილს წერ­და: „თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა საკ­რე­ბუ­ლო­ში... რა ნა­ხეს წიგ­ნი გან­ც­ვიფ­რე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ წიგ­ნის სი­დი­ა­დე­ზე და ავ­ტო­რის მხნე­ო­ბა­ზე და უზე­ნა­ესს უმად­ლოდ­ნენ, რომ მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას ჩვე­ნი კულ­ტუ­რის და­სავ­ლეთ­ში გა­საც­ნო­ბად თქვე­ნი მა­მო­ბა. ვერ მო­ვა­ხერ­ხებ მა­თი სი­ხა­რუ­ლის გა­მოთ­ქ­მას. დამ­პირ­დ­ნენ, რომ ახ­ლა მა­ინც შე­გე­წე­ვი­ან, რომ სინ­დი­სი გა­ის­წო­რონ. მგო­ნი 1000 მა­ნე­თამ­დე გა­ახ­ლონ”.
ხუ­თი­ო­დე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წიგ­ნის გა­მო­ცე­მი­დან ევ­რო­პა­ში მის შე­სა­ხებ 50-ზე მე­ტი რე­ცენ­ზია და­ი­წე­რა. წიგნს უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მის­ცა ვა­ტი­კან­მაც. „...სა­ხე­ლო­ვან­მა ავ­ტორ­მა მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვილ­მა მოგ­ვიძღ­ვ­ნა თა­ვი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნი ფრან­გულ ენა­ზე. სა­უცხოო სტი­ლით, სის­წო­რით და გე­მოვ­ნე­ბით და­წე­რი­ლი... ეს თხზუ­ლე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვია ძვე­ლი დრო­ის სა­ბუ­თე­ბის და მა­სა­ლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის შე­სა­ხებ ბრძნუ­ლი კრი­ტი­კით და თა­ვი­სი ქვეყ­ნის მტერ­თა მი­მართ წყნა­რი ტო­ნით. შიგ გა­მოს­ჭ­ვი­ვის მხურ­ვა­ლე, მაგ­რამ შეგ­ნე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი ავ­ტო­რი­სა, რო­მე­ლიც ერ­თ­გ­ვა­რი სის­წო­რით აღ­ნიშ­ნავს თა­ვი­სი ერის რო­გორც ბრწყინ­ვა­ლე საქ­მე­ებს, ისე შეც­დო­მებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებს, რი­თაც შე­ეძ­ლო მას თა­ვი და­ეხ­ს­ნა. მკითხ­ველ­ნი, რო­მელ­ნიც შე­ი­ძე­ნენ ამ დი­დე­ბულ თხზუ­ლე­ბას, მი­უძღ­ვ­ნი­ან მის ავ­ტორს დიდ მად­ლო­ბას, ისი­ნი გუ­ლის ფან­ც­ქა­ლით წა­ი­კითხა­ვენ ამ წიგ­ნ­ში საგ­მი­რო ის­ტო­რი­ას იმ ერი­სას, რო­მელ­მაც, მი­უ­ხე­და­ვად სა­ში­ნე­ლი დევ­ნი­სა და ტან­ჯ­ვა-წა­მე­ბი­სა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სი­მა­მა­ცე, სულ­გ­რ­ძე­ლო­ბა, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა და უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში დარ­ჩა თა­ვი­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის ერ­თ­გუ­ლი,“ — წერ­და ცნო­ბი­ლი ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტი ჟო­ზეფ პტი.
თა­მა­რაშ­ვი­ლის შრო­მებ­მა ერ­თ­გ­ვა­რად შე­ა­ჯა­მა უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თ­ველ კა­თო­ლი­კე­თა პატ­რი­ო­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაც. მას კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და მსოფ­ლი­ოს თით­ქ­მის ყვე­ლა წიგ­ნ­თ­სა­ცავ­თან და არ­ქივ­თან, რო­მელ­შიც კი ქარ­თუ­ლი მა­სა­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა იყო სა­ვა­რა­უ­დე­ბე­ლი. მან უკ­ვე უტყუ­ა­რად იცო­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტე­ბი მრავ­ლად მო­ი­პო­ვე­ბო­და პე­ტერ­ბურ­გის, მოს­კო­ვის, ლე­ნინ­გ­რა­დის, პა­რი­ზის, კონ­ს­ტან­ტი­ნე­პო­ლის, ტრა­პი­ზო­ნის, ბე­ი­რუ­თის, ქა­ი­როს, ალე­პოს და სხვა ქა­ლა­ქე­ბის წიგ­ნ­თ­სა­ცა­ვებ­სა და არ­ქი­ვებ­ში.
ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლის­თ­ვის მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლი და­უს­წ­რებ­ლად აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რად. თა­მა­რაშ­ვილ­მა სხვა ღვაწ­ლიც დას­დო ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ას. მან აღ­მო­ა­ჩი­ნა სი­ცი­ლი­ა­ში კრის­ტო­ფო­რო დე კას­ტე­ლის სუ­რა­თე­ბის ალ­ბო­მი, მო­ი­ძია და შე­ის­წავ­ლა სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის მა­სა­ლე­ბი.

***
ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რი და რო­მის კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის აბა­ტი, 1911 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, სო­ფელ სან­ტა-მა­რი­ნე­ლა­ში აღეს­რუ­ლა. რომ­ში მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლი დი­დი პა­ტი­ვით დაკ­რ­ძა­ლეს. იტა­ლი­უ­რი პრე­სა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ამ კაც­ში ბუ­ნებ­რი­ვად იყო შეთ­ვი­სე­ბუ­ლი თა­ვი­სი ერის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერ­თ­გუ­ლე­ბა და კაც­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბის­თ­ვის გმი­რუ­ლი თავ­გან­წირ­ვაო. იტა­ლი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­დაწყ­ვი­ტა. თა­მა­რაშ­ვი­ლის­თ­ვის ძეგ­ლი და­ედ­გა. ამან ქარ­თ­ვე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია გა­მო­აფხიზ­ლა. და­იწყო მსჯე­ლო­ბა თა­მა­რაშ­ვი­ლის ნეშ­ტის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ეს დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და.
მი­სი პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ჭი­რი­სუ­ფა­ლი მკვლე­ვა­რი და შე­მოქ­მე­დი რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მან მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვილ­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის „კვა­ლი ნა­თე­ლის“ გა­და­ღე­ბი­სას მო­ი­ძია მი­სი საფ­ლა­ვი და 1978 წელ ნოს­ტალ­გი­ით გა­ტან­ჯუ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის ნეშ­ტი იტა­ლი­ი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს.
„სა­ლა­მი შენ­და,
სამ­შობ­ლო მხა­რევ
სა­ლა­მი შენ­და, კავ­კა­სი­ო­ნო;
შენც, ალა­ზა­ნო,
ცრემ­ლ­თა მდი­ნა­რევ,
და შენც, კოლ­ხე­თის
ცელ­ქო რი­ო­ნო!
უცხო­ე­თი­დან სა­ლამს გიგ­ზავ­ნი,
სა­ლამს მზი­ურს
და არ­წი­ვის ფრთი­ანს,
შე­ნის ოც­ნე­ბით ვი­ქარ­წყ­ლებ
ვა­რამს
და თავს გევ­ლე­ბი,
ბუ­ნე­ბა ღვთი­ანს.
თუ ვე­ღარ გნა­ხე, ტურ­ფა ედე­მო,
და უცხო ცის ქვეშ
აღ­მომ­ხ­და სუ­ლი,
შენ და­მი­ტი­რე,
სი­ცოცხ­ლევ ჩე­მო,
შენ მი­ის­ვე­ნე შე­ნი ერ­თ­გუ­ლი!“
— ამ სტრი­ქო­ნე­ბის ავ­ტო­რი, დი­დი ქარ­თ­ვე­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი მი­ხე­ილ თა­მარ­აშ­ვი­ლი, გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 67 წლის შე­მ­დეგ, ქარ­თულ მი­წას მი­ა­ბა­რეს.
მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 100 წე­ლი გა­ვი­და.

მო­ამ­ზა­და
ლა­ლი ჯე­ლა­ძემ


-

25-28(942)N